"სასწაულია! ჩემთან "მთავრობის კაცს" პირველად ვხედავ!" _ გამოხმაურება "გურია ნიუსის" სტატიაზე

საზოგადოება

"სასწაულია! ჩემთან "მთავრობის კაცს" პირველად ვხედავ!" _ გამოხმაურება "გურია ნიუსის" სტატიაზე

2019 სექ 30 09:48:35

ახლახან, "გურია ნიუსში" გამოქვეყნდა სტატია _ "გასწორხაზოვნებით, მდინარე არა და, მე კი გამასწორეს მიწასთან!", რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში მცხოვრები მარტოხელა პენსიონერის, შორენა სიმონიშვილის პრობლემას ეხებოდა. იგი 2005 წლიდან არა ერთხელ დაზარალდა სტიქიით  თუ კერძო პირების განუკითხავი ქმედებით, რის შესახებაც ჩვენც არაერთხელ ვწერდით, თუმცა, მან  ვერც პასუხი  და ვერც დახმარება ვერასდროს ვერსაიდან ვერ მიიღო.

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, "გურია ნიუსს" დაგვიკავშირდა სოფელ  შემოქმედის წარმომადგენელი  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში თამაზ (გუჯა) ბურჭულაძე, რომელმაც გვითხრა, რომ მისთვის არასდროს მიუმართავს შორენა სიმონიშვილს და გვთხოვა, ერთად მივსულიყავით მარტოხელა პენსიონერის საკარმიდამო ნაკვეთში, რათა ადგილზე ენახა ქალბატონის პრობლემები.

ჩვენს დანახვაზე შორენა სიმონიშვილმა ემოცია ვერ დამალა:

_ სასწაულია! "მთავრობის კაცს" პირველად ვხედავ ჩემს ეზოში. ერთხელ მოადგნენ უკანა მხრიდან და ისიც იმიტომ, რომ ორასწლოვანი ქვის ღობე მოანგრიეს ტრაქტორით და გადარეული ბჟუჟი "მომიშვირეს". ღმერთი მოგეხმაროთ! სამი შენი ხნის ვარ, ნენა და არ მინახიხარ ამ შემოქმედში. იქნება, შენ მაინც აღმოჩნდე ღვთისნიერი. მადლობას გიხდით. ზრდილობა არ მესწავლება მე, მაგრამ გამამწარეს ნამეტანი, _ უთხრა ქალბატონმა შორენამ ბურჭულაძეს.

_ როცა სტიქია დაგატყდება თავს და ადამიანიც წაეხმარება შენს საწინააღმდეგოდ მავნებლური ქმედებით, იყვირებ, აბა, რას იზამ?! 2005 წლიდან არაერთხელ დამაზარალა სტიქიამ _ რამდენიმე ხე წაიქცა და პირუტყვის სადგომსაც დაეცა. შვიდი ძირი, ლამის, ასწლოვანი საშეშე ხე ბჟუჟმა მოთხარა და წაიღო; ბლისა და წაბლის მრავალწლოვანი  ნაყოფიერი ხეები "ენერგოპროს" ხალხმა დაუკითხავად მომიჭრა და ეზოში დაყრილი დამახვედრეს! ადამიანივით დავიტირე... ახლა მდინარისგან მიწა ყოველდღე ხელიდან მეცლება, პირუტყვი წყალში რომ არ დამეხრჩოს,  ამისთვის ვითხოვ დახმარებას. მე შესაღობი მასალის ყიდვის საშუალება არ მაქვს. ჩემი ლუკმისთვის და წამლისთვის თუ ვინმე შემიწუხებია ოდესმე, აგერაა სოფელი, _ ტირილმორეულმა, კიდევ ერთხელ მოყვა საკუთარი გასაჭირის შესახებ სიმონიშვილი.

_ მე, რაც თქვენ ამირჩიეთ სოფელში, არასდროს  მოგიმართავთ. როგორც კი წავიკითხე და გავიგე, სასწრაფოდ მოვედი, რომ ადგილზე გავეცნო თქვენს პრობლემას. ვწუხვარ, რომ სოფელში მარტოხელა ადამიანს  თუ ასეთი პრობლემები შეექმნა  და ამას მედიის საშუალებით ვიგებ, _ უთხრა მას თამაზ ბურჭულაძემ და ქალბატონ შორენასთან ერთად დაათვალიერა  საკარმიდამო ნაკვეთის, ბჟუჟის გასწვრივ მდებარე სიგრძივი ზოლი, რომლის მოსაზღვრედ მდინარე მიედინება და  ყოველი ადიდებისას იტაცებს მიწის ნაწილს, რის შემდეგაც  თანდათან ეზოს სიღრმეში მოიწევს.

_ უცოდინრობა და გულგრილობა სოფელს კი არა, ქვეყანას ანგრევს. 2005 წელს, როცა პირველად მივაკითხე ხელისუფლებას, სტიქიისგან მოყენებული ზარალის სათქმელად, "ნაციონალებს" სასაცილოდ არ ეყოთ _ "ეცოტავათ" ჩემი ზარალი. მერე, 2015-ში, სოფლის გამგებელმა ბესო ლომინაძემაც იგივე გაიმეორა _  შენი სამი ძირი ხე კი არა, მე ნახევარი სათხილე წამართვა ბჟუჟმაო, _ მომახალა. გაზეთი სულ წერდა ამის შესახებ, მაგრამ დღემდე აქ ფეხი არავის მოუდგამს. რა ვიწვალე, არავინ იცის. შვიდი უზარმაზარი ხე რომ მოთხარა მდინარემ, შეშად რომ დამემუშავებინა, მუშის ფული არ მეყო და ნაწილი დამიხერხა ქირაზე მომუშავემ. დანარჩენი დალპა. ახლა მოთხრილ ხეებს ვინ დაეძებს, პირუტყვი  დამეხრჩობა წყალში და ულუკმაპუროდ დავრჩები. თქვენ რომ უფრო არ შეწუხდეთ მერე ჩემ გამო, ახლა დამეხმარეთ, პირველ რიგში, ეზოს ეს ნაწილი შემაღობინოთ იქნებ, სადაც ხრამებად ქცეული კალაპოტი მესაზღვრება, _ უთხრა სიმონიშვილმა ბურჭულაძეს.

_ ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ვეთანხმები ქალბატონ შორენას. აშკარა პრობლემაა, როგორც ვხედავ, 60-70 მეტრი სიგრძის მონაკვეთია ყველაზე საფრთხის შემცველი და დღეისთვის ამ პრობლემის მოგვარებაზე ვიზრუნებთ. ვუშუამდგომლებთ მერიასთან, როგორც წესი და რიგია _ განცხადებას დაწერს. რაც შეეხება ჯებირს, ამ ეტაპზე ეს უცებ არ გაკეთდება. აუცილებელია ადგილზე სპეციალისტების მოსვლა, საკითხის შესწავლა და ამის შემდეგ უნდა დაიგეგმოს, რა და როგორ გაკეთდება. ვიმედოვნებ, ახლო მომავალში ეს გაკეთდება. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ქალბატონს, რაც ჩვენ ხელისუფლებაში ვართ _ ადგილობრივ თვითმმართველობას ვგულისხმობ, განცხადებით არ მოუმართავს. კერძო საუბარში რა და ვისთან ისაუბრა, ჩემთვის არც ეს ყოფილა ცნობილი, თორემ დაუყოვნებლივ მოვიდოდი აქ, როგორც დღეს მოვედი. ეს ყველაფერი ჩემთვის გაზეთის საშუალებით გახდა ცნობილი, _ თქვა თამაზ ბურჭულაძემ.

შორენა სიმონიშვილმა განმარტა ისიც, რომ ის 2005 წლიდან მოყოლებული ზარალის ანაზღაურებას არავის სთხოვს და არც პასუხისმგებლობას აკისრებს ვინმეს. ახლა მხოლოდ ეზოს იმ ნაწილის  შეღობვა სურს, რომლის გასწვრივი ხაზი ხრამებად არის ქცეული.

_ კიდევ არ მჯერა, რომ ჩემთვის ვინმემ მოიცალა. ღმერთმა  გიშველოთ, გაზეთსაც და თქვენც, _ უთხრა მან ბურჭულაძეს.

ამავე დღეს, ცოტა მოგვიანებით, შეგვეხმიანა თამაზ ბურჭულაძე და გვითხრა, რომ ის სიმონიშვილის პრობლემის შესახებ მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს, ირაკლი სირაძეს ესაუბრა:

_ ვესაუბრე ბატონ ირაკლის და მან დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. რამდენიმე დღე არ დაგვაგვიანდება, სიმონიშვილს ამ ეტაპზე მოსაგვარებელი პრობლემა გადავუჭრათ, _ გვითხრა სირაძემ.




 ახალი ამბები
  • პარლამენტის კენჭისყრის შედეგები ჩემთვის სამწუხარო იყო - ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელიევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს აფასებს. ​ჰარცელის განცხადებით, აუცილებელია დიალოგის სწორი მიმართულებით წარმართვა. ევროკავშირის ელჩის თქმითვე, ხელისუფლებამ ნდობის მოპოვება ხელახლა უნდა შეძლოს. "გასულ კვირას, საკონსტიტუციო ცვლილებებზე პარლამენტის კენჭისყრის შედეგები ჩემთვის სამწუხარო იყო. არა იმიტომ, რომ ევროკავშირს აქვს საკუთარი პოზიცია საარჩევნო სისტემის შესახებ, არამედ იმიტომ, რომ მოსახლეობამ უნდა აირჩიოს არჩევნების ჩატარების წესი. მნიშვნელოვანია ნდობის თავიდან მოპოვება და დიალოგის დაწყება, რომელშიც ორივე მხარე უნდა ჩაერთოს," - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა ... ...
  • ვინ არიან ოზურგეთელი მეორესკოლელები, რომლებმაც უცხოენის ოლიმპიადაში 40-დან 40 ქულა აიღესეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურში, ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მაღალი რეიტინგული შეფასება დაიმსახურეს და მეორე ტურში 27 მოსწავლე გადავიდა.  _ შედეგების მიხედვით II ტურში გადავიდა სულ 27 მოსწავლე, ამათგან სამი მოსწავლე დოლიძე ანა (ინგლისური ენა), თავართქილაძე თამარ (ინგლისური ენა, რუსული ენა) მელუა ანა (რუსული ენა) რესპუბლიკის მასშტაბით, რეიტინგით I ადგილზე არიან. მათ  40-დან 40 ქულა მოიპოვეს ამ საგნებში.  რეიტინგულად წარმატებები აქვთ, ასევე, მოსწავლეებს მათემატიკაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ისტორიაში, ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებში, _ თქვა „გურია ნიუსთან“ სკოლის დირექტორმა ფატი სიორიძემ.   „გურიანიუსი“  გამარჯვებულ მოსწავლეებს წარმატებებს უსურვებს შემდგომი ... ...
  • „გევედრებით, დამეხმარეთ პატარა ანგელოზის გადარჩენაში“ავსტრიაში წასული ქართული ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს, თანხა 2 წლის ბავშვის გადასარჩენად რამდენიმე დღეა გროვდება. როგორც ანიტას დედა ამბობს, ინტერნეტში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ვიღაც ბინას აგირავებს, ვიღაც მანქანას ყიდის, ვიღაც თავის საკოლექციო წიგნებს, ტანსაცმელს, საკუთარ ნახატებს. თავისთვის ძვირფას ნივთებს იღებენ ანიტასთვის.  უფრო მეტიც, 34 წლის ბიჭმა პატარას გადასარჩენად საკუთარი გულის გაღებაც კი შესთავაზა, თუმცა, 2 წლის ბავშვის გადასარჩენად, დრო ცოტა, მკურნალოსბისთვის საჭირო დიდი თანხის შესაგროვებლად კი ხალხის კიდევ უფრო მეტად თანადგომაა აუცილებელი. პატარა ანიტას დაუდგინდა უმძიმესი დაავადება- დილატაციური კარდიომიოპათია. რადგან დაავადების მკურნალობა საქართველოში არ ხდება, ოჯახმა გადაწყვიტა ბავშვის ავსტრიაში წაყვანა და ქვეყანას ლტოლვილად ჩაბარდა. ოჯახის ინფორმაციით, 2 წლის ანიტას გადასარჩენად ოპერაცია უმოკლეს ვადაშია ჩასატარებელი, მაგრამ ვიდრე გულის ტრანსპლანტაციისთვის თანხის მოგროვება და დონორის პოვნა იქნება შესაძლებელი, ბავშვს გულის ხელოვნურად ასამუშავებლად სპეციალური აპარატი უნდა ჩაუდგან, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. „გურია ნიუსი“ მარიკა სადრაძის მიმართვას, რომელსაც ის ფეიბუქ გვერდზე ავრცელებს, უცვლელად გთავაზობთ: „მეგობრებო, ვწერ ნახევრად მკვდარი, ნახევრად ცოცხალი. ჩემი პატარა ცუდადაა, მისი დიაგნოზია დილატაციური კარდიომიოპათია. ვხედავ, რომ უჭირს სუნთქვა. ყველაზე აუტანელი რამ, რაც შეიძლება ადამიანს აწუხებდეს. მისი მსოფლიოში ულამაზესი თვალები მიყურებენ და შველას მთხოვენ. ალბათ ფიქრობს, რომ დედას ყველაფერი შეუძლია, მხოლოდ „ვაი დედაა“ ასე მეუბნება და ჰგონია, რომ მე ვუშველი. ამ დროს ვზივარ ხელ-ფეხ შეკრული და ვერ ვეხმარები. აუტანელია უკვე ჩემი მდგომარეობა. ვიცი, რომ ყოველდღე მოგმართავენ მსგავსი თხოვნებით,  ვიცი, დაიღალეთ, ამიტომ არ მინდოდა თქვენი შეწუხება. გადავწყვიტეთ ავსტრიაში ლტოლვილად ჩაბარება. გამოვიარეთ უამრავი ტანჯვა, ტკივილი. ამაზე ცალკე წიგნი შეიძლება დაიწეროს, მაგრამ ევროპამ მითხრა, რომ თუ მედიკამენტები უშველის მაგას დავალევინებთ, ხოლო ოპერაცია თუ დასჭირდა, 1 წელი მაინც უნდა იყოთ აქ ნაცხოვრები, რომ გაგიკეთდეთო. ბავშვის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. არათუ 1 წელი, არამედ 1 დღეც კი გადამწყვეტია. 1 წელი ოპერაციაზე ლოდინი თვითონაც იციან, რომ წარმოუდგენელია... სხვა ქვეყნებში ვეღარ მიმყავს, რადგან არ ვიცი ფრენას რამდენად გადაიტანს. ისღა დამრჩენია ისევ თქვენ შეგაწუხოთ, ისევ თქვენ მოგმართოთ. გევედრებით, დამეხმარეთ, რომ ანიტას აქ გავუკეთო ოპერაცია. არსებობს ძალიან კარგი გამოსავალი, ძალიან კარგი გზა, რომელიც გადამირჩენს ჩემს ანგელოზს. უბრალოდ ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ზუსტი კალკულაცია ჯერ არ მაქვს. მაგრამ არც დასაკარგი წამი აღარ მაქვს. დავიღალე ყოველ წუთას იმის შემოწმებით სუნთქავს თუ არა. ჩემი გული ამას ვეღარ უძლებს. მაპატიეთ, მაგრამ უკვე ნორმალური ადამიანი აღარ ვარ. აღარ შემრჩა არანაირი ფსიქიკა და აზროვნების ძალა. გთხოვთ, გაერთიანდით და დამეხმარეთ“,_წერს მარიკა სადრაძე. გთავაზობთ საბანკო ანგარიშის ნომრებს, სადაც ანიტას გადასარჩენად თანხის გადარიცხვაა შესაძლებელი: „დედაჩემის ანგარიშის ნომრები: GE28BG0000000100761966 –  საქართველოს ბანკი მიმღები - ლია ჩხაიძე GE38TB7855945064300017 - თიბისი ბანკი მიმღები ლია ჩხაიძე დედაჩემის პირადი ნომერი: 60001030692 ევროპის ნებისმიერი ქვეყნიდან შეგიძლიათ ამ ანგარიშზე გადმორიცხოთ საკომისიოს გარეშე AT82 1420 0200 1218 8162 მიმღები: Maia Mdinaradse-Steiner. დანიშნულების ველში აუცილებლად უნდა მიუთითოთ "ანიტასთვის" თანხის გადარიცხვა ელექტრონულადაც არის შესაძლებელი, შემდეგ ლინკზე: 2 year old beautiful Anita needs our ... ...
  • რას გადაწყვეტენ ლანჩხუთელი „კონსერვატორები“„მე გუნდი დავტოვე იმის გამო, რომ გუნდმა არ გააკეთა ის, რასაც ხალხს დაჰპირდა“, _ ეს განცხადება „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა  ზვიად ძიძიგურმა გააკეთა.  უმრავლესობის დატოვებასთან დაკავშირებით ზვიად ძიძიგურმა განცხადება 15 ნოემბერს გაავრცელა,  მას შემდეგ, რაც  14 ნოემბერს პარლამენტმა კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ ჩააგდო. როგორც აღმოჩნდა, პარტიის, ლიდერებისგან განსხვავებით, ჯერ არ მიუღიათ გადაწყვეტილება „კონსერვატორების“ წარმომადგენლებს ლანჩხუთის საკრებულოში. „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ ფრაქციის ლიდერი და აკეთის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატის, გოგი მორჩილაძის თქმით, ის კვლავაც უმრავლესობის შემადგენლობაში რჩება და  ჯერჯერობით, არ აქვს გადაწყვეტილი,  სამომავლოდ „ოცნების“  ერთგულებას შეინარჩუნებს თუ უმრავლესობის წევრობას ... ...
  • “აუცილებელია, ბავშვმა გარეთ გაატაროს მინიმუმ 1-2 საათი დღეში, ამინდის მიუხედავად”ალერგოლოგო-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი რჩევას გვაძლევს, როგორ გავაძლიეროთ ბავშვებში იმუნური სისტემა. კულუმბეგოვის თქმით,  იმუნური სისტემა, -ამ თემის შესახებ ბავშვთა და მოზრდილთა  საჭირო რჩევებს იძლევა: “იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი პატარას იმუნური სისტემა მნიშვნელოვანია პატარების ფიზიკური დატვირთვა. აუცილებელია, ბავშვმა გარეთ გაატაროს მინიმუმ 1-2 საათი დღეში, ამინდის მიუხედავად. მნიშვნელოვანია, პატარები დაიტვირთონ ფიზიკურად, რაც გააუმჯობესებს მათ ფიზიოლოგიურ განვითარებას, გაავარჯიშებს გულსისხლძარღვთა და იმუნურ სისტემას.  საძინებელი უნდა იყოს განიავებული, მშვიდი, გრილი (მაქსიმალური ტემპერატურა 18 გრადუსი) თუ ატყობთ, რომ თქვენი პატარას იმუნიტეტი დასუსტებულია და ვერ უმკლავდება ინფექციებს, მიახმარეთ იმუნოკინდი – უსაფრთხო პრეპარატი, რომლის მიღებაც დაშვებულია დაბადებიდანვე”, – ... ...

არქივი

ზაფრანი

შეიძლება თუ არა ვარჯიში, როცა გაციებული ხართ

თუ რეგულარულად ვარჯიშობთ, ალბათ, თქვენთვის...

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?