საქართველოს ბანკი ქალების ბიზნესში მხარდაჭერას განაგრძობს (R)

საზოგადოება

საქართველოს ბანკი ქალების ბიზნესში მხარდაჭერას განაგრძობს (R)

2019 მარ 21 14:58:51

საქართველოს ბანკი, ქვეყნის წამყვანი ბანკი, მარტის ქალების თვედ გამოცხადებასთან დაკავშირებით ქალებისთვის ბიზნესში სპეციალური ღონისძიებების განხორციელებას განაგრძობს. კერძოდ, აქტიურად მონაწილეობს და თავადაც უწევს ორგანიზებას ისეთ ღონისძიებებს, სადაც ხდება, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება ქალებისთვის, მათთვის, ვინც უკვე ფლობს ან ახლა სურს ბიზნესის დაწყება.

ამ ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ქალებისთვის გაიმართა შეხვედრა, რომელსაც საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ჰანა ლოიკანენი მასპინძლობდა. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ ბანკის მომხმარებლები, კერძოდ მსხვილი, მცირე და საშუალო ბიზნესის,  მმართველი რგოლის წარმომადგენელი ქალბატონები. ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა მოწვეულ სტუმრებს გაუზიარა პირადად მისი 20 წლიანი გამოცდილება, ისეთ საინტერესო თემებზე, როგორიც არის:  ბიზნესსა და ეკონომიკაში ქალთა როლი და ის სირთულეები თუ გამოწვევები, რის წინაშეც დგებიან ქალები ბიზნესში. ქალებისთვის ბიზნეს სფეროში თავის დამკვიდრების სირთულეებსა და თავისებურებებზე საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნინო ზამბახიძემ და ახალგაზრდა მეღვინემ, ბაია აბულაძემ.

საქართველოს ბანკი უკვე წლებია, ქვეყნის მასშტაბით ხელს უწყობს ქალებს და აძლევს შესაძლებლობას,  წამოიწყონ ახალი ან გააფართოვონ არსებული ბიზნესი,  დანერგონ ახალი მიმართულებები. საქართველოს ბანკმა „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ (EBRD) დაფინანსებით ქალებისთვის შექმნა პროგრამა „ქალები ბიზნესში“, რომლის ფარგლებშიც აქტიურად განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, ქალების ბიზნესში აქტიური ჩართულობის, მათი ფინანსური და არაფინანსური მხარდაჭერის თუ ბიზნესის განვითარების მიზნით. პროექტის ფარგლებში, 25 მილიონ ლარამდე ფინანსური რესურსით, 1000-მდე ბიზნესი დაფინანსდა. (R)




 ახალი ამბები
  • გიგი უგულავა: ჩვენ გვაქვს უფლება, მოღალატე პარლამენტს მუშაობის საშუალება არ მივსცეთ"ჩვენ არაფერში არ გვჭირდება ეს შენობა, არც კანცელარიის შენობა, არც მერიის და არცერთი სახელმწიფო უწყების. 20 ივნისს მათ ცილი დაგვწამეს, რომ ჩვენ ამ შენობის აღებას ვაპირებდით. არა მეგობრებო, პარლამენტი არის ადგილი, სადაც ადამიანები ლაპარაკობენ, ამ შენობაში ადამიანები აღარ დარჩნენ, ამიტომ ჩვენი ადგილი აღარ არის. მე ძალიან მიხარია, რომ გამოასეირნეს სპეცრაზმი და გაძეძგეს. რა თქმა უნდა ყაზარმაში ჯდომას კვირა დღეს ჯობია კობახიძის და თალაკვაძის ჯდომა. ამიტომ მოგესალმებით მანდ, იჯექით კარგად, თქვენ არავინ არ შეგაწუხებთ. მაგრამ იცოდეს ივანიშვილმა, რომ პირველი - იქ, სადაც მან დასცა ლახვარი საქართველოს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, მოქალაქეების თავისუფალ არჩევანს, იქ მეტ არჩევანს ვეღარ გააკეთებს, არცერთი ქართული ოცნების დეპუტატები ამ შენობაში აღარ შევა, არც ერთი კარიდან. შევახსენებ თავმჯდომარეს, ვერც გვირაბით ვერ შეხვალ, ვიცი, სადაც ამოდის ეგ გვირაბი. ჩვენ კონსტიტუციას ვიცავთ, ჩვენ გვაქვს უფლება არ მივცეთ მოძალადე მოღალატე პარლამენტს მუშაობის საშუალება და ეს იქნება პირველი ნაბიჯი, მას შემდეგ რაც ამ პირველ ნაბიჯს განვახორციელებთ წავუყენებთ პირობას და პირობა არის ერთადერთი სწორი გამოსავალი. როდესაც ქვეყანაში არის მორალური კრიზისი, გამოსავალია რიგგარეშე პროპორციული არჩევნები, მარტო ერთხელ გაიხსნება პარლამენტის კარი და გაიხსნება, როდესაც ჩავიბარებთ ივანიშვილის კაპიტულაციას. არ იქნება პარლამენტი საკმარისი, შემდეგი იქნება კანცელარია, საკრებულო, მერია, სხვა ქალაქები და რაიონული ცენტრი. "ქართული ოცნების" არცერთი წარმომადგენელი, არცერთ სახელმწიფო უწყებაში არ შევა, სანამ არ დაინიშნება რიგგარეშე პროპორციული არჩევნები. რამდენი პოლიცია და სპეცრაზმიც გინდათ მოიყვანეთ, დააყენეთ ჩვენს გვერდით, იმიტომ რომ პოლიცია ჩვენ ვართ, ხალხი ჩვენ ვართ, სიმართლე ჩვენს მხარეზეა," - განაცხადა გიგი ... ...
  • "ვუთხრათ არა!"- აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას წითელი ბარათი უჩვენესთბილისში, რესპუბლიკის მოედანზე "პატრიოტთა ალიანსის" აქცია დაიწყო. აქ შეკრებილმა ადამიანებმა ხელისუფლებას პროტესტის ნიშნად წითელი ბარათი ... ...
  • "აქციაზე ალკოჰოლურ სასმელებს არიგებენ" _ აქციის ორგანიზატორებიაქციის ორგანიზატორების განცხადებით, უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები ალკოჰოლურ სასმელებს არიგებს. აქციის ორგქნიზატორები მონაწილეებს მოუწოდებენ, რომ არ აიღონ ალკოჰოლური სასმელი, რადგან ეს არის ... ...
  • გიორგი ვაშაძე: “არ ვიშლებით _ რუსთაველის გამზირი ჩაკეტილი იქნება”“მინდა მოთხოვნები გავაჟღერო და თქვენ ხელის აწევით მოგვცეთ მანდატი, რომ სწორედ ეს მოთხოვნები იყოს უცვლელი და ულტიმატუმი წავუყენოთ მთავრობას: პირველი _ ვადამდელი პროპორციული არჩევნები; მეორე _ მთავრობის გადადგომა და დროებითი მთავრობის შექმნა, რომელიც ჩაატარებს ვადამდელ არჩევნებს; მესამე _ პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ვინც 20 ივნისს დააკავეს", _ განაცხადა აქციაზე გიორგი ვაშაძემ. მისივე თქმით, ოპოზიციას გამარჯვების გეგმა აქვს. "ჩვენ გვაქვს გამარჯვების გეგმა, რა უნდა გავაკეთოთ დღეს, ხვალ და ზეგ იმისთვის, რომ საბოლოო გამარჯვება მოვიპოვოთ: პირველი _ არ ვიშლებით და რუსთაველი იქნება ჩაკეტილი; მეორე _ გამოვაცხადებთ კონკრეტულ სტრატეგიას, როგორ ვაფართოებთ წინააღმდეგობის არეალს; მესამე _ ბიძინა ივანიშვილო, იცოდე არ მოგასვენებთ, სანამ არ მოვიპოვებთ გამარჯვებას! კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში იქნება პიკეტირებები, დაუმორჩილებლობა", _ აღნიშნა ვაშაძემ აქციაზე ... ...
  • "ამოაყირავე მაჟორიტარი" - დეპუტატების პლაკატები უკუღმა დაკიდეს#ამოაყირავემაჟორიტარი - ზუგდიდში, სამოქალაქო პროტესტის ნიშნად ქალაქისა და მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატების პლაკატები რამდენიმე ლოკაციაზე უკუღმა დაკიდეს. დეპუტატების ამოტრიალებული პლაკატები ზუგდიდის ცენტრში რამდენიმე ადგილზეა ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?