საქართველოს მთავრობა სურსათის 9 ძირითად პროდუქტზე ფასს აზღვევს

საზოგადოება

საქართველოს მთავრობა სურსათის 9 ძირითად პროდუქტზე ფასს აზღვევს

2020 მარ 26 12:44:18

ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოგისტიკისა და ტრანსპორტირებაზე ზედამხედველობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს.

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული რეგულაციების პირობებში, მოსახლეობისთვის  სურსათის შეუფერხებლად მიწოდება მნიშვნელოვანი ამოცანაა.

ასევე, მნიშვნელოვანია მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი ძირითადი მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტის - ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, მზესუმზირის ზეთი, ხორბლის ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა და ლობიო - შეუფერხებელი მიწოდება და არ მოხდეს აღნიშნულ პროდუქტზე ფასების სპეკულაციური ზრდა.

ძირითადი მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტზე ფასის ზრდის რისკის დაზღვევის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამა“. პროგრამას განახორციელებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ააიპ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო“, სსიპ „შემოსავლების სამსახურთან“ ერთად. ყველა იმ იმპორტიორ კომპანიისთვის,  რომელიც 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით განახორციელებს 9 ძირითადი პროდუქტის საქართველოში იმპორტს, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ მოხდება სავალუტო კურსის სხვაობის სუბსიდირებას.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს ორგანიზებით, სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც მათ პროექტის პირობები და პროცედურები გააცნეს. იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენელთა განცხადებით, ახალი პროექტი დროული და ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო მხარდაჭერაა, რაც ძირითად სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრას 30-მდე იმპორტიორი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.

ახალი პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სოფლისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს ვებგვერდზე: www.arda.gov.ge. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინიტროს საინფორმაციო სამსახურის ცხელ ხაზზე 15 01.




 ახალი ამბები
  • ატომური ბომბი რომ ჩამოვარდეს ზიარებას არ შევწყვეტთ – მეუფე ანტონივანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მზადაა, სააღდგომო წირვა სპორტულ მოედანზე ჩაატაროს. მისი თქმით, აღდგომის დღესასწაულზე, წირვას ყველა იმ რეკომენდაციის დაცვით ჩაატარებს, რომელიც საპატრიარქოსგან აქვთ. ამასთან, მეუფე ანტონი საზოგადოებას სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობის დაძაბვაში ადანაშაულებს. “ატომური ბომბი რომ ჩამოვარდეს, აღდგომის დღესასწაულს და საერთოდ ზიარებას არ შევწყვეტთ დედამიწაზე. მე მაგალითად, იმასაც ვფიქრობ, რომ სტადიონზე ჩავატარო აღდგომის წირვა. ყველას შეუძლია განთავსდეს ერთმანეთისგან შორს, თავის დინამიკებით. ამას ჩვენ გავაკეთებთ, მაგრამ წირვა რომ შევწყვიტოთ და მსახურება ეს წარმოუდგენელია. ყველა სპექტრი თითქოს აკეთებს იმას, რომ ჩვენსა და ხელისუფლებას შორის დაძაბოს სიტუაცია”, – აღნიშნა მეუფე ანტონმა ... ...
  • „შექება ჩვენთვის უცხო არ არის" _ გიორგი ვოლსკი„რასაკვირველია ძალიან სასიამოვნოა და საზოგადოებისათვის წამახალისებელიც და ენერგიის მიმცემიც არის  ჩვენი დაწესებულებებისათვის ის შექება, რომელსაც ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები ხშირად, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მიმართავენ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, რითაც გამოეხმაურა ვაშინგტონის შუა აღმოსავლეთის კვლევების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ჯორჯ ვისანის სტატიას „შავი ზღვა და ახალი კორონავირუსი", სადაც აღნიშნულია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს ოფიციალურ პირებს კორონავირუსის დასამარცხებლად ოპერატიულად განხორციელებული ზომებისთვის აქებს. როგორც გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ თვითკმაყოფილებას უნდა მივეცეთ, ვინაიდან მდგომარეობა ზოგადად საკმაოდ საგანგაშოა მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში. „შექება ჩვენთვის უცხო არ არის, და არც რაიმე სისუსტეს, მოდუნებას განაპირობებს. მუშაობა გაგრძელდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ  ვირუსის საფრთხე როგორღაც შენელებულია. ჩვენ მზად ვართ საბრძოლველად - მთელი სისტემა და არა მარტო ჯანდაცვის სამინისტროს სისტემა. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მთავრობის მითითებები ემყარება მეცნიერულ დონეზე გაკეთებულ ანალიზს და ყველა მითითება  ზედმიწევნით უნდა შესრულდეს, ვინაიდან  მდგომარეობა ჯერ კიდევ საკმაოდ საგანგაშოა მთელ მსოფლიოში", _ განაცხადა გიორგი ... ...
  • როგორ რეცხავენ თბილისში ქუჩებს ღამითკორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, დედაქალაქის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა. „გურია ნიუსი“ გთავაზობთ პეკინზე გადაღებულ ... ...
  • გიორგი გახარია: დღეს უკვე უნდა დავიწყოთ პოსტკრიზისული ეკონომიკური პროგრამის შექმნაროგორც ბევრთან შედარებით ადრე დავიწყეთ ეპიდემისთან ბრძოლა, დღეს უკვე უნდა დავიწყოთ პოსტკრიზისული ეკონომიკური პროგრამის შექმნა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, უნდა იყოს აშკარა სხვაობა, თუ რა კეთდება კრიზისის პერიოდში და რა გაკეთდება პოსტკრიზისულ პერიოდში. პრემიერის თქმით, უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს ეკონომიკის ნაწილზე. ამისათვის უკვე მღებულია საგარანტიო საკრედიტო სქემების ამუშავების გადაწყვეტილება, მაგრამ ახლა საუბარია კრიზისიდან გამოსვლის ეტაპზე. „აქ შესაძლებელია ჩვენი პარტნიორი დონორი ორგანიზაციების მოზიდვა. მნიშვნელოვანია ჩვენმა ბიზნესმა იცოდეს, რომ ეს იქნება საგარანტიო საკრედიტო სქემები, რომლის საშუალებითაც პოსტკრიზისულ ეტაპზე შევძლებთ კომპანიებს დავეხმაროთ სწრაფად განვითარებაში. რეალურად ჩვენ ახლა რაც დავთვალეთ, შეგვიძლია დაახლოებით 2 მილიარდი ლარის კრედიტების ასე თუ ისე გარანტიების სქემებით დახმარება. ოღონდ ეს არის პოსტკრიზისული პერიოდი. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, როგორც ბევრთან შედარებით ადრე დავიწყეთ ეპიდემისათან ბრძოლა, დღეს უკვე უნდა დავიწყოთ პოსტკრიზისული ეკონომიკური პროგრამის შექმნა და უნდა გვქონდეს აშკარა სხვაობა - რას ვაკეთებთ კრიზისის პერიოდში და რას ვაკეთებთ პოსტკრიზისულ პერიოდში. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს და რამდენჯერმე ვთქვით უკვე, რომ ყველაზე დიდი გლობალური კონკურენცია ქვეყნებს შორის დაიწყება, როგორ სწრაფად შეძლებენ ეკონომიკური პრობლემების დაძლევას“ ,- განაცხადა გიორგი ... ...
  • დედაქალაქის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით ირეცხებაკორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, დედაქალაქის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით ირეცხება. მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო. „ვაგრძელებთ სამუშაოებს, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბით ქუჩების მორეცხვას გულისხმობს. ამ ღამისთვის ავიღეთ სამი კონკრეტული ქუჩა: პეკინისა და კოსტავას ქუჩები, ასევე, ვარკეთილში ცენტრალური ასასვლელ-ჩამოსასვლელები. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. ამ ღონისძიებას ვახორციელებთ საგანგებო სიტუაციების სამსახურთან ერთად, ჩართულები არიან „თბილსერვისის ჯგუფის“ თანამშრომლებიც.  პრევენციული ღონისძიებები კორონავისუსთან ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა კახა კალაძემ. დეზინფექცია, რომელიც პეკინის გამზირიდან დაიწყო, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ თავდაპირველად, დედაქალაქის რამდენიმე მთავარ ქუჩაზე ჩაატარა. სამუშაოების ფარგლებში, სპეციალური ხსნარით ასევე, დამუშავდა რუსთაველის გამზირი, ბარათაშვილის ქუჩა და ჰუალინგის დასახლების მიმდებარე ტერიტორია მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“. გზის მორეცხვის სამუშაოები „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების მიერ  სპეციალური ტექნიკის საშუალებით ხორციელდება. პროცესში ასევე, ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ათი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. გარდა ამისა,  საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, დედაქალაქში ხიდები, გვირაბები და პანდუსები ეტაპობრივად მოირეცხება. პარალელურად, გასუფთავდება და დეზინფექცია ჩაუტარდება ქალაქში არსებულ ნაგავშემკრებ კონტეინერებს. პეკინის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერთად ერთად, „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი რომეო საჯაია გაეცნო.           ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...