სახურავგადახდილი დარბაზი და წვიმისგან დაზიანებული ინვენტარი _ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა

საზოგადოება

სახურავგადახდილი დარბაზი და წვიმისგან დაზიანებული ინვენტარი _ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა

2019 ივლ 15 17:14:26

ლანჩხუთის სპორტულმა  ცენტრმა, დაახლოებით, ერთი თვის წინ გაასაჯაროვა ინფორმაცია საჭიდაო დარბაზ „ფალავანში" სარემონტო სამუშაოების დაწყების თაობაზე.


„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის საჭიდაო დარბაზ "ფალავანში", დაიწყო სარემონტო სამუშაოები. იცვლება შენობის სახურავი და მოპირკეთდება გარე ფასადი“ _ სამსახურის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ამ მოკლე ინფორმაციას ფოტოებიც მრავლად ერთვოდა, მათ შორის საჭიდაო დარბაზის სახურავახდილი შენობისაც.  მიუხედავად იმისა, რომ ლამის ერთი თვეა გასული ამ შემთხვევიდან,  როგორც მოვლენებმა ცხადჰყო, შენობა ჯერ კიდევ სახურავის გარეშეა, რამაც თავისი საქმე ქნა.  

გასული კვირის ბოლოს ლანჩხუთში ხვავრიელად იწვიმა და როგორც ირკვევა,  საჭიდაო დარბაზიც გვარიანად დააზარალა.  სპორტული ცენტრის ჭიდაობის მასწავლებელს,  დავით მჟავიას თუ დავერწმუნებით,  შენობაზე სახურავის არ ქონის გამო რამდენიმე ათასი ლარის ღირებულების ინვენტარია განადგურებული. მწვრთნელი მომხდარში სპორტული ცენტრის დირექციის პასუხისმგებლობის საკითხსაც არ გამორიცხავს.

ასე ბოროტულად და გულგრილად მოექცნენ საჭიდაო დარბაზს, წყალში ტივტივებს საჭიდაო ლეიბები თავისი გადასაფარებლით, რამდენიმე ათასი დოლარის ინვენტარია გაფუჭებული.  ახალ დაგებული იატაკი, კედლები და ჭერიც ჩამორეცხილია და განადგურებული, სუფთა ვანდალიზმი. უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ამის გამკეთებელი, ვინც იქნება - სპორტული სკოლის დირექცია თუ ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო ორგანიზაცია,. ფაქტობრივად, უშანსოდ დაგვტოვეს მოჭიდავეები. 20 სურათი რომ დადო სპორტული ცენტრის დირექტორმა "ფეისბუქზე", სახურავის შეცვლას ვიწყებთო და თავს რომ იწონებდა, ყველაფერი ჩემი ინიციატივითააო, პირველ რიგში, ეს გაეთვალისწინებინა, რომ წვიმის შემთხვევაში, რა მოხდებოდა... ყველამ უნდა აგოს პასუხი!" – საკუთარ პოზიციას ასე აფიქსირებდა მომხდართან დაკავშირებით სპორტული ცენტრის მასწავლებელი.

მჟავიასგან განსხვავებით  ლანჩხუთის საჭიდაო დარბაზში შემნილ სავალალო მდგომარეობასთან დაკავშირებით  სპორტული ცენტრის დირექციის პასუხისმგებლობის საკითხს ვერ ხედავს  ჭიდაობის განყოფილების უფროსი, იგი მომხდარზე  პასუხისმგებლობას ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას აკისრებს. 

„რა შუაშია აქ სპორტული ცენტრის დირექცია? ტენდერის შემსრულებლებს უნდა გაეთვალისწინებინა ამინდის გარემოება და როგორც ვიცი, ისინი მზად არიან ზარალის ანაზღაურებაზე" - ამბობს  კახა აფხაზავა.

საჭიდაო დარბაზის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სპორტული ცენტრის ხელმძღვანელობამ  განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ დაზიანებების გამოსწორების ვალდებულებას სამუშაოების მწარმოებელი ფირმა იღებს.

„უამინდობის გამო სარემონტო სამუშაოების მსვლელობისას დარბაზში ჩამოსულმა წვიმის წყალმა ნაწილობრივ დააზიანა დარბაზის კედლები. მიუხედავად ამისა, სამშენებლო ფირმა იღებს ვალდებულებას აღმოფხვრას ყველა ხარვეზი და დარბაზში დღეს შექმნილი ვითარება ათი დღის ვადაში გამოასწოროს. რაც შეეხება ტატამს, ამ დროისთვის თითოეული მათგანი წესრიგშია" - ვკითხულობთ სპორტული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




 ახალი ამბები
  • ტრაგედია კახეთში-ავარიას მამა-შვილი ემსხვერპლატრაგედია დატრიალდა ველისციხე-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე. მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რამდენიმე მეტრი გაიარა და შემდეგ გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად 24 წლის ახალგაზრდა და მისი 3 წლის შვილი დაიღუპნენ, 25 წლამდე ახალგაზრდამ კი სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო. სამივე მათგანი სოფელ ველისციხის მკვიდრია. შემთხვევა წუხელ მოხდა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძებო ... ...
  • როგორია გოგოს მდგომარეობა, რომელიც ქმართან და 3 შვილთან ერთად მტკვარში გადავარდაქვიშხეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი, მარიანა ქორიძე, მცხეთაში, ჯეო ჰოსპიტალის კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც „გურია ნიუსს“ კლინიკის ხელმძღვანელმა, დავით ლოლაძემ უთხრა, დაშავებული სტაბილურად მძიმე მდგომარეობაშია. „სტაბილურად მძიმე მდგომარეობაშია, რეანიმაციაში იმყოფება და მართვით სუნთქვაზეა“,_ამბობს კლინიკის ხელმძღვანელი. ავტომობილი, რომლითაც ოჯახი, მგზავრობდა მდინარეში გადავარდა. შემთხვევას 4 ადამიანი, მამა და სამი შვილი ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი- უახლოესი დღეების პროგნოზიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-28 იანვარს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. 29-30 იანვარს საქართველოს ცალკეულ რაიონში გაწვიმდება, მთაში და მაღალმთაში ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის საათებში +12, +17, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +9, +14 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსამდე ... ...
  • რას წერდა ავარიამდე გოგო, რომელიც ქმართან და 3 შვილთან ერთად მტკვარში გადავარდა მარიანა ქორიძემ, რომელიც ქმართან და შვილებთან ერთად ქვიშხეთთან ავტომანქანით მტკვარში გადავარდა, ტრაგედიამდე  ცოტა ხნით ადრე სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც პატარას დაბადების დღეს ულოცავდა. "ჩემს თამარას, ჩემს ,,უკრაინკას" ვულოცავ დაბადების დღეს. ჩემო სიხარულო, შენს ბუთქუნა ვარდისფერ ლოყებს რა დამავიწყებს. ძალიან მიყვარხარ, მინდა ბედნიერი ბავშვობა და წარმატებული მომავალი გქონდეს", _ წერდა მარიანა. შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ ქვიშხეთთან მოხდა. ოჯახმა ბაკურიანში შვილის დაბადების დღე აღნიშნა და სახლში ბრუნდებოდა. სავარაუდოდ, მძღოლს ჩაეძინა და ავტომანქანა წყალში გადავარდა. შემთხვევის შედეგად მამა შვილებთან ერთად ადგილზე დაიღუპა, მარიანა კი უმძიმეს მდგომარეობაში ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს და მის გადარჩენას ექიმები ამ დრომდე ცდილობენ. თავდაპირველად, ვრცელდებოდა ინფორმაცია მარიანას გარდაცვალების შესახებ. "გურია ნიუსი" იზიარებს ოჯახის უდიდეს ტრაგედიას და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ... ...
  • ტრაგედია ქვიშხეთთან _ დაღუპულია მამა და სამი ბავშვიწუხელ საშინელი ავარია მოხდა ქვიშხეთთან.  მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც დედ-მამა სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა, მდინარეში გადავარდა. მამა ბაქარ ბანძელაძე შვილებთან ერთად ადგილზე დაიღუპა _ ბაქარი წყლიდან გარდაცვლილი ამოიყვანეს, ვერც ბავშვების, ორი ბიჭუნას და ერთი გოგონას გადარჩენა მოხერხდა. დედა, მარიანა ქორიძე უმძიმეს მდგომარეობაში მცხეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელდა ინფორმაცია დედის გარდაცვალების შესახებაც, რომელიც, როგორც გაირკვა სიმართლეს არ შეესაბამება. ოჯახი ბაკურიანიდან ბრუნდებოდა, სადაც პატარა გოგონას დაბადების დღე ... ...

არქივი

ზაფრანი

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კიბო, შესაძლოა, გადამდები იყოს

ვებგვერდ wize.life-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით...

მიწაზე მიყინული კნუტები კაცმა ყავით გადაარჩინა

BBC-ის ინფორმაციით, მიწაზე მიყინული კნუტები...

სასარგებლო რჩევები ცნობილი ქალებისგან

ანჯელინა ჯოლი ზოგჯერ, როცა თავის...

ბიონსეს სილამაზის საიდუმლო

მართალია მომღერალი ვეგეტარიანელი არაა, მაგრამ...

ცნობილი ვარსკვლავების ყოველდღიური დილის რეჟიმი

ჯენიფერ ენისტონი ჯენიფერ ენისტონის დილა...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...