სემეკმა „მისტიური მომხმარებლის“ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა

საზოგადოება

სემეკმა „მისტიური მომხმარებლის“ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა

2019 ივნ 7 17:33:58

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) „მისტიური მომხმარებლის“ კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით კომუნალური მომსახურების 10 კომპანია შემოწმდა.

შემოწმების ეტაპზე დაკვირვება განხორციელდა შემდეგ მომსახურებებზე: გამანაწილებელ ქსელებზე ახალი მომხმარებლის მიერთების, სიმძლავრის გაზრდის, აბონენტის მიერ პირადი ინფორმაციის მოთხოვნის, მომარაგების ტექნიკური ხარისხის შემოწმების, ელექტრონული ქვითრის, ტექსტური შეტყობინების, გადაუხდელობის გამო მომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის, გეგმური წყვეტისა და ქოლ ცენტრის. შემოწმების ანგარიშით, რომელიც მიმდინარეობდა 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის აპრილის ჩათვლით პერიოდში, გამოვლინდა როგორც საერთო ხასიათის, ისე ინდივიდუალური, კონკრეტული კომპანიისთვის დამახასიათებელი დარღვევები. კვლევის ფარგლებში გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად კომპანიებს ერთთვიანი ვადა განესაზღვრათ.

„მისტიური მომხმარებლის“ კვლევის ფარგლებში დაკვირვება განხორციელდა სს „თელასის“, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, სს „საქორგგაზის“, შპს „ინტერგაზის“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“, შპს „რუსთავის წყალისა“ და შპს „ბათუმის წყალის“ მიერ მომხმარებლებისთვის გაწეული მომსახურებების პროცესზე, ასევე, სემეკის მიერ დადგენილ სხვა მოთხოვნებზე. კვლევის ფარგლებში დაფიქსირდა შემდეგი საერთო ხასიათის დარღვევები: კომპანიების მიერ უარი მომხმარებლის განაცხადის მიღებაზე; განაცხადების რეაგირების გარეშე დატოვება; ელექტრონული ფორმით მიწოდებული ქვითრის შინაარსის დარღვევა. ამასთანავე, კომპანიებს არ გააჩნდათ ელექტრონული ქვითრის ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნის მომსახურება.

დარღვევები დაფიქსირდა მომარაგების შეწყვეტა/აღდგენის მომსახურებასთან დაკავშირებითაც. მომსახურების ცენტრებში არ იყო განთავსებული/ხელმისაწვდომი სემეკის ნორმატიული აქტებით და გადაწყვეტილებებით გათვალისწინებული ღია (საჯარო) ინფორმაცია. რაც შეეხება ინდივიდუალური ხასიათის დარღვევებს, ცალკეულ კომპანიებში დაფიქსირდა მიერთების საფასურის წინასწარ მოთხოვნის, მომსახურების ვადის არასწორად განსაზღვრის, მომარაგების არასწორად შეწყვეტა/აღდგენის ფაქტები, რაც სემეკის რეგულაციების დარღვევაა. განხორციელებული კვლევის ერთ-ერთ სამიზნეს წარმოადგენდა წინა კვლევების დროს გამოვლენილი დარღვევების გადამოწმება. შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე, დადგინდა, რომ დარღვევები არ განმეორებულა. ასევე, წინა კვლევებზე გამოვლენილი დარღვევების გამოსასწორებლად გატარებულია ეფექტური ღონისძიებები არა მარტო იმ კომპანიების მიერ, რომლებიც წინა კვლევით უშუალოდ შემოწმდნენ, არამედ იმ კომპანიების მიერაც, რომლებსაც კვლევის შედეგები და კომისიის რეკომენდაციები გასათვალისწინებლად გაეგზავნათ. სატენდერო პირობების საფუძველზე, სემეკის დაკვეთით კვლევა ჩაატარა შპს „4 სერვის ჯი სეილსმა“.




 ახალი ამბები
  • ტელეწამყვანი თემურ ჩხიკვაძე გარდაიცვალასაქართველოს პირველი არხის ყოფილი წამყვანი, ქართული ტელევიზიის ლეგენდა, თემურ ჩხიკვაძე გარდაიცვალა. ის 70-იანი წლების მეორე ნახევრიდან მუშაობდა საქართველოს პირველ არხზე. თემურ ხიკვაძე თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში იყო დიქტორი, ასევე საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ ... ...
  • საქართველოს პრეზიდენტს მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადაეცასაქართველოს პრეზიდენტს იერუსალიმის პატრიარქმა, მისმა უნეტარესობამ თეოფილე მესამემ იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო- მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადასცა, _ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო საქართველოს პრეზიდენტს იერუსალიმის პატრიარქმა დღეს რეზიდენციაში გამართულ შეხვედრისას გადასცა. პრეზიდენტმა და პატრიარქმა იმსჯელეს ასევე ქართველი მეცნიერების შესახებ და გადაწყდა, რომ ქართველ მეცნიერებს იერუსალიმის ეკლესიაში დაცულ ხელნაწერებზე და ხელოვნების ნიმუშებზე კვლევების ჩატარების შესაძლებლობა მიეცემათ და მათ საქმიანობას პატრონაჟს საქართველოს პრეზიდენტი გაუწევს. აღნიშნული საკითხის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა დახმარება იერუსალიმის პატრიარქს, მის უნეტარესობა თეოფილე მესამეს სთხოვა, რომლისგანაც საკითხის მოგვარების თანხმობა მიიღო. სალომე ზურაბიშვილს იერუსალიმის პატრიარქი პირადად წარუძღვა მაცხოვრის საფლავის ეკლესიაში, სადაც სიწმინდეები მოილოცეს. საქართველოს პრეზიდენტმა იერუსალიმის პატრიარქს ფოკის მონასტერში დაწერილი ღვთისმშობლის ხატი ... ...
  • მღვდელმონაზონს, რომელმაც სასულიერო იერარქები მამათმავლობაში ამხილა, მსახურება აუკრძალესმღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმსახურება აეკრძალა. ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოში ბრიფინგი გაიმართება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებაში, რომელიც 20 იანვრით თარიღდება, წერია, რომ ანდრია სარია გაფრთხილების მიუხედავად, მედიით საპატრიარქოსა და ეკლესიის იერარქთა მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა.  „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქთა და საქართველოს საპატრიარქოს მიმართ მასმედიის საშუალებით კვლავ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და დაუსაბუთებელი ბრალდებების გამო მღვდელმონაზონ ანდრიას (სარია) აეკრძალოს მღვდელმოქმედება და მიეცეს დრო სინანულისთვის“, - წერია ბრძანებაში.  მღვდელმონაზონი ანდრია სარია ჭყონდიდის ეპარქიიდან 2019 წლის 13 დეკემბერს გაათავისუფლეს. მაშინ ეს გადაწყვეტილება მას ახალმა მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა გააცნო. ეპარქიიდან გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე ანდრია სარიამ გამოაქვეყნა ეროვნული არქივიდან 1982 წელს ამოღებული წერილი, რომელშიც საუბარია მამათმავლობის პრობლემაზე, კერძოდ კი, მაშინდელი 5 მოქმედი ეპისკოპოსი მიმართავს პატრიარქს და ამ ცოდვით შეპყრობილ 3 ეპისკოპოსსა და 1 დაბალ სასულიერო იერარქს ამხელს. წყარო: ... ...
  • აპატურაი: ნატო რუსეთთან ყოველთვის წამოჭრის საქართველოს საკითხს„ნატო რუსეთთან კომუნიკაციის დროს ყოველთვის წამოჭრის საქართველოს საკითხს და მეზობლების მიმართ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას დაგმობს, “- ეს განცხადება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.  დღეს ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დაწყებამდე ჯეიმს აპატურაიმ ქრონიკასთან“ საუბარში განაცხადა, რომ დღის წესრიგშია ორი საკითხია: წლიური ეროვნული პროგრამის შეფასება და ოკუპირებული ტერიტორიები.  „ნატოს წევრი ქვეყნები პოზიტიურად აფასებენ სამშვიდობო ინიციატივებს და ხედავენ საქართველოს ხელისუფლების მცდელობას. ეს პოზიტიურადაა შეფასებული. ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის მარტივი. სეპარატისტები და რუსული მხარე ართულებენ სიტუაციას. გრძელდება ბორდერიზაცია. გადასასვლელები დაკეტილია სექტემბრის შემდეგ და მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციაა ადგილზე,“- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.  მისი თქმით, ნატოში რუსეთთან მიმართებით პოზიცია არ შეცვლილა: „ორგანიზაცია აჩვენებს ერთიანობას ამ საკითხზე. ჩვენ გვაქვს ძალიან მტკიცე სტრატეგია, რომელიც მოიცავს თავდაცვის გაძლიერებას და მეორეს მხრივ ვცდილობთ გვქონდეს დიალოგი, რომელიც არსებითი ხასიათის შედეგებს მოიტანს.“ ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და მისი მაღალი სტანდარტით ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრა:  „საქართველო ყოველთვის იყო მოწინავე სახელმწიფო დემოკრატიულ რეფორმებში და აჩვენებდა, რომ პოლიტიკური სისტემის ტრანსფორმაციას ქვეყანა მიჰყავს ახლოს დასავლურ ღირებულებებთან, ნატოს წევრ ქვეყნებთან. ამიტომაც ამ არჩევნებს ასე ყურადღებით აკვირდებიან ნატოს წევრი სახელმწიფოები. ეს ქართული არჩევნებია, მაგრამ აქვს ფართო რეზონანსი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის. ამიტომ საჭიროა ყველაზე მაღალი სტანდარტის ჩვენება,“- განაცხადა ... ...
  • ბათუმში სამი ტყუპი დაიბადაჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ სამი ტყუპი დაიბადა. აღნიშნულ სიახლეს ტვ25 ავრცელებს. საკეისრო კვეთის შედეგად სამყაროს 2 გოგო და 1 ვაჟი მოევლინა. ახალშობილები ამ დროისთვის  ინკუბატორში არიან მოთავსებულები და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ერთი  გოგონას წონა 2,500 გრ შეადგენს და 45 სმ-ია. მეორე  გოგონა 1,70 გრამია და მისი სიგრძე 44 სმ შეადგენს. რაც შეეხება ვაჟს - იგი 44 სმ-ია და 1,800 გრამს იწონის. ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ შეიცვლება მსოფლიოს მოსახლეობა

მსოფლიოს მოსახლეობა უკანასკნელი 200 წლის...

რომელი ფერი დაგიცავთ ავი თვალისგან

ვერძმა სამოსში აუცილებლად უნდა შეიტანოს...

სამი საუკეთესო დედამთილი

მშვილდოსანი - როგორც წესი ვერასოდეს...

ქალი, მამაკაცი... ასტროლოგია

ვერძი თუ ვერძს უყვარხართ, წუთით...

რამდენჯერ უნდა გათხოვდეს ქალი

პირველი ქორწინება 18-20 წლის ასაკში...

„საშიში ვარსკვლავები“

ამერიკულმა ინტერნეტ უსაფრთხოების კომპანია McAfee-მ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...