სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 განცხადებას ავრცელებს

საზოგადოება

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 განცხადებას ავრცელებს

20 იან. 2018, 12:04:58

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 "ევროპული საქართველოს" იმ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც ნათქვამია, რომ  „კურიერში“ NDI-ის კვლევის შესახებ მომზადებული სიუჟეტის საავტორო ტექსტი მცდარ ფაქტებზე დაყრდნობით იყო დაწერილი.

"NDI-ის მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის მონაცემების დამუშავებისა და სისტემაში შეყვანის დროს, 18 იანვარს "კურიერში" 21.00 საათზე, გაიპარა შეცდომა. კვლევის პოლიტიკური ნაწილი შედგებოდა სამი სლაიდისგან: 54-ე სლაიდზე დატანილი იყო 4 პარტიის "ქართული ოცნების", ენმ-ის, "ევროპული საქართველოს" და "პატრიოტთა ალიანსის" მაჩვენებლები. შემდეგ იყო დინამიკა - როგორ იცვლებოდა პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა. ამ სლაიდზე "ევროპული საქართველო" იყო მოხსენიებული სხვა პარტიებს შორის.

PDF ფაილიდან სისტემაში მონაცემების გადატანის დროს მოხდა მექანიკური შეცდომა - ეთერში ითქვა, რომ 12-დან 4 პროცენტამდე დაეცა "ევროპული საქართველოს" მხარდამჭერთა რიცხვი. ტექსტი კი უნდა ყოფილიყო - 12%-მდე დაეცა სხვა პარტიების მხარდამჭერთა რიცხვი. ტელეკომპანია აცნობიერებს, რომ NDI-ის კვლევებში "ევროპულ საქართველოს" არასდროს ჰქონია მოქალაქეების 12% მხარდაჭერა და შესაბამისად, ვერ მოხდებოდა მისი კლებაც. 

აღნიშნულთან დაკავშირებით იმ დღესვე მოხდა კომუნიკაცია "ევროპული საქართველოს" ლიდერებთან. ტელეკომპანიამ აღიარა შეცდომა და პარტიის წარმომადგენლებს განემარტათ მომხდარის დეტალები.

რუსთავი 2 აპირებდა დღეს იმავე ფორმატში არაზუსტი ინფორმაციის უარყოფას. სამწუხაროდ, "ევროპულმა საქართველომ" სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით გაავრცელა არაკორექტული და სიცრუის შემცველი განცხადება (საუბარია პარტიის განცხადების ბოლო ნაწილზე) და გაიმეორა ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" ნარატივი რუსთავი 2-თან დაკავშირებით.

დარწმუნებული ვართ, საპარლამენტო უმცირესობის ეს განცხადება გამოყენებული იქნება ხელისუფლების მიერ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ. მიგვაჩნია, რომ პროდასავლური მსხვილი ოპოზიციური პარტიისთვის, რომლისთვისაც, ისევე როგორც ყველა სხვა პროდასავლური პარტიებისთვის, ერთადერთი მედიაპლატფორმა რუსთავი 2-ია, სრულიად დაუშვებელი და უპასუხისმგებლოა ამ შინაარსის განცხადებების გავრცელება.

საჭიროდ მივიჩნევთ, მოვუწოდოთ "ევროპულ საქართველოსა" და მის ცალკეულ ლიდერებსა და წევრებს, გავრცელებული არაკორექტული განცხადების გამო მოუხადონ ბოდიში სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს, რათა მომავალშიც გაგრძელდეს ნაყოფიერი თანამშრომლობა ჩვენ შორის", _ ნათქვამია განცხადებაში.

 




 ახალი ამბები
  • ოქროთი მანიპულაცია ოზურგეთში- ოქრომჭედელი, ლომბარდის უფროსი და კიდევ რამდენიმე პირი დააკავესოზურგეთში ოქრომჭედელი ი.ც.,  მისი მეუღლე ნ.მ,  რომელიც საბუღალტრო საქმიანობას ეწეოდა და ლომბარდის უფროსი კიდევ რამდენიმე პირთან ერთად დააკავეს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ისინი მანიპულაციას ახდენდენ და მდარე ხარისხის ოქროთი ცვლიდნენ კლიენტის მიერ დატოვებულ ოქროს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შსს-ს კომენტარს მალე ... ...
  • ჯგუფურად ჩადენილი ძალადობა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება- თბილისში 2 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს რაიონული სამმართველოს და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1962 წელს დაბადებული მ.ხ. და 1980 წელს დაბადებული მ.გ. თბილისში დააკავეს. მ.ხ.-ს ბრალი ქ. თბილისში ი. ჭავჭავაძის ქუჩა N83-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯგუფურად ჩადენილ ძალადობაში, ხოლო მ.გ.-ს ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა- ტარებაში ედება. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მ.ხ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1988 წელს დაბადებულ ვ.კ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო მ.გ.-მ დანის და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებები 1980 წელს დაბადებულ გ.წ.-ს და 1994 წელს დაბადებულ ი.პ.-ს მიაყენა. სამართალდამცველებმა, მ.გ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღები - დანა და სავარაუდოდ ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. მ.ხ.-ს მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. მ.გ.-ს მიმართ კი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის "ა" ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა - შენახვა- ტარებას ... ...
  • პოლიციამ კახეთში 1 პირი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ზ.მ. ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელი მოწყობილობისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თვისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ზ.მ. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი​ თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე ავტომობილით გადაადგილდებოდა. პოლიციამ, დაკავებულის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისა სავარაუდო იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ... ...
  • რამდენმა ადამიანმა ისარგებლა სესხის გადახდის 3 თვით გადავადების შესაძლებლობითსახელმწიფოს დახმარებით მოქალაქეებს სესხის გადახდის 3 თვით გადავადების შესაძლებლობა მიეცათ - გადახდასთან დაკავშირებული პრობლემებისა და შესაბამისი ჯარიმების თავიდან აცილების მიზნით, ყველა ფიზიკურ პირს მიეცა სესხის მომსახურების 3 თვით გადავადების შესაძლებლობა, რითაც 600 000-მდე მსესხებელმა ისარგებლა, - ამის შესახებ კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი. „იმის გამო, რომ შექმნილმა ვითარებამ გავლენა იქონია როგორც ქვეყნის მოქალაქეების დიდ ნაწილზე, ისე კომპანიებზე, სახელმწიფომ შეიმუშავა ანტიკრიზისული პაკეტი, რომელიც მაქსიმალურად მორგებულია არსებულ გამოწვევებზე. ანტიკრიზისული პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებები 2 ეტაპად განხორციელდა. პირველი ეტაპი იყო გადაუდებელი დახმარება, რომლის განხორციელება მარტში (ჯერ კიდევ საგანგებო მდგომარეობამდე) დაიწყო, ხოლო მეორე ეტაპი უფრო მასშტაბურ ღონისძიებებს მოიცავს და მისი წარდგენა აპრილში მოხდა. პირველი ეტაპით გათვალისწინებული ღონისძიებები წარმოადგენდა ერთგვარ გადაუდებელ დახმარებას, რომლის მიზანი პანდემიით გამოწვეული პირველადი უარყოფითი ეფექტების მინიმიზაცია იყო. ეს მოიცავდა შემდეგ ღონისძიებებს: მოქალაქეებს დაუფინანსდათ 3 თვის კომუნალური გადასახადი - დახმარება შეეხო იმ აბონენტებს, რომელთა მიერ ელექტროენერგიის ყოველთვიური მოხმარება 200 კილოვატზე ნაკლებია, ხოლო ბუნებრივი აირის ყოველთვიური მოხმარება - 200 მ3-ზე ნაკლები. დაფინანსება აგრეთვე მოიცავს დასუფთავების და წყლის გადასახადსაც. სუბსიდირების აღნიშნული მექანიზმი სხვა ალტერნატივებთან შედარებით ყველაზე სამართლიანი და მიზნობრივია. ელექტროენერგიის გადასახადის შეღავათის ბენეფიციართა რაოდენობამ საშუალოდ 3 თვის განმავლობაში 1.2 მილიონზე მეტი აბონენტი შეადგინა, ხოლო ბუნებრივი აირის გადასახადის შეღავათის ბენეფიციართა რაოდენობამ საშუალოდ 3 თვის განმავლობაში - 670 ათასზე მეტი აბონენტი. პროგრამის ბიუჯეტი 170 მლნ. ლარია.სახელმწიფომ დააზღვია, რომ არ მომხდარიყო გაცვლითი კურსის ცვლილებით გამოწვეული ფასების მნიშვნელოვანი ზრდა 9 ძირითად სასურსათო პროდუქტზე - გაცვლითი კურსის გაუფასურებით გამოწვეული უარყოფითი ეფექტების შერბილების მიზნით, განხორციელდა სახელმწიფო პროგრამა, რომელმაც კრიზისის საწყის ეტაპზე, როდესაც მნიშვნელოვნად გაიზარდა ინფლაციური რისკები, ხელი შეუწყო პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების მერყეობის შემცირებას. ყველა იმ იმპორტიორი კომპანიისთვის, რომელმაც 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით, მოახდინა 9 ძირითადი პროდუქტის შესყიდვა, სახელმწიფოს მიერ მოხდა სავალუტო კურსის სხვაობის სუბსიდირება განსაზღვრული პირობებით. პროგრამის ბიუჯეტი 14 მლნ. ლარია. სახელმწიფოს დახმარებით მოქალაქეებს სესხის გადახდის 3 თვით გადავადების შესაძლებლობა მიეცათ - გადახდასთან დაკავშირებული პრობლემებისა და შესაბამისი ჯარიმების თავიდან აცილების მიზნით, ყველა ფიზიკურ პირს მიეცა სესხის მომსახურების 3 თვით გადავადების შესაძლებლობა, რითაც ისარგებლა 600 000-მდე მსესხებელმა. ანტიკრიზისული გეგმის მე-2 ეტაპი ითვალისწინებს პირდაპირ ფინანსურ დახმარებას მოქალაქეებისსხვადასხვა კატეგორიისთვის. მხარდაჭერა ეხებათ როგორც დაქირავებით დასაქმებულებს, ისეთვითდასაქმებულებს და სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფს. კერძოდ: დაქირავებით დასაქმებული პირები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ან გაუშვეს უხელფასო შვებულებაში, დახმარების სახით მიიღებენ 1200 ლარს 6 თვის განმავლობაში, თვეში 200 ლარს დახმარებით სარგებლობა შეეძლება დაახლოებით 350 000 მოქალაქეს. პროგრამის ბიუჯეტი 450 მლნ ლარამდეა.სხვადასხვა კატეგორიის თვითდასაქმებულები მიიღებენ ერთჯერად დახმარებას 300 ლარს. პირების იდენტიფიცირებისთვის გამოყენებული იქნება მოქალაქის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია რომლითაც დადასტურდება, რომ ეპიდემიამდე აღნიშნულ მოქალაქეს ჰქონდა შემოსავალი პროგრამის ბიუჯეტი 75 მლნ. ლარს შეადგენს. სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით, დამსაქმებელი მიიღებს საგადასახადო შეღავათს - 6 თვის განმავლობაში 750 ლარის ოდენობის ხელფასი სრულად გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან. 1500 ლარამდე ხელფასი კი, 750 ლარის ოდენობაზე გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან. პროგრამის ბიუჯეტი 250 მლნ. ლარია“, - აღნიშნულია ... ...
  • კორონავირუსით საზღვარგარეთ საქართველოს 16 მოქალაქე გარდაიცვალაCOVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშის თანახმად, 22 მაისის ჩათვლით, საქართველოში მთავრობის დახმარებით, 12 720 საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა, მათ შორის, საჰაერო გზით - 7 107, სახმელეთო გზით - 5 223 და საზღვაო გზით - 390 ადამიანი. ამის შესახებ COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი. დოკუმენტის თანახმად, დაბრუნებულთა შორისაა ქრონიკული დაავადების მქონე 483 პირი, 34 - შშმ პირი, 259 - ხანდაზმული, 102 - ორსული, 435 - მცირეწლოვანი, 173 - ონკოლოგიური პაციენტი, 1 118 - ტრანზიტული მგზავრი, 29 - მეზღვაური და სხვა განსაკუთრებული საჭიროების მქონე 90 პირი. აგრეთვე, საცხოვრებლისა და სტიპენდიის გარეშე დარჩენილი 794 სტუდენტი (საერთო ჯამში განსაკუთრებული საჭიროების მქონე - 3 517 მოქალაქე). „აღსანიშნავია, აშშ-ს მთავრობასთან თანამშრომლობით, აშშ-დან განხორციელებული სპეციალური რეისი, რომელმაც უზრუნველყო სამშობლოში 79 ქართველი მოსწავლის და სტუდენტის და სომხეთის მოქალაქე 35 ბავშვის დაბრუნება. გარდა ამისა, ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ - 21 190 მოქალაქეს, მათ შორის, საცხოვრებლის გარეშე დარჩენილთა თავშესაფრით უზრუნველყოფის, საკვების, მედიკამენტების, ასევე სხვა პირველადი და აუცილებელი საჭიროების პროდუქტების და მომსახურების მიწოდების გზით. ასევე, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაფორმებისას, მოქალაქეები გათავისუფლდნენ საკონსულო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან. განხორციელდა 74 ავიარეისი მსოფლიოს 27 ქვეყნიდან, მათ შორის ჩინეთი, ირანი, იტალია, გერმანია, საბერძნეთი და ა.შ. განხორციელებულ ფრენებს შორის - 33 პირდაპირი რეისი შეასრულა ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებმა“. 22 მაისის მდგომარეობით, კორონავირუსით ინფიცირებული იყო საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს 118 მოქალაქე, უმრავლეს შემთხვევებში სახეზეა დაავადების ნაკლებად მძიმე ფორმები. ინფექციით საზღვარგარეთ გარდაიცვალა საქართველოს 16 მოქალაქე (ავსტრია - 1, ესპანეთი - 4, თურქეთი - 1, ბრიტანეთი - 2, აშშ - 5, საფრანგეთი - 2, ლატვია - 1)“, - აღნიშნულია ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?