"საქმე გვაქვს „ჩასაფრებული ადამიანის“ კლასიკურ შემთხვევასთან" _ ცერცვაძე ჟამურაშვილს პასუხობს

საზოგადოება

"საქმე გვაქვს „ჩასაფრებული ადამიანის“ კლასიკურ შემთხვევასთან" _ ცერცვაძე ჟამურაშვილს პასუხობს

2 ივნ. 2020, 19:09:30

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა თენგიზ ცერცვაძემ გერმანიაში მომუშავე ქართველი ექიმის, თამარ ჟამურაშვილის საპასუხოდ წერილი გამოაქვეყნა. წერილში ცერცვაძე ჟამურაშვილს აკრიტიკებს საქართველოს ჰოსპიტალურ სექტორთან დაკავშირებით გამოთქმული უარყოფითი შეფასების გამო და აცხადებს, რომ მისი პოზიცია “ჩასაფრებული” ადამიანის პოზიციაა.

22 მაისს რადიო თავისუფლებამ გამოაქვეყნა ინტერვიუ გერმანიაში მომუშავე ქართველ ექიმთან ქ-ნ თამარ ჟამურაშვილთან. ინტერვიუს წამძღვარებული აქვს წინასიტყვაობა, რომ „თამარი გერმანიის გარდა საქართველოზეც ფიქრობს და ამბობს, რომ დრო, როცა მთელი ქვეყნის მოსახლეობა რეკომენდაციებს ასრულებდა და სახლში რჩებოდა, საქართველოს სამედიცინო სექტორის გასაძლიერებლად არ ყოფილა გამოყენებული და თუ შემოდგომისთვის მაინც არ დავიჭერთ თადარიგს, მეორე ჯერზეც გამართლების იმედად მოგვიწევს ყოფნა“ .

რატომღაც, სამწუხაროდ, შეიმჩნევა ერთი ტენდენცია. უცხოეთში სამუშაოდ წასული ქართველი ექიმების ნაწილი, საბედნიეროდ მხოლოდ ერთი ნაწილი, ცდილობს დააკნინოს და ნეგატიურ ჭრილში წარმოაჩინოს ქართული მედიცინა და მისი მიღწევები. არადა, ეს ყოველთვის სამართლიანი არ არის. მართალია, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების უმრავლესობა საქართველოზე ეკონომიკურად ბევრად უფრო ძლიერია და ბევრად უფრო ძლიერი და გამართული ჯანდაცვის სისტემაც აქვთ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ქართულ მედიცინაში არაფერი ღირებული არ არის, მაღალი დონის სპეციალისტები არა გვყავს და ა.შ. არაიშვიათად უცხოეთში სამუშაოდ წასული ექიმები, სულაც არ გამოირჩევიან მაღალი დონით და თავიანთი ცოდნით და პროფესიონალიზმით არაფრით სჯობიან ქართველ კოლეგებს.

ვფიქრობთ, ქ-ნი თამარი, ბ-ნი იაგო ფრანგიშვილის და სხვა მსგავსი ექსპონატებისაგან განსხვავებით, ნამდვილად კარგი პროფესიონალია. იგი კარგად აღწერს გერმანიის ჯანდაცვის სისტემის COVID-19-თან საპასუხო ღონისძიებების მაღალ დონეს და ეფექტიანობას და ასევე ობიექტურად აფასებს და კარგ შეფასებას აძლევს საქართველოს ეპიდსაწინააღმდეგო სამსახურის მუშაობას, მაგრამ ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო უკიდურესად ნეგატიურად და თან ყოველგვარი არგუმენტების გარეშე აფასებს საქართველოს ჰოსპიტალურ სექტორს და უაპელაციოდ ამბობს, „გაგვიმართლა, ძალიან გაგვიმართლა, რომ ასეთი ცოტა რაოდენობის კრიტიკული შემთხვევები გვქონდა“, თორემ შავ დღეში აღმოვჩნდებოდითო. ქ-ნი თამარი ხაზს უსვამს აგრეთვე საქართველოში მედპერსონალის ინფიცირების დიდ რაოდენობას, რასაც ასევე ჰოსპიტალური სექტორის მომზადების დაბალი დონით ხსნის.

მე მინდა შევახსენო ქ-ნ თამარს ზოგიერთი ციფრები: გერმანიას, რომელიც მართლაც ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად ითვლება ევროპაში COVID-19-თან ბრძოლის საქმეში, სადღეისოდ ჰყავს 183 294 COVID-19-ით ავადმყოფი და 8 600 გარდაცვლილი, რაც დადასტურებული შემთხვევების 4,69%-ს შეადგენს. საქართველოს ჰყავს 783 ავადმყოფი და მხოლოდ 12 (თორმეტი) გარდაცვლილი, რაც დადასტურებული შემთხვევების 1,53%-ს შეადგენს. თუ ამ ციფრებს გადავიანგარიშებთ ერთ მილიონ მოსახლეზე, მივიღებთ, რომ გერმანიას ჰყავს 2 208 COVID-19-ით ავადმყოფი და - 104 გარდაცვლილი, ხოლო საქართველოს ჰყავს 196 ჩOVID-19-ით ავადმყოფი (11-ჯერ ნაკლები, ვიდრე გერმანიას) და მხოლოდ 3 გარდაცვლილი (34-ჯერ ნაკლები, ვიდრე გერმანიას). სხვანაირად რომ ვთქვათ, საქართველოზე შეუდარებლად უფრო ძლიერ გერმანიას რეალურად ერთ მილიონ მოსახლეზე საქართველოზე 11-ჯერ მეტი COVID-19-ით ავადმყოფი და 34-ჯერ მეტი გარდაცვლილი ჰყავს. აღარაფერს ვამბობ ევროპის იმ ქვეყნებზე (ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და სხვ.), სადაც გარდაცვლილთა რიცხვი 10-დან 19%-მდეა.

რაც შეეხება ინფიცირებულ მედპერსონალს, საქართველოს მართლაც ჰყავს 96 COVID-19-ით ინფიცირებული სამედიცინო მუშაკი (ერთ მილიონ მოსახლეზე 24). მაშინ, როცა გერმანიას 10 000-ზე მეტი ინფიცირებული სამედიცინო მუშაკი ჰყავს (ერთ მილიონ მოსახლეზე 120-ზე მეტი). ანუ, საქართველოზე სულ ცოტა 5-ჯერ მეტი. ეს მაშინ, როდესაც გერმანიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა შეუდარებლად უფრო ძლიერია. აი, ამას ჰქვია, რომ „კაცი საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავს და სხვის თვალში კი ბეწვსაც ამჩნევსო“. გერმანიასთან შედარებას რომ თავი დავანებოთ, ჯანმო-ს მონაცემებით მსოფლიოში მედპერსონალზე მოდის COVID-19-ის ყველა დადასტურებული შემთხვევის, დაახლოებით 20%. მაშინ, როდესაც საქართველოში ინფიცირებული სამედიცინო მუშაკები დადასტურებული შემთხვევების მხოლოდ 12,6%-ს შეადგენს.

აი ასეთია ობიექტური რეალობა და თუ ქ-ნ თამარს მართლა სჯერა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ გამართლების და თან ძალიან გამართლების შედეგია, მისი ნებაა, „ნეტარ არიან მორწმუნენი“.

რაც შეხება ავადმყოფების სიმძიმეს - საქართველოში 783 დადასტურებული შემთხვევიდან 101 ავადმყოფი იყო მძიმე, ხოლო 39 ავადმყოფი - კრიტიკულად მძიმე და მათგან მხოლოდ 12 გარდაიცვალა. ამასთან, მათ რიცხვში შედის ის ავადმყოფებიც, რომლებსაც COVID-19 ჰქონდათ, მაგრამ რეალურად სხვა თანმხლები დაავადებისგან (მაგ. ინსულტისგან) გარდაიცვალნენ, ხოლო 2 ავადმყოფი გარდაცვალებისას სულაც უკვე ვირუსნეგატიურები იყვნენ და მაინც COVID-19-ისგან გარდაცვალებულად ჩაითვალნენ. ანუ, საქართველო ზეპატიოსნად ითვლის COVID-19-ისგან გარდაცვალებულ პირებს, მაშინ როდესაც ყველა ქვეყანა ასე სულაც არ იქცევა.

საინტერესოა, საიდან იცის ქ-ნმა თამარმა, რომ საქართველოს ჰოსპიტალური სექტორი, მისი სტაფი სრულიად მოუმზადებელი და გაუმართავი შეხვდა COVID-19-ის პანდემიას?! რასაც იგი არაერთგზის შესაშური დაჟინებით იმეორებს. მაშინ, როცა შედეგები საპირისპიროს მეტყველებს. სინამდვილეში საქართველოში სწორედ ჰოსპიტალური სექტორი მუშაობდა საათივით გამართულად. პაციენტების კვლევის და ნაკადების მოძრაობის ალგორითმები და პროტოკოლები იყო ოპტიმალური: სასწრაფო_სპეციალურად მომზადებული ოჯახის ექიმი_ე.წ. ცხელების ცენტრი _ COVID ცენტრი. არცერთი პაციენტი 1 საათიც კი არ მდგარა რიგში და არ დარჩენილა მაღალკვალიფიციური მომსახურების გარეშე. COVID-ის დიაგნოზი ისმებოდა მაქსიმუმ 12 საათში, ხოლო COVID ცენტრებში პაციენტებს მკურნალობენ უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით. ეს ეხება როგორც სიმპტომურ და დამხმარე მკურნალობას, ისე პათოგენეზურ მკურნალობას და ინოვაციურ მიდგომებს - პლაქვენილი, ლოპინავირ/რიტონავირი, ტოცილიზუმაბი, კონვალესცენტების პლაზმის გადასხმა, პლაზმაფერეზი, ექსტრაკორპორალური „სისხლის გაწმენდა“ სხვადასხვა სორბენტების გამოყენებით და სხვ. სხვათაშორის პლაქვენილზე საქართველოში არცერთი სერიოზული გვერდითი მოვლენა არ დაფიქსირებულა. ამასთან, მსოფლიოს ბევრი წამყვანი ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველოში დროულად მოხდა L და H ტიპების გამიჯვნა და არასაჭირო ინტუბაციების თავიდან აცილება, რაც სავარაუდოდ პოზიტიურად აისახა გარდაცვლილთა რაოდენობაზე.

სხვათაშორის, როდესაც ჩვენ საქართველოში COVID-19-თან წარმატებული ბრძოლის შედეგებს ვდებთ, გაღიზიანებული ოპონენტები ხშირად გვეკითხებიან - „ესე იგი, თქვენ გინდათ თქვათ, რომ დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებზე უფრო ძლიერი ჯანდაცვის სისტემა აქვთ“. არამცდა არამც, სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მთლიანობაში გაცილებით უფრო სუსტია, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ ცალკეულ სეგმენტებში ჩვენ შეიძლება უფრო წარმატებულები ვიყოთ და ამის შესანიშნავი მაგალითია ის, რომ აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და კომპანია GILEAD-მა მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნიდან C ჰეპატიტის ელიმინაციისათვის პირველ სამოდელი ქვეყანად სწორედ საქართველო აირჩიეს და არც შემცდარან, ან თუნდაც ის, რომ საქართველოში აივ/შიდსით სიკვდილობის მაჩვენებელი 2.5 ჯერ ნაკლებია, ვიდრე საშუალოდ მსოფლიოში და 2-ჯერ ნაკლები, ვიდრე აშშ-ში. ასეთი მაგალითების მოყვანა კიდევ შეიძლება.

ქ-ნი თამარი იმასაც ამბობს, რომ საქართველოში COVID-19-ის გავრცელება გვიან დაიწყო, თორემ იანვარში რომ დაწყებულიყო, სავალალო შედეგები გვექნებოდაო. მოკლედ, აღარ იცის რა თქვას. ამის საპასუხოდ ერთ მაგალითს მოვიყვან. საქართველოში COVID-19-ის პირველი შემთხვევა ა.წ. 26 თებერვალს დაფიქსირდა და სადღეისოდ 783 ავადმყოფი და 12 გარდაცვლილი (1.53%) გვყავს. ხოლო ევროპის ერთ-ერთ სამაგალითო ქვეყანაში - ნიდერლანდებში COVID-19-ის პირველი შემთხვევა ა.წ. 27 თებერვალს დაფიქსირდა, მაგრამ მათ სადღეისოდ 46 422 ავადმყოფი და 5 956 გარდაცვლილი (12,83%) ჰყავთ. ასეთი მაგალითები სხვაც ბევრია.

ასე, რომ ჩვენ მიღწეული შედეგებით, რა თქმა უნდა, ზედმეტად არ უნდა გავთამამდეთ და თვითკმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ, მაგრამ არც ის იქნება სწორი, რომ მუდმივად არასრულფასოვნების კომპლექსით ვიყოთ შეპყრობილი და მიგვაჩნდეს, რომ უცხოეთის ქვეყნებთან შედარებით ჩვენთან ყველაფერი უფრო ცუდად კეთდება.

ზედმეტად მიმაჩნია იმის გამეორება, რომ ყველა საერთაშორისო ინსტიტუციები და ავტორიტეტული ლიდერები გაეროთი და ჯანმო-თი დაწყებული და აშშ-ს პრეზიდენტით და Washington POST-ით დამთავრებული, საქართველოს COVID-19-თან ბრძოლაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყნად მიიჩნევენ. ქ-ნი თამარი არ ტოვებს ისეთი პიროვნების შთაბეჭდილებას, რომელიც კარგს და ცუდს ერთმანეთისგან ვერ არჩევს. მაშინ რატომ დასჭირდა მას საქართველოს ჰოსპიტალური სექტორის უკიდურესად ნეგატიურად და ტენდენციურად წარმოჩენა? ვფიქრობთ, მიზეზები ყველასთვის გასაგებია. საქმე გვაქვს „ჩასაფრებული ადამიანის“ კლასიკურ შემთხვევასთან. სხვათაშორის, ნიშანდობლივია, რომ ქ-ნი თამარი ძალიან გაახალისა (მისივე სიტყვებით) იმ დაუდასტურებულმა შეტყობინებამ, რომ მარნეულში სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა მგზავრებს პირბადეები ათხოვა და ჩასვლისას უკან დააბრუნებინა. ამის გაკეთება ცხადია, არ შეიძლება, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ქ-ნი თამარი საქართველოში მხოლოდ ნეგატიური ფაქტების წარმოჩენითაა დაკავებული და ძალიან „უტყდება“.

და ბოლოს, ქ-ნო თამარ! გერმანია დიდი ქვეყანაა და COVID-19-ს ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა გამოწვევას იგი უთქვენოდაც გაუმკლავდება. დასაფასებელი ის არის, როცა ამას საქართველოსნაირი ეკონომიკურად შეზღუდული შესაძლებლობების ქვეყანა აკეთებს და თან ძალიან დიდი წარმატებით.




 ახალი ამბები
  • დაბა გომისმთაზე მეორე დღეა სატვირთო მანქანებს არ უშვებენორი დღეა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური და ადგილობრივი სამართალდამცავები დაბა გომისმთაზე, სატვირთო მანქანებს, რომლითაც სამშენებლო მასალები ააქვთ, არ უშვებენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ „საქართველოს კანონის შესაბამისად, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ მიმდინარე თვიდან დაბაში იწყებს მიწების სისტემურ რეგისტრაციას. გაფრთხილებთ, აღნიშნული პროცედურების დასრულებამდე თავი შეიკავოთ გომისმთის მიმართულებით სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებისგან მშენებლობების განხორციელების მიზნით! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები“. ინფორმაციისთვის, ბოლო ორი წელია დაბა გომისმთაზე  უკანონო მშენებლობები ... ...
  • დღეს თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდებააშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მთაწმინდიდან ფოიერვერკებს გაუშვებენ, თბილისის ანძა კი აშშ-ის დროშის ფერებში განათდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. „რთული წარმოსადგენია აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე ფეიერვერკების გარეშე, ეს ორასზე მეტი წლის ტრადიციაა. ხვალ 4 ივლისია და ჩვენი დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავის აღსანიშნავად 22:00 საათზე მთაწმინდის პარკიდან ფეიერვერკებს გავუშვებთ. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას, რომ გვიერთდება ამ ზეიმში და თბილისის ანძას ამერიკის დროშის ფერებში აანთებს“, - წერს ... ...
  • ოზურგეთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის პროდუქტების გადაცემის მესამე ეტაპი დაიწყოდღეს დაიწყო და ორშაბათს დასრულდება ოზურგეთის საბავშვო ბაღებში პროდუქტების დარიგება. ა(ა)იპ“ ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ დირექტორის, მაკა ჭყონიას თქმით, მესამე ეტაპზე ბაღებში რეგისტრირებული ყველა ბავშვი მიიღებს ბურღულეულს, ბრინჯს, შაქარს, კარტოფილს, ორცხობილას და ზეთს. პროდუქტები 2646 აღსაზრდელისთვის არის ... ...
  • "არ არის აუცილებელი გარე პერიმეტრზე აბიტურიენტის მთელი ოჯახით გულშემატკივრობა"არ არის აუცილებელი აბიტურიენტების გულშემატკივრების დიდი თავშეყრა გამოცდის გარე პერიმეტრზე, ნუ შევიკრიბებით, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა. ამასთან, ამირან გამყრელიძემ აბიტურიენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათთვის ყველა საჭირო პირობა იქნება შექმნილი. „აბიტურიენტებს მივმართავ, იყვნენ მშვიდად. მათთვის იქნება ყველა პირობა შექმნილი, ყველანაირი კომფორტი, რომ მშვიდ ვითარებაში ჩააბარონ ტესტი. მშობლებს და გულშემატკივრებს მივმართავ რეკომენდაციით - მიღებულია საქართველოში, რომ ვგულშემატკივრობთ ხოლმე აბიტურიენტებს, მიდის მთელი ოჯახი, არიან თავშეყრილი და ელოდებიან. არ არის ეს აუცილებელი. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის დისტანცირება და ჯგუფურად ნუ შევიკრიბებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეკითხვაზე, არის თუ არა რისკები მაქსიმალურად დაზღვეული, რომ ეპიდვითარება საგრძნობლად არ გაუარესდეს, რადგან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, თითქმის, ერთი თვის განმავლობაში, ერთ სივრცეში ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაკადი იქნება თავმოყრილი, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ გამოცდებზე რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. „ეროვნული გამოცდები პანდემიის პერიოდში არის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება და ამიტომ, სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური ჯგუფი ორი თვის განმავლობაში მუშაობდა, რომ ყველა ნიუანსი ყოფილიყო გათვალისწინებული, რათა ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთი მხრივ, კომფორტულ ვითარებაში დაწერონ საგამოცდო ტესტები და მეორე მხრივ, მაქსიმალურად იყოს დაზღვეული უსაფრთხოება, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით. ვფიქრობ, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. მოგეხსენებათ, მედიცინაში აბსოლუტური არაფერია, მაგრამ ვფიქრობ, იმ მიდგომით, მეთოდოლოგიით და რისკების გათვალისწინებით, რითაც ეროვნული გამოცდები ჩატარდება, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი“, - განაცხადა გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის განმარტებით, თუ აბიტურიენტს რესპირაციული სიმპტომები გამოცდის პერიოდში, პირველი ან მეორე გამოცდის შემდეგ გამოუვლინდა, მას საშუალება მიეცემა, ტესტი იზოლაციის პირობებში დაამთავროს, შემდეგ გამოიკვლევა და თუ კოვიდ ინფექცია დადგინდა, შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი, ხოლო მასთან შემხებლობაში მყოფი ყველა აბიტურიენტს და ზედამხედველს კარანტინში გადაიყვანენ და ლაბორატორიულად ... ...
  • ზურაბ ნასარაია: "მსურს ჩემი გულწრფელი მილოცვა გადავცე აშშ-ს ელჩს და სრულიად ამერიკელ ხალხს" (R)სახელმწიფო რწმუნებულმა გურიაში ზურაბ ნასარაიამ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დრე მიულოცა. ამერიკის დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავთან დაკავშირებით, მსურს ჩემი გულწრფელი მილოცვა და საუკეთესო სურვილები გადავცე მის აღმატებულება-ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს და სრულიად ამერიკელ ხალხს! იმედს ვიტოვებ, რომ ამერიკის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება ორივე ქვეყნის სასარგებლოდ. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!" _ განაცხადა ზურაბ ნასარაიამ. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...