როდის შედგება ოზურგეთის მერის და პარლამენტის თავმჯდომარის საუბარი გომისიმთის პრობლემებზე

საზოგადოება

როდის შედგება ოზურგეთის მერის და პარლამენტის თავმჯდომარის საუბარი გომისიმთის პრობლემებზე

2019 დეკ 9 12:34:50

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგ სხდომაზე პირველ საკითხად კურორტ "გომისმთაზე" ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრეს _ ზაფხულში კურორტზე უკანონო მშენებლობების ბუმი იყო.

საბჭოს წევრმა თამაზ ტრაპაიძემ აღნიშნა, რომ მიესალმება გომისმთის განაშენიანებას და მოხარულია, რომ საზოგადოებას აქვს ამ შესაძლებლობის გამოყენების საშუალება, თუმცა, ეს პროცესი ქაოტურად მიმდინარეობს.

"დღესდღეობით, არ არსებობს არანაირი სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც დაარეგულირებდა ხსენებულ ტერიტორიაზე განაშენიანების პროცესს", _ თქვა თამაზ ტრაპაიძემ.

საბჭოს წევრის, მინდია სალუქვაძის მოსაზრებით, ხსენებული პრობლემის საფუძველი არის ის, რომ ქონება ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაა.

საბჭოს თავმჯდომარემ გრიგოლ მახარაძემ სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, რომ  მუნიციპალიტეტს ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული გომისმთის გენგეგმის შემუშავების თაობაზე, მაგრამ ვერ მოხდა მისი დამტკიცება მასში არსებული ხარვეზების გამო. მუნიციპალიტეტიდან გაგზავნილია მოთხოვნა საქართველოს მთავრობაში, რომ გომისმთა შევიდეს შემოქმედის ტერიტორიული ერთეულში.

"გენგეგმის მიღებამდე რაღაც იურიდიული საფუძველი უნდა შეიქმნას, რაც მშენებლობის დარეგულირებისთვის საფუძველს შექმნის", _ აღნიშნა საუბრისას გრიგოლ მახარაძემ.

 ზვიად ერაძე, საბჭოს წევრი: "რეკომენდაციით უნდა მივმართოთ მუნიციპალიტეტს, რათა წარმართოს აქტიური კომუნიკაცია ზემოთ ხსენებული საკითხების დაჩქარებასთან დაკავშირებით, მიენიჭოს დასახლებული პუნქტის სტატუსი და შევიდეს შემოქმედის ადმინისტრაციულ ერთეულში".

საკითხის ირგვლივ დისკუსიის დროს გაჟღერდა სხვადასხვა მოსაზრება: გამოვლინდნენ ის ადამიანები, ვისაც ადრე ჰქონდათ სახლები (2007 წლამდე) და მათი სახლები მიჩნეულ იქნას, როგორც კანონიერი მშენებლობა, ხოლო უკანასკნელი წლების განმავლობაში აშენებული სახლები მიჩნეულ იქნას უკანონოდ.

ზოგიერთი მონაწილე მიიჩნევდა, რომ ბოლო პერიოდში აშენებული სახლები უნდა დაინგრეს და ამ გზით ხელი შეეშალოს უკანონო მშენებლობის პროცესს.

გამოითქვა მოსაზრება, რომ კანონიერ და უკანონო მშენებლობებს შორის დიფერენცირება ადვილად მოხდება გენგეგმის შემუშავების შემდეგ (ძველად აშენებული სახლები დატანილი იქნება რუკაზე, ხოლო ახლები კი არა).

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ აღნიშნა, რომ თემა მტკივნეულია, რადგან, მისივე თქმით, სამართლებრივად არანაირი ბერკეტი არ არსებობს.

"არანაირი კერძო საკუთრება მიწის სახით გომისმთაზე არ არსებობს, არსებობს მხოლოდ სახლები", _ აღნიშნა შარაშენიძემ. მან, ასევე, ისაუბრა გენგეგმის აუცილებლობის შესახებ.

"როცა მოვლენები დამშვიდდება ქვეყანაში, პარლამენტის თავმჯდომარეს მივმართავთ, რათა დაიძრას პროცესები და შედეგი დროულად მივიღოთ. განაშენიანების გეგმა საშუალებას მოგვცემს, გამოისყიდონ ის მიწა, რომელზეც არის დამაგრებული სახლი, ხოლო პრობლემა შეექმნებათ იმ პიროვნებებს, ვისი სახლებიც ისეთ ტერიტორიაზე იქნება, სადაც განაშენიანება არ იქნება ნებადართული", _ თქვა მერმა.

შეხვედრაზე შემუშავდა რეკომენდაცია: "მივმართოთ მუნიციპალიტეტს, რათა საქართველოს მთავრობასთან წარმართოს აქტიური კომუნიკაცია ზემოთ ხსენებული საკითხების დაჩქარებასთან დაკავშირებით, მიენიჭოს დასახლებული პუნქტის სტატუსი და შევიდეს შემოქმედის ადმინისტრაციულ ერთეულში". 

"გურია ნიუსი" "ბახმაროსა და გომისმთის განვითარების და სამოქალაქო პასუხისმგებლობის" საზოგადოების დამფუძნებელს და თავმჯდომარეს, არმაზ ახვლედიანს დაუკავშირდა და "გომისმთის" საკითხზე ესაუბრა:

"ხელისუფლებისთვის გომისმთა და ბახმარო საჯიჯგნი ლუკმაა _ კორუფციის დიდი წყაროა! მჯერა, ამ დანაშაულისთვის ბევრი დაისჯება, როცა შეიცვლება ეს უმსგავსო მმართველობა! მანამდე კი, ყველა, ვისთვისაც ძვირფასია ეს ორი მარგალიტი, წინ უნდა აღვუდგეთ ამ დანაშაულებრივ პროცესს!" _ გვითხრა არმაზ ახვლედიანი.

ამჯერად გომისმთაზე უკანონო მშენებლობები შეჩერებულია, ამის მიზეზი კი რამდენიმე დღის წინ მოსული თოვლია.




 ახალი ამბები
  • "კიდევ ერთხელ მეტყვი და შემოგილაწუნებ"-ნატა ფერაძე დააკავესაქტივისტმა ნატა ფერაძემ ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსგენდერ ქალებს "სირცხვილიას" სახელით შეშა მიუტანა, რის შემდეგაც, ის პოლიციამ დააკავა. როგორც ფეისბუქ ლაივში ნატა ფერაძე ჰყვება, პოლიციამ ტრანსგენდერი ქალები დააკავა და ჰომოფობიურად იქცევა. ფერაძე  პოლიციელებს ეკითხება, რის საფუძველზე დააკავეს ტრანსგენდერი ქალი, რის შემდეგაც, მასთან მივიდა  სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული მამაკაცი და დაწყნარებისკენ მოუწოდა. "დაწყნარდის კიდევ ერთხელ მეტყვი და შემოგილაწუნებ",_უპასუხა ფერაძემ, რის შემდეგაც ის დააკავეს. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, აქტივისტი ნატა ფერაძე  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული. ეს მუხლი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ამ პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას ... ...
  • სურამში ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული ლ.ლ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს - 1991 წელს დაბადებულ ბ.ნ.-ს, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბ.ნ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად, დანაშაულის ჩადენის იარაღი - ცული ნივთმტკიცებად ამოიღეს. მომხდარ შემთხვევამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილ მეუღლეებს - ლ.ლ.-სა და ბ.ნ.-ს შორის შესაძლო კონფლიქტის შესახებ განცხადება ან შეტყობინება არ ფიქსირდება. შესაბამისად, მათ შორის შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ ყოფილა. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით ... ...
  • რა ცვლილებებია წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ბიუჯეტი, რომელიც რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, შარშანდელის მსგავსად, წელსაც 40 მლნ ლარია. პროექტების ჩამონათვალში მცირე ცვლილებები შევა და არსებულ კატეგორიებს გზისპირა მოსაცდელები დაემატება. კორექტივები დოკუმენტში, საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, გასულ წელს შერჩეული პროექტების ანალიზის შედეგად და საჭიროებებიდან გამომდინარე განისაზღვრა, _ ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტოს გავრცელებულ ინფორმაციაში, ასევე, აღნიშნულია, რომ 2019 წელს, პროგრამის ფარგლებში, 4800-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი გახორციელდა. მუნიციპალიტეტებში სულ 3 ათასზე მეტი საერთო კრება ჩატარდა  და მოსახლეობამ ყველა პროექტი თავად შეარჩია. აქედან, გურიაში გახორციელდა 376 პროექტი, იმერეთში _ 1042 პროექტი, კახეთში _ 366 პროექტი, მცხეთა-მთიანეთში _ 536 პროექტი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში _ 275 პროექტი, სამეგრელო-ზემო სვანეთში _ 1061 პროექტი, სამცხე-ჯავახეთში _ 309 პროექტი, ქვემო ქართლში _ 399 პროექტი და შიდა ქართლში _ 447 პროექტი. ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის გარდა, გასულ წელს, პროექტების გახორციელებისთვის მუნიციპალიტეტების თანადაფინანსებამ 6 მლნ ლარი შეადგინა, თანხები კი შემდეგი კატეგორიების მიხედვით გადანაწილდა: გზების რეაბილიტაცია, გარე განათებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, წყლის სისტემების გამართვა, სასაფლაოს კეთილმოწყობა და სანიაღვრე არხების ... ...
  • დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების დაშლა დაიწყო (ფოტო) დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების დაშლა დაიწყო. ამ წუთებში საახალწლო ნაძვის ხეს შლიან მთაწმინდის პარკის მოედანზე. პარკის შესასვლელში დადგმული ნაძვის ხის დემონტაჟი კი უკვე ... ...
  • ბავშვები ბაღში წასასვლელად ემზადებიან (ფოტოები) ეს ფოტოები ოზურგეთში, ერთ-ერთ სილამაზის სალონში არის გადაღებული. დღეს სალონს ყველაზე მეტად ბავშვები სტუმრობენ, ისინი ბაღში წასასვლელად ემზადებიან. ა(ა)ი.პ.“ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ დირექტორის, მაკა ჭყონიას თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 20 იანვარს, ორშაბათს განახალდება. “საახალწლო არდადეგები სრულდება და სააღმზრდელო პროცესი 43 საბავშვო ბაღში ორშაბათიდან გაგრძელდება,“ _ გვითხრა მაკა ... ...

არქივი

ზაფრანი

იუმორი და ასტროლოგია

ვერძი - მუშაობს პრობლემური სესხების...

ცოცხის „მაგიური“ ძალა

ბევრ ქვეყანაში არსებობს გარკვეული "ცრურწმენები",...

"წიწაკიანი" ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მორიელი _ ქალი მორიელის გამოხედვა ხერხს...

არსებობს თუ არა ერთი ნახვით სიყვარული

ოდესმე თქვენს ცხოვრებაში მომხდარა ისე,...

ყავის მომზადების რეცეპტები მსოფლიოში

ვიეტნამი - ყავის მომზადების დროს...

როგორ შევინარჩუნოთ მამაკაცი

არასდროს უყვიროთ მას - ის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...