საქალაქთაშორისო მოძრაობა აღდგა: „ოზურგეთიდან მხოლოდ ერთ მარშრუტზე იქნება ცვლილება“
დღეს, დილიდან, ოზურგეთის სამგზავრო ავტოსადგურში, ჩვეული განრიგით ჩამოდგა სამგზავრო ტრანსპორტი, ბათუმის, ქუთაისის და თბილისის მიმართულებით.
როგორც მძღოლები აღნიშნავდნენ, მართალია, ჯერ მგზავრობის ღირებულება არ გაზრდილა, თუმცა, საწვავის ფასის ზრდის გამო, იძულებული იქნებიან, მგზავრობის ფასს მოუმატონ...
გავრცელებული ინფორმაციით, თითქოს, მარშრუტები შეიზღუდა სხვადასხვა მიმართულებით და ასევე, მგზავრობის ღირებულებაც გაიზარდა, სამგზავრო ავტოსადგურის დირექტორი, შალვა ორაგველიძე ამბობს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება:
„სამგზავრო რეისები, ყველა ქალაქის მიმართულებით იგივეა, როგორც ადრე იყო. ერთადერთი, თბილისი მიმართულებით, დღის მეორე ნახევრიდან არ გავა ავტობუსი, იმიტომ, რომ არსებობს შეზღუდვა საღამოს ცხრა საათის შემდეგ გადადგილებაზე. როცა ეს შეზღუდვა გაუქმდება, ჩვეულებრივად დაიშვება შესაბამისი რეისიც. რაც შეეხება ბათუმის და ქუთაისის მიმართულებით რეისს, ამ სივრცეში ესწრება ცხრა საათამდე გადადააგილება. სამგზავრო ფასიც იგივეა: თბილისამდე 20 ლარი, ქუთაისამდე _ 7, ხოლო ბათუმამდე _ 5 ლარი, _ გვითხრა ორაგველიძემ.
მისივე თქმით, ჩვეულებრივად აღდგება სამგზავრო რეისები მუნიციპალიტეტებს შორისაც.