როდის გაიხსნება ქუთაისის შემოვლითი გზა და აშენდება თუ არა დამატებით ორი ზოლი

საზოგადოება

როდის გაიხსნება ქუთაისის შემოვლითი გზა და აშენდება თუ არა დამატებით ორი ზოლი

12 თებ. 2018, 11:10:48

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ქუთაისის შემოვლითი გზის, სამტრედია-ქუთაისის  31 კმ-იანი მონაკვეთი 2017 წლის 22 მაისს ცალმხრივად ჩაიკეტა. მაშინ საავტომობილო გზების დეპარტამენტი, გზის ჩაკეტვის მიზეზად, თბილისი-სენაკი-ლესელიძის მონაკვეთზე დაფიქსირებულ მრავალ დარღვევს ასახელებდა, კერძოდ კი დაწესებული რეჟიმებისადმი დაუმორჩილებლობას. დღეს მძღოლებს აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობის უფლება ეძლევათ მხოლოდ დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, დასავლეთისკენ მოძრავ ავტომობილებს კი ქუთაისის გავლით უწევთ მოძრაობა.  ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ქუთაისის შემოვლითი გზაზე მიმდინარე სამუშაოებთან და მის გახსნასთან დაკავშირებით ,,გურია ნიუსი“ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეს გიორგი სეთურიძეს ესაუბრა. მისი განცხადებით, ქუთაისის შემოვლითი გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარეობს გარეგანათების ქსელების მოწყობა: ზოლების და დამტებითი საგზაო ნიშნების მოწყობა, ასევე, მონტაჟდება  ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემები, რომლის დასრულების შემდეგ იქნება მსჯელობა გახსნასთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა გაიხსნას გზის 31 კმ-იანი მონაკვეთი.

_ რატომ ჩაიკეტა ქუთაისის შემოვლითი გზა?

ქუთაისის შემოვლითი გზა აშენებულია ძალიან მაღალი სტანდარტებით. მიუხედავად იმისა, რომ გზა არის საკმაოდ ხარისხიანი, დაწესებულია სიჩქარის შეზღუდვა 90კმ/სთ-ში,  მძოლები უმეტესწილად  ამას არ ითვალისწინებდენ, მოძრაობდენ სიჩქარის  გადაჭარბებით და გასწრების მანევრირების არასწორად  შესრულების დროს  ხშირად ხდებოდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რასაც ზოგჯერ  მოყვებოდა მგზავრების გარდაცვალებაც. მაშინ საპატრულო პოლიციასთან ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სანამ არ მოხდებოდა  ამ მონაკვეთზე სიჩქარის  მკაცრი კონტროლი, მანამდე გაცალმხრივებულიყო, რაც საშუალებას  მოგვცემდა, შემხვედრი  მოძრაობიდან  გამოწვეული და გასწრების  შედეგად  ავტოსაგზაო  შემთხვევები თავიდან აგვეცილებინა, ამიტომ ჩაიკეტა  გზის აღნიშნული  მონაკვეთი,

_ ამ ეტაპზე, ქუთაისის შემოვლითი გზის მონაკვეთზე,  რა სახის სამუშაოები მიმდინარეობს?

მთავრობის განკარგულებით, შსს ერთად  საავტომობილო  გზების დეპარტამენტმა დაიწყო  ამ პრობლემაზე  მუშაობა და ახლა კი მიმდინარეობს თანამედროვე სიჩქარის საკონტროლი მოწყობილობების მონტაჟი, როგორც კი ეს მოწყობილობები  სრულად იქნება დამონტაჟებული, ხელახლა იქნება მსჯელობა  და შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული. თვითონ ამ სისტემებს თუ დააკვირდებით, ხაშურამდე უკვე მოხდა მათი მონტაჟი. ეს არის სექციური რადარები, რომელიც  აკონტროლებს გადაადგილების სიჩქარეს _ არ აქვს მნიშვნელობა,  კამერებთან   რა სიჩქარით  გაივლის   ავტომობილი, მანდ თქვენი საშუალო სიჩქარე ითვლება.

_ საუბრობენ  გზის  არასწორ დაპროექტებასა და მშენებლობაზე...

_ ეს არ შეესაბამება სიმართლეს. გზა არის აშენებული სრული სტანდარტებით. კვანძები და ხიდები აშენებულია იმის გათვალისწინებით, რომ როდესაც მოიმატებდა მოძრაობის ინტესივობა, უნდა  აშენებულიყო  დამატებით ორი ზოლი. ახლა, ამ ეტაპზე მოძრაობაის ინტესივობა ამის საჭიროებას  არ მოითხოვს, მაგრამ  რადგან მძღოლები არ იცავდენ სიჩქარის  რეჟიმს, აქედან იყო გამოწვეული ყველა ავტოსაგზაო შემთხვევა.

_ როდის გაიხსნება ქუთაისის შემოვლითი გზა?

_ ველოდებით მუშაობის დასრულებას. როგორც კი დასრულდება  და დამონტაჟდება შესაბამისი ხელსაწყოები, შემდგომაზე იქნება  მსჯელობა გზის გახსნასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ვადებს, იმედია, რომ ზაფხულამდე ეს  მოწყობილობები გვექნება  მუშა რეჟიმში.

_ გავრცელებული ინფორმაციით,  აღნიშნული გზის მონაკვეთზე, მეორე ზოლის მშენებლობა   რიკოთის მონაკვეთის  მშენებლობის დასრულების შემდეგ დაიწყება, რამდენად შეესაბამება აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს?

_ გეთანხმებით, ჩვენ  მთავრობის დადგენილებით, უკვე ვაწარმოებთ  მანდ მეორეზოლის საპროექტო  სამუშაოებს და ძალიან  მელე გვექნება საბოლოო პროექტი და როგორც კი რიკოთის მონაკვეთი შევა მწყობრში, შემდგომ  დავიწყებთ  ფიქრს თუ როდის დაიწყოს  დამატებითი ორი ზოლის მშენებლობა, მაგ ორ მონაკვეთზე  ანუ ნახშირღელედან სამტრედიამდე.

_ თავის დროზე რატომ არ აშენდა დამატებითი მეორე ზოლი?

მოგეხსენებათ, რომ მაგ მონაკვეთზე დასავლეთიდან ანუ გურიიდან აქეთ წამომსვლელთა  ავტომობილების ინტესივობა არ იყო დიდი, აქედან გამიომდინარე,  არ საჭიროებდა  მეორე ზოლის მშენებლობას, თუმცა,  ინტესივობის გაზრდის  შემთხვევაში, იგეგმება მშენებლობა.  შეგახსენებთ _ ქუთაისის შემოვლითი გზა 2014 წელს გაიხსნა, რომლის ღირებულება 69,6 მილიონ ლარს და 20,9 მილიონ ევროს შეადგენს.




 ახალი ამბები
  • მთავრობამ პრაქტიკულად ხელი ჩაიქნია ეკონომიკის შენარჩუნებაზე- ჭიჭინაძე„არაეკონომიკური ენით რომ ვთქვათ გაუფასურებულ მთავრობას არ შეიძლება ჰქონდეს ძლიერი ვალუტა. ჩვენი მთავრობა თვითონ ისე არის გაუფასურებული, რომ ქვეყნის ვალუტაც, რომელიც მის პოლიტიკას განაგებს ამ ქვეყანაში, გაუფასურებულია”,_ ამის შესახებ განცხადება „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ გააკეთა. ჭიჭინაძემ აღნიშნა, რომ გაუფასურების მთავარი მიზეზი ის პოლიტიკაა, რომელსაც მთავრობა ატარებს. „სინამდვილეში კი მთავარი გაუფასურების მიზეზი არის ის პოლიტიკა, რომელსაც მთავრობა ატარებს, ფულის დარიგების და სუბსიდირების პოლიტიკა და არა სამუშაო ადგილების შექმნის და შენარჩუნების პოლიტიკა. მთავრობამ პრაქტიკულად ხელი ჩაიქნია ეკონომიკის შენარჩუნებაზე და გადავიდა უბრალოდ ფულის დარიგების მექანიზმზე, ფიქრობენ ეხლა რომელ ფენებს დაურიგონ ფული, რომ საარჩევნოდ მათი ხმები მოიპოვონ. ის, რომ ამ ქვეყანაში სამუშაო ადგილები ყოველდღე მცირდება გამოდის, რომ მთავრობის ეკონომიკური გუნდი ვერ ართმევს დაკისრებულ ვალდებულებებს თავს და ზოგადად მთელი მათი ქმედება მიმართულია შემოსული დახმარებების მოპარვაზე, როგორ მოიპარონ, როგორ მოიფიქრონ ისეთი სქემა, რომ ეს ფული მოხვდეს მათ ჯიბეებში. თუნდაც ყურძნის თემა.  რთველი მიმდინარეობს და იქაც ეს სუბსიდირებები მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ დიდ კომპანიებზე, იმის მაგივრად რომ პატარა კომპანიები წაეხალისებინათ და   სამუშაო ადგილების შექმნისთვის შეეწყოთ ხელი.  მაგრამ,  ბიძინა ივანიშვილის ძმის ინტერესია სპირტის ბიზნესი, ამიტომ, ვინც სპირტს აწარმოებს დიდი მოცულობით, იმ ქარხნებს უსუბსიდირებენ. ანუ,  ეს არის ის რაც მუდმივად ხდება ამ ქვეყანაში - შემოსული ფული  ისევ მათ ჯიბეებში მიდის“,_ აცხადებს ჭიჭინაძე. ... ...
  • ჩაფიძის ცენტრში მორიგი საქველმოქმედო აქცია ჩატარდება (R)მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ) ჩაატარებენ. ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან; მისამართი: თბილისი; ნ.ჯავახიშვილის ქ. N 1; აკადემიკოს ს. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება, რომელთა შესახებ ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ. ... ...
  • საგამოძიებო სამსახურმა ოთხი მეწარმე პასუხისგებაში მისცასაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის  თანამშრომლებმა,  გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების, ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება - გამოყენებისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ქონების მესაკუთრის მოტყუებით  დიდი ოდენობით  ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, ოთხი მეწარმე პასუხისგებაში მისცა,  რომელთაგან ორი  დააკავა. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, დაამზადეს და გამოიყენეს ჯამში 2 065 725 ლარის ღირებულების საქონლისა და მომსახურების მიწოდების ყალბი საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურები, რითაც შეიქმნეს 313 789 ლარის ოდენობის ფიქტიური აქტივი, საიდანაც ბრალდებულებმა შეძლეს 220 897 ლარის გამოყენება. გამოძიების ამ ეტაპზე ზიანის ნაწილი 56 033 ლარის ოდენობით ანაზღაურებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 185-ე მუხლების მე-3 ნაწილებით და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  6-დან 9 წლამდე ... ...
  • ჩოხატაურში საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან აღდგებაჩოხატაურის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან აღდგება, _ ამის შესახებ „გურია ნიუსს“  ა(ა)იპ ბაღების გაერთიანება "მომავალის" ხელმძღვანელმა ნინო ბარამიძემ განუცხადა. „როგორც დღეს გამოცხადდა და გაგვაგებინეს გუბერნიიდან, სააღმზრდელო პროცესი მუნიციპალიტეტის ბაღებში12 ოქტომბერს განახლდება“,_ გვითხრა ბარამიძემ. შეგახსენებთ, რომ სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში 1 ოქტომბერს უნდა განახლებულიყო, მაგრამ საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, აღსაზრდელებისთვის საბავშვო ბაღები 12 ოქტომბრიდან ... ...
  • ლანჩხუთის ყველა საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან განახლდებალანჩხუთის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან დაიწყება. ცენტრის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, ბაგა-ბაღებში ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ჩატარდა გენერალური დეზინფექცია. "კორონა ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მსგავსი ღონისძიებები ეტაპობრივად გახორციელდება. ლანჩხუთის სკოლამდელი ცენტრის 21-ვე ბაგა-ბაღი ახალი მოქმედი რეგულაციების მიხედვით ახორციელებს შესაბამისს ღონისძიებებს ახალი სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დასაწყებად", _ ამბობენ ცენტრში. მათივე ინფორმაციით, ადმინისტრაციის მიერ ბაგა-ბაღებისთვის შეძენილია საგანმანათლებლო რესურსები (ფერადი ფურცლები, მაკრატლები, ფერადი ფანქრები, ზეთოვანი პასტელები, გუაშისა და აკვარელის საღებავები, ფუნჯები, პლასტელინები და სხვა). "ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული რეკომენდაციების ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისთვის შესაბამისად საგანმანათლებლო რესურსები უზრუნველყოფილი იქნება ბაგა-ბაღებში ინდივიდუალურად ბავშვებისთვის სახელოვნებო/გასართობი საქმიანობის დროს გამოსაყენებლად", _ ამბობენ სკოლამდელ სააღმზრდელო ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls