საარჩევნოდ გაცემული ფუჭი თუ დროში გაწელილი დაპირება

საზოგადოება

საარჩევნოდ გაცემული ფუჭი თუ დროში გაწელილი დაპირება

2019 სექ 18 10:31:47

ის, რომ 2019 წელს ლანჩხუთის მესამე საჯარო სკოლაში სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები გახორციელდებოდა, ჯერ კიდევ 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ დაანონსდა მერიის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე. მერიის მიერ მაშინ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელსაც თან ფოტომასალაც ერთვის და 2018 წლის 21 ნოემბრითაა დათარიღებული, ვკითხულობთ, რომ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფროსი ზვიად როსტომაშვილი, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ლანჩხუთსა და ჩოხატაურში ნინო წილოსანი და მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი მესამე საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ.

მერიის ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში იქვე პარლამენტის ლანჩხუთელი მაჟორიტარის განცხადებაცაა დაფიქსირებული, სადაც დეპუტატი მთავრობის გადაწყვეტილებას აანონსებს.

"სულ ცოტა ხნის წინ ვიყავი ამ სკოლაში. ფაქტია, შენობის ორივე კორპუსი საჭიროებს სარემონტო სამუშაოებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, 2019 წელს მესამე საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება", _ ვკითხულობთ ნინო წილოსანის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გაკეთებულ ამ განცხადებაში.

იქვე მუნიციპალიტეტის პირველი პირის, ალექსანდრე სარიშვილის პოზიციაცაა დაფიქსირებული, რომელიც მადლობას სწირავს დეპუტატს ამ საშური საქმისთვის.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეები როგორ პირობებში ისწავლიან. მოხარული ვარ, რომ ქალბატონი ნინოს უშუალო დახმარებითა და ხელშეწყობით გადაწყდა ამ სკოლის რეაბილიტაცია", _ ამბობდა მაშინ სარიშვილი.

დიდი იყო მოლოდინი, რომ დეპუტატის მიერ დაანონსებული მთავრობის გადაწყვეტილება აღსრულდებოდა და 2019-20 წლების სასწავლო პროცესს მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები რეაბილიტირებულ საკლასო ოთახებში დაიწყებდნენ.

 სხვათა შორის, მიმდინარე წელს ამ სკოლაში რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოები გახორციელება იგეგმებოდა, ამის თაობაზე ამავე სკოლის მასწავლებლების მხრიდან მშობლებიც იყვნენ ინფორმირებულები. თავიდან ითქვა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები აქ 2019 წლის გაზაფხულიდან დაიწყებოდა და სასწავლო პროცესის გაგრძელება სხვა სკოლის შენობაში მოუწევდათ. მოგვიანებით თქვეს, რომ სამუშაოები საზაფხულო არდადეგების პერიოდში გახორციელდებოდა. თუმცა, ფაქტია, რომ ყველა ეს ვადა ამოიწურა და მესამე საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო პროცესი ისევ ძველ გარემოში იწყება.

იმის გასარკვევად, თუ რა ბედი ეწია მთავრობის იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მესამე საჯარო სკოლაში სრული სარეაბილიტაციო სამუშაოების გახორციელებას ითვალისწინებდა, "გურია ნიუსი" კომენტარისთვის სკოლის დირექტორს მაია ჯიმშელეიშვილს დაუკავშირდა. ჯიმშელეიშვილის თქმით, პირველ ეტაპზე ჩატარდა საექსპერტო გამოკვლევა და სამუშაოების დაწყების ვადების გადაწევა სწორედ ექსპერტიზამ გამოიწვია, ამ ეტაპზე პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, იგივე განმარტება გააკეთეს ლანჩხუთის მერიაშიც. მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელის, მაკა სულაბერიძის თქმით, მიმდინარეობს, როგორც ქალაქის მესამე საჯარო სკოლის, ასევე, ლესის საჯარო სკოლის საპროექტო სამუშაოები.




 ახალი ამბები
  • არასრულწლოვანი შვილების ტრეფიკინგი _ დაკავებულია ბავშვების დედაშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში არასრულწლოვანთა შრომითი ექსპლუატაციის ფაქტი გამოავლინეს. გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, დაკავებულია 1984 წელს დაბადებული ი.უ. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალი არასრულწლოვან შვილებს - 2006 წელს დაბადებულ მ.უ.-ს და 2007 წელს დაბადებულ ნ.უ.-ს უკანონო შრომით ექსპლუატაციას უწევდა. კერძოდ, ი.უ. მათ, ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით, პეკინის გამზირზე მოწყალების შეგროვებას აიძულებდა. იმ შემთხვევაში, თუ მოზარდები საკმარის თანხას არ შეაგროვებდნენ, დედა შვილებს ფიზიკური ანგარიშსწორებით და სექსუალური ძალადობით ემუქრებოდა. სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა, ასევე, ფოტო გადაღება და ფარული სატელეფონო მიყურადება, რითაც ბრალდებულის მიერ არასრულწლოვანი შვილების სისტემატური შრომითი ექსპლუატაცია დადასტურდა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 143-ე პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნით ვაჭრობას (ტრეფიკინგს) გულისხმობს"-წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ... ...
  • ქედაში სამგზავრო ავტობუსი ამოყირავდაავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქედაში 15 ადამიანი დაშავდა. შემთხვევის დროს ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოყირავდა.აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 13 დაშავებულს ქედის კლინიკაში ამბოლატორიული დახმარება უტარდება, ხოლო 2 დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში დამატებითი კვლევებისთვის გადაჰყავთ. მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სსკ-ს 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას ... ...
  • შიდა ქართლში რუსმა ოკუპამტებმა 2 მამაკაცი დააკავესრუსმა ოკუპანტებმა, სავარუდოდ, საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით კასპის რაიონის სოფელ კოდისწყაროს განაპირას ორი მამაკაცი დააკავეს. როგორც „რუსთავი 2“ იუწყება, ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა 60 წლამდე მამაკაცები საქონელს მწყემსავდნენ. მაუწყებლის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ზურაბ ტუხიაშვილი და რამაზ ზადიშვილი ამჟამად უკვე ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან. გატაცების ფაქტს სუსიც ადასტურებს, თუმცა თავად გატაცებულის ოჯახებს მომხდარზე საუბარი კატეგორიულად არ სურთ. უფრო მეტიც - ისინი გატაცების ფაქტს არ ადასტურებენ და "რუსთავი 2-ის" გადამღები ჯგუფის მიმართ საკმაოდ აგრესიულები იყვნენ. ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო ... ...
  • "გამოვექეცი და მაინც დამიჭირა" _ 12 წლის გოგო რამდენჯერმე გააუპატიურეს12 წლის გოგო რამდენჯერმე გააუპატიურეს. გოგონას თქმით, არასრულწლოვანი მამაკაცმა სახლიდან იარაღის მუქარით ჩუმად გაიყვანა. რის შემდეგაც ჯერ საკუთარ სახლში გააუპატიურა, შემდეგ ტყეში წაიყვანა, _ შემთხვევა შიდა ქართლში მოხდა. გოგონა ახლა 16 წლისაა. მიუხედავად იმისა, რომ საქმე აღძრულია, მოძალადე ჯერ დაკავებული არაა. როგორც გოგონას სოფელში ჰყვებიან, მამაკაცს მსგავსი დანაშაულის ჩადენა სხვა ოჯახებშიც უცდია. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია "დეა" ... ...
  • ზურაბ ნასარაია, საერთაშორისო კონფერენციას „შავი ზღვის ქვეყნების სამომავლო პერსპექტივები“ დაესწრო (R)სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში , რომელიც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) და შავი ზღვის კვლევების საერთაშორისო ცენტრის (ICBSS) ორგანიზებით, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ჩატარდა. კონფერენცია ევროკავშირის და ევროკავშირის არაწევრი შავი ზღვის აუზის ქვეყნების წარმომადგენლებს შორის დიალოგის პლატფორმა იყო და შავი ზღვის ქვეყნებს შორის დისკუსიის სტიმულირებას ისახავდა მიზნად. ღონისძიების ფარგლებში თემატურ ჯგუფებს შორის სამუშაო შეხვედრები ჩატარდა. ერთ-ერთი თემა კულტურა და ტურიზმი იყო. სამუშაო ჯგუფის შეხვედრის მიზანს ევროკავშირის პროგრამებში და ფინანსურ ინსტრუმენტებში გასათვალისწინებლად კულტურისა და ტურიზმის სფეროებში კონკრეტული იდეებისა და პროექტების შეთავაზება და იდენტიფიცირება წარმოადგენდა. ღონისძიებაზე ასევე აღინიშნა, რომ მთლიანად შავი ზღვის რეგიონს გააჩნია მდიდარი ისტორიული და არქიტექტურული მემკვიდრეობა და მრავალფეროვანი ბუნებრივი რესურსები, რომელიც მოგზაურებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს. გურიის მხარის წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, რეგიონის პოტენციალზე ეკოტურიზმის მიმართულებით ისაუბრეს, ასევე, ყურადღება გაამახვილეს გურული ფოლკლორის უნიკალურობასა და თავისებურებაზე და კულტურული ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე. შეხვედრაზე გადაიდგა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული ნაბიჯები გურიის რეგიონსა და დამსწრე ორგანიზაციებს შორის, განსაკუთრებით ხელოვნებისა და კულტურის მიმართულებით. შეხვედრას ევროკომისიის წარმომადგენლები, საბერძნეთის რამდენიმე უწყების მინისტრი, ელჩები, კვლევითი ინსტიტუტების და სხვადახვა სამთავრო თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ... ...

არქივი

ზაფრანი

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...

ინტერნეტის უარყოფა ადამიანის ორგანიზმზე მოქმედებს

ინტერნეტის ქსელიდან მკვეთრი გამოსვლა იწვევს...

რა გვიშლის ხელს დაძინებაში

არ გძინავთ კარგად და ეს...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?