"როგორ არ დაგვინდო პანდემიამ" _ ჩოხატაურში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა


საზოგადოება

"როგორ არ დაგვინდო პანდემიამ" _ ჩოხატაურში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

5 დეკ. 2020, 19:04:26

ჩოხატაურში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, _ სამძიმარის პოსტს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე "მედალფას" ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრის ნევროლოგი და  სოფელ ზოტის ექიმი ელისო სიხარულიძე ავრცელებს.

"სამძიმარს გეუბნებით ყველას... ახლობლებს, მეგობრებს, მეზობლებს, მთელ სოფელს, განსაკუთრებით ოჯახს,მეუღლეს, შვილებს, შვილისშვილებს, დედმამიშვილებს, სანათესაოს... გუშინ იური გიორგაძე... დღეს აკაკი ირემაძე...მეც ვიღებ სამძიმარს თქვენთან ერთად...მიჭირს, ძალიან მიჭირს, როგორც ექიმს და როგორც მათ ახლობელ ადამიანს...როგორ არ დაგვინდო პანდემიამ....უფალი გაანათლებს მათ სულებს", _ წერს ელისო სიხარულიძე...

როგორც "გურია ნიუსთან" საუბრისას ელისო სიხარულიძემ აღნიშნა, პაციენტს მძიმე თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა.

"მიუხედავად იმისა, რომ მქონდა ყოველდღიური კონტაქტი და სწრაფად მოხდა ჰოსპიტალიზაცია, მძიმე თანმდევი დაავადებების გამო, დადგა ლეტალური შედეგი", _ გვითხრა ელისო სიხარულიძემ..




 ახალი ამბები
  • “გელათში, მიმდინარეობს დროებითი გადახურვის რევიზია და ხარვეზების იდენტიფიცირება“საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე ფეისბუქზე წერს, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს გელათის დროებითი გადახურვის რევიზია. “ყველას გილოცავთ ნათლისღებას!!! ვინაიდან გუშინ უხვი ნალექი მოვიდა გელათში, ადგილზე ვარ გუშინდელიდანვე. ჩემი ზედამხდველობით მიმდინარეობს დროებითი გადახურვის რევიზია, ხარვეზების იდენტიფიცირება და გამოსწორება. გელათზე სამუშაოების მწარმოებელი კომპანია შეიცვალა, ამავე კომპანიას დაეკისრა ჯარიმა. ახალი კომპანიის მიერ ჩასატარებელ ღონისძიებებს სრულად დააფინანსებს დაჯარიმებული კომპანია. ვრცელდება დეზინფორმაცია თითქოს დროებითი სახურავი ჩამოინგრა. ეს სიმართლეს არ შეესაბამება“, _ წერს ნიკა ... ...
  • “მოგვიტანეთ თქვენი ჩიჩილაკ-ნაძვის ხეები ზოოპარკში“თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ. “თქვენთან ტრადიციული სათხოვარი გვაქვს: ახალმა წლებმა ჩაიარა და ალბათ სახლში ყველას მოგეპოვებათ ჩიჩილაკი, ან ბუნებრივი ნაძვის ხე. თუ ჩვენს ვებგვერდს თვალყურს ადევნებთ, გეცოდინებათ, გასულ წლებში თქვენი მოტანილი ჩიჩილაკებით როგორ მოილხინეს ჩვენმა ბინადრებმა _ ზოგმა ისედაც გაბურძგნული ჩიჩილაკები კიდევ უფრო გაჩეჩა, ზოგმა ზედ ახუნძლული ვაშლები ჩამოკრიფა, ზოგმაც ააფუმფულა და თბილ ბალიშებად ამოიდო თავქვეშ. ამიტომ, გთხოვთ, თუ შეძლებთ, თუ მოიცლით, თუ მოახერხებთ ამ ვითარებაში, მოგვიტანეთ თქვენი ჩიჩილაკ-ნაძვის ხეები ზოოპარკში და შეიტანეთ წვლილი ჩვენი ცხოველების ყოველდღიურობის გამრავალფეროვნებაში“, _ წერია აღნიშნულ ... ...
  • ნათლისღების თოვლი ჩოხატაურშიჩოხატაურში, ამინდის პროგნოზით დღეს, 19 იანვარს ღამით -6 გრადუსი ყინვა იქნება. მომდევნო დღეებშიც ყინვაა მოსალოდნელი, თუმცა, პროგნოზით, -5 გრადუსს არ გადააჭარბებს. დათბობას გურიაში 24 იანვრიდან უნდა ... ...
  • სტოლტენბერგის ეს განცხადება ეკუთვნოდა რუსეთს- წერეთელი„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი, ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებას ეხმაურება, რომ რუსეთმა გავლენა არ უნდა იქონიოს ამა თუ იმ ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების საკითხზე, რადგან საუბარია სუვერენულ სახელმწიფოებზე. წერეთელის თქმით, სტოლტენბერგის ეს განცხადება ეკუთვნოდა რუსეთს, რადგან რუსეთის საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების მთავარი ამოცანა არის ის, რომ არ დაუშვას მისი საზღვრების სიახლოვეს ნატოს ძალები და მაქსიმალურად შეეცადოს აღადგინოს კვაზი საბჭოთა კავშირის მსგავსი იმპერია. წერეთელმა აღნიშნა, რომ  ნატოს გენერალური მდივნის მუდმივი განცხადებები ნატოს რეალურ წევრობაზე  კარგია, თუმცა მას თან უნდა ერთვოდეს ქვეყნის შიგნით შესაბამისი ნაბიჯები, მათ შორის პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებით, რაც დაახლოვებს საქართველოს ნატოს სტანდარტებთან. „ის, რომ ნატოს გენერალური მდივანი მუდმივად აკეთებს განცხადებას საქართველოს იმ რეალურ წევრობაზე, რომელიც აუცილებლად ერთ დღეს უნდა იყოს, ეს არის კარგი. თუმცა, გაცილებით უკეთესია როდესაც ამას მოსდევს კონკრეტული ნაბიჯები ინტეგრაციის და აქ ეს გზავნილი რაც ჩვენ მოვისმინეთ, რათქმაუნდა ეკუთვნოდა რუსეთს, რადგან რუსეთი ყველაზე უფრო მეტად იბრძვის ამის წინააღმდეგ, რუსეთის საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების მთავარი ამოცანა არის ის, რომ არ დაუშვას მისი საზღვრების სიახლოვეს ნატოს ძალები და მაქსიმალურად შეეცადოს აღადგინოს კვაზი საბჭოთა კავშირის მსგავსი იმპერია. ამრიგად, ეს რუსეთისადმი გზავნილია, თუმცა, იმ ნაწილში, რომელიც ეხება ორმხრივ ურთიერთობას და სწორედ ნატო და საქართველო წყვეტს, წესით, უნდა იყოს თუ არა ალიანსის წევრი ქვეყანა, აქ რათქმაუნდა საქართველოს მიმართულებით არის გზავნილი, იმიტომ, რომ ნატოს სამხედრო სტანდარტების გარდა აქვს სხვა ბევრი სტანდარტი, ეს არის ეკონომიკა, დემოკრატია და ის პროცესები, რომლებიც საქართველოშია, იგივე პარლამენტში მიმდინარე მოვლენები, პოლიტიკური კრიზისი და სხვა რათქმაუნდა არ აახლოვებს საქართველოს ნატოს სტანდარტებთან და ნატოს რეალურ წევრობასთან.“ - განაცხადა ... ...
  • ფოტორეპორტაჟი ყაზბეგიდან: „გერგეტის სამებას თოვლი არ უკვირს“ჩვენი მეგობრები ყაზბეგიდან გვაწვდიან დათოვლილი, იქაური  პირქუში მთების ფოტოებს. _ გერგეტის სამებას თოვლი არ უკვირს. თუმცა, თოვლის ყოველი მოსვლისას, თავისებურად ლამაზია აქაურობა, _ გვითხრა  ნანული ღუდუშაურმა. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....