"რის მომატება?! რაც ღირს, იმას ვერ მიხდიან!" _ გაძვირდება თუ არა მგზავრობა

საზოგადოება

"რის მომატება?! რაც ღირს, იმას ვერ მიხდიან!" _ გაძვირდება თუ არა მგზავრობა

2018 ნოე 15 19:35:02

ცოტა ხნის წინ, "გურია ნიუსი" ოზურგეთის ზოგიერთ სოფელში მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასურის ზრდის შესახებ წერდა, ფასების ზრდას კი საწვავის გაძვირებას უკავშირებდნენ. უკმაყოფილებას განსაკუთრებით მშვიდობაური-ასკანის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლები გამოთქვამენ. მათი თქმით, მგზავრები ხშირად დადგენილი ტარიფითაც ვერ ახერხებენ გადახდას.

"თუ ღირს 1 ლარი და 20 თეთრი, მგზავრები ხშირად მხოლოდ ლარს იხდიან, მაგრამ რა ვქნათ? გვესმის მათიც, რადგან ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია", _ ამბობენ მძღოლები.

ოზურგეთის ავტოსადგურში, სადაც ავტობუსების და მიკროავტობუსების სიჭარბე უფრო მეტად ჩანს, ვიდრე მგზავრების, ასკანის მცხოვრებლები გვეუბნებიან, რომ "გურია ნიუსში" გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, მგზავრობის ფასის გაზრდაზე საუბარი შეჩერდა:

_ ორშაბათიდან ველოდით ფასის მომატებას. ასე გვითხრეს, ლარნახევრის ნაცვლად, ორი ლარი იქნებაო. შემდეგ "გურია ნიუსში" მგზავრობის ფასის ზრდასთან დაკავშირებით სტატია გამოქვეყნდა და ჯერჯერობით, ისევ ძველი ფასით ვმგზავრობთ. როგორც ჩანს, ცოტა ხნით შეჩერდნენ. მძღოლებს კი არ ვამტყუნებთ _ საწვავის ფასი ყოველდღიურად იზრდება, მაგრამ ჩვენც რა ვქნათ, ხალხში ფული არ არის. ასკანიდან ჩამოსვლასა და უკან დაბრუნებაში თუ ოთხ ლარს გადავიხდით, მაგ თანხით სამი კილო შაქარს ვიყიდით. აღარ წამოვალთ, დავაბარებთ ვიღაცას და იქნება, აბა, რა ვქნათ? _ გვეუბნებიან ასკანელები.

როგორც მძღოლები "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობენ, ტარიფის გაზრდის შემთხვევაში, მგზავრების უმეტესობა საფასურის გადახდას ვერ შეძლებს:

_ მგზავრობის ფასი მოვუმატო? ვინც მომატებას აპირებს, არ ვიცი, რის იმედი აქვს? რის მომატება?! რაც ღირს, იმას ვერ მიხდიან და მომატებულს საერთოდ ვინ გადამიხდის? ნახეთ, რამდენი ადამიანი ზის ვაკიჯვრის ავტობუსში, _ გვითხრა სოფელ ვაკიჯვრის რეისის ავტობუსის მძღოლმა მირიან ვანიძემ.

"მგზავრობის ფასი მოვუმატო?" _
კითხულობს მირიან ვანიძე

სოფელ ბახვის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება ერთი ლარი და ოცდაათი თეთრია. ამ მარშრუტით მგზავრობენ სოფელ მშვიდობაურის მცხოვრებლებიც და ფასის მატება ამ ორი სოფლის მიმართულებითაც იგეგმება. თუმცა, როგორც ოზურგეთის სს "ტრანსსერვისის" დირექტორი, შალვა ორაგველიძე ამბობს, მართალია, ბახვის მიმართულებით ასეთი ტარიფია, მაგრამ, ხალხი მაინც ერთ ლარს იხდის, მძღოლები კი ფასის მომატებას ლარნახევრამდე ითხოვენ.

_ დროებით შეჩერებულია ეს პროცესი. ყველა ყოყმანობს ფასის გაზრდაზე, იმიტომ, რომ გასაჭირია. თუმცა, მძღოლები მეტს ვეღარ გაუძლებენ. განსაკუთრებით, ზოგიერთი მიმართულებით. ჩემთან ოფიციალურად გუშინ შემოიტანეს განცხადება. კიდევ ვიმსჯელებთ. ხალხსაც ძალიან უჭირს, მაგრამ მძღოლებსაც უჭირთ. ხალხის ნაწილი არ არიან თვითონ? ვის უნდა ან ვის მოსწონს ეს მატება, მაგრამ დარჩა სხვა გზა? საწვავის ფასი ძალიან გაიზარდა, თვითონ მძღოლებიც ნერვიულობენ, მაგრამ უკან დასახევი გზა არ აქვთ, _ გვითხრა ორაგველიძემ.

_ ბატონო შალვა, მგზავრობის ფასის მომატებიდან გარკვეული დროის შემდეგ რომ საწვავის ფასმა დაიკლოს, მგზავრობის ღირებულებაც დაიკლებს?

_ რა თქმა უნდა, დაიკლებს.

_ ასე იყო ადრეც, მაგრამ, როცა საწვავის ფასი დაიწია, მგზავრობის ღირებულება არ შეცვლილა, მაგალითად, ჭანიეთი-ქაქუთის მიმართულებით...

_ მე არ ვიცი, როდინდელ ამბავს მეუბნებით. ეტყობა, ეს საკმაოდ ადრე იყო. მაგალითად, ორი წლის წინ, როცა საწვავის ფასმა დაიკლო, მგზავრობის საფასურიც შეამცირეს მძღოლებმა.

კითხვაზე, რომელი რიცხვიდან მოიმატებს მგზავრობის ფასი, ორაგველიძე კონკრეტულად ვერ გვპასუხობს:

_ განცხადება კი შემოიტანეს, მაგრამ უცებ არ გადაწყდება ეს საკითხი _ უნდა შევჯერდეთ. სს "ტრანსსერვისი" მხოლოდ ავტოსადგურის მფლობელია და მძღოლებს, რომლებსაც საკუთრებაში ჰყავთ ტრანსპორტი, მათ ემსახურება. ამიტომ, ვალდებული ვართ, ანგარიში გავუწიოთ. მაქსიმუმ, ერთ კვირაში ყველაფერი გვეცოდინება, _ გვითხრა მან.

რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, ამ მიმართულებით ჯერ ფასის მომატებაზე არ საუბრობენ.




 ახალი ამბები
  • მუშების დაშავებასთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებსდღეს, ზესტაფონში, სს „საქართველოს რკინიგზის“ დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოს საწყობში, მოხდა  უბედური შემთხვევა და სამუშაოს შესრულების დროს, მარაგი ნაწილების ჩამოშლის შედეგად,  სხეულის დაზიანება მიიღო რკინიგზის ორმა თანამშრომელმა - სახელოსნოს მჭედელმა მიხეილ ბებიაშვილმა და ხელოვნური ნაგებობების ბრიგადირმა მერაბ ნებიერიძემ. დაშავებულებს გაეწიათ  სასწრაფო სამედიცინო დახმარება და გადაიყვანეს  საავადმყოფოში.   სს „საქართველოს რკინიგზა“ მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო. უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა, ამასთან ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, რის შედეგადაც დადგინდება შემთხვევის გამომწვევი მიზეზები.  სს „საქართველოს რკინიგზა“ მაქსიმალურ დახმარებას აღმოუჩენს უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებულებსა და მათ ოჯახებს.  (R)       ... ...
  • უბედური შემთხვევა თბილისში _ მაღაზიაში ამწე შევარდაცოტა ხნის წინ, უბედური შემთხვევა მოხდა თბილისში. გურამიშვილის გამზირზე მსუბუქი ავტომობილი და ამწე ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების გამო ამწე ერთ-ერთი მაღაზიაში შევარდა. ინციდენტის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. მათგან ორი მცირეწლოვანია. ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 271-ე მუხლით ... ...
  • წვიმა და სეტყვა _უახლოესი დღეების პროგნოზიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-31 მაისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. 27-28 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +23, +28, ხოლო 29-31 მაისს +28, +31 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი ... ...
  • 9 წლის გოგოს მკვლელობა _ იაგო ნებიერიძეს უვადო პატიმრობა შეეფარდასასამართლომ 9 წლის გოგოს მკვლელობისა და მის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს უვადო პატიმრობა შეუფარდა.გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 2018 წლის 25 ოქტომბერს სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობა და არასრულწლოვანთან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას ... ...
  • პატრიარქის ფონდი გაქურდეს პატრიარქის ფონდი გაქურდეს, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარზე კომენტარი ფონდიდან არ გაკეთებულა. ამ დროისთვის უცნობია რა ნივთებია წაღებული ფონდის ოფისიდან. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

ნივთების ისტორიიდან - ტუნიკა

ახლა უკვე ძნელია იმის თქმა,...

როდის ხდება წყლის დალევა ორგანიზმისთვის მავნებელი

არ შეიძლება ნებისმიერი სითხის სულმოუთქმელად...

ნუ დანებდებით

ვის არ უჩხუბია და უკამათია......

ნაბახუსევზე მარილიანი ყავა სასარგებლოა

ნებისმიერ ადამიანს ხშირად ერთი პრობლემა...

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...