რის ეჭვს იწვევს თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმაში შესული ცვლილება _ „ახალგაზრდა ადვოკატები“

საზოგადოება

რის ეჭვს იწვევს თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმაში შესული ცვლილება _ „ახალგაზრდა ადვოკატები“

25 მაი. 2018, 13:27:07

„ახალგაზრდა ადვოკატები“  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ შორის, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული საპროექტო წინადადების მომზადებული დოკუმენტის ახალი შეთანხმების სამართლებრივ ანალიზს აქვეყნებს.

როგორც ანალიზშია ნათქვამი, სახელმწიფომ განახორციელა დათმობები, შემსრულებელ ორგანიზაციას აპატია გადასახდელი ჯარიმები და სამუშაოების შესრულებისთვის, გაუხანგრძლივა ხელშეკრულების ვადები 2018 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით.

ანალიზის მიხედვით, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურსა და ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ შორის 2015 წლის 15 ოქტომბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #20 ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება.  რაც ერთის მხრივ, შესაძლოა შეფასდეს დადებითად, ხოლო მეორეს მხრივ, საგანგაშოა.

ანალიზის მიხედვით, ცვლილებები არღვევს სახელმწიფოს მიმართ დადგენილ იმპერატიულ და მკაცრ რეგულაციებს, რისმა უგულებელყოფამაც, შესაძლოა, გამოიწვიოს კორუფციის არსებობის საფუძვლიანი ეჭვი.

„წარმოდგენილი ცვლილებით ხელშეკრულების მხარედ დამასრულებელ ეტაპზე ჩაერთო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, არსებული სიახლე შესაძლოა განპირობებულია საზოგადოების მაღალი ინტერესით და საკითხის მნიშვნელობით, თუმცა სამართლებრივად არაერთი კითხვა ჩნდება აღნიშნული გარემოების მიმართ. არქიტექტურის სამსახური არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

კანონის თანახმად, ის სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საჯარო საქმიანობას. შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აქვს სპეციალური უფლება  დამოუკიდებლად გამოვიდეს სამართალ-ურთიერთობებში. წარმოდგენილი ცვლილებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ხელშეკრულების მხარედ შემოსვლა დამასრულებელ ეტაპზე, გონივრულად წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის არქიტექტურის სამსახურის დამოუკიდებელ საქმიანობაში უხეშ ჩარევას.

მერიის მხარედ ჩართვაზე განმარტებულია, რომ განხორციელდა სტრუქტურული რეორგანიზაცია, რომლითაც მერიამ შეიძინა ხელშეკრულებით „შემსყიდველისათვის“ განკუთვნილი ყველა უფლება და ვალდებულება, რაც ბუნდოვანია.

წარმოდგენილი ცვლილების მე-6 და მე-7 პუნქტები, კიდევ უფრო გაუგებარია, ვინაიდან მისი შინაარსობრივი განსჯიდან გამომდინარე, იკვეთება, რომ მიმწოდებელს ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიმართ განხორციელდა დაკისრებული ან დასაკისრებელი ჯარიმების კორექტირება, რომელიც შემცირებაში გამოიხატა. ამასთან, 800 000 ლარი იქნა დარჩენილი ბოლო ჩარიცხვისთვის, რომელიც 738 000 ლარით განისაზღვრა და იქვე აღნიშნა, რომ ეს არ წარმოადგენდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების შემცირებას ან ურთიერთ მოთხოვნათა აღიარებას და გაქვითვას. შესაბამისად, ამ ნაწილში დაუსაბუთებელი და გაუგებარია წარმოდგენილი შეთანხმება.

ამასთან, განსაზღვრული 738 000 ლარის გადარიცხვა მიმწოდებლისთვის ორ ეტაპად შეთანხმდა. კერძოდ, პირველი ეტაპი - 600 000 ლარი და მეორე ეტაპი - 138 000 ლარი, რომელიც სახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულების შემდგომ უნდა იქნეს გადახდილი. აღნიშნული გაუგებარია, ვინაიდან მიმწოდებლის მიმართ არაერთი დარღვევაა გამოვლენილი, რაზეც შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრა.

შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან ამ რისკზე წასვლა, გაუმართლებელია უკვე არსებული ურთიერთობის შემდგომ რას ეფუძნება ვარაუდი მიმწოდებლის მიერ ვალდებულებათა უნაკლოდ შესრულების.

ამ შეთანხმების ყველაზე დაუსაბუთებელ ნაწილს წარმოადგენს ვადის გაგრძელება. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 31 ოქტომბერი, რაც საბოლოო ჯამში, ხელშეკრულების მოქმედების 3-წლიანი და 2-კვირიანი ვადა შეადგინა. მიუხედავად დათქმისა, რომ ეს იქნება საბოლოო დათმობა და მხარეს აღარ ექნება უფლება მოითხოვოს დამატებითი ვადა, ცვლილება საგანგაშოა, ვინაიდან არაერთხელ განხორციელდა ვადის გაგრძელება, რაც სამართლებრივად გულისხმობს დამატებითი ვადის დაწესებას.

ამასთან, ხელშეკრულების გამარტივებული წესით დადებისას კანონი იპერატიულად განსაზღვრავს შემთხვევებს, თუ სად უნდა იქნეს გამოყენებული გამარტივებული შესყიდვა. კერძოდ, ნორმატიული განაწესის თანახმად, გამარტივებული შესყიდვის განხორციელება შესაძლებელია, თუკი საჯარო მნიშვნელობის ღონისძიების განხორციელება უნდა მოხდეს მცირე დროში და ოფიციალურმა ფორმალობებმა ხელი არ შეუშალოს პროექტის განხორციელებას.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს #13 ბრძანებით, რომელიც ეხება გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრას, დაზუსტდა წინამდებარე ნორმის შინაარსი. კერძოდ, ბრძანების მე-3 მუხლის „დ“ პუნქტი - სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეუფერხებლად ჩატარებისთვის გათვალისწინებულია შეზღუდული ვადები, რაც გულისხმობს იმას, რომ საჯარო ღონისძიების განხორციელების თარიღები დადგენილია წინასწარ და არის საკმაოდ მცირე დრო.

ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #020 სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, დაიდო გამარტივებული შესყიდვით იმ მიზნით, რომ ხელშეკრულების ობიექტი მომზადებულიყო მოკლე ვადებში, ვინაიდან სახეზე იყო სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესი. 2015 წელს თბილისის მერიამ შემჭიდროებულ ვადად მიიჩნია 20 თვე და ასევე, მათი ხედვით, სახეზე იყო ის გადაუდებელი აუცილებლობა, რომ ჩატარებულიყო გამარტივებული შესყიდვა.

მიუხედავად არაერთი საჯარო განცხადებისა, რომ ქალაქისთვის საჭირო იყო განვითარების გენერალური გეგმა, ორ წელიწად ნახევარზე მეტია გასული და ქალაქს აღნიშნულ გეგმა კიდევ არ აქვს, ხელშეკრულების მოქმედების საერთო ვადამ კი სამი წელი და ორი კვირა შეადგინა. სწორედ აღნიშნული გარემოებები ნათლად უთითებს, რომ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებული ხელშეკრულების დადება სრულიად უკანონოა, რადგან არ შეესაბამება კანონით იმპერატიულად  დადგენილ მოთხოვნებს.

წარმოდგენილი ხარვეზების მიუხედავად, აუცილებელია აღინიშნოს, რომ შეთანხმებაში გათვალისწინებულია არაერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რაც ამ დრომდე დაუდგენელი იყო. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას გაზიარებული აქვს ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატების“ რეკომენდაციები, რომელიც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საკითხზე 2017 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში იქნა აღნიშნული. კერძოდ, შეთანხმება ითვალისწინებს კერძო მესაკუთრეების და საჯარო ინტერესის დაპირისპირებისას მომზადებულ იქნეს რეკომენდაცია, თუ როგორ უნდა იქნეს საკითხი დარეგულირებული. მიმწოდებლის მიერ მომზადებულ მასალებში არსებული ხარვეზები აღმოფხვრა, რაც გულისხმობს გამორჩენილი მნიშვნელოვანი ობიექტების დამატებას.

მნიშვნელოვანია, რომ მიმწოდებელს დაევალა განმარტებითი ბარათით ნორმატიული აქტის მომზადება. თბილისის გენერალური გეგმა წარმოადგენს ნორმატიულ აქტს, თუმცა მე-11 შეთანხმებამდე, არ არსებობდა ჩანაწერი, თუ ვის უნდა უზრუნველყო შესაბამისი ნორმატიული აქტის მომზადება, რაც უდავოდ ხელშეკრულების ხარვეზს წარმოადგენდა.

იმ ვითარებაში, როდესაც აღნიშნული პროექტის უზრუნველყოფისთვის, 2 800 000 ლარი იქნა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი და მიმწოდებელს მხოლოდ დასაბუთება უნდა მოემზადებინა, რა თქმა უნდა, გაუმართლებელი იყო, ვინაიდან ძირითადი შედეგი არის ნორმატიული აქტის მომზადება და შემდგომ მისი განხილვა საკრებულოში.

2018 წლის 13 აპრილის შეთანხმება დადებითად იქნებოდა შეფასებული იმ შემთხვევაში, რომ არ იყოს კონფლიქტი ხელშეკრულების დადების საფუძვლებსა და არსებულ შეთანხმებას შორის, ვინაიდან ვადის გაგრძელება უშუალოდ გასცდა თავდაპირველ მიზნებს და დღეის მდგომარეობით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას გამარტივებული შესყიდვის მექანიზმით ჩატარებული ტენდერის კანონიერება“,_ნათქვამია ანალიზში.

როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, საკითხის მოკვლევას გააგრძელებენ და შესწავლის დამატებით ანალიზს საზოგადოებას გააცნობენ.




 ახალი ამბები
  • "ძლიერებმა სუსტებს ვაპატიოთ, თუ ისევ წამოყვეს თავები, მერე იმ თავებსაც მიეხედებათ" ,,ძლიერებმა სუსტებს რაღაცეები ვაპატიოთ, თუ ისევ წამოყვეს თავები, მერე იმ თავებსაც მიეხედებათ“, _ ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა დღევანდელი ქადაგებისას განაცხადა. მეუფე იაკობმა,  პოლიტიკურ ძალებს მოუწოდა, რომ თავი შეიკავონ წინასაარჩევნო არეულობისგან და „ნუ დაძაბავენ ნურც ხალხს და ნურც ერთმანეთს. „კიდევ ერთხელ მინდა, ვთხოვო ჩვენს პოლიტიკოსებს, არჩევნები ახლოვდება და ნუ ძაბავენ ერთმანეთში უერთიერთობებს და ხალხსაც ნუ ყოფენ. არ შეიძლება, ხალხო, ჩვენ რომ გავიყოთ, ჩვენ ერთობა თუ არ გვქონდა, შანსი არ არის, ვერავინ გვიშველის. ძალა არ არის საქართველოში დაყოფილზე უშველოს ვინმეს რამე. ერთობა თუ გვექნება, ხო,  გვინდა არ გვინდა უნდა გავერთიანდეთ. როგორ? ამგის გამო დავსხდეთ და დავილაპარაკოთ, როგორ უნდა გავერთიანდეთ“, _ განაცხადა ქადაგებისას მეუფე იაკობმა მან ასევე აღნიშნა, რომ მტრის ხატი შექმნეს, იმას ვებრძვით და საქართველოს ვამარცხებთ საბოლოო ჯამში ,,ეროვნული იდეოლოგია, რომ არ აქვს ერს, დღევანდლამდე 30 წელია დამოუკიდებლები ვართ. ერთი მთავრობა არ ყოფილა, პირველი ხელისუფლება იყო და უცბად ჩამოაგდეს, დანარჩენ მთავრობებში ხომ სულ მარტო ის არის, მტრის სახე შექმნეს, მაგასაც სწორად შევხედოთ. იმიტომ, რომ თუ არ გავერთიანდებით რაღაცებზე, ვინც ძლიერები ვართ, იმ სუსტებს რაღაცები დღეს ვაპატიოთ და თუ ისევ წამოყვეს თავები, მერე იმ თავებსაც მიეხედებათ. გავაკეთოთ ისე, რომ ღმერთს ვანახოთ, რა.“ - განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.     ... ...
  • "მადლობელი ვარ, დამბადებელო" _ ლეიბორისტულმა პარტიამ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა,,ლიბორისტული პარტიის“  ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, დღეს  მეტეხის ეკლესიის ეზოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ქვეყნის პირველმა ლეიბორისტმა კანდიდატების წარდგენისას, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად თავისი თავის წარადგინა და  ვაჟა-ფშაველას სიტყვებით დაიწყო კანდიდატების წარდგენა. ,,როდესც ვუყურებ ჩვენს გუნდს, ჩვენს პარტიას, მე მახსენდება დიდი ვაჟას უკვდავი სტრიქონები. ,,მადლობელი ვარ დამბადებელო, ჩვენიდან შექმენ ისეთი გუნდი, როგორიც ამ დღეს საჭიროა, სამშობლოს წყლულებს როგორიც უნდა.“  დიახ, ჩვენ ის გუნდი ვართ,  რაც სამშობლოს წყლულებს სჭირდება, _ განაცხადა ნათელაშვილმა. ასევე, მან აღნიშნა, რომ 10 რჩეულს კანდიდატს წარადგენდა. ნაძალადევი - გაერთიანებული ოპოზიციის სახელით მაჟორიტარობის კანდიდატი, შალვა ნათელაშვილი; ,,ვიქნები არა მარტო თქვენი დეპუტატი, არამედ ოჯახის წევრი“, - აღნიშნა ნათელაშვილმა. თელავი, ყვარელი, ლაგოდეხი, ახმეტა -  ნიკა ვარდოშვილი; რუსთავი - მიხეილ ქუმსიშვილი; ,,20 ივნისის მებრძოლი, ახალგაზრდების ღირსეული წარმომადგენელი, ქართული პოლიტიკის მომავალი“, - განაცხადა ნათელაშვილმა; მარნეული - ალი ბადიროვი; ,,მაჟორიტარად ვასახელებ, მაგარ აზერბაიჯანელს, მაგარ ქართველს, იურისტს, ადვოკატს და ქართულად კარგად  მოსაუბრეს“, _ აღნიშნა წარდგენისას პირველმა ლეიბორისტმა. თეთრიწყარო, წალკა,დმანისი, ბოლნისი - თემურ წიკლაური წარდგენისას  ნათელაშვილმა, მის დამსახურებაზე ისაუბრა და აღნიშნა, ჯვარას ტყეში მილიონი ხის აღმოჩენაზე, რომელის წყალობითაც ,,იქაურობა საყდრისივით აღარ ააფეთქეს. მესხეთი _ გიორგი ჩიტაური; პირველმა ლეიბორისტმა აღნიშნულ ოლქს უწოდა, ქართული პოლიტიკის სამშობლო ,,კანდიდატად ვაგზავნი ჭეშმარიტ, მაგარ ქართველს, რომელსაც იცნობს ჩვენი საზოგადოება, როგორც მთის ფოლკლორის საუკეთესო შემსრულებელს, გიორგი ჩიტაურს“, - განაცხადა ნათელაშვილმა მცხეთა-მთიანეთი - ბექა ნათელშვილი   ,,ჩვენ პოლიტიკაში მამა-შვილი არ ვართ, ჩვენ ვართ თანამებრძოლები, საქართველოზე შეფიცულები“, _ აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა. ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა - სამსონ გუგავა ,,პარტიის თვალსაჩინო სახე და წესიერებით სავსე ადამიანი“ ,- ამ სიტყვებით წარადგინა ნათელაშვილმა, აღნიშნული კანდიდატი. გურია - დავით მამლაძე მას, ნათელაშვილმა ,,აჯაყებული გურული“ უწოდა; აჭარა - ტარიელ კალანდარიშვილი; ის, ნათელაშვილმა სახელოვანი გვარის წარმომადგენლად დაახასიათა ,,ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, ასევე აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნებზე სიის ხელმძღვანელად  ზურაბ ლომია წარადგინა. ქუთაისის მერობის კანდიდატად კი, ირაკლი კიკვიძე, ხოლო კასპის მერობის კანდიდატად _ ოთარ ქოსაშვილი. პირველი ლეიბორისტის თქმით,  თბილისის საკრებულოში კრწანისის გამოკლებულ დეპუტატს მამუკა ჯუღელი ჩაანაცვლებს. ნათელაშვილმა რეგიონებში, საკრებულოს სამი ქალი კანდიდატი წარადგინა და აღნიშნა, რომ მათ მხარს, მხოლოდ გარეგნული სილამაზის გამოც დაუჭერენ ,,გემრიელი ლუკმა, ულამაზესი ლუკმა შემოვინახეთ ბოლოსთვის, სამ უმშვენიერეს, გოგონას, ახალგაზრდას ვასახელებ საკრებულოებში წევრობის კანდიდატად. ონში  - მარიამ გოჩალეიშვილი თელავში - თამარ მენაბდიშვილი მანგლისში -თათია მაისურაძე ,,მარტო ამ სილამაზის გამო მოგცემენ ხმას“ - უთხრა შალვა ნათელაშვილმა. როგორც ცნობილია, საარჩევნო ცვილელებების შემდეგ,  2020 წლის 31 ნოემბრის არჩევნები, 120/30-ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 30 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი იქნება საქართველოს პარლამენტში( 8 თბილისში და 22 რეგიონებში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით ე.წ. 40%-იანი ჩამკეტი მენიზმი იქნება, პარტია რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაწერას მიიღებს, ის პარტია მთავრობას დამოუკიდებლად ვერ ... ...
  • შსს თელავის საკარანტინო სივრცეში გარდაცვლილი პირის შესახებ ინფორმაციას ავრცელებსშინაგან საქმეთა სამინისტრო თელავის საკარანტინო სივრცეში გარდაცვლილი პირის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა თელავში, საკარანტინო სივრცეში მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით ამ ეტაპზე დგინდება, რომ ქალაქ თელავში ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც კოვიდპანდემიის გამო საკარანტინო სივრცე არის განთავსებული, 1991 წელს დაბადებული გ.გ. სასტუმროს პერსონალმა გარდაცვლილი ნახა. აღნიშნული პირი 24 სექტემბერს საფრანგეთიდან დაბრუნდა საქართველოში, რის შემდეგაც თელავში სასტუმროს საცხოვრებელ ნომერში იყო გადაყვანილი. გარდაცვლილი გადასვენებულია ექსპერტიზაზე კვლევების ჩატარების მიზნით. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით ... ...
  • არჩილ თალაკვაძე და ვასილ ჩიგოგიძე ჩოხატაურში ახალგაზრდებს შეხვდნენპარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე ჩოხატაურში მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განათლების სფეროში არსებულ პროგრამებზე, ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე და სპორტის საკითხებზე ისაუბრეს. „სახელისუფლებო გუნდის მთავარი პარტნიორები არიან ახალგაზრდები და სწორედ ახალგაზრდებთან ერთად ვგეგმავთ იმ მნიშვნელოვანი საქმის გაგრძელებას, რომელიც დაწყებული გვაქვს. ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული გუნდი და ახალგაზრდები არიან ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. „მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ჩოხატაურში ახალგაზრდებთან, სადაც ვისაუბრეთ განათლების, დასაქმების და სპორტის საკითხებზე. მათ ასევე გავაცანი ჩემი სამომავლო გეგმი. ახალგაზრდებთან მექნება მჭიდრო ურთიერთობა და ჩვენს გუნდთან ერთად ვიზრუნებ მათი კეთილდღეობისთვის", - განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ. შეხვედრა „ქართული ოცნების" ჩოხატაურის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების ინიციატივით ... ...
  • ისევ რთულ მდგომარეობაშია - მეჭაურის მძღოლის დაკითხვის უფლება პოლიციას დედამ არ მისცაპოლიციას ამ დრომდე არ დაუკითხავს თიანეთის მერის, თამაზ მეჭიაურის მძღოლი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითკვლელობა სცადა. 22 წლის გიორგი ხუმარაშვილი კლინიკადან გუშინ, 25 სექტემბერს გაწერეს, თუმცა მის გამოსაკითავად მისულ სამართალდამცველებს ხუმარაშვილის გამოკითხვის უფლება დედამ არ მისცა. არაადეკვატურია ჩემი შვილი, გუშინ ფსიქოლოგს რომ ველაპარაკე და გამომძიებელს შესაძლებელი იყო, რომ დაეკითხათ. ვერ იგებს ბავშვი რატო იყო, სად იყო, რამდენი ხნით, რომ დაიკითხოს სერიოზულ სტრესს მიიღებს ბავშვი, - თქვა გიორგი ხუმარაშვილის დედამ, ნენე ხერხელაურმა. ხუმარაშვილის მშობლების და თიანეთის გამგებლის მტკიცებით, ახალგაზრდა მამაკაცის მხრიდან თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა გახდა. მათი ინფორმაციით, თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარე, ზურაბ ბექაური ახალგაზრდას თამაზ მეჭიაურის შესახებ ინფორმაციის მიწოდება სთხოვდა. თამაზ მეჭიაურის მძღოლის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. წყარო: ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls