სასამართლოს გადაწყვეტილება კომპანია „ფილიპ მორისისთვის” 93 მილიონამდე ლარის დაკისრებასთან დაკავშირებით კითხვებს ბადებს - TI

საზოგადოება

სასამართლოს გადაწყვეტილება კომპანია „ფილიპ მორისისთვის” 93 მილიონამდე ლარის დაკისრებასთან დაკავშირებით კითხვებს ბადებს - TI

30 მარ. 2017, 15:29:44

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” ეხმაურება 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად კომპანია „ფილიპ მორისს” სს „თბილისის თამბაქოს” სასარგებლოდ 93 მილიონ ლარამდე ანაზღაურება დაეკისრა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ორგანიზაცია კვლევას აქვეყნებს, რომელსაც "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"რაში მდგომარეობს დავის არსი:

სს „თბილისის თამბაქოს” განცხადებით 2013 წლის 1 სექტემბრიდან, შპს „ფილიპ მორის საქართველომ“ დაიწყო სიგარეტი BOND STREET-ის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაცია, რის შედეგადაც  სს „თბილისის თამბაქოს” გაყიდვები განსაკუთრებულად შემცირდა და ამით კომპანიას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.

შპს „ფილიპ მორის საქართველოს” პოზიციით მათი ბრენდის სიგარეტების საცალო გასაყიდი ფასები სადავო პერიოდში უმრავლეს შემთხვევებში იყო მაღალი, ვიდრე სს „თბილისის თამბაქოს“ წარმოებული სიგარეტებისა. ხოლო, გაყიდვების შემცირება, მათი მოსაზრებით, უკავშირდება მენეჯმენტის, მარკეტინგული პრობლემის, პროდუქციის ხარისხის და სხვა ფაქტორებს.

სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსი და არსებული პრობლემები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებით კომპანია „ფილიპ მორისის” მიერ ბაზარზე კონკურენტების გაძევების მიზნით დადგინდა დემპინგური ფასები, რის გამოც მას  სს „თბილისის თამბაქოს” მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.

საყურადღებოა, რომ მიუხედავად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის მოცულობისა და დავის სირთულისა, სასამართლო განხილვები დაჩქარებულად და შესაძლო პროცედურული დარღვევებით წარიმართა, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილება მიღებულია სათანადო დასაბუთების გარეშე. საქმის განხილვის არაობიექტურად და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევით წარმართვასთან დაკავშირებით ეჭვებს აჩენს შემდეგი გარემოებები:

  • სასამართლომ არ გაითვალისწინა კონკურენციის სააგენტოს დასკვნა და სათანადო დასაბუთების გარეშე დაადგინა „კონკურენციის შესახებ” კანონის დარღვევა.

სასამართლომ საქმეს არ დაურთო და გადაწყვეტილებაში არ გაითვალისწინა კომპანია „ფილიპ მორისის” მიერ წარდგენილი კონკურენციის სააგენტოს დასკვნა, რომლითაც არ დადგინდა თამბაქოს ბაზარზე „კონკურენციის შესახებ” კანონის დარღვევა. ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების ბაზრის კვლევის სააგენტოს 2016 წლის ანგარიშში, რომელიც მოიცავს მონიტორინგის 40 თვიან პერიოდს ვკითხულობთ:

„კომპანიების დეტალური გაანალიზებისას, რიგ ეკონომიკურ აგენტებს გამოეკვეთათ პროდუქციის თვითღირებულებით ან/და ნაკლებ ფასად რეალიზაციის ტენდენცია.ეს ფაქტი თვისობრივად არ მოდის წინააღმდეგობაში დღევანდელ კანონმდებლობასთან, რადგან არ არსებობს საკანონმდებლო ნორმა, რაც სამართლებრივ დონეზე დაარეგულირებს მსგავს ფაქტს.”

საბოლოო ჯამში, კონკურენციის სააგენტოს შეფასებით, ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების ბაზარზე კონკურენტული გარემოა, მწარმოებელ/იმპორტიორ კომპანიებს შორის მიმდინარეობს მეტოქეობა და ბაზარი უფრო და უფრო ვითარდება. ასევე არ შეინიშნება კონკურენციის შემზღუდველი პირობები და ხელოვნურად შექმნილი ბარიერები. შესაბამისად, კონკურენციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მარეგულირებელი მთავარი ორგანოს ანგარიშით თამბაქოს ბაზარზე არსებული გარემო სადავო პერიოდში კონკურენტულად შეფასდა.  

მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ მოცემული დასკვნა თავდაპირველად სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა, თუმცა მოგვიანებით სრულიად გაუგებარი მიზეზით წაიშალა.  

სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცავს დასაბუთებას იმასთან დაკავშირებით, ჰქონდა თუ არა „ფილიპ მორისს” დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე. აღნიშნული საკითხის სათანადო დასაბუთება კი მნიშვნელოვანია, რადგან სასამართლოს მიერ „ფილიპ მორისის” ქმედება შეფასდა, როგორც დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, რაც აკრძალულია „კონკურენციის შესახებ” კანონით. ამავე კანონის თანახმად, „ფილიპ მორისი” ბაზარზე დომინირებული მდგობარეობის მქონედ ჩაითვლებოდა თუ მისი წილი თამბაქოს ბაზარზე 40 %-ს აღემატება, რასაც „ფილიპ მორისის” წარმომადგენლები სადავოდ ხდიან. სასამართლომ კი გადაწყვეტილებაში საერთოდ არ იმსჯელა მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.

ასევე, სასამართლომ კანონის დარღვევად შეაფასა დემპინგური ფასდადება საქონელზე, იმ პირობებში როდესაც  დემპინგის მარეგულირებელი კანონმდებლობა საქართველოში არ არსებობს. საინტერესოა, რომ საქართველოს მთავრობა 2015 წლის ნოემბერში ამზადებდა ანტიდემპინგურ კანონპროექტს, თუმცა საბოლოო ჯამში, მთავრობის ეს ინიციატივა განუხორციელებლი დარჩა. შესაბამისად, დღესდღეობით საქართველოში დემპინგის მარეგულირებელი კანონმდებლობა არ არსებობს. გარდა ამისა, „ფილიპ მორისის” განმარტებით, იგი თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად თამბაქოს ყიდდა დისტრიბუტორებთან, ხოლო საცალო გაყიდვების შემთხვევაში ფასი მომხმარებლისათვის არ იყო თვითღირებულებაზე ნაკლები. უფრო მეტიც, „ფილიპ მორისის” თამბაქოს საცალო ღირებულება ყოველთვის აღემატებოდა სს „თბილისი თამბაქოს” მიერ წარმოებული პროდუქციის ღირებულებას. შესაბამისად, სასამართლოს უნდა დაესაბუთებინა, თუ რატომ მიიჩნია აღნიშნული ქმედება დემპინგურ ფასდადებად  და კანონსაწინააღმდეგო ქმედებად.

ამასთან, კონკურენციის სააგენტოს ანგარიშში მითითებულია, რომ  დემპინგური ფასებით პროდუქციის რეალიზაციის ტენდენცია რამდენიმე ეკონომიკური აგენტის შემოწმებისას გამოიკვეთა. შესაბამისად, სრულიად გაურკვეველია რის საფუძველზე დაადგინა სასამართლომ, რომ „თბილისის თამბაქოს” პროდუქციის გაყიდვებისა და საბოლოო ჯამში, მოგების შემცირება უშუალოდ და მარტოოდენ „ფილიპ მორისის” ქმედებებთან არის დაკავშირებული.

  • სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცავს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით თუ რატომ მოხდა „თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონის გამოყენება კერძო პირებს შორის დავის გადაწყვეტისას.

დასაბუთებას მოკლებულია სასამართლოს შეფასება, რომ კომპანია ფილიპ მორისმა დაარღვია „თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონი, რამაც თამბაქოს ბაზარზე კონკურენციის წესების დარღვევა გამოიწვია. სასამართლოს განმარტებით, „ფილიპ მორისის” მიერ დარღვეულია  „თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონის დანაწესიც, რომლის მიხედვითაც, აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია უფასოდ ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად. თუმცა, იგივე კანონის განცხადებულ მიზანს წარმოადგენს თამბაქოს ნაწარმის ნაკლები ხელმისაწვდომობით მოსახლეობისა და მომხმარებელთა თამბაქოს მავნე ზემოქმედებისგან დაცვა. ამასთან, კანონის თანახმად, მის შესრულებაზე სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ეს კი იმას ნიშნავს, რომ „თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონის დარღვევისას, მხოლოდ სახელმწიფოა უფლებამოსილი გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა თამბაქოს მწარმოებლის მიმართ.

შესაბამისად, კანონის მიზნიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ აკრძალვა (თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია უფასოდ ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად) ემსახურება არა კონკურენტული თამბაქოს ბაზრის შენარჩუნებას, არამედ უშუალოდ, როგორც, თამბაქოს მომხმარებელთა, ისე არამომხმარებელთა უფლებების დაცვასა და თამბაქოს ნაწარზე მოთხოვნილების შემცირების უზურნველყოფას.

  • სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება შესაძლოა მტკიცებულებების სათანადოდ გამოკვლევისა და შეჯიბრობითობის პრინციპის დარღვევით იქნა მიღებული

მიუხედავად იმისა, რომ საქმის მასალები მოცულობითი, ხოლო დავა თავისი შინაარსით სამართლებრივად რთულია, სასამართლომ  საქმე დაჩქარებულად წარმართა, დავა არსებითად ერთ სხდომაში განიხილა და გადაწყვეტილებაც  იმავე სხდომაზე გამოაცხადა.

სასამართლომ სრულიად გაიზიარა სს „თბილისის თამბაქოს” პოზიცია, იმასთან დაკავშირებით, რომ „ფილიპ მორისის” მიერ დისტრიბუტორებისათვის თამბაქოს პროდუქციის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციამ უშუალო გავლენა იქონია „თბილისის თამბაქოს” გაყიდვებზე და შეამცირა თამბაქოს ბაზარზე მისი წილი. აღნიშნულის არგუმენტად კი სასამართლოს მოყავს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა. თუმცა, ექსპერტიზის დასკვნაში არ არის მსჯელობა, იმასთან დაკავშირებით, რომ სს „თბილისის თამბაქოს” გაყიდვების შემცირება და დამდგარი ზიანი უშუალოდ დაკავშირებულია „ფილიპ მორისის” მხრიდან პროდუქციის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციასთან. დასკვნა მოიცავს მხოლოდ ზოგად გაანგარიშებას სიგარეტის თვითღირებულებისა და ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 2011 - 2013 წლების მოგებასთან შედარებით 2013-2015 წლებში „თბილისის თამბაქოს” მოგება შემცირდა. სასამართლოს არ გაუთვალისწინებია თამბაქოს ბაზარზე სხვა ეკონომიკური აგენტების საბაზრო წილები და სხვა ფაქტობრივი გარემოებები, რასაც შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა  სს „თბილისის თამბაქოს” გაყიდვებისა და შესაბამისად, მოგების შემცირებაზე.

გარდა ამისა, გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა მნიშვნელოვნად განაპირობა კონკურენციის სააგენტოს დასკვნის საქმეში დაუშვებლობამ. „ფილიპ მორისის” განცხადებით, მათ დასკვნა მას შემდეგ წარადგინეს საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, როდესაც ის მომზადდა, თუმცა სასამართლომ ის საქმეს არ დაურთო.

  • სასამართლოს მიერ „თბილისის თამბაქოსთვის” მიკუთვნებული თანხის ოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება  მისთვის მიყენებულ შესაძლო ზიანს, თუ დავუშვებთ რომ კომპანიამ დაარღვია საქართველოს კანომდებლობა.

სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, შპს „ფილიპ მორის საქართველოს“ და სს „ფილიპ მორის ეს.  ეის”   სს „თბილისის თამბაქოს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 93 მილიონამდე ლარის ანაზღაურება, რითაც სრულად დაკმაყოფილდა სს „თბილისის თამბაქოს” სარჩელი:

  • სს „თბილისის თამბაქოს” პირველ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა, 8 571 954 ლარის ოდენობის ზიანის ანაზღაურება, ანუ თანხა რომელიც მას უნდა მიეღო 2013-2015 წლებში, მისი გაყიდვები იმავე ტემპით რომ გაგრძელებულიყო, როგორც  2011-2013 წლებში.

  • მეორე სასარჩელო მოთხოვნის თანახმად, სს „თბილისის თამბაქომ” მოითხოვა 8 571 954 ლარის წლიური 10%, როგორც მიუღებელი შემოსავალი, რომელსაც იგი მიიღებდა თანხის საბანკო ანაბარზე განთავსების გზით.

  • სს „თბილისის თამბაქოს” მესამე სასარჩელო მოთხოვნის თანახმად, ვინაიდან კომპანიამ განიცადა  მრავალმილიონიანი ზიანი, რაც განგრძობად ხასიათს ატარებს, შესაბამისად, შექმნილი მდგომარეობის გამოსწორების მიზნით მრავალწლიანი სარეკლამო კამპანიისთვის, კერძოდ, ბილბორდების, ბანერების მოწყობის, პრომო აქციებისთვის და ა.შ. 10 წელზე გაანგარიშებით საჭირო იყო 25 000 000 ლარი.

  • ამასთან, სს „თბილისის თამბაქოს” მოთხოვნით, ვინაიდან სს „ფილიპ მორისმა” დაარღვია კანონი, მის მიერ მიღებული მოგებაც ასევე უნდა გადაეცეს სს „თბილისის თამბაქოს”, ვინაიდან, რომ არა კანონის დარღვევა აღნიშნული მოგებას სწორედ სს „თბილისის თამბაქო” მიიღებდა. ამ მოთხოვნის საფუძველზე კი „ფილიპ მორისს” სასამართლომ  15 000 000 ლარი დააკისრა.

  • სასამართლომ ასევე გაიზიარა „თბილისის თამბაქოს” პოზიცია, რომ ზიანის მიყენება „გრძელდება და არის ხანგრძლივად გაგრძელების პერსპექტივით” და „ფილიპ მორისს” დაეკისრა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება შემდგომი 10 წლის განმავლობაში სათანადო სამეწარმეო საქმიანობით მისაღები შემოსავლის ასანაზღაურებლად 42 859 770 ლარის ოდენობით.

საბოლოო ჯამში, კომპანია „ფილიპ მორისს” რომც დაერღვია საქართველოს კანონმდებლობა,  10 თებერვლის გადაწყვეტილებით,  „თბილისის თამბაქოს” მიეკუთვნა იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე რეალური ზიანი შეიძლებოდა ყოფილიყო. განსაკუთრებით დასაბუთებას მოკლებულია, შემდგომი 10 წლის განმავლობაში სს „თბილისის თამბაქოსთვის” სავარაუდოდ მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად „ფილიპ მორისისთვის”  43 მილიონამდე თანხის დაკისრება  და უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენებით დამატებით 15 მილიონი ლარის გადახდის დავალება. საერთო ჯამში, სამართლოს მიერ დაკისრებულმა თანხამ 90 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, მაშინ როდესაც, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, რეალურად „თბილისის თამბაქოსათვის” მიყენებული ზიანი შეიძლებოდა ყოფილიყო  8 571 954 ლარი და 8 571 954 ლარის წლიურ 10%, ანუ მოგება და მიუღებელი შემოსავალი.  

მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ აღნიშნული თანხის ანაზღაურება სოლიდარულად დაეკისრათ როგორც საქართველოში არსებული კომპანია - შპს „ფილიპ მორის საქართველოს“, ისე მის დამფუძნებელს და 100% წილის მფლობელს „ფილიპ მორის ეს.ეის“. სასამართლო თავადვე მიუთითებს გადაწყვეტილებაში, რომ, როგორც წესი,   შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორი არ აგებს პასუხს კომპანიის პასუხისმგებლობისთვის, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. მოცემული საგამონაკლისო შემთხვევა კი გადაწყვეტილებაში სასამართლოს მხრიდან სათანადოდ დასაბუთებული არ ყოფილა.

ვინ განიხილავდა ფილიპ მორისის საქმეს

მოცემულ დავას იხილავდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე, რომელიც 2016 წელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით გამწესდა თანამდებობაზე. საინტერესოა, ის გარემოება, რომ მსგავს საქმეზე იმავე დღეს მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძემ, ადგილობრივი თამბაქოს მწარმოებელი კომპანია „ომეგას” სასარგებლოდ 270 მილიონამდე ლარით დააჯარიმა კიდევ ერთი თამბაქოს მწარმოებელი საერთაშორისო კომპანია „ბრითიშ ამერიქან თობაქო.” ასევე, გავრცელებული ინფორმაციით იგივე მოსამართლე განიხილავს „ტერა ბანკის” საქმესაც, რომლის განხილვისას დაფიქსირებულ შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით „საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნულ კომიტეტს საქართველოში”  შეტანილი აქვს დისციპლინური საჩივარი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

რას წარმოადგენს „ფილიპ მორისი”

“Philip Morris International” მსოფლიოში თამბაქოს მწარმოებელი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც მსოფლიოში მაღალი რეპუტაციით სარგებლობს. ის აწარმოებს ბრენდებს MARLBORO, PARLIAMENT, L&M, CHESTERFIELD და BOND STREET. ფილიპ მორისი საქართველოში 1996 წლიდან ოპერირებს. შპს „ფილი მორისი საქართველო” არის “Philip Morris International”-ის შვილობილი კომპანია და აქვს ოფისები თბილისსა და ბათუმში. კომპანიას უშუალოდ, ასევე დისტრიბუტორებისა და პროდუქციის გაყიდვების მეშვეობით ასობით ადამიანი ჰყავს დასაქმებული. „ფილიპ მორისი” სახელმიწფო ბიუჯეტის ერთ-ერთი უმსხვილესი გადამხდელია. უკანასკნელი 10 წლის მანძილზე „ფილიპ მორისის” პროდუქციის გაყიდვით 900 მილიონი ლარი შევიდა სახელმწიფო ბიუჯეტში.

რას წარმოადგენს „თბილისის თამბაქო”

სააქციო საზოგადოება „თბილისის თამბაქო”, 1998 წლიდან  წარმოადგენს თამბაქოს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ადგილობრივ მწარმოებელს საქართველოს ბაზარზე. კომპანიის ცნობილი ბრენდი „პირველი” შედის ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი რაოდენობით გაყიდვად სიგარეტის ბრენდთა სამეულში. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სს „თბილისის თამბაქო” სავარაუდოდ ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილთან ასოცირებული კომპანიაა, რომლის სახელსაც არაერთი გახმაურებული  სასამართლო დავა უკავშირდება.

დასკვნა

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო გადაწყვეტილებაში მოყვანილი არასაკმარისი არგუმენტაცია, დავის დაჩქარებული  წესითა და შესაძლო პროცედურული დარღვევებით განხილვა წარმოშობს ლეგიტიმურ კითხვებს საქმის ობიექტურ განხილვასთან დაკავშირებით და ამყარებს ეჭვებს სასამართლოს მიკერძოებულობასთან დაკავშირებით. დავის სირთულიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სასამართლოს მხრიდან გადაწყვეტილების სათანადო დონეზე დასაბუთება, მით უფრო, როდესაც დავის ერთ-ერთ მხარეს საერთაშორისო ბაზარზე მოქმედი თამბაქოს უმსხვილესი მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანია წარმოადგენს. სასამართლოს მიერ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღებით ცალსახად ზიანდება საინვესტიციო გარემო და ქვეყნის იმიჯი, რაც საბოლოო ჯამში ზიანს სწორედ სახელმწიფო ბიუჯეტს და ქვეყნის ეკონომიკას აყენებს. იმედს გამოვთქვათ, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში საქმის განხილვა გამორიცხავს იმ ეჭვებს, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას წარმოიშვა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” წლებია ახდენს სასამართლოში მიმდინარე პროცესების მონიტორინგს. აღნიშნული საქმე არ არის პირველი, რომლითაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” დაინტერესდა და შეისწავლა. 2015 წელს ჩვენმა ორგანიზაციამ ასევე შეისწავლა ერთ-ერთი სამოქალაქო დავა, სადაც ასევე იკვეთებოდა სავარაუდო ინტერესთაკონფლიქტისა და კორუფციის შემთხვევა. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ვრცელდება ინფორმაცია ზოგიერთ სამოქალაქო საქმეზე სავარაუდო ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის შესაძლო ფაქტების შესახებ", _ აღნიშნულია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" კვლევაში.

 „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” ოფიციალურად მიმართავს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით შესაბამისი რეაგირებისთვის.




 ახალი ამბები
  • მაშ ასე, მოემზადეთ _გაიცანით მაღალქულიანი აბიტურიენტები ჩოხატაურიდან!ეროვნულ გამოცდებში ისტორიის შედეგები რამდენიმე საათის წინ გამოცხადდა. "გურია ნიუსი" იმ აბიტურიენტებს გაგაცნობთ, რომლებმაც გამოცდაში მაღალი ქულები დაიმსახურეს: ჯერჯერობით, მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 57 ქულით ჩაისუბნის სკოლის კურსდამთავრებული რატი რამიშვილი ლიდერობს. დანარჩენი აბიტურიენტების ქულები ასეთია: პირველი საჯარო სკოლა: მარიამ ტიშჩენკო _ 55 ქულა; ერეკლე მამალაძე _ 50 ქულა. სამრევლო სკოლა: ცოტნე გოცაძე _ 55 ქულა; ნინი მგალობლიშვილი _ 55 ქულა; ალექსანდრე წეროძე _ 52 ქულა; ქეთი ჩხიკვაძე _ 51 ქულა;  ნიკა ბედინეიშვილი _ 50 ქულა.  შეგახსენებთ, რომ ეს არ არის აბიტურიენთა შედეგების სრული სია, აქ მხოლოდ იმ კურსდამთავრებულთა შედეგებია გამოქვეყნებული, რომლებიც "გურია ნიუსს" ... ...
  • საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო დააჯილდოვდაჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2019 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) დააჯილდოვა. მსაგვსი ჯილდო მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წელსაც აქვს მიღებული. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ 2019 წელს განხორცილდა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მდგომარეობის შეფასება, რომელიც მოიცავს საჯარო ინფორმაციის გაცემის ტენდენციების ანალიზს 2010-2019 წლებში და საჯარო დაწესებულებათა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის რეიტინგებს.რეიტინგებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 100 % აქვს მინიჭებული. "აღნიშნული შედეგი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლების დაუღალავი შრომის შედეგია, რომლებიც მუდმივად ორიენტირებულნი არიან მოქალაქეთა საჭიროებებზე", _ ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ ... ...
  • "ბაჩალიაშვილის საქმე" _ პოლიცია ZAG-ის თანამშრომლების სახლებს ჩხრეკსკომპანია ZAG-ის დირექტორის და ყველა თანამშრომლის სახლში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ჩხრეკა ყველგან ერთდროულად დაიწყო. კონრკეტულად რას ეძებენ კომპანიის თანამშრომლების ბინებში უცნობია, თუმცა დღევანდელ საგამოძიებო მოქმედებას ZAG-ის წარმომადგენლები ბაჩანა ლობჟანიძის ბრალდებებს უკავშირებენ. გრძელდება "ბაჩანას გამოძიება" ... ყველანაირი ინფორმაცია კომპანიას და კომპანიის თანამშრომლებს მიწოდებული აქვთ. ბაჩანას მითითებებით და ბაჩანას აზრებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით რისი მიღწევა უნდათ არ ვიცი. მაქვს კითხვა საგამოძბებო ორგანოებთან, ჩატარდა თუ არა თვითონ ბაჩანა ლობჟანიძის სახლში ჩხრეკა - ამბობს კომპანიის ადვოკატი, რომელიც სახლებში, ჩხრეკის საჭიროებას ვერ ხედავს. კომპანიის დირექტორის სახლში უკვე დასრულდა საგამოძიებო მოქმედებები. ბინიდან პოლიციამ ტექნიკა და კომპიუტერები ამოიღო. კომპანიის იურისტის, მამუკა ჭაბაშვილის ინფორმაციით, გამოძიებამ მათ 1 აგვისტოთი დათარიღებული ჩხრეკის ოქმი წარადგინა, რაც მასში ეჭვს იწვევს, რატომ დასჭირდა 1 კვირა გამოძიებას ჩხრეკის ჩასატარებლად, თუ ფიქრობდნენ, რომ ბინებში საქმისთვის მნიშვნელოვან ფაქტს იპოვიდნენ. პარალელურად კი გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები დღეს ისევ შსს-ში დაიბარეს. ოჯახს გამოძიების მასალები უნდა გააცნონ. ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, მათ თანხებისა და ტრანზაქციების ისტორიები აინტერესებთ.  წყარო: ... ...
  • ვის ეკუთვნის “პარვუს ჯგუფი”, რომელიც ოზურგეთში ინტერნეტის ინფრასტრუქტურას მოაწყობსსაქართველოს საყოველთაო ინტერნეტიზაციის საპილოტე პროექტი გურიიდან იწყება. პროექტი განხორციელდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სადაც ფართოზოლოვანი ინტერნეტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყობა 49 სოფლისთვის. პროექტს კომპანია “პარვუს ჯგუფი” განახორციელებს, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ 10-მილიონიანი ხელშეკრულება უტენდეროდ გააფორმა.კომპანია “პარვუს ჯგუფი” 2019 წლის მარტშია შექმნილი და მისი დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ყოფილი ხელმძღვანელი სულხან ზუმბურიძეა. ზუმბურიძემ სახელმწიფო კომპანია, რომელიც წლების განმავლობაში ზარალიანი სახელმწიფო უწყება იყო, 2018 წელს დატოვა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული შესაბამისობის ანგარიშის მიხედვით, 2014-2017 წლებში კომპანიამ 76,708,726 ლარის ზარალი განიცადა, თუმცა “აღნიშნულ პერიოდში, მისი ადმინისტრაციული ხარჯები ხშირად არაგონივრული იყო”. კომპანიაში დარჩენილი 50%-იანი წილი ეკუთვნის მამუკა პაპუაშვილს, რომელიც ასევე წლების განმავლობაში მუშაობდა ამავე სახელმწიფო კომპანიაში, ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე.კომპანიის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე ვკითხულობთ, რომ ,,პარვუს ჯგუფის“ მისიაა ხელი შეუწყოს საქართველოში ელექტროენერგეტიკული სექტორის განვითარებას; განახორციელოს განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ჰიდრო, ქარის და მზის ელექტროსადგურების მშენებლობა. ასევე, გაწიოს ელექტროენერგეტიკის სექტორში საკონსულტაციო მომსახურება.რატომ შეარჩია ეკონომიკის სამინისტრომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის განხორციელებისთვის “პარვუს ჯგუფი”?ეკონომიკის სამინისტრო აღნიშნავს, რომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთის სამიზნე გეოგრაფიულ არეალში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობის განსახორციელებლად „ოუფენ ნეტმა“ ბაზრის/ფასთა კვლევა მიმდინარე წლის 9 მარტიდან გამოაცხადა, რომლის საფუძველზეც საუკეთესო წინადადების მქონე კომპანია - შპს „პარვუს ჯგუფი“ შეირჩა. აქვე აღნიშნულია, რომ კომპანიას განხორციელებული აქვს არაერთი მასშტაბური სახელმწიფო და კერძო პროექტი.სანამ მთავრობა ამ გადაწყვეტილებას მიირებდა, 10-მილიონიანი ხელშეკრულების უტენდეროდ გაფორმებისთვის “ოუფენ ნეტმა” საქართველოს მთავრობასა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა. განაცხადში აღნიშნული იყო, რომ ძირითადი ინფრასტრუქტურის გაყვანა დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო, რის გამოც შემსყიდველი უწყებებისგან ხელშეკრულების გაფორმების ნებართვას უტენდეროდ ითხოვდა.“წინასწარი დაგეგმვა შეუძლებელი იყო იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნულ დადგენილების საფუძველზე, საპილოტე რეგიონი, შესაბამისი კომისიის მიერ განისაზღვრა 2020 წლის 9 მარტს, რის შემდეგაც ოუფენ ნეტმა დაუყოვნებლივ დაიწყო ბაზრის კვლევა პოტენციური მიმწოდებლებისა და პროექტირება-მშენებლობის ფასის დადგენის მიზნით (სულ გაეგზავნა 5 კომპანიას). აღნიშნულ ბაზრის კვლევაში მონაწილეობა არცერთ კომპანიას არ მიუღია. აქედან გამომდინარე ოუფენ ნეტმა გაზარდა მიმწოდებლების რაოდენობა (17 კომპანია) და 8 აპრილს გამოცხადდა ხელახალი ბაზრის კვლევა. COVID-19-თან დაკავშირებული პანდემიისა და ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო, მიმწოდებლების მოთხოვნის საფუძველზე საჭირო გახდა ბაზრის კვლევის ფარგლებში წინადადებების წარმოდგენისათვის განსაზღვრული ვადის (23.04.2020) გაგრძელება 06 მაისამდე. შედეგად გამოვლინდა 2 პოტენციური მიმწოდებელი. აღნიშნულ მიმწოდებლებს შორის საუკეთესო წინადადების გამოვლენის მიზნით, ოუფენ ნეტმა დამატებით ჩაატარა ბაზრის კვლევა, რომელიც დასრულდა 18 მაისს,”- ნათქვამი იყო სახელმწიფოს კუთვნილი ა(ა)იპ-ის “ოუფენ ნეტის” განცხადში.საყოველთაო ინტერნეტიზაციასაქართველოში ინტერნეტიზაციის პროექტზე საუბარი, ხუთ წელზე მეტია მიმდინარეობს, თუმცა მისი აქტიური განხორციელება მხოლოდ ახლა იწყება. პროექტისთვის მთავრობამ “ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს” ბაზაზე სპეციალური იურიდიული პირი - "Open Net-ი” 2015 წლის 21 ივლისს დააფუძნა.2020 წლის იანვარში მთავრობამ ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების ახალი სტრატეგია დაამტკიცა. მის თანახმად, მთავრობა დააფინანსებს ინტერნეტ ინფრასტრუქტურის გაყვანას იქ, სადაც კერძო სექტორს ამის ინტერესი ნაკლებად აქვს.ეკონომიკის სამინისტროს გეგმით, 2025 წლისთვის შინამეურნეობების 100%-ს უნდა ჰქონდეს 100 მეგაბიტ წამის ინტერნეტთან წვდომა, ხოლო ბიზნესებს - 1 გიგაბიტ წამის სიჩქარის ინტერნეტთან. თავდაპირველად, ინტერნეტიზაციის პროექტის დამფინანსებლად ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდი “ქართუ” დასახელდა. ამის შესახებ განცხადება 2016 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ “ქართუ” ინტერნეტიზაციაში $100 მილიონ დოლარს დახარჯავდა. დღეს მთავრობა ამ პროექტის დაფინანსების ერთ-ერთ შესაძლო წყაროდ მსოფლიო ბანკს განიხილავს. ... ...
  • რატომ გადადგა ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც პოსტს 2012 წლიდან იკავებდა, გადადგა. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, ბესიკ ესებუამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე, გუშინ დატოვა. "გურია ნიუსის" სატელეფონო ზარებს თავად ესებუა არ პასუხობს. ინფორმაციის გადასამოწმებლად, ჩვენ, ასევე, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერსაც დავუკავშირდით. დავით გოგუასათვის ბესიკ ესებუას გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა. "სიმართლე გითხრათ, არ ველოდი. გული დამწყდა,მაგრამ წარმატებებს ვუსურვებ ნებისმიერ ასპარეზზე", _ ამბობს "გურია ნიუსთან" გოგუა. ცნობისთვის, ბესიკ ესებუა საკრებულოს თავმჯდომარედ 2012 წელს, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...