საკოორდინაციო საბჭო მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმაზე მუშაობს

საზოგადოება

საკოორდინაციო საბჭო მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმაზე მუშაობს

18 იან. 2021, 17:28:37

ვაქცინაციის სამოქმედო გეგმა, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა განიხილა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭომ დეტალურად იმსჯელა ვაქცინით მოსახლეობის მოცვის გეგმასა და იმ სამიზნე ჯგუფების შესახებ, რომელთა ვაქცინაცია უპირველესად განხორციელდება. როგორც ცნობილია, გეგმა ასევე მოიცავს ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ლოგისტიკურ თუ საოპერაციო საკითხებს.

„საბჭოს სხდომაზე ისაუბრეს იმ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველოში ვაქცინის შემოსვლის მიმართულებით იდგმება. როგორც ცნობილია, კოვიდვაქცინაციის თემაზე პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სპეციალური კომისია ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, როგორც ვაქცინის დროული მიღების, ისე ქვეყანაში შესაბამისი გამართული ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფის კუთხით. აღსანიშნავია, რომ საქართველოში სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინის პირველი დოზების მიღებასთან დაკავშირებით COVAX-პლატფორმის მზადყოფნის დადასტურების პარალელურად, მოლაპარაკებები ერთდროულად რამდენიმე მწარმოებელთან ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში ვაქცინის შემოსვლის უპირველესი წინაპირობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიკაცია და მისი საერთაშორისო აღიარებაა“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ მოქმედი შეზღუდვების შედეგად, შეინიშნება ვირუსით ინფიცირების შემთხვევების სტაბილიზაცია და დადებითობის მაჩვენებელი საშუალოდ ბოლო ერთ კვირაში 8,3%-ია, თუმცა ეს მოდუნების საფუძველი არ უნდა გახდეს და კვლავაც უმნიშვნელოვანეს პრევენციულ ღონისძიებებად რჩება სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადეების ტარება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სხდომაზე აღნიშნა, რომ დღეს საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 75%-ია და ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის პროგნოზით, თუ ის 95%-ს მიაღწევს, მაისში ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევები 10-77-ის ფარგლებში იქნება.

„საბჭომ ასევე იმსჯელა გლობალურად ინფექციის გავრცელების კუთხით არსებულ ვითარებაზე. აღინიშნა, რომ მსოფლიოში, მათ შორის ევროპაში სიტუაცია კვლავ მძიმე რჩება და არაერთმა ქვეყანამ შეზღუდვების გახანგრძლივების თუ გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო.

მსოფლიოში არსებული ტენდენციებისა და ზოგადი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ანალიზის გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განსაკუთრებით გაესვა ხაზი საქართველოში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის აუცილებლობას. აღინიშნა, რომ აუცილებელია გადაიდგას მაქსიმალურად ფრთხილი ნაბიჯები და თითოეული შეზღუდვის მოხსნა ეფუძნებოდეს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების მკაცრ მონიტორინგს, რათა არსებული სტაბილიზაციის შემდეგ, ინფიცირების მაჩვენებლები კვლავ მნიშვნელოვნად არ გაიზარდოს. პრემიერ-მინისტრის დავალებით, შემუშავდება ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა, რომელიც საზოგადოებას უახლოეს პერიოდში წარედგინება.

ამასთან, მთავრობის მეთაურის დავალებით, ინტენსიურად გრძელდება ერთობლივი მუშაობა კერძო სექტორთან, რადგან ბიზნესმა ვირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებული დაცვის მექანიზმებისა და დამატებითი კომპონენტების გათვალისწინებით, გახსნის ეტაპზე უზრუნველყოს კოვიდუსაფრთხოების მაღალი სტანდარტი.

გარდა ამისა, შესაბამისი უწყებების მხრიდან აქტიურად კონტროლდება ქვეყნის მასშტაბით დღეს მოქმედი შეზღუდვების აღსრულება. სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 107 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად, 121 ფიზიკური პირი დააჯარიმა. მათ  შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00-დან 05:00 საათამდე მოქმედი გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე კი ბოლო 24 საათის განმავლობაში 986 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებით აკრძალული საქმიანობის განხორციელების საფუძვლით დაჯარიმდა სამი ობიექტი, რომელიც მათ შორის გასართობ დაწესებულებაში, ხალხმრავალი სოციალური ღონისძიების ორგანიზებას გულისხმობდა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სანქციის გარდა, ობიექტებს საქმიანობა შეუჩერდათ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 247 915 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 234 636 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 2 958 ადამიანი.

ამ ეტაპზე, კარანტინში იმყოფება 460 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში – 634 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 3 670 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




 ახალი ამბები
  • როგორია ჭყონდიდის ეპარქიაში დაშავებული მედიის წარმომადგენლების ჯანმრთლების მდგომარეობაჭყონდიდია ეპარქიაში, რეზიდენციის აივნის მოაჯირის ჩამონგრევის შედეგად სულ ექვსი ადამიანი დაშავდა.ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა "ევექსის" კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ხუთი მათგანის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება ერთ დაშავებულს, მისი მდგომორება შედარებით ... ...
  • "ეს ყველას უბედურებაა, ხმა უნდა ავიმაღლოთ" _ "1000 მშობლის მარში" ლანჩხუთშიიმ ქალაქებს შორის, სადაც დღეს 1000 მშობლის მარში გაიმართა, ლანჩხუთიც იყო. ძალადობის წინააღმდეგ ქალთა მოძრაობის იმ 100-დღიანი კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება, რომელიც ქობულეთში 14 წლის გოგონას ტრაგედიის შემდეგ დაიწყო, ქალაქის ცენტრალურ სკვერში გაიმართა. სამწუხაროდ, აქციას რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა, რაც, დიდი ალბათობით, უამინდობამაც განაპირობა. ლანჩხუთში გამართულ "1000 მშობლის მარშს" უფლებადამცველი ლია მუხაშავრიაც ესწრებოდა. როგორც მან აღნიშნა, იგეგმება ხელმოწერების შეგროვება. "გამოვაქვეყნებთ პეტიციას, რომ გავაკეთოთ ხელმოწერები. ეს ყველას უბედურებაა და სანამ ყველას სახლში შესულა ეს უბეხურება, ხმა უნდა ავიმაღლოთ. ჩვენი შვილები უნდა გაიზარდონ თავისუფალი ადამიანები, თავისუფალი ყოველგვარი ძალადობისგან, განსაკუთრებით ყველაზე მძიმე და სასტიკი- სექსუალური ძალადობისგან. ეს მოძრაობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ ერთი დღით, ის ყოველდღიური უნდა გავხადოთ", _ აღნიშნა ლია მუხაშავრიამ და მოქალაქეებს მოუწოდა, რომ შემოუერთდეს ამ მოძრაობას. აქციის მონაწილეთა მოთხოვნებში შედის: შეიცვალოს სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი; შეიქმნას პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს; გახდეს სქესობრივი განათლება ფორმალური განათლების ნაწილი, რითაც ბავშვები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას; გაიზარდოს ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების რაოდენობა; დადგეს ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურებრივი გულგრილობის ... ...
  • დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში _ დაშავებულები არიან მედიის წარმომადგენლებიჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში სასულიერო პირებისა და მიტროპოლიტ სტეფანეს შეხვედრა მიმდინარეობისას დაპირისპირება მოხდა. "კურიერის" ინფორმაციით, სასულიერო პირების შეკრებაზე დაშავდნენ "რუსთავის 2-ის", "ტვ.პირველის","ფორმულას, "პოსტივის" ოპერატორები.  სხეულის დაზიანება მიიღო "ტვ.პირველის" სამეგრელოს ბიუროს ჟურნალისტმა პაპუნა შუშანიამ. "მთავარის არხი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ინციდენტის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს "მთავარი არხის" ჟურნალისტს ემა გოგოხიას. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, საუბრის თემა ორ დიაკვანს ეხებოდა, რომლებსაც ეპარქიის ახალი ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით მღვდელმსახურება აეკრძალათ.  მეუფე სტეფანეს ამ გადაწყვეტილებას სასულიერო პირების ნაწილი და მრევლი ... ...
  • "ბერმუდის სამკუთხედია"-ავტოსაგზა შემთხვევებით განთქმული ადგილი ლანჩხუთის ცენტრშილანჩხუთის ცენტრში, „მედალფას“ კლინიკისა და პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთის ავტობანი, აღმაშენებლის ქუჩის გავლით, მთავარ მაგისტრალს უერთდება, დღეს მორიგი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა _ ერთმანეთს ბმვ-ს მარკის ჯიპი და „ნისანის“ მარკის მანქანები შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. აღნიშნულ მონაკვეთზე ეს ავტოავარიის პირველი შემთხვევა არაა, რაც ჩქაროსნული ავტომაგისტრალი გაიხსნა. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე კი, მოსახლეობა პროტესტს გამოთქვამს და მიიჩნევს, რომ ავტობანიდან ამოსავლელი ქალაქის ცენტრში არ უნდა გაკეთებულიყო, მით უფრო, პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. მოსწავლეთა მშობლებმა ხელმოწერებიც შეაგროვეს, მაგრამ ამას შედეგი არ მოუტანია. ისინი აღნიშნულ მონაკვეთზე შუქნიშნის დაყენებას ითხოვენ. "ბერმუდის სამკუთხედივითაა, ბევრჯერ გადავრჩით ტრაგედიას, მაგრამ კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანს. შუქნიშანია საჭირო", _ ამბობს ... ...
  • „იკა, ტრი, ტრი, ტრი“- წარწერები და ავტოკოლონით მსვლელობა დედაქალაქშითბილისში ნიკა მელიას გათავისუფლების, ვადამდელი არჩევნებისა და პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო მსვლელობა ავტოკოლონებით იმართება. მსვლელობის მონაწილეები იმყოფებოდნენ გლდანის რაიონის გამგეობასთან, სადაც დატოვეს წარწერა „იკა, ტრი, ტრი, ტრი“. მათი თქმით, მსგავსი წარწერა ყველა გამგეობის შენობასთან ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...

ბადრიჯნის უხორცო ჩანახი

ერთი კილოგრამი (ან რამდენიც გსურთ)...

უნაბი _ ძვირფასი ხეხილოვანი და სამკურნალო მცენარე

უნაბის ნაყოფი გემოთი და გარეგნობით...

მუშმულა _ საუკეთესო მცენარე, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს

 მუშმულა (იაპონური ზღმარტლი) განთქმულია ნაყოფის...

ჩავატაროთ თხილის "ცისფერი წამლობა"

ჩვენი მკითხველები აქტიურად გვეხმაურებიან და...

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...

გავიხსენოთ "ძველებური" ნამცხვრები

ბოლო დროს, სოციალურ ქსელში, არაერთხელ...

თებერვლის ძირითადი სამუშაოები საკარმიდამო ნაკვეთებში

თებერვლიდან, საკარმიდამო ნაკვეთებში, ხეხილოვანთა ბაღებში,...

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...