საჯარო რეესტრსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა (R)

gurianews.com

საზოგადოება

საჯარო რეესტრსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა (R)

2017 სექ 13 16:42:37

შრომითი მიგრაციის პროცესების წარმატებული მონიტორინგის მიზნით,  იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  შორის მემორანდუმი გაფორმდა.  

 ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს  დღეს ხელი საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ელზა ჯგერენაიამ მოაწერეს.

შეთანხმების   თანახმად,   საზღვარგარეთ შრომით მიგრაციასთან დაკავშირებული   ბიზნესსუბიექტების მუდმივად განახლებად მონაცემთა ბაზაზე  ელექტრონული წვდომისა და მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  ენიჭება. თავის მხრივ, სამინისტრო, მონიტორინგის პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე კანონმდებლობის შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

 ის იურიდიული პირ(ებ)ი, ინდივიდუალური მეწარმე(ებ)ი  ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირ(ებ)ის ფილიალ(ებ)ი (წარმომადგენლობა, მუდმივი დაწესებულება), რომელთა საქმიანობაც  საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან ან/და შრომით მოწყობაში დახმარებასთანაა დაკავშირებული,      ვალდებულნი არიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში შესაბამისი საქმიანობის რეგისტრაცია განახორციელონ.

 „საზღვარგარეთ მომუშავე საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი.  შრომითი მიგრაციის სფეროს განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი და უსაფრთხო მიგრაციის მნიშვნელოვანი კომპონენტია. მემორანდუმის გაფორმება  სწორედ შრომითი მიგრაციის ეფექტიანად რეგულირებას,  ორ უწყებას  შორის კოორდინაციის გაუმჯობესებას და მონაცემების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას  შეუწყობს ხელს", – განაცხადა საჯარო რეესტრის თავმჯომარემ პაპუნა უგრეხელიძემ. (R)


ნახვა: 28


 ახალი ამბები
  • თბილისში 21 წლის გოგო მოკლესთბილისში, შატილის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს დილით, გამთენიისას თბილისში, თემქის დასახლებაში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. ახალგაზრდა ქალს, პირველადი ინფორმაციით, ცივი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობა აღენიშნება. „გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია და იგი არის 1997 წელს დაბადებული ა.ნ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტი ინტენსიურ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მიმდინარეობს გარდაცვლილის ოჯახის წევრების გამოკითხვა“, – აცხადებენ შსს-ში. უწყების ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს108-ე მუხლით დაიწყო. ... ...
  • ყოფილი მეუღლის ცემაში ბრალდებულს ექვსი თვით პატიმრობა მიესაჯათბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებული მ.გ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, _ აღნიშნულის შესახებ განცხადებას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 9 დეკემბერს, საღამოს საათებში, ქ.თბილისში დ.აღმაშენებლის ხეივანში არსებულ სახელოსნოში მ.გ.-მ ყოფილ მეუღლეს ხ.ს.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებულმა ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა. სამართალდამცველებმა მ.გ. 2017 წლის 10 დეკემბერს ქ. თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი) წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მ.გ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ... ...
  • "ტოტალური კორუფცია საგზაო დეპარტამენტში" _ ბრალდებებს დეპარტამენტის თავმჯდომარე პასუხობს,,ევროპული საქართველოს“ წერი ირმა ნადირაშვილი საგზაო დეპარტამენტის თავმჯომარესა და მოადგილეებს კორუფციაში ადანაშაულებს. როგორც ნადირაშვილი აცხადებს, უწყებაში ფულის კეთების მძლავრი მექანიზმი არსებობს. ,,საგზაო დეპარტამენტში მაღალი დონის ტოტალური კორუფცია არსებობს, უწყებაში მუშაობს ფულის კეთების ძალიან ორიგინალური  სქემა, როდესაც  დეპარტამენტის მაღალჩინოსნები მასობრივად  გადადიან სამუშაოდ იმ კომპანიებში, კერძო კომპანიებში, რომელთაც ამავე დეპარტამენტის ტენდერები აქვთ მოგებული. მაგალითად, ზაზა  სიმონია, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე სამუშაოდ გადავიდა  ჩინურ კომპანია ,,სინო ჰიდროში“. ამ კომპანიამ  253 მილიონიანი ტენდერი მოიგო, მეორე მოადგილე ირაკლი ხერგიანი ასევე გადავიდა კომპანიაში ,,დოჰვა ინჟინერინგში“, გივი ჩოჩია სამუშაოდ გადავიდა თურქულ კომპანიაში, რომელიც ასევე არა ერთ ტენდერშია გამარჯვებული და მათ შორის ბათუმის შემოვლით გზას აშენებს. საგანგაშო ფაქტი გახლავთ ის, რომ ეს ადამიანები იყვნენ სატენდერო  კომისიის წევრები და უშუალოდ მიიღეს გადაწყვეტილება ტენდერში გაემარჯვა იმ კომპანიებს, სადაც შემდგომში სამუშაოდ გადავიდნენ. ეს სქემა თავისუფლად შეგვიძლია ჩავთალოთ დეპარტამენტის თავმჯდომარის ბატონი  სეთურიძის ფულის კეთების ნოუ ჰაუთ“, - განაცხადა ნადირაშვილმა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე  ,,გურია ნიუსთან“ საპარლამენტო უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს. ,,ჩვენთვის ცნობილია იმ დაინტერესებულ პირთა ჯგუფების შესახებ, რომლებიც  რამდენიმე კვირაა მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ეწევიან. ბრალდებები, რომლებზეც ისინი საუბრობენ, მინდა გითხრათ, რომ არ არღვევს არანაირ კანონს და საფუძველს მოკლებულია. აქ ორმაგ სტანდარტებთან გვაქვს საქმე. რაც შეეხება სხვა ბრალდებებს, ბევრჯერ გავეცი პასუხი. ასე რომ, მინდა დაგიდატუროთ, თუ ვინმეს ეჩვენება, რომ რაიმე  არასწორად ხდება, ამას  მუდამ  დიდი ინტერესით განვიხილათ, მაგრამ ცილისწამებაზე, რომელიც ფაქტებს მოკლებულია, კომეტარს ვერ გავაკეთებ. ძალიან ბევრი რანგის თანამდებობის პირი  გადასულია კერძო კომპანებში სხვადასხვა დროს, მათ შორის, ისინი, ვინც ამ ბინძურ კამპანიაში არიან ჩართულები, მაგრამ მინდა გითხრათ,  რომ არც ერთ შემთხვევაში კანონი არ დარღვეულა და ეს არის სპეკულაციის საგანი, რომელიც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია“ , _ განაცხადა ,,გურია ნიუსთან“  გიორგი ... ...
  • „შარაშენიძე ნაციონალური პროდუქტია და სამსახურიდან „ოცნების“ მხარდაჭერისთვის გამათავისუფლა“დღეს, ოზურგეთში, დემოკრატიული  ჩართულობის ცენტრში, ბრიფინგი გამართა ეკა ნინიძემ, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კოტე შარაშენიძემ ახლახან სამსახურიდან გაათავისუფლა. ბრიფინგს ჟურნალისტები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. _ აბსოლუტურად უსაფუძვლოდ და უკანონოდ გამათავისუფლეს სამსახურიდან. ორი მუნიციპალიტეტის შერწყმა საინტერესო პროცესია და როგორც შრომის კოდექსი ითვალისწინებს, შერწყმის პროცესში მოხდა სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანებაც. ამიტომ ორი თანამდებობის პირიდან ერთ-ერთი მაინც უნდა დანიშნულიყო. ასევე, უნდა მომხდარიყო შეთავაზება, თუმცა, არცერთი ეს არ მომხდარა და მერმა, ერთი ხელის მოსმით, ცრუ საფუძველზე გამათავისუფლა.  კოტე შარაშენიძის სლოგანი _ „მეგობარი მერი“, ასე „მეგობრულად“ გამოიხატა ჩემ მიმართ. მე მარტო არ ვარ, ჩემ გვერდითაა მოქალაქეთა საკმაოდ დიდი რაოდენობა, დიდი გუნდი, რომელთაც ადარდებთ ოზურგეთის ყოფა. სამართლებრივი გზით გავაგრძელებ ბრძოლას, _  თქვა ნინიძემ. მან, ასევე, დეტალურად ისაუბრა   გათავისუფლების მოტივის სრულ სიცრუეზე. კერძოდ, ის ფაქტი, რომ 12 თებერვალს დაწერეს ნინიძის გათავისუფლების ბრძანება, თითქოსდა, რეორგანიზაციის საფუძველზე,  მტკნარი სიცრუეა.  საერთოდ არ არის დასრულებული ეს რეორგანიზაცია. პარალიზებულია მთელი სტრუქტურები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ისეთ სენსიტიურ თემაზე, როგორიცაა ბავშვები. _რა რეორგანიზაციის დასრულებაზე საუბრობს მერი? კოტე შარაშენიძემ  ერთადერთი ქმედება, რაც წარმატებით განახორციელა მოსვლის დღიდან, ეს არის საკუთარი სიძისთვის 30 ათასი ლარის გადარიცხვა,  ეს კი მოახერხა, _ აღნიშნა ნინიძემ. ეკა ნინიძემ გაიხსენა 9 თებერვალი, როცა ის ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ სამსახურში გავიდა და  შარაშენიძემ იმ დღესვე აუდიტის  სამსახურის უფროსი და იურიდიული სამსახურის წარმომადგენელი გაუგზავნა. _ ეს პირები, ძალიანაც რომ სდომებოდათ,  უკან ხელცარიელი  ვერ დაბრუნდებოდნენ.  ამიტომ მიზეზად წამომიყენეს ასეთი რამ, 11 დეკემბერს რატომ არ გვაცნობე, თუ 12-ში საავადმყოფოში წვებოდიო. თუმცა ასეთ არასერიოზულ კითხვაზე უნდა ვუპასუხო, რომ  განგებასთან არ მაქვს ხელშეკრულება დადებული და არ ვიცოდი, ასე მძიმედ თუ გავხდებოდი ავად. ყველამ იცით, რომ ერთი კვირის განმავლობაში სასუნთქ აპარატზე ვიყავი შეერთებული.  ჩემთვის პირველი არ არის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება. 2012 წელს გამათავისუფლეს იმის გამო, „ოცნების“ მიტინგზე რატომ იყავიო. ახლა „ოცნება“ ოცნებისთვის მათავისუფლებს. რევოლუცია არ მომხდარა, რომ 2017 წელს ხელისუფლება შეცვლილიყო, ამიტომ მიკვირს და ვერ გავიგე ეს განტოლება. ხელისუფლებაში  „ნაციონალური“  ძალა მოვიდა, ასე გამოდის, _ დაასრულა ნინიძემ. ბრიფინგზე არაერთი კითხვა დაისვა. მათ შორის, ვის და რას გულისხმობს ეკა  ნინიძე „ნაციონალების“ მოსვლაში. _ მე ვიყავი „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის მხარდამჭერი. ხელისუფლებაში „ნაციონალების“ მოსვლაში ვგულისხმობ იმას, რომ კოტე შარაშენიძე არის „ნაციონალური“ პროდუქტი.  მან სული მიყიდა „ნაციონალებს“.   წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერანაირად ვერ გაიმარჯვებდა. გადახედეთ მის საარჩევნო შტაბს, ვინ იყვნენ იქ? თავართქილაძე, ბოლქვაძე, მამეიშვილი _ „ნაციონალების“ მთელი გუნდი.  ამიტომ ვამბობ, რომ სამსახურიდან  „ოცნების“ კანდიდატის მხარდაჭერისთვის გამიშვეს, ამიტომ მდევნიან, თუმცა, ვიმეორებ, ვაგრძელებ ბრძოლას სამართლებრივი გზით, _ უპასუხა მან  ჟურნალისტებს. ბრიფინგზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა   დამფუძნებელმა ოზურგეთში ნუგზარ გიორგაძემ.  მან მადლობა გადაუხადა ეკა ნინიძეს აქტიურობისთვის. ამასთანავე ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის დავით დარჩიას  მისამართით კრიტიკა არ დაიშურა: _ აქამდე უნდა გაეკეთებინა განცხადება საკრებულოს თავმჯდომარეს და გამოეთქვა მხარდაჭერა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სახელმწიფოს გვერდით იდგნენ არჩევნებზე, მხარს უჭერდნენ „ქართულ ოცნებას“ და დღეს ამის გამო,  შარაშენიძე სამსახურიდან ათავისუფლებს. თქვენ, ვისაც უსამართლოდ მოგექცნენ, აუცილებლად უნდა შეადგინოთ პეტიცია ხელისუფლების მისამართით. საკრებულოში ხომ დღეს თქვენ მიერ მიცემული ნდობის მანდატით  სხედან? _ მიმართა მან ნინიძეს. თავის მხრივ, ეკა ნინიძემ განმარტა,  რომ მისი კომპეტენცია არ არის არჩევნების შედეგების შეჯამება. _ ვიცი ესეც, რომ საკრებულოში სხედან ჩვენგან მიცემული ნდობის მანდატებით. თუმცა, ოზურგეთს დღეს აქვს თავისი კონსტიტუცია, რომელსაც ჰქვია „კოტეს კონსტიტუცია“. ამიტომ მე ვიბრძოლებ სამართლებრივი გზით. ყველას მადლობას გიხდით მობრძანებისთვის, _ ასე დაემშვიდობა ბრიფინგის მონაწილეებს ეკა ნინიძე. „გურია ნიუსი“ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დარჩიას დაუკავშირდა და კითხვით მიმართა: _ ბატონო დავით, ეკა ნინიძის ბრიფინგზე გამოითქვა მოსაზრება, რომ თქვენ არ გააკეთეთ მხარდამჭერი განცხადება იმ ადამიანების დასაცავად, ვისაც სამსახურიდან ათავისუფლებენ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერისთვის და აღნიშნეს, რომ  დაკავებული ხართ  მხოლოდ პირადი კეთილდღეობით... _ რა გითხრათ?! ვერაფერს გიპასუხებთ. რა არ გავაკეთე? მე ყველაფერი გავაკეთე.  ახლა  რა გიპასუხო, ვერ გიპასუხებ,  არ ვესწრებოდი.   ახლა შეჯიბრს ვესწრები, _ გვითხრა დარჩიამ. ეკა ნინიძის განცხადებას, მისი სამსახურიდან  პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების შესახებ, ოზურგეთის მუნციპალიტეტის მერი კოტე შარაშენიძე ასე ეხმაურება: _ მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიებისა, მუნიციპალიტეტის მერიაში თითქმის ყველა თანამშრომელმა შეინარჩუნა პოზიცია. რაც შეეხება ა(ა)იპ-იებს, მოხდა ქალაქის და მუნიციპალიტეტის ასეთი ორგანიზაციების გაერთიანება, შეიქმნა ახალი, რომლის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების გადაწყვეტილებას იღებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი. გამომდინარე იქიდან, რომ საკითხი სენსიტიურია და ეხება ბავშვებს, სკოლამდელი სააღმზრდელო ცენტრის ხელმძღვანელის შერჩევა ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული ... ...
  • პარლამენტმა "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ წარდგენილი მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა და 83 მომხრე ხმით, 13-ის წინააღმდეგ ვეტო დაძლია. პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებსა და საკანონმდებბლო ცვლილებებზე მსჯელობა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გაიმართა, სადაც გიორგი მარგველაშვილის მიერ გამოყენებული ვეტოს შინაარსი დეპუტატებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ გააცნო. საკითხზე გამართული პოლიტიკური დებატების შემდეგ, დეპუტატებმა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს კენჭი უყარეს. ინიციატივით ზუსტდება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი პროდუქციის და არა ეთერის არანაკლებ 25 პროცენტს დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამებს დაუთმობს. ცვლილებებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილი იქნება, შინაარსობრივი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, საზოგადოებრივი აზრის/აუდიტორიის კვლევა ჩაატაროს. ამასთან, კანონპროექტით შესაძლებლობა ეძლევა, რადიომაუწყებლობის და საქართველოს რეგიონებში რადიოპროგრამების შეღწევადობის ასამაღლებლად, დამატებითი რადიო სამაუწყებლო სიხშირეები გამოიყენოს. პროექტით დამატებით ზუსტდება საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო, მმართველობითი და ფინანსური დამოუკიდებლობის ხელყოფის, მათ შორის, მითითების, დავალების მიცემის, ასევე შეთანხმების დავალების ან მასზე ზეწოლის სხვაგვარად განხორციელების დაუშვებლობა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ. ასევე ცვლილებების მიხედვით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი არ გავრცელდება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ეთერით გადასაცემი გადაცემების, სერიალ(ებ)ის, მხატვრული ან/და დოკუმენტური ფილმ(ებ)ის დამზადების მომსახურების შესყიდვაზე. გარდა ამისა, ცვლილებების თანახმად, სამეურვეო საბჭო, გენერალური დირექტორის წარდგინებით, შეიტანს ცვლილებებს საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებაში. ამასთან, სამეურვეო საბჭო უფლებამოსილი იქნება, საკუთარი ინიციატივითაც შეიტანოს დებულებაში ცვლილებები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცვლილება საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრუქტურასთან დაკავშირებულ დებულებებს შეეხება. სამეურვეო საბჭო უფლებამოსილი იქნება, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტში ცვლილებები მხოლოდ გენერალური დირექტორის წარდგინებით შეიტანოს. კანონპროექტით, სამეურვეო საბჭოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების შრომითი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დადგენის უფლებამოსილება აღარ ექნება. ცვლილებებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის წინა წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი ნაშთი მომდევნო წლის დასაწყისში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსებას ემატება. საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებაა, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლები, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები, მიმართოს დამწყები საწარმოების (სტარტაპების) წახალისების, ტელე-რადიო და ონლაინ პროდუქციის ინოვაციური განვითარების, მაუწყებლობის სფეროში გარემოს განვითარების ხელშეწყობის მიზნით. ცვლილებებით ასევე განისაზღვრება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე კომერციული რეკლამა არ შეიძლება განთავსდეს უქმე დღეებში, აგრეთვე საუკეთესო დროს – სხვა დღეებში, გარდა სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს. ამასთან, სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს კომერციული რეკლამის განთავსების შემთხვევაში კომერციული რეკლამის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს (ნაცვლად 30 წუთისა), ხოლო ყოველ საათში – 12 წუთს (20 %-ს), (ნაცვლად 6 წუთისა (10%-ისა), ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში კომერციული რეკლამის მოცულობა ყოველ საათში არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს (5%-ს). ინიციატივით დასაშვები ხდება აგრეთვე გასართობი გადაცემებისა და სერიალების სპონსორობა. ამასთანავე, კანონპროექტით, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ვალდებული ხდებიან, ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმონ 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა (ნაცვლად 1 საათში არანაკლებ 60 წამისა), რომლიდანაც არანაკლებ 10 წამისა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, სათანადო სარეკლამო რგოლის წარმოდგენის შემთხვევაში, საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ სოციალურ რეკლამას უნდა დაუთმოს. ... ...

არქივი

ზაფრანი

მერილინ მონროს საიდუმლო

რამდენიმე წლის წინ ცნობილმა ამერიკელმა...

"სიყვარულში გალეული"

ვაშინგტონის ზოოპარკის მკვიდრი, 58 წლის...

თვალები გეღლებათ?

სამუშაო დღის ბოლოს თვალები გვეღლება....

თავბრუ გეხვევათ?

ეს შეგრძნება შეიძლება უწყინარი მიზეზითაც...

ლიკურგეს სამართალი

სპარტის სამეფოს გაძლიერებას ანტიკური ხანის...

კიტრი ნერვებს ამშვიდებს

კიტრში შემავალი ნივთიერებები აუმჯობესებს მეხსიერებას,...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის პური

თაფლი, დინდგელი, ყვავილის მტვერი, ცვილი...

როგორ მოვუაროთ მცენარეებს ადრე გაზაფხულზე

გაზაფხულის დამდეგი ზამთრიდან გაზაფხულისკენ გარდამავალი...

სენპოლია _ მთელი წელი მოყვავილე ოთახის ია

ეს სამხრეთ აფრიკული მცენარე ინტერიერის...

როგორ დავიცვათ თავი ბრონქიტისგან

ხველება ყოველთვის მიგვანიშნებს ორგანიზმის არასასურველ...

ვიოლები _ საოცარი ყვავილების ისტორია და მოვლის წესები

ამ საოცარ ყვავილებს ვიოლებს უწოდებენ,...

ოთახის მცენარე, რომელიც ჰაერს გაზის ნამწვისგან წმენდს

სპეციალისტები გვირჩევენ, აუცილებლად ვიყოლიოთ სახლში...

ჩაი და ყავა არა მარტო სასმელია

ცნობილია, რომ ჩაისა და ყავის...

შეწამვლითი ღონისძიებები და უსაფრთხოების ზომები

ვაგრძელებთ უსაფრთხოების ზომების შესახებ საუბარს,...

ახლებურად შევხედოთ ჩაის აღდგენას და მისი მოვლის მეთოდებს

ჩაის გაშენება ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო...

მონსტერა ჩვენს პირობებში _ როგორ გამოვაზამთროთ ოთახის გარემოში

მონსტერა მარადმწვანე ბუჩქოვანი და ლიანა...

ლავანდი _ ძვირფასზეთოვანი და სურნელოვანი მცენარე

ლავანდი ეთერზეთოვანი მცენარეა, რომელიც ეკუთვნის...