ფრთხილად, წინ საშიში წარსულია _ "საღმრთოელი" განდეგილი ქალის ისტორია

საზოგადოება

ფრთხილად, წინ საშიში წარსულია _ "საღმრთოელი" განდეგილი ქალის ისტორია

2018 ნოე 15 19:32:57

დღეს გიამბობთ რუსული საბჭოთა ოკუპაციის პერიოდისთვის ერთ ჩვეულებრივ ამბავს, ერთ ჩვეულებრივ ქალზე, რომელსაც სამი შვილი მიატოვებინეს, დააპატიმრეს,  ხუთი წლის შემდეგ კი ტომსკში 10 წლით გადაასახლეს. მას დანაშაული არ ჩაუდენია, არც პოლიტიკაში ყოფილა ჩართული - ის, უბრალოდ, საბჭოთა ხელისუფლებისთვის არასასურველი პირის... და იყო!

მაშო გობრონიძე-ჩხატარაშვილი

მაშო გოჯასპირის  ასული გობრონიძე, 1891 წელს ოზურგეთში, სოფელ ხვარბეთში დაიბადა, შემდეგ კი ქვემო ნატანების ერთ-ერთ უბანში _ დონაურში, გერმანე ჩხატარაშვილს გაჰყვა ცოლად. საშუალო შეძლების გლეხის ოჯახის დიასახლისმა წერა-კითხვა არ იცოდა და არც ერთი პარტიის წევრი არ იყო.

მაშო გობრონიძე-ჩხატარაშვილის ნაკვალევის მოძებნაში, მერიის საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგი, ქალბატონი ციური ბაბილოძე დაგვეხმარა, რომელიც თვლის, რომ წარსულის დავიწყება სამომავლო შეცდომების დაშვების საფუძველია.

სწორედ ქალბატონი ციურის დახმარებით შევხვდით მაშო ჩხატარაშვილის ვაჟის _ იაგორის შთამომავლებს და ძმისშვილს, არაჩვეულებრივ ქალბატონს, ლეო გობრონიძეს, რომელსაც ასაკის მიუხედავად, შესანიშნავი მეხსიერება აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული სისხლის სამართლის საქმიდან (#37147) ირკვევა, რომ მაშო და მისი ოჯახი, საბჭოთა სპეცსამსახურების თვალთახედვის არეალში უმცროსი ძმის _ მაქსიმე გობრონიძის გამო მოხვდნენ, რომელიც მენშევიკური პარტიის წევრი და წინააღმდეგობის არალეგალური დაჯგუფების წევრი იყო.

მაშოს დედას _ მართა გობრონიძეს  ოთხი ქალიშვილი და ორი ვაჟი ჰყავდა. ბოლშევიკები, პოლიტიკურ ოპონენტზე _ მაქსიმე გობრონიძეზე, რომელიც მანამდე მეწისქვილე, მშრომელი და საზრიანი გლეხი იყო, ნადირობდნენ; ოჯახზე ერთ-ერთი თავდასხმის დროს, ოთხმოც წელს გადაშორებული დედა _ მართა გობრონიძე, რომელიც შვილის გადარჩენას ყვირილით ცდილობდა, ჩეკისტებმა მოკლეს, სახლი გადაწვეს და დაანგრიეს... მაშინ, მაქსიმე გადარჩა და შურიც იძია.

_ მაშინ, 10-12 წლის ვიყავი და მახსოვს, როგორ შემოარტყეს სახლს ალყა, ისმოდა სროლა, კივილი და ხმაური; უფროსებმა ბავშვი აკვნით ბუხარში გადამალეს, რომ ტყვიებისგან დაეცვათ... მოზრდილები ეზოდან ვუყურებდით შეიარაღებულ ადამიანებს... ცოტა ხანში ბიძაჩემმა - მაქსიმელამ ჩამოგვირბინა... კარგად მახსოვს, როგორ დაგვიქნია ხელი. მერე ამბობდნენ, რომ დედის მკვლელს სახლში მიაკითხა, გამოვიდესო _ გასძახა და ის კაციც გამოვიდა _ კარგად იცოდა, რაც ელოდა და რაღას იზამდა... _ იხსენებს ლეო გობრონიძე.

ლეო გობრონიძე-ჩხატარაშვილი

როგორც საარქივო მასალებიდან ირკვევა, 1932 წელს, ერთ-ერთი მოწმის ჩვენების საფუძველზე, 41 წლის მაშო ჩხატარაშვილი, რომელიც მამით ობოლ სამ შვილს ზრდიდა, დააპატიმრეს და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს; მას ბრალად, როგორც საქმეშია მოხსენიებული, პოლიტბანდიტის ანუ ძმის შეფარება წარუდგინეს. მოწმე ამტკიცებდა, რომ, მაშო თავის ძმასთან ერთად, არალეგალური მენშევიკური ორგანიზაციის წევრი იყო და ფსევდონიმით _ "სონია" საქმიანობდა. როგორც მოგვიანებით თავად ყვებოდა, ექვსივე თვე სამარტოო კარცერში, უმძიმეს პირობებში გაატარა.

გობრონიძეების ოჯახის დევნა პოლიტიკური შეხედულებების გამო, კვლავ გრძელდებოდა. ლეო გობრონიძე იხსენებს, რომ 1932 წელს დააპატიმრეს მისი ძმა _ დიმიტრი გობრონიძე. მამა  _ სილევანი ემიჯნებოდა ძმის შეხედულებებს, შვილებს უმაღლესი განათლება მისცა და კარიერული წინსვლისთვის კომუნისტურ პარტიაში შესვლასაც ურჩევდა, გერმანული ფილოსოფიის სპეციალისტი, დიმიტრი, მამას არ ეთანხმებოდა.

_ წიგნი არ დარჩა რომ არ წამეკითხოს და ვერაფრით დავეთანხმები ბოლშევიკურ თეორიებს, ადრე თუ გვიან, ამგვარი წყობილება აუცილებლად დაინგრევაო  _ ეუბნებოდა მამაჩემს დიმიტრი; აკი, დაინგრა კიდეც! _ იხსენებს ქალბატონი ლეო.

სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერი, რომელსაც თვით ივანე ჯავახიშვილი ბრწყინვალე მომავალს უწინასწარმეტყველებდა, დააპატიმრეს, იდეები დაუწუნეს და ისიც გაიხსენეს, რომ "პოლიტბანდიტი" ბიძა ჰყავდა! მეტეხის ციხიდან, სამუშაოდ ალაზანზე გაყვანილი პატიმარი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. შსს არქივში, ჯერჯერობით, დიმიტრის საქმეს ვერ მივაკვლიეთ. ასევე უკვალოდ განადგურდა მისი უნიკალური ნაშრომები და ბიბლიოთეკა:

_ ნაშრომები, უზარმაზარი ბიბლიოთეკა სახლში ჩამოვიტანეთ, მაგრამ ერთ დღეს რაიკომის პირველმა პირებმა სოფელში ჩამოვლისას, ბიბლიოთეკა საშიშროებად ჩათვალეს და გაიცა ბრძანება, დაეწვათ წიგნები... მახსოვს, როგორ იწვოდა გერმანული, სხვა უცხოენოვანი იშვიათი გამოცემები... ჩემი ძმის კვალი წაიშალა, _ ცრემლით იხსენებს თითქმის საუკუნეს მიტანებული ქალბატონი.

შიშით დაზაფრულ ადამიანებს, კარგად ესმოდათ, თუ რა საფრთხეს უქმნიდათ სოციალურად მავნე ელემენტად გამოცხადებული ბიძის, ძმის, მამის, დედის თუ დის სიყვარული და ადამიანური თანადგომა. საქმეში მრავლადაა მასალები, თუ როგორ ისტუმრებდნენ უარით ახლო ნათესავები ღამის გასათევად მისულ "პოლიტბანდიტს".

ოფიციალურ დოკუმენტებში, მაქსიმელა გობრონიძის ლიკვიდაცია 1938 წელს მოხდა, თუმცა, ოჯახში შემონახული ლეგენდის მიხედვით, მაშო ჩხატარაშვილის ხელმეორედ - 1937 წელს დაპატიმრება სწორედ მაქსიმე გობრონიძის ლიკვიდაციას უკავშირდება:

_ მამაჩემს, რომელსაც რვა შვილი ჰყავდა, ძმა შეპირდა, რომ საფრთხეს არ შეუქმნიდა და ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა... დანარჩენი დედმამიშვილიც ხომ ჰყავდა, მაგრამ ისინი არ დაუჭერიათ.... როგორც ჩანს, მაშო ყველაზე ძლიერი და უშიშარი პიროვნება იყო...  მახსოვს ამბობდნენ, როცა მაქსიმე ღალატით მოკლეს, მიცვალებულს ესროლეს, მერე ოზურგეთში, მილიციის შენობის წინ დააგდეს, რომ სამაგალითოდ ენახათ სხვებს, მხოლოდ მაშომ გაბედა მისვლა და ძმის ცხედრის მოთხოვნა, _ ამბობს ლეო გობრონიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული მასალების მიხედვით კი, მაქსიმე გობრონიძის ლიკვიდაციამდე ერთი წლით ადრე, მისი და _ მაშო გობრონიძე-ჩხატარაშვილი, 1937 წლის 1 სექტემბერს, საქართველოს სსრ შინსახკომის მახარაძის რაიგანყოფილებამ, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 17-57-17 მუხლის ბრალდებით, ისევ დააპატიმრა.

საქმის მასალებში არსებულ განაჩენში ვკითხულობთ: "ბრალი ედება პოლიტბანდიტებთან _ ლომთათიძესთან და გობრონიძესთან კავშირში, მათთან სისტემატურ შეხვედრებში, მათ შეფარებასა და სურსათით მომარაგებაში.  ასევე, ბრალდებულია მასზედ, რომ არის ბანდიტ მაქსიმ გობრონიძის და".

საქმის მასალებიდან, ასევე, მოწმეთა ჩვენებებიდან კარგად ჩანს, რომ ბრალდების მხარეს ხელმოსაჭიდი ფაქტები არ აქვს; მაშო ცდილობს წარმოაჩინოს, რომ არავითარი კავშირი არ ჰქონდა ძმასთან, რომელმაც ოჯახს ამდენი უბედურება შეამთხვია, მაგრამ მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, მაშო ჩხატარაშვილი მაინც დაისაჯა მხოლოდ იმისთვის, რომ მაქსიმე გობრონიძის და იყო...

 საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებული სამეულის 1937 წლის 14 ოქტომბრის დადგენილებით, მაშო ჩხატარაშვილს 10 წლით შრომა-გასწორების ბანაკში გაგზავნა მიესაჯა, ხოლო მისი განცხადება საქმის ხელახლა გამოძიების შესახებ, რეაგირების გარეშე დარჩა. საქმეს, განსამტკიცებლად, კოლმეურნეობიდან წარდგენილი ცნობაც დაურთეს, რომ მაშო გობრონიძეს წლის განმავლობაში, არც ერთი შრომადღე არ ჰქონდა გამომუშავებული!

46 წლის, სამი შვილის გამზრდელი ქვრივი, შრომით გამოსწორებისთვის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის შინსახკომის "ტომსინლაგში", რომელიც სპეცდასახლება გახლდათ ტომსკის ოლქში, გადაასახლეს.

როგორც მაშოს რძალი _ ლეილა გორგილაძე და შვილთაშვილები - მაია და გია ჩხატარაშვილები მაშოს მონათხრობიდან იხსენებენ, ძლიერი და შრომისმოყვარე ქალი, ვერ გატეხა გადასახლებამ და პირიქით, ცდილობდა დახმარებოდა სხვებს სიცოცხლის შენრჩუნებაში; მაგალითად, ბაბო დადიანს, რომელსაც გადასახლებაში შეხვდა.

ლეილა გორგილაძე, მაია და გია ჩხატარაშვილები

გია ჩხატარაშვილი ბებიას მონაყოლს იხსენებს, თუ როგორ შეხვდა მაშო ციმბირში თანასოფლელს, სასულიერო პირს გერასიმე ნაკაიძეს:

_ ბებია იხსენებდა, რომ ახალგაზრდობაში, გერასიმე ნაკაიძეს, სანამ სასულიერო პირი გახდებოდა, მაღალი, ტანადი, ცისფერთვალება მაშოსთვის  სერენადა მიუძღვნია... მრავალი წლის შემდეგ, ციმბირის გულაგში, მაშოსთვის უთქვამთ, რომ ბანაკში მისი თანამემამულე ისე სცემეს, რომ უკანასკნელ წუთებს ითვლიდა... მაშო ჩხატარაშვილმა, ახალგაზრდობის, ბედნიერი წუთების გასახსენებლად და მოწამეობრივი სიკვდილის შესამსუბუქებლად, სწორედ ის სიმღერა უმღერა მომაკვდავ თანასოფლელს...

სოფელ საღმრთოს ეკლესიის მღვდლის გერასიმე ნაკაიძის "დანაშაული" კი ის იყო, რომ დააარსა სოფლის ორკლასიანი სამრევლო სკოლა, რომელსაც საკუთარი სახლი დაუთმო. კომუნისტებმა 1923 წელს ეკლესია სახალხო სახლად გადააკეთეს, ეკლესიის სასაფლაო გადახნეს და ზედ ფეხბურთის სტადიონი გამართეს. გერასიმე ნაკაიძე აჭარაში მასწავლებლად წავიდა, თუმცა იქაც მიწვდნენ, დააპატიმრეს და გადაასახლეს. 1939 წელს, გადასახლებულთა ბანაკში, მოძღვარი ცემით მოკლეს...

მაშო ჩხატარაშვილმა ათწლიანი ჯოჯოხეთი გამოიარა და საქართველოში ჩამოაღწია.

_ 27 წლის შვილი, იაგორი, სამამულო ომში დაღუპული დახვდა;  მეზობლად, სოფელ შრომაში გათხოვილ ქალიშვილს _ ვასასი ღლონტს, ვისთანაც დაბინავდა, სულ მალე 17 წლის გოგონა ტრაგიკულად დაეღუპა. მაშომ ჩათვალა, რომ უიღბლობა მისი ბედისწერა იყო და გადაწყვეტილება მიიღო: ვაჟისა და ქალიშვილის ოჯახებს შორის, "საღმრთოს" უღრან ტყეში, სადაც აყრა-გადასახლებამდე მისი ოჯახი ცხოვრობდა, ქოხი საკუთარი ხელით ააშენა და იქ სრულიად მარტო დასახლდა! მიუხედავად იმისა, რომ თხოვნას და ყურადღებას არ ვაკლებდით, ღრმა სიბერემდე, მარტო ცხოვრობდა, ასეულობით ფრთა ფრინველს ზრდიდა, ყანას თესავდა, ათეულობით პირუტყვს უვლიდა და ცდილობდა, იქეთ დახმარებოდა შვილიშვილებს, გაჭირვებულ თანასოფლელებს,  _ ამბობს ლეილა გორგილაძე.

შვილთაშვილები იხსენებენ, როგორი გონებაგამჭრიახი, გაუტეხელი, მძიმე ცხოვრების მიუხედავად, იუმორით სავსე ქალი იყო მაშო ჩხატარაშვილი. 87 წლამდე იცოცხლა და ბოლომდე შეინარჩუნა გონება, ღირსება და შურისძიებას დამსმენების მიმართ, რომელთა ვინაობაც კარგად იცოდა, არ აჰყოლია.

ახლა სოფლის სასაფლაოზე, ერთად განისვენებენ მაშო ჩხატარაშვილი, მის მსგავსად რეპრესირებული ადამიანები, მის საქმეში მონაწილე პირები, მოწმეები, ვინაც გაუძლო ან ვერ გაუძლო მძიმე საბჭოურ სადამსჯელო წნეხს.

ეს საქმე იმის მაგალითია, თუ რა შიში, დევნა და არაადამიანური  განსაცდელი გამოიარა საზოგადოებამ _ ყველამ, დამსმენმა, მდევარმაც და მსხვერპლმაც, რუსული საბჭოთა ოკუპაციის პირობებში. ამგვარი მაგალითები კარგად უნდა გავიაზროთ, რომ არ დაგვავიწყდეს, რადგან ისტორიას არ უყვარს მეხსიერების დაკარგვა _ ფრთხილად, წინ საშიში წარსულია!




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ზესტაფონში _ არიან დაშავებულებიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზესტაფონში. 2 მსუბუქი ავტოანქანის შეჯახების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. როგორც "გურია ნიუსს" შსს-ში განუცხადეს გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 1 -ლი ნაწილით ... ...
  • "ოცნება" განცხადებას ავრცელებს _ "ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა"პარტია „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის დეპუტატების ნაწილს 25 თებერვალს შეხვდება _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც მმართველი პარტია ავრცელებს  "პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფს შეხვდა. ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება და დაიგეგმა თავმჯდომარის შეხვედრები დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან. შეხვედრების მიზანია ინდივიდუალურად ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს და განიხილოს საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, პირველად თავმჯდომარე სწორედ იმ ჯგუფს შეხვდა, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გამოხატა "საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. პარტიის თავმჯდომარის თემატური შეხვედრები უმრავლესობის წევრებთან მცირე ჯგუფების ფორმატში კვლავაც გაგრძელდება. მომდევნო შეხვედრა დეპუტატთა სხვა ჯგუფთან 25 თებერვალს არის დაგეგმილი“, _ წერია ... ...
  • ოთარ ჩრდილელი: შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ...საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ოთარ ჩრდილელის თქმით, დღეს, "ქართული ოცნების" ოფისში, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე დეპუტატების გარიცხვაზე საუბარი არ ყოფილა: "პარტიის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე-არ ყოფილა გარიცხვაზე საუბარი, იყო მრავალ თემაზე, რაზეც სხვადასხვა აზრი გვქონდა. რამდენადაც ვიცი, ასეთი შეხვედრები პარტიის და უმრავლესობის სხვა წევრებთანაც იქნება თავისუფალ რეჟიმში.შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ ვინც მიცნობთ იცით, რომ გულწრფელი ვარ და რაც იყო ეგ დავწერე", _ წერს ჩრდილელი. შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ოთარ ჩრდილელი და რამდენიმე დეპუტატი პარტიიდან გარიცხეს. ჩრდილელი ბესელიასთან და 7 დეპუტატთან ერთად იმ კანონპროექტის ავტორი იყო, რომლის მიხედვითაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა უნდა გადადებულიყო, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ ... ...
  • თავდასხმა ახალსოფელში _ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულიაგავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ახალსოფელში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული პირი უკვე დააკავეს. თუმცა, ამ ინფორმაციას შსს სამინისტროს პრესსამსახური, ჯერჯერობით, არ ადასტურებს. ცნობისთვის, ომარ მოქიას მკვლელობასა და გია ტუღუშის დაჭრის საქმეში მათივე თანასოფლელის მ.ს. სახელი ... ...
  • "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ის დეპუტატები ესწრებიან, ვინც "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტს მხარი დაუჭირა. შეხვედრის დაწყებამდე უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, რა თემებს შეეხება ... ...

არქივი

ზაფრანი

ვიქტორია ბექჰემი 54 წლის მოკვდება

ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა მას-მედიამ...

ყველაზე სამიჯნურო სცენები

ცოტა ხნის წინ ამერიკულმა ინტერნეტ-საიტებმა...

ჰეგემონი ციფრები

ბედის ციფრის გამოთვლის ტექნიკა ჩვენი...

რატომ ეჩვენებათ მთვრალ მამაკაცებს ყველა ქალი ლამაზი

არსებობს ცნობილი რუსული გამოთქმა: ულამაზო...

დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება გონიერი რომ გახდეს

ერთ მშვენიერ დღეს დედამიწაზე ყველა...
კარმიდამო ჩემი

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...