რუხი, შავი თუ თეთრი? _ ყველაფერი, რაც პურის შესახებ უნდა იცოდეთ

საზოგადოება

რუხი, შავი თუ თეთრი? _ ყველაფერი, რაც პურის შესახებ უნდა იცოდეთ

2019 აგვ 8 14:12:06

პროდუქტებს ტრადიციულად „კარგ“ და „ცუდ“ პროდუქტებად ჰყოფენ. ამასთან, მაგალითად, რძეს, მაკარონს, კარტოფილს და პურს ხშირად უსამართლოდ „ცუდ“ პროდუქტებს მიაკუთვნებენ ხოლმე. მართალია თუ არა, რომ თეთრი პური ასუქებს, ღირს თუ არა საფუარიან პურზე უარის თქმა და უგლუტენო ფუნთუშების ყიდვა?

რომელი პური სჯობს - რუხი, შავი თუ მთელმარცვლოვანი?

თქვენ რომელიც გირჩევნიათ. ნებისმიერი პურის (მათ შორის თეთრის) ჭამა მნიშვნელოვანია, რადგან ის ნახშირწყლებს შეიცავს: ისინი ორგანიზმს ავსებენ და ენერგიას მატებენ. მაგალითად ექსპერტები, რეკომენდაციას უწევენ მთელმარცვლიანი ფქვილისგან გამომცხვარ პურს. მას იღებენ მთლიანი მარცვლისგან, რომელიც სრულადაა დაფქვილი, რის გამოც ასეთი პური მდიდარია უჯრედისით, B ჯგუფის ვიტამინებით და სხვა ნივთიერებებით.

ჭვავის ფქვილი უჯრედისის და ვიტამინების კარგ წყაროდ მიიჩნევა - მათი რაოდენობა დამოკიდებულია ნაფქვავზე. ხორბლის ფქვილი, რომლისგანაც ჩვენთვის ყველასთვის ცნობილ თეთრ ფქვილს აწარმოებენ, ასევე ამარაგებს ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებებით, თუმცა უჯრედისი მასში ნაკლებია.

უჯრედისი აგვარებს კუჭნაწლავის ტრაქტის გამართულ მუშაობას, ასევე ამცირებს მე-2 ტიპის შაქრის დიაბეტის და გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას. მაგრამ მისი მნიშვნელობის შესახებ ცოტამ თუ იცის და შესაბამისად ცოტას ლაპარაკობენ. სხვა შემთხვევაში ბევრი ადამიანი არ შეჭამდა მას ნორმაზე ნაკლებს.

თეთრი პური ასუქებს?

არა. ჩვეულებრივ, ადამიანები არა კონკრეტული პროდუქტისგან, არამედ იმისგან სუქდებიან, რომ რაციონში ძალიან ბევრი კალორია აქვთ. სწორი კვება გულისხმობს დაბალანსებულ და მარავალფეროვან მენიუს, და არა „ცუდ“ საჭმელზე უარის თქმას. რთული დასაჯერებელია, მაგრამ დიდი რაოდენობით „კარგი“ პროდუქტების მიღებაც საზიანოა. თუ ადამიანს თეთრი პური უყვარს, სჯობს ის რაციონში შეიტანოს. სხვაგვარად, მისი კვებითი ქცევა შეიძლება მოიშალოს: აკრძალვებს როგორც წესი ზღვარგადასული ჭამა და ამის გამო, სინანულის განცდა მოსდევს.

ბევრი დიეტა პურზე უარის თქმას გულისხმობს. ეს სწორია?

მედიცინის თვალსაზრისით, დიეტა - განსაკუთრებული კვებაა, რომელსაც ექიმი მკურნალობისთვის ან დაავადების პროფილაქტიკისთვის ნიშნავს. ასეთი დიეტები საერთაშორისო რეკომენდაციებს და სამეცნიერო კვლევებს ეფუძნება. მაგალითად, ცელიაკიის დროს ექიმმა პაციენტს შეიძლება ურჩიოს რაციონიდან არა პურის, არამედ ყველა იმ პროდუქტის ამოღება, რომელიც გლუტენს შეიცავს. თუ ადამიანი ჯანმრთელია, სპეციალური დიეტები მას არ სჭირდება - საკმარისია მრავალფეროვან კვებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების დაცვა, რომლებიც ახლოსაა ხმელთაშუაზღვისპირულ დიეტასთან. ამ დიეტის ფარგლებში პურიც და სხვა მარცვლოვანი პროდუქტებიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია.

თუ დიეტაში გახდომის მიზნით კვების შეზღუდვა იგულისხმება, ასეთი პროცესი ექიმმა-დიეტოლოგმა უნდა არეგულიროს და აკონტროლოს. ამასთან, რაციონიდან სრულად ამოღება იმ პროდუტების, რომლებიც პაციენტს უყვარს, რეკომენდებული არ არის.

პურში დამატებული საფუარი ჯანმრთელობას ვნებს?

არა. ის, რომ საფუარი თიტქოს ნეგატიურად აისახება ორგანიზმზე და დაავადებებს იწვევს, მოროგი მითია. ჯერ ერთი, პურის ცხობის დროს საფუარი კვდება: ეს ხდება 60°-ზე, მაშინ როდესაც პურს ბევრად მაღალ ტემპერატურაზე აცხობენ. მეორეც, ის B ჯგუფის ვიტამინებს შეიცავს. ზოგიერთი მათგანი საკმარისად მდგრადია მაღალი ტემპერატურის მიმართ, რაც ფაქტობრივად იმის შანსია, რომ საფუარით გამომცხვარი პური ვიტამინების დამატებითი წყარო აღმოჩნდეს.

საუზმეზე ბუტერბროდის მიღება კარგი აზრია?

დიახ! სტერეოტიპების მიუხედავად, ბუტერბროდი შეიძლება დაბალანსებული რაციონის ნაწილად იქცეს - ყველაფერი დამოკიდებულია რაოდენობასა და შიგთავსზე. ბიტერბროდის შიგთავსებად კარგი ვარიანტებია: ბოსტნეული, მწვანილი, თევზი, ზღვისპროდუქტები, ქათამი, ავოკადო.

მართალია, რომ პური, რომელიც გლუტენს შეიცავს, მავნებელია?

მხოლოდ ნაწილობრივ. ცელიაკია - იშვიათი მდგომარეობაა: ის მოსახლეობის დაახლოებით 1%-ს აქვს. ჯანმრთელი ადამიანისთვის გლუტენზე უარის თქმას აზრი არ აქვს - „უგლუტენო“ პროდუქტებში შეიძლება იყოს მეტი შაქარი, კალორია, ცხიმი და ნაკლები ცილა, ზოგ შემთხვევაში კი უჯრედისიც. ზოგჯერ, უსიამოვნო სიმპტომები, როგორებიცაა მუცლის შებერვა, მუცლის ტკივილი, გაზების დაგროვება შესაძლოა გაჩნდეს პურში არსებული გარკვეული ნახშირწყლების მიუღებლობის გამო. ასეთი რეაქცია განსაკუთრებით ხშირია გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის პირობებში. დიაგნოზის დასმის შემდეგ ასეთ პაციენტებს ურჩევენ ხოლმე დიეტას, რომელიც ნაკლებად შეიცავს სწორედ მსგავს ნახშირწყლებს (FODMAP).

დღეში რამდენი პურის ჭამა შეიძლება?

რთული სათქმელია. რეკომენდაციები იმის შესახებ, ამა თუ იმ ჯგუფის პროდუქტი რამდენი უნდა იყოს რაციონში, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგალითად, სქესზე, ასაკსა და ფიზიკურ აქტივობაზე. კალორიების საშუალოდ 45-65% უნდა მოდიოდეს ნახშირწყლებზე, ხოლო ნახევარი მთელმარცვლოვან პროდუქტებზე. ზრდასრულებისთვის რეკომენდებულია დღეში 25-დან 38-გრამამდე უჯრედისი.

პურის ყიდვის დროს რას უნდა მივაქციო ყურადღება?

მის შემადგენლობას. სტანდარტული ინგრედიენტებია: წყალი, ფქვილი, საფუარი და მარილი. ზოგჯერ მწარმოებლები უარს ამბობენ საფუარსა და ფქვილზე, ამასთან პურის ტექსტურა შენარჩუნებულია. სხვა კომპონენტები გამომცხვარი პროდუქტის მარკასა და სახეობაზეა დამოკიდებული.

პური სწორად როგორ შევინახო?

შეიძლება ოთახის ტემპერატურაზე. მეორე ვარიანტია - საყინულეში მისი გაყინვა18° ტემპერატურაზე (უკეთესია გეომეტრიულ შეფუთვაში), თუ იცით, რომ არ შეჭამთ პურს ვარგისიანობის ვადის გასვლამდე.

თუ პროდუქტს ობი მოეკიდა, ექპერტების რჩევაა არ გარისკოთ და ასეთი პური აღარ მიირთვათ.

წყარო: Meduza




 ახალი ამბები
  • საფრთხის მიუხედავად, მოქალაქეების ნაწილი აკრძალვებს არ ემორჩილება სოფელ ქვემო ბოლნისში გადაადგილება რამდენიმე საათის წინ სრულად შეჩერდა. ეს ადგილი ქვეყანაში ახლა ყველაზე მკაცრი საკარანტინო ზონაა. მაღალი ეპიდემიოლოგიური საფრთხის გამო, სოფელში შესვლა მხოლოდ ძალოვანი და ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს შეუძლიათ. კონტროლის გამკაცრების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ადგილობრივების და მარნეულში დაინფიცირებული ქალის კონტაქტები დადასტურდა. საყოველთაო კარანტინის ფარგლებში, ქვემო ქართლში, ამ დროისთვის, 16 ბლოკ-პოსტია განთავსებული. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილება მკაცრი შემოწმების შედეგად ხდება. სპეციალისტები ამოწმებენ ყველა მოქალაქეს, რომლიც მუნიციპალიტეტში შედის. კონტროლი გამკაცრებულია საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდეც, მაშინ, როდესაც ქვეყანაში კომენდანტის საათი იწყება. დადგენილი შეზღუდვების და ვირუსის გავრცელების საფრთხის მიუხედავად, მოქალაქეები რეგულაციებს მაინც არ ემორჩილებიან. საყოველთაო კარანტინის გამოცხადების მიუხედავად, დღეს დილიდან ოზურგეთის ცენტრში ხალხმრავლობა იყო. სოციალური დისტანციის დაცვის აუცილებლობას ვერ ხედავენ გურიის აგრარულ ბაზარში, ათეულობით ადამიანი დგას ბანკების, სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების წინ. ადგილზე იმყოფებიან მოხალისეთა ჯგუფები, ისინი, ვინც ადამიანებს დისტანციის დაცვას სთხოვენ. თუმცა აცხადებენ, რომ მათი მოწოდება არასაკმარისია და ადგილზე ძალოვანი უწყების წარმომადგენლების მისვლის და კონტროლის ზომების გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობენ. როგორც „რუსთავი 2“-თან საუბრისას, მოხალისე ტიტე ბაქანიძე ამბობს: „გვიჭირს არ გვიჯერებენ. ხშირ შემთხვევაში ცოტა უთანხმოებებიც მოგვდის. ძალიან ძნელია. რატომ არ ვიცი. ვერ გეტყვით.“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ირაკლი სირაძე კი აღნიშნავს, რომ „გავაძლიერეთ მოხალისეთა ჯგუფები ბაზარში. ხშირ შეთხვევაში ამან გაამართლა და გატვირთვა მოხდა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში იწვევს ადამიანების უკმაყოფილებას“. საგანგებო რეჟიმის რეგულაციების დარღვევაზე დღეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმაც გააკეთა. გომელაური დღეს ერგნეთში საოკუპაციო ხაზთან და გორის რაიონში იმ დროებით ბლოკ-პოსტებზე იმყოფებოდა, სადაც მოქალაქეებს თერმოსკრინინგი უტარდებათ. ძალოვანი უწყების პირველი პირი აცხადებს, რომ კომენდანტის საათის დარღვევისთვის ქვეყნის მასშტაბით 17 მოქალაქე დაჯარიმდა. მოქალაქეებს რეგულაციების წესის დაცვისკენ მოუწოდებენ აჭარასა და კახეთის რეგიონშიც, სადაც დილიდან ქუჩაში ხალხმრავლობაა, თუმცა ე.წ კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტი ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით არ გამოვლენილა. მუშაობს ცხელი ხაზიც, სადაც ხანდაზმულებს საჭიროების შემთხვევაში საკვებით მუნიციპალიტეტი მოამარაგებს. ორივე რეგიონში მუშაობს დროებითი ბლოკპოსტები, სადაც მოქალაქეებს სპეციალური შემოწმება უტარდებათ. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 21 აპრილამდე მოქმედებს. სამედიცინო პერსონალთან ერთად, დროებით ბლოკ-პოსტებზე იმყოფებიან ძალოვანი უწყების დანაყოფები და სამხედრო ექიმებიც. წყარო: ... ...
  • „გთხოვთ, მიიღოთ შემდეგი რჩევა"_ ილია მეორესაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მრევლისადმი საგანგებო მიმართვას ავრცელებს: „ნებისმიერი ადამიანი განსაცდელის ჟამს ეძიებს ხსნას და ნუგეშს. დღეს, როცა მსოფლიოში გავრცელებული ახალი ინფექცია საფრთხეს უქმნის მოსახლეობის სიცოცხლეს, ბუნებრივია, მრევლი განსაკუთრებულ სასოებას ღმერთზე ამყარებს და მიილტვის ტაძრისკენ. მორწმუნეთათვის სულიერი საზრდო ისეთივე მნიშვნელოვანი და აუცილებელია, როგორც ხორციელი საკვები; ამიტომ ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს, რათა მიიღოს მადლი ღვთისა და სულიერად განმტკიცდეს. სასულიერო პირთათვის ღვთისმსახურების აღსრულება სამღვდელო მოვალეობის განუყოფელი ნაწილია და მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მთელი ერისთვის. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მინდა მოგმართოთ, ჩვენო სულიერო შვილებო, და გთხოვოთ, მიიღოთ შემდეგი რჩევა: – ვიდრე განსაცდელი გაივლის, შეასრულეთ სათანადო მითითებები: – ადამიანებთან ურთიერთობისას, მათ შორის, ტაძარში და ტაძრის ეზოში ყოფნისას, დაიცავით დადგენილი დისტანცია; – საღმრთო ლიტურგიის (და სხვა საზოგადო მსახურებათა) შესრულებისას ეკლესიაში დარჩნენ სასულიერო პირები, მგალობლები და სტიქაროსნები, ხოლო დიდ საკათედრო ტაძრებში – შეზღუდული რაოდენობით მრევლიც; – საერთოდ, რეკომენდებულია, მრევლი იყოს ეკლესიის ეზოში, ანუ ღია სივრცეში და ასე მიიღოს ლოცვითი მონაწილეობა წმიდა მსახურებაში; – მცირე ზომის ტაძრებში დასაშვებია ასევე, წირვა-ლოცვა აღსრულდეს ღია ცის ქვეშ დროებით მოწყობილ ტრაპეზზე; – სასულიერო პირებსა და ტაძრის მსახურთ, კონკრეტული ვითარების გათვალისწინებით, მიეცემათ დამატებითი რჩევები; – მორწმუნეთა ის ნაწილი, რომელიც ასაკის ან უძლურების გამო რისკის ჯგუფს მიეკუთვნება, აგრეთვე ისინი, ვინც განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ ვირუსით დასნებოვნების გამო, დარჩნენ სახლში. სურვილის ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მათ თავისი მოძღვარი ადგილზე ჩაუტარებს საჭირო მსახურებას და ლოცვით კანონსაც განუსაზღვრავს. ყოვლადწმინდა სამება, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და წმინდათა დასი შეეწიოს ჩვენს ქვეყანას და მსოფლიოს, განსაცდელში მყოფ თითოეულ ადამიანს. ილოცეთ და გაძლიერდით! „უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით“,- აღნიშნულია პატრიარქის ... ...
  • პირველი ახალშობილი კომენდანტის საათებში შემოქმედელ ოჯახს შეეძინა იოვანე ჩხარტიშვილი პირველი ახალშობილია, რომელიც კომენდანტის საათის პირობებში დაიბადა. 31 მარტს, როცა მთელი საქართველოს მასშტაბით კომენდანტის საათი ახალი ამოქმედებული იყო, პატრულმა ოზურგეთიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავი RAV4-ის მარკის ავტომობილი გააჩერა. გაირკვა, რომ მძღოლს ზურაბ ჩხარტიშვილს ფეხმძიმე მეუღლე ბათუმის სამედიცინო ცენტრში სამშობიაროდ მიჰყავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსმა უზრუნველყო, რომ ავტომობილი დაუბრკოლებლად და დროულად მისულიყო სამშობიარომდე. ქალის მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭირო იყო დროის მოგება… ფეხმძიმე ქალბატონმა კლინიკაში მიყვანიდან მალევე იმშობიარა. 31-ში გვიან ღამით კომენდანტის პირველივე საათებში აჭარაში პირველი ბიჭი – იოვანე ჩხარტიშვილი დაიბადა. იოვანეს სახლში, სოფელ შემოქმედში უფროსი და, 2 წლის მარიამი ელოდება. ზურაბ ჩხარტიშვილს სამშობიაროს ეზოში აჭარის საპატრულოს თანამშრომლები გულშემატკივრობდნენ და მამამ პირველი მილოცვებიც მათგან მიიღო. ... ...
  • Euronews-მა გიგი წერეთლის სტატია გამოაქვეყნაEuronews-ი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, გიგი წერეთლის სტატიას აქვეყნებს, რომელიც, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული საერთაშორისო რეაგირების, პოლიტიკურ ინტიტუტების თანამშრომლობის და პარლამენტების აქტიური ფუნქციონირების საკითხებს ეხება. „კორონავირუსით გამოწვეული  კრიზისის დროს, ცხადი გახდა, რომ საზოგადოების მხრიდან თანამშრომლობის დონე   მთავრობებისა და ექსპერტების რეკომენდაციების გასათვალისწინებლად, მჭიდრო კავშირშია  დემოკრატიული ინსტიტუტების ნდობასთან. იმისათვის, რომ ამ ინსტიტუტების მიმართ ნდობა გაძლიერდეს, აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებს  სჭირდებათ უპრეცედენტო თანამშრომლობა,    ხშირად, პოლიტიკური განსხვავებების  გვერდზე გადადებით. მიუხედავად იმისა, რომ  მთავრობებს აქვთ წამყვანი როლი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მხრივ  რეაგირებაზე და  უმეტეს შემთხვევაში იმოქმედეს გადამწყვეტად და ეფექტურად,   უნდა არსებობდეს მჭიდრო კოორდინაცია პარლამენტებთან, და ისინიც, შესაბამისად, ფუნქციონალურნი  უნდა იყვნენ ამ კრიზისულ  პერიოდში. პარლამენტები რჩებიან ერთერთ  მთავარ ინსტიტუტად, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში ნორმალიზაციის გარემოს ქმნიან.  ისინი უზრუნველყოფენ ზედამხედველობას , რომ  საგანგებო ღონისძიებები სწორად არის განხორციელებული, რომ მოსახლეობის  ეკონომიკური დახმარებისთვის ფინანსები გაიცემა  საჭიროებისამებრ, რომ თავისუფლების შეზღუდვა პროპორციულია და დროებითი,  რომ დაცული იყოს უსაფრთხოება და სტაბილურობა. ამ სამუშაოს შეჩერება შეუძლებელია."-აცხადებს გიგი წერეთელი. „დღეს, მთავარ რისკებს სამედიცინო პერსონალი იღებს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს მათ დასაცავად, ასევე პოლიცია და სამხედროები, სასურსათო მაღაზიების,მომუშავე საწარმოების, მიწოდების ქსელების თანამშრომლები, ყველა ვინც სასიცოცხლო ფუნქციებს ასრულებს. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და ინსტიტუტს, რომლებიც ერთად მუშაობენ.  ახლა ერთიანობის დროა და არა პოლიტიკური ან ინსტიტუციური დაყოფის. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ლიდერები რეგულარულად აწყობენ ონლაინ ფორუმებს, რათა დაეხმარონ კრიზისზე საერთაშორისო რეაგირებას,  სოლიდარობისა და პასუხისმგებლობის გაზიარებას, რომ ექიმები და სამედიცინო აღჭურვილობა განთავსდეს იქ, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებათ,  რომ მიგრანტებმა და კონფლიქტში ზონებში მყოფმა ადამიანებმა მიიღონ  საჭირო დახმარება. ჩვენ ასევე უნდა ვებრძოლოთ დეზინფორმაციას, ხელი შევუწყოთ საკვებსა და წყლის უსაფრთხოებას და ადამიანის უფლებების დაცვას. რეაგირების ციმისათვის, რომ ეს  პასუხი იყოს ყოვლისმომცველი და ლეგიტიმური, პარლამენტარებმა უნდა ბრძოლის წინა ხაზზე  და შეასრულონ თავიანთი მთავარი ვალდებულება-ემსახურონ ხალხს!" - ნათქვამია ... ...
  • ქვემო ბოლნისში დამატებითი საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების მიზნით, ქვემო ბოლნისში დამატებითი საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო. პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს 24 საათიან რეჟიმში შეზღუდვების კონტროლს განახორციელებენ. პოლიცია ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებზე პირთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას უზრუნველყოფენ. ადგილობრივ მოსახლეობას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები რეგულარულად, განუმარტავენ საკარანტინო შეზღუდვებს და საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად დაეხმარებიან. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების მიზნით, თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთის, გორის, თელავის და ახალციხის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები უკვე ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...