საქართველოს სამ რეგიონში, მათ შორის გურიაში, ტყის სექტორის რეფორმა დაიწყება

საზოგადოება

საქართველოს სამ რეგიონში, მათ შორის გურიაში, ტყის სექტორის რეფორმა დაიწყება

22 მაი. 2020, 17:58:11

პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იმ ახალი პროექტის  მნიშვნელობაზეც ისაუბრა, რომლის განხორციელებასაც სამინისტრო წელს დაიწყებს.

„ეს გახლავთ კლიმატის მწვანე ფონდის საგრანტო მხარდაჭერა, რომელსაც, სავარაუდოდ, ივნისის თვეში მივიღებთ. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ჩართულობით, ტყის სექტორის რეფორმა დაიწყება საქართველოს სამ რეგიონში - გურიაში, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში. ეს იქნება სიკეთის მომტანი პირველ რიგში იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამ რეგიონებში ცხოვრობენ და, ამავე დროს, წინგადადგმული ნაბიჯი ახალი ტყის კოდექსის იმპლემენტაციის პროცესში. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ევროკავშირის მხარდაჭერა ამ პროცესებში - მოგეხსენებათ, ევროკომისიის 2019 წლის ანგარიშში მოწონებული იქნა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა კოდექსის მიღების პროცესში“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.




 ახალი ამბები
  • "ვერაფერს ვერ გეტყვით"- ხონი-სამტრედიის მიტროპოლიტი მისი ოჯახის დაყაჩაღებაზე„ვერაფერს ვერ გეტყვით“,_ ასე უპასუხა „გურია ნიუსს“ ყაჩაღობასთან დასმული შეკითხვის შესახებ ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მიტროპოლიტმა საბამ და ტელეფონი გათიშა. შეგახსენებთ, რომ  მიტროპოლიტ საბას საცხოვრებელი სახლი, რომელიც სენაკში მდებარეობს, დააყაჩაღეს. ჩვენთვის უცნობია, თუ რა არის წაღებული მიტროპოლიტის სახლიდან. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს ... ...
  • სოფელ ლენჯერიდან გაუჩინარებულ მოზარდს ისევ ეძებენსვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერიდან გაუჩინარებული მოზარდის, ილია ფილფანის საძიებო სამუშაოები ისევ გრძელდება. არსებული ინფორმაციით,  ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს, დილის 11 საათზე გავიდა და მას შემდეგ  აღარავის უნახავს. საძიებო სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 80 მეხანძრე- მაშველი, პოლიციის დანაყოფები, დრონები, წყალზე მცურავი საშუალებები და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. მაშველები გაუჩინარებულ მოზარდს ეძებენ როგორც სვანეთში, ასევე, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე. მოზარდის პოვნას ცდილობენ ასევე მოსახლეობისთვის დაგზავნილი მოკლეტექსტური შეტყობინებებითაც. მოზარდის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონულ სამმართველოში შეტყობინების მიღებისთანავე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რაც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით თავისუფლების უკანონო აღკვეთას ... ...
  • სამეგრელოში ერთ-ერთი მიტროპოლიტის ოჯახი დააყაჩაღესხონისა და სამტრედიის ეპარქიის მიტროპოლიტის საცხოვრებელი სახლი დააყაჩაღეს. გავრცელებული ინფორმაციით, ყაჩაღობა სენაკის მუნიციპალიტეტში მოხდა. მიტროპოლიტ საბასთან დაკავშირებას „გურია ნიუსი“ ჯერჯერობით ვერ ახერხებს. უცნობია რა არის წაღებული ოჯახიდან. როგორც "გურია ნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს  179- ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ პუნქტებით ... ...
  • აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად პარლამენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა პატივსაცემად, პარლამენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. 2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის, 170 სამხედრო მოსამსახურე იყო.  ომში დაიჭრა/დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 სამხედრო მოსამსახურე. 2008 წლის აგვისტოს ომიდან 12 წელი ... ...
  • იქნებ, ახლა მაინც დავეხმაროთ მარიკოს ცოტა ხნის წინ "გურია ნიუსი" მარიამ ბოლქვაძის შესახებ წერდა. გოგონა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარცხმაში ცხოვრობს. მას თანდაყოლილი ცერებრალური დამბლა აქვს. ამბავი და კადრები, რომელიც "გურია ნიუსმა" მაშინ შემოგთავაზათ, რთული წასაკითხი და სანახავი იყო, თუმცა, მარიამი და მისი ოჯახი, უკვე 13 წელია, ამ რეალობაში იმყოფებიან. მარიამს ყოველდღიურად უამრავი რამ სჭირდება: პამპერსი, ძვირადღირებული წამლები, სტერილური ხელსაწყოები, საკვები, საწმენდი მილები და სხვა. გოგონასთვის 2 თვეში ერთხელ აუცილებელია ტრაქეოსტომის მილის გამოცვლა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, დროზე ადრეც. მარიამის გარდა ოჯახში 2 მცირეწლოვანი ცხოვრობს. ოჯახის შემოსავალი კი მხოლოდ პენსია და სოციალური დახმარებაა. სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახს ძალიან უჭირს იმ ხარჯების გაღება, რაც მარიამს სჭირდება. გოგონას სხეული დეფორმირებულია, ცალი ფილტვი ნეკნებით გაიჭყლიტა და სუნთქვა უჭირს. ჟანგბადს კარგავს და მუდმივად სჭირდება სპეციალური აპარატი. ასეთ ყოფას ისიც ემატება, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახს მარიამისთვის ხშირად პამპერსიც კი არ აქვთ. ახლა მარიამი ბათუმის კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ის სუნთქვის უკმარისობით კატასტროფის მანქანით გადაიყვანეს. მარიამს მარჯვენა ფილტვი ფიბრომატოზულ მდგომარეობაში აქვს. ამ ეტაპისთვის მარიამის მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესებულია. დედას მარიამთან ერთად სახლში დაბრუნების სულ პაწაწინა იმედი გაუჩნდა, მაგრამ... იმედის ხორცშესხმისთვის, იმისთვის, რომ მარიამმა თავის ძმებს ისევ გაუღიმოს, მკურნალობა და მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯებია საჭირო, რის შესაძლებლობაც ოჯახს უკვე აღარ აქვთ. სოციალურად დაუცველმა ოჯახმა ყველა რესურსი ამოწურა და ახლა მხოლოდ ღვთის იმედადაა, რადგან საზოგადოებას ერთხელ უკვე სთხოვა შეშველებოდა მარიამს, თუმცა, საზოგადოებისგან მხოლოდ 10 ლარი ჩაერიცხა. ახლა ჩვენ, "გურია ნიუსი" მოგმართავთ თხოვნით, ხელი შევაშველოთ მარიამს, გავუხანგრძლივოთ დედას შვილთან ყოფნის ბედნიერება. მარიამის დასახმარებლად თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე: საქართველოს ბანკი GE57BG0000000161978144 ან დარეკოთ ტელეფონის ნომერზე: ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...