საქსტატი: 2018 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 6.9 %-ით გაიზარდა

საზოგადოება

საქსტატი: 2018 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 6.9 %-ით გაიზარდა

2019 ოქტ 8 11:17:03

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 6.9 პროცენტით გაიზარდა და 1 068.3 ლარი შეადგინა.

2018 წელს წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა ყველა სექტორში შეინიშნებოდა. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 2 236.0 ლარი (წლიური ზრდა – 11.3 პროცენტი);

• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 712.2 ლარი (წლიური ზრდა – 7.4 პროცენტი);

• მშენებლობა – 1 552.0 ლარი (წლიური ზრდა – 5.9 პროცენტი).

საქსტატის ცნობით, 2018 წელს ქალების საშუალო ხელფასი 822.6 ლარით, ხოლო კაცების – 1 280.7 ლარით განისაზღვრა, ხოლო ხელფასების წლიურმა ზრდამ შესაბამისად 6.8 და 7.0 პროცენტი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

2018 წელს სახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 271.9 ლარით დაბალი იყო არასახელმწიფო სექტორში დაქირავებულებთან შედარებით. ამასთან, 2017 წელთან შედარებით სახელმწიფო სექტორში ხელფასი 3.6 პროცენტით, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 8.1 პროცენტით არის გაზრდილი და შესაბამისად 892.1 და 1 164.0 ლარს შეადგენს.

2018 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს (სამეწარმეო) სექტორში 8.0 პროცენტით გაიზარდა და 1 101.3 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (1 910.1 ლარი, წლიური ზრდა 8.5 პროცენტი), ასევე მშენებლობის (1 560.5 ლარი, წლიური ზრდა 5.9 პროცენტი) დარგში ფიქსირდება.

2018 წელს არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 4.7 პროცენტით და 1 008.1 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ასევე სახელმწიფო მმართველობისა და თავდაცვის სფეროებში დასაქმებულებს.

საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით, რეგიონებში ლიდერობს თბილისი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა.

1tv.ge




 ახალი ამბები
  • რატომ ვერ სარგებლობენ სამტრედიაში ააიპ ,,სახლი თანადგომას" ბენეფიციარები უფასო კვებითსამტრედიაში, ააიპ-ი ,,სახლი თანადგომას" ბენეფიციარები, 22 იანვრის მდგომარეობით, უფასო კვებით ვერ სარგებლობენ. როგორც ,,გურია ნიუსს" უთხრეს, უფასო სასადილოს ფუნქციონირების პრობლემა ყოველი წლის დასაწყისში ექმნება.  აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ ,,გურია ნიუსი" დაუკავშირდა ,,სახლი თანადგომას" დირექტორს, მზევინარ ბოხუას. ბოხუას თქმით, სასადილო ახალი წლიდან ფუნქციონირების გაგრძელებას მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ ახერხებს, რადგან კვების პროდუქტების შესყიდვაზე აუცილებელია ტენდერის გამოცხადება და სასადილო მუშობას ტენდერის დასრულების შემდეგ შეუდგება. ,,კანონის მიხედვით, საკვების მომწოდებლებზე ტენდერს მომდევნო წლის ბიუჯეტის დამტკიცებამდე ვერ ვაცხადებთ. ამდენად, იანვარი ჩვენთვის განსაკუთრებულად დაძაბული თვეა. ბენეფიციარები მოდიან ადმინისტრაციულ შენობაში და სადილს გვთხოვენ. როცა შიათ, ტენდერი არ აინტერესებთ. უფასო სასადილოში ის კატეგორია გვყავს, ვისთვისაც დღეში ერხელ სრულფასოვანი კვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,“_ამბობს ბოხუა. ცნობისთვის, ,,სახლი თანადგომამ" ტენდერი 2019 წლის  23 დეკემბერს, ბიუჯეტის დამტკიცებისთანავე გამოაცხადა 3 ტენდერი. სამიდან ორი შედგა, ხოლო ხორცის მომწოდებელზე-ჩაიშალა. "ხორცის ტენდერის გამოცხადება ხელახლა მოგვიხდა, 13 იანვრიდან გამარჯვებულს ველოდებით. შარშან 24 იანვრიდან შევუდექით მუშაობას, იმედია, წელს, იანვრის ბოლოსთვის მაინც შევძლებთ უფასო სასადილოს ამოქმედებას,“_ დასძენს  ,,სახლი თანადგომას"დირექტორი, მზევინარ ... ...
  • ნარინჯისფერი რთველი დასრულდანარინჯისფერი რთველი დასრულდა. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, 2019 წელი საქართველოში მანდარინის განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის მოსავალით გამოირჩეოდა. წინასწარი ინფორმაციით, მოსავლის რაოდენობამ 50 ათას ტონას გადააჭარბა, ხოლო ექსპორტმა, გასული წლის სექტემბერ-იანვრის თვეში, 31 ათასი ტონა შეადგინა, რაც 5%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტი განხორციელდა: რუსეთში (20.0 ათასი ტ), უკრაინაში (5.2 ათასი ტ), სომხეთში (4.4 ათასი ტ), ბელარუსში (319 ტ), ყაზახეთში (140 ტ), ყირგიზეთში (58 ტ) საექსპორტო ქვეყნებს წელს დაემატა:სლოვენია, მოლდოვა, ლიეტუვა, პოლონეთი, ყატარი და სინგაპური. პროდუქციის მაღალი ხარისხი პირდაპირპროპორციულად განაპირობებდა მაღალ საბაზრო ფასს. მანდარინზე საბითუმო ფასი 0.6-დან 2.0 ლარამდე იყო. სამრეწველო გადამუშავებისთვის, ქარხნების მიერ მიღებული არასტანდარტული მანდარინის რაოდენობამ, 19 იანვრის მდგომარეობით 10 ათასი ტონა შეადგინა. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი მოსავალის მაღალი ხარისხი დიდწილად განაპირობა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ გატარებულმა მასშტაბურმა ღონისძიებებმა. ბრძოლის პროგრამის ფარგლებში, ნარგავებში ჩატარდა პრევენციული ღონისძიებები - თერმული ნისლით დამუშავდა ტერიტორიები, რამაც მინიმუმამდე შეამცირა მავნებლის მიერ ციტრუსის კულტურის დაზიანება. ნარინჯისფერი რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აქტიურად მუშაობდა ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი, რომლის ფუნქციონირების ძირითადი მიზანი მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა იყო. საჭირო ინფორმაციის ოპერატიულად მისაღებად, მოქმედებდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზიც ... ...
  • "40 წელია, არჩევანში ასე არ გამმართლებია, ამოისუნთქა მელექედურმა!" _ ოპოზიციონერის მადლობა მერსსოფლის მხარდაჭერის პროგრამის კრებაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში, აქაურმა, როგორც თავად თქვა, „ევროპული საქართველოს “ წევრმა და მუდამ საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში მყოფმა, ნაზი სალუქვაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს, კოტე შარაშენიძეს საგანგებო მადლობა მოუხადა: _ 40 წელია არჩევანში ასე არ გამმართლებია! ამოისუნთქა მელექედურმა! მადლობას გიხდით, რომ გაგვიმართლეთ იმედები არჩევის შემდეგ, _ უთრა მან შარაშენიძეს. თავის მხრივ, მერმაც მადლობა მოუხადა აღფრთოვანებულ მელექედურელ ქალბატონს. კითხვაზე, ყველაზე ძალიან რით მოიხიბლა ქალბატონი ზინა, მან თქვა რომ შარშან სოფელში გაკეთდა და გალამაზდა სკვერი, რაც თვალს უხარია: _ აწი გაკეთდება კიდევ ბევრი რამ, _ თქვა მან. კვლავ კითხვაზე, შარშან გამოყოფილი 40 ათასი ლარით, სკვერის გარდა, რა გაკეთდა ან ახლა რის გაკეთების სურვილი აქვს 40 ათასი ლარით, რომლის ირგვლივ ადგილობრივები კარგად არ არიან შეთანხმებული და მთავარი აწი უნდა გადაწყდეს, სალუქვაძემ თქვა, რომ ის ფინანსებში კარგად ვერ ერკვევა: _ არ ვერკვევი კარგად ფინანსებში, მთავარია, გაკეთდეს საქმე, _ თქვა ... ...
  • აუტიზმის პროგრამა დამატებით 230 ბავშვს დააფინანსებსთბილისის მერია „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამას“ აფართოებს და მასში დამატებით 230 ბენეფიციარს რთავს. მოლოდინის რეჟიმში მყოფი 230 ბავშვი პროგრამაში ეტაპობრივად წლის ბოლომდე ჩაერთვება. „გასულ წელს დაფინანსება 1000 ბავშვისთვის იყო გამოყოფილი, წელს მათი რიცხვი 1230-მდე გაიზრდება. შარშან ჩვენ გავზარდეთ პროგრამით მოსარგებლეთა ასაკის ზედა ზღვარი 15-დან 18 წლამდე და ამან მნიშვნელოვანი შეღავათი მისცა ოჯახებს. პროგრამის ფარგლებში ყოველთვიურად ერთი ბავშვის დასაფინანსებლად გამოყოფილია 400 ლარი. პროგრამით მოსარგებლეები ასაკობრივ ჯგუფებად არიან დაყოფილი და მათ თვის განმავლობაში კომპლექსური თერაპიის 20 სეანსი უტარდებათ. სეანსები მოიცავს მულტიდისციპლინური გუნდის – ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, ნევროლოგის, ქცევითი თერაპევტის, ლოგოპედის, სპეციალური პედაგოგისა და სხვა სპეციალისტების მომსახურებას. ვფიქრობ ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა მიღებული“, - განაცხადა კახა კალაძემ. ... ...
  • პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია იწყებათბილისის მერია პარლამენტის შენობის წინ მდებარე მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. ამასთან დაკავშირებით პარლამენტის წინ ტერიტორია შემოღობეს. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ  თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სამუშაოების ფარგლებში, მოწესრიგდება 9 აპრილის მემორიალიც. „დღეს ვიწყებთ პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რადგანაც მიმდებარე ტერიტორია არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ასევე, მინდა  ჩემს მოადგილეს სოფიო ხუნწარიას დავავალო, რომ 9 აპრილის მემორიალის მოწესრიგებაც მოხდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის  დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება გასული წლის ივნისში დასრულდა. „აღნიშნული ტერიტორიის რეაბილიტაციის პროექტი გასული წლის ივნისში შევიძინეთ. უშუალოდ სამუშაოების განხორციელება კი დღეს დაიწყება. დაიგება ახალი ფილები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება შადრევნებს, განხორციელდება გამწვანების სამუშაოები. როდესაც სამუშაოები დასრულდება, ეს იქნება ერთ-ერთი ულამაზესი სივრცე“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. პროექტი ითვალისწინებს მოედანზე არსებული ფილების დემონტაჟს, ჰიდროსაიზოლაციო ფენის მოწყობას, საკომუნიკაციო ჭების მოწესრიგებას და მთელი პერიმეტრის ფილებით მოპირკეთებას. სამუშაოებიდან გამომდინარე, რეაბილიტაციის პროცესში, დროებით გადაიკეტება პარლამენტის მიმდებარე საფეხმავლო გზა.  ... ...

არქივი

ზაფრანი

დილით დასვენებულმა რომ გაიღვიძოთ

ორგანიზმი ძილის დროს ახალგაზრდავდება, დუნდება...

ფინანსური სტაბილურობა და ასტროლოგია

გთავაზობთ იმ ნიშნების ჩამონათვალს, რომლებიც...

როგორ დავგეგმოთ წარმატებული კვირა

ვედურ ასტროლოგიაში არსებობს კონკრეტული რჩევები...

შეყვარებულის ყოლა ასუქებს…

ქუინსლენდის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის ფარგლებში...

უვარგისი ქმრები და ასტროლოგია

წარმოგიდგენთ უსაქმურობისკენ მიდრეკილი და ინერტული...

იუმორი და ასტროლოგია

ვერძი - მუშაობს პრობლემური სესხების...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...