"საქართველოში ცოცხლად გლეჯენ „ოსკარზე“ და „ოქროს გლობუსზე“ ნომინირებულ კაცს " _ კალანდია ზაზა ურუშაძეზე

საზოგადოება

"საქართველოში ცოცხლად გლეჯენ „ოსკარზე“ და „ოქროს გლობუსზე“ ნომინირებულ კაცს " _ კალანდია ზაზა ურუშაძეზე

14 დეკ. 2019, 11:12:56

გუშინ საღამოს ზაზა ურუშაძის პანაშვიდზე ვიყავი, ერთი ჩვეულებრივი თბილისური კორპუსი, გაცვეთილი ლამინატი, გაურემონტებელი კედლები, იმ სევდიან ატმოსფეროს კიდევ უფრო მძიმეს ხდიდა ის მატერიალურად ღარიბი გარემო, რომელშიც ამ გამორჩეულმა ადამიანმა იცხოვრა, დიახ, მხოლოდ საქართველოში „ოსკარზე“ და „ოქროს გლობუსზე“ ნომინირებულ კაცს ჭამენ და გლეჯენ ცოცხლად ისინი, ვისაც კოლექტიური სახელი „კოლტი“ და „ქაჯთა რემა“ შეგიძლია უწოდო", _ ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჟურნალისტმა და კინორეჟისორმა გიორგი კალანდიამ დაწერა.

როგორც კალანდია საკუთარ პოსტში ამბობს, საზოგადოება ხმას მაშინ იღებს, როცა უკვე ძალიან გვიანაა.

"ჩვენ კი საზოგადოება (თუ კი ვართ საზოგადოება) მხოლოდ მაშინ ვიღებთ ხმას როცა ძალიან გვიანია, როცა ჩვენი ვიშვი და მოთქმა მხოლოდ ლიტონი სიტყვებია! არასოდეს, არასოდეს შეგვწევს უნარი შევაჩეროთ ეს „კოლექტიური კოლტი“ და „ქაჯთა რემა“ და ვუთხრათ „არა“, არა ღვარძლისთვის, ტალახისთვის, ბულინგისთვის!

მახსენდება ერთი შემთხვევა, რამდენიმე თვის წინ ხელოვნების სასახლის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე დავდე ჩემ მიერ გადაღებული ფილმი ხელოვნების სასახლეში დაცულ გვირგვინების კოლექციაზე და ამავე გვერდის მომხმარებელს ჩემი ფილმის ყურება მოვუწოდე. უცებ ერთი ცნობილი ფოტოგრაფის ძმისშვილი თუ დისშვილი „გამოხტა“ და მომიწოდა, საკუთარი ინტერესებისთვის არ გამომეყენებინა მუზეუმის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი, ჰოდა, დაიწყო… ატყდა ვაიუშველებელი, ლანძღვა, გინება, ბულინგი და ა.შ. ვუცქერდი ამ ვაკხანალიას და ვხდებოდი რომ ამ „კოლექტიურ კოლტსა“ და „ქაჯთა რემას“ ძალუძს უბრალოდ მოგკლას, ან მინიმუმ გულის დაავადება შეგძინოს! და მაშინ საკუთარ თავს მტკიცედ ვუთხარი, რომ ამ სიამოვნებას მათ არასოდეს მივანიჭებდი, მათ გამო არასოდეს ავიშლიდი ნერვებს…. დიახ, საქართველოში უნდა იყო მტკიცე, ვითარცა რკინა და „უშიში, ვითარცა უხორცო“, რადგან, როცა უსაფუძვლოდ გლანძღავენ, დანარჩენები ისუსებიან, ან სეირს უყურებენ, ან სულაც ხალისობენ, უმეტესობას თავის ატკიება არ სურს და არც შარიანთან დაპირისპირებას ლამობს. ჰოდა, იზრდება და ფუვდება ეს კოლექტიური კოლტი და ქაჯთა რემა, ასევე ყვავიან და ხალისობენ ისინი, ვინც წარმოადგენენ პროფესიული კლანებს, საძმოებს, ჯიგრულ სადაქალო-საძმაკაცოებს. ღმერთმა არ ქნას მათ რაიმე გადაცდომაზე, დანაშაულზე ან ხარვეზზე მიუთითო, მაშინვე დაგესევა მთელი კლანი, რემა და კოლტი. შენ კი ინდივიდი, რომელიც დამოუკიდებელი პიროვნება ხარ, რომელმაც საკუთარი შრომითა და ჯაფით, პატრონებისა და მფარველების გარეშე გზა გაიკვლიე, საზოგადოებას ენდობი, თუმცა ბოლოს ხვდები რომ ეს საზოგადოება ჯერ კიდევ მაშინ დასამარდა, როცა ილიამ „ყველას მუნჯი და ყველას უტყვი“ უწოდა!

ძვირფასო ზაზა, შენთან ერთად დავტირი ჩვენს გარდაცვლილ ქართულ საზოგადოებას, რომელმაც საუბედუროდ, საკუთარი საუკეთესო შვილების გაფრთხილება, მოვლა და უბრალოდ, დაფასება არ იცის, საქართველოს ხელოვნების სასახლის კინოსადმი მიძღვნილი არქივთა აღწერილობის მე-9 ტომი შენს ხსოვნას მიუძღვენით, ნიშნად იმისა, რომ ამ ბედკრულ ქვეყანაში ჯერ კიდევ დარჩენილი იყო საზოგადოების მცირე ნაწილი, რომელსაც სიკვდილი არ სურდა და ჯანსაღი სიცოცხლისაკენ მიისწრაფოდა.




 ახალი ამბები
  • "ოთახში ბავშვის ტირილზე შევიდნენ და ეს მძიმი სურათი დახვდათ" _ ტრაგედია გორში საზარელი ტრაგედია მოხდა გორში - 22 წლის გოგო, საკუთარ დაბადების დღეს, საცხოვრებელ სახლში, ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი ნახეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, სოფელ ფლავში მოხდა. ინფორმაცია "გურია ნიუსს"მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულში დაუდასტურა. "ოთახში ბავშვის ტირილზე შევიდნენ და ეს მძიმი სურათი დახვდათ",-განმარტავს ზაზა კორინთელი. რა გახდა 22წლის გოგოს გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ამ დრომდე, უცნობია. გარდაცვლილს სამი თვის ბავშვი ... ...
  • ბრიფინგი „ევროპული საქართველოს“ ლანჩხუთის ოფისშილანჩხუთში „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ ბრიფინგი გამართა და მედიას პარტიის ახალი სახე წარუდგინა. „ჩვენს ადგილობრივ ორგანიზაციას შემოემატა ახალგაზრდა, განათლებული, ორი შვილი დედა ქალბატონი ხატია კესარელი, რომელიც დღეს მუშაობს შრომისუბნის საბავშვო ბაღის მასწავლებლის თანაშემწის პოზიციაზე. გარდა იმისა, რომ ქალბატონი ხატიას შემოსვლა ეფექტური და სასარგებლოა ჩვენი ორგანიზაციისთვის, ასევე აღსანიშნავია, რომ მისი ეს ნაბიჯი, ფაქტობრივად, გმირობის ტოლფასია. მივმართავ ყველა ლანჩხუთელს, ნუ შეეშინდებათ თავიანთი პოზიციის დაფიქსირება და პირობას ვაძლევთ, რომ მათი უფლებები დაცული იქნება", _ აღნიშნა ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მარშანიშვილმა. ბრიფინგს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ლადო ჩხაიძეც ესწრებოდა, რომელიც „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად აქტიურადაა ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. როგორც ბრიფინგის მთავარმა გმირმა, ხატია კესარელმა თქვა, მისი ეს ნაბიჯი არ არის სპონტანური და დიდი ფიქრის შედეგად, სწორედ ამ ორგანიზაციის რიგებში წარმოუდგენია საკუთარი თავი: „მივიღე გადაწყვეტილება ჩავერთო აქტიურ პოლიტიკაში და ჩემი თავი დავუკავშირე ევროპული საქართველოს ლანჩხუთის ორგანიზაციას. ეს ნაბიჯი არ არის სპონტანური. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ სწორედ აღნიშნულ ორგანიზაციაში წარმომიდგენია ჩემი თავი, ვინაიდან ევროპული საქართველო არის არა ერთი რომელიმე კონკრეტული ლიდერის პარტია, არამედ ლიდერების პარტია სწორი ... ...
  • „ქართულ ოცნებას“ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიროება არ იყოსპარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები ძალიან მაღალი შედეგით დაასრულოს, ისე რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიროება არ იყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განუცხადა,. მან კომენტარი მიხეილ სააკაშვილის მორიგ განცხადებაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის შექმნის არ სჯერა. „ზოგადად, მაგაში ვეთანხმები, არც მე მჯერა კოალიციური მთავრობის და ამის აუცილებლობა არ არის ნამდვილად. პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები ძალიან მაღალი შედეგით დაასრულოს, ისე რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიოროება არ იყოს“, - აღნიშნა კალაძემ. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მთავარ კონკურენტად „ნაციონალური მოძრაობას“ არ განიხილავს. „ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობაა“ მთავარი კონკურენტი დღეს. ქვეყანაში ბევრი პოლიტიკური პარტიაა, ბევრი ადამიანია, რომელსაც აქვს განსხვავებული შეხედულებები და ეს პოლიტიკური პლურალიზმი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მხოლო და მხოლოდ წინგადადგმული მაბიჯია. დანარჩენი ხალხსა და საზოგადოებაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი პოლიტიკური პარტია, კონკრეტულად ვინ შევა 2020 წლის პარლამენტში“, - განაცხადა კალაძემ. ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი არის მისი წარსული„მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი არის მისი წარსული, დღეს თვითონ ოპოზიცია ფიქრობს, რომ ის არის ოპოზიციის ბორბალში ჯოხივით და სწორედ ამიტომ არის, რომ თავის კოლეგებს  შორის, თანაგუნდელებს შორის, დიდ აგრესიას და კრიტიკას იმსახურებს", - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.  „ჩვენი საქმე ეს არ არის. ჩვენ არ გვაქვს ახლა დრო მიხეილ სააკაშვილზე ვიფიქროთ და მასზე ვისაუბროთ, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი საქმე, მომავალი და ის ურთიერთობა და ნდობა, რომელიც ჩვენ გვაქვს საზოგადოებასთან",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.  (R)   ... ...
  • ,,სტრატეგია აღმაშენებელი"-გიორგი ვაშაძემ დღეს იმერეთში ოფისები გახსნაგიორგი ვაშაძემ დღეს წყალტუბოში, ხონში, სამტრედიასა და ვანში სტრატეგია აღმაშენებელის" ოფისები გახსნა. შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და მათ ,, სტრატეგია აღმაშენებელის" საარჩევნო პროგრამა გააცნო. პოლიტიკურ გაერთიანებას ოპოზიციური ინტერესებიდან გამომდინარე 2020 წლის საპარლამენტო არ ჰყავს მაჟორიტარი კანდიდატები. ,, ჩვენთვის მთავარი არის დავძლიოთ სიღარიბე და უმუშევრობა. სწორედ ,,სტრატეგია აღმაშენებელს" აქვს დეტალურად გაწერილი გეგმა, როგორ უნდა შევქმნათ 300 000 სამუშაო ადგილი, გავანახევროთ სესხის პროცენტი და მინიმუმ, 50 პროცენტით შემცირდეს წამლის ფასი."-განაცხადა სამტრედიაში ოფისის გახსნის დროს,,გურია ნიუსთან" კომენტარში გიორგი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...