„საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის“_ ვოშსაბჭოები ქვეყანაში

საზოგადოება

„საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის“_ ვოშსაბჭოები ქვეყანაში

2019 თებ 19 17:10:10

წყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენაზე ადამიანის უფლება საყოველთაო უფლებაა.

წყალზე ადამიანის უფლება ნიშნავს თითოეული ადამიანის უფლებას ხელი მიუწვდებოდეს საკმარისი რაოდენობის, უსაფრთხო, შესაბამისი ხარისხის, ფიზიკურად და ეკონომიკურად ხელმისაწვდომ წყალზე პირადი და საყოფაცხოვრებო საჭიროებებისთვის.

თუმცა, ქვეყანაში არსებობს სკოლები, ბაღები, თავშესაფრები, სოფლები, სადაც  წყლის მიწოდებისა და სანიტარიის პრობლემები დგას.

ამ პრობლემების გამოსავლენად და აღმოსაფხვრელად ქვეყანაში ამ დროისთვის 7 Wash საბჭოა შექმნილი, საიდანაც 4 ქვემო ქართლში, 3 კი კახეთში ფუნქციონირებს.

რას აკეთებენ ე.წ. Wash საბჭოები, ვინ არიან წევრები და იგეგმება თუ არა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მათ შორის, გურიაში მათი შექმნა _ამ საკითხებზე „გურია ნიუსი“  კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის, CENN-ის კოორდინატორს, მარიკო წიქორიძეს გაესაუბრა.

როგორც წიქორიძე ამბობს, Wash საბჭოები 1 წელია რაც შეიქმნა და კიდევ 3 წელი იქნება  მონიტორინგის ქვეშ.

„მათი ძირითადი ფუნქციაა, რომ იყვნენ ჩართულები ყველა პროცესში რაც წყალს, სანიტარიას და ჰიგიენას უკავშირდება. ამ Wash საბჭოების წევრები არიან ერთის მხრივ როგორც აქტიური ადამიანები, იმ ლოკაციებიდან და სოფლებიდან, რომლებიც ჩვენი პროექტის სამიზნეა, ასევე თვითმმართველობის მერიის წარმომადგენლები, იმიტომ რომ უფრო გაგვემარტივებინა პრობლემის მოგვარების საკითხი, რომ აგვეცილებინა თავიდან ბიუროკრატიული ელემენტები, დროში გაწელვა და მყისიერი ყოფილიყო სხვადასხვა პრობლემების მოგვარება, რაც პრინციპში მოვახერხეთ. ერთობლივი მუშაობის შედეგად არაერთი პრობლემა მოგვარდა თეთრწყაროში, მარნეულში, დმანისში. თუმცა, კიდევ უფრო მეტია მოსაგვარებელი“,_ამბობს წიქორიძე.

მისი თქმით, Wash საბჭოების წევრების მოვალეობაა მათ ირგვლივ არსებული პრობლემური საკითხების გამოვლენა და აღმოსაფხვრელად რეაგირება.

„Wash  საბჭოების წევრების ძირითადი მოვალეობაა, რომ წარმოადგინონ წერილობით პრიორიტეტული და პრობლემატური საკითხები, რაც მათ ირგვლივ დგას და არა მხოლოდ მათ სოფლებში, არამედ სხვა სოფლებშიც ხდება. შედეგ ვაკეთებთ განხილვას რა პრობლემების წინაშე დგას Wash საბჭო, რომელი უფრო  პრიორიტეტულია, რომ გადაიჭრას. ჩვენ პროექტს აქვს პილოტური პროექტების გახორციელების საშუალება, რომელშიც შემდეგ უკვე თანადაფინანსებით შემოდის თვითმმართველობ, არის კიდევ მესამე კომპონენტი, ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცი ევროკავშირი „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ პროექტის ფარგლებში ადამიანის უფლებათა ცენტრი, რომელიც იურიდიული და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მუშაობს და ძირითადად ადვოკატირების საშუალებით ცდილობს  გარკვეული პრობლემების მოგვარებას. რაც ძალიან გვეხმარება.  ეს არის მთლიანად Wash საბჭოების მუშაობის ძირითადი მიმართულება“,_ამბობს წიქორიძე.

CENN-ის კოორდინატორის თქმით, ქვემო ქართლისა და კახეთის გარდა, სხვა რეგიონებშიც იგეგმება მსგავსი აქტივობა, მათ შორის, გურიაშიც.

Wash სათემო ინიციატივის ფარგლებში იგეგმება, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით შევისწავლოთ და მოვამზადოთ Wash ტექნიკური ანალიზი. რა მდგომარეობაა საქარველოს სკოლებში, ბაღებში და თავშესაფრებში. მართალია, ყველგან ფიზიკურად ვერ შევძლებთ, რომ შევიდეთ, მაგრამ ყველა რეგიონს მოვიცავთ და ვეცდებით იმ სკოლებში, ბაღებში, თავშესაფრებში შევიდეთ, სადაც ყველაზე რთულად დგას ეს პრობლემა“,_ამბობს წიქორიძე.

რაც შეეხება, რამდენად მდგრადი იქნება Wash საბჭოები 3 წლის შემდეგ და რამდენად გააგრძელებენ ისინი პროექტის დასრულების შემდეგ მუშაობას, CENN-ის კოორდინატორი ამბობს, რომ საჭიროა წევრს კარგად ჰქონდეს გათავისებული სოციუმის პრობლემები, იყოს აქტიური და იცოდეს, როგორ დაიცვას საკუთარი უფლებები.

„თუ Wash საბჭოს წევრი კარგად აქვს გათავისებული რა სოციუმში ცხოვრობს და რა პრობლემების წინაშეა და ასე ვთქვათ აქტიურია ამ მიმართულებით და ჩართულია პროცესში მას არ გაუჭირდება პრობლემის მოგვარება და თან საკუთარი უფლებების დაცვა. საკუთარი უფლებების დაცვაში ვგულისხმობ, რომ თუკი არ გვეძლევა საშუალება, რომ წყალზე გვქონდეს ხელმისაწვდომობა 24 საათიანი ან გამაფრთხილებელი სმს შეტყობინების შემდეგ კომპანია გვიწყვეტს წყალს, ვალდებულია, რომ საკმარისი რაოდენობის წყალი მოგვიტანოს. თუ არ მოაქვს, უკვე ჩვენი უფლებაა, რომ დავურეკოთ და ვუთხრათ. საზოგადოების დიდმა ნაწილმა ეს არ იცის. Wash საბჭოს წევრების ცნობიერების ამაღლება ამ მიმართულებითაც მოვახერხეთ“,_ამბობს წიქორიძე.




 ახალი ამბები
  • ,,მშვიდობით, ვანიჩკა, შეხვედრამდე, შეფ!"- ივანე ხუხუნაიშვილი გარდაიცვალა47 წლის ასაკში, გულის შეტევით, მოულოდნელად გარდაიცვალა სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი, ივანე ხუხუნაიშვილი. 1996 წლიდან ის იკავებდა საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობას. 2017 წლიდან იყო სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. ივანე ხუხუნაიშვილი ლანჩხუთელია, სადაც  დედასთან და მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. ივანე ხუხუნაიშვილის მამა, ლუდვიგ ხუხუნაიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა სამტრედიის სამხედრო კომისრად. დღეს მთელი დღეა, საკრებულოს თანამშრომლები სამძიმარს იღებენ და უდიდეს გულისტკივილს გამოთქვამენ არაჩვეულებრივი ადამიანის, განათლებული და კეთილშობილი ხელმძღვანელი პირის გარდაცვალების გამო. სოციალურ ქსელში ადამიანები ივანე ხუხუნაიშვილს მოსაფერებელი სახელით ემშვიდობებიან: ,,მშვიდობით, ვანიჩკა, შეხვედრამდე, ... ...
  • მწვრთნელს მძლეოსნობაში, მარინა კოტრიკაძეს დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭასაქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის წოდება მიანიჭა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების მწვრთნელს მძლეოსნობაში, მარინა კოტრიკაძეს. ინფორმაციას ამის შესახებ ოზურგეთის მუნიცილალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების პრესსამსახური ... ...
  • ტყემალაძე: "ვთხოვ ყველას, თავი შეიკავონ"საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, კუხიანიძის პოსტი იყო არაკორექტული, ხვალ გაიმართება უმრავლესობის სხდომა, რომლის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. „ეს განცხადება იყო ემოციური, არაკორექტული და შესაბამისად, მე მინდა ვთხოვო ყველას, თავი შეიკავონ, განსაკუთრებით ამ პერიოდში, ზოგადად ასეთი განცხადებების გაკეთება არის მიუღებელი. ჩვენ გვექნება უმრავლესობის სხდომა, კონსულტაციები და რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, ამას შეიტყობთ", - განაცხადა ტყემალაძემ. შეგახსენებთ, რომ ერეკლე კუხიანიძის ,,ფეისბუქ პოსტის"გამო ოპოზიციის წევრებმა და მოქალაქეებმა საკრებულოსთან აქცია გამართეს დეპუტატის თანამდებობიდან გადადგომის ... ...
  • მოჭენავს მერაბ ბრძენიშვილის ცხენი გურიაში? _საიუბილეო დაპირება ოზურგეთელებს_ვანდალური აქტი როცა  მოხდა ქუთაისში და მერაბ ბერძენიშვილის ქანდაკება დაშალეს, ეს იყო მისი ძალიან დიდი ტკივილი, რომელიც თან გაჰყვა დიდ ხელოვანს, _ თქვა ოზურგეთის სახვითი ხელოვნების ცენტრის 30 წლის  საიუბილეო ღონისძიებაზე, სამხატვრო გალერეის დირექტორმა, ავთანდილ თავართქილაძემ და ანონსის სახით  გააცნო ზეიმის მონაწილეებს სამომავლო ჩანაფიქრი. _თქვენ იცით, რომ ჩვენი სახვითი ხელოვნების ცენტრი მერაბ ბერძენიშვილის სახელს ატარებს. მინდა,   გითხრათ, რომ მომავალ წელს მერაბ ბერძენიშვილის ქანდაკება დაიდგმება ოზურგეთში, გალერეის წინ. როცა მისი ქნდაკება ისე დაშალეს, რომ მისი დემონტაჟიც არ მოხერხდა, მაშინ გვქონდა საუბარი, ძალიან კარგი ლაპარაკი იმის  შესახებ, რომ მერაბის ქანდაკება უნდა  დადგმულიყო აქ. „მზეჭაბუკი“ ჰქვიოდა ამ ქანდაკებას. მახსოვს, მაშინ  მითხრა: „ მე მგონია, ავთოია, ბიჭო, ჩემი ცხენი მოჭენავს გურიაშიო“... მერე ის პროექტიც ჩავარდა. სირცხვილია, რომ ასეთი ხელოვანის, დიდი გურულის ქანდაკება არ იყოს ოზურგეთში.  მართალია,  ასე ვთქვათ, ეს ცხენი რომ გამოჭენდეს გურიაში,  თანხები და მობილიზება სჭირდება,  თუმცა,  ეს მოხერხდება და ძალიან კარგი.  ასეთი  დიდ გურულის ძეგლი რომ არ იყოს გურიაში, სირცხვილიცაა,_  თქვა მან და დასძინა, რომ ბერძენიშვილის ქანდაკება განსაკუთრებით დაამშვენებს ფოლკლორის ქალაქს. საიუბილეო ღონისძიები მონაწილეები ტაშით და ოვაციით შეხვდნენ ავთანდილ თავართქილაძის ... ...
  • წარწერა ,,ღორი" და ,,ნაძირალა"- საკრებულოს წევრის კაბინეტის აბრაზეაქციის მონაწილე ოპოზიციის  დეპუტატებმა საკრებულოს წევრის ერეკლე კუხიანიძის კაბინეტის აბრაზე გააკეთეს წარწერა ,,ღორი" და ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე მსმელი ქალები მსოფლიოში

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...