სემეკსა და იტალიის ენერგეტიკული მომსახურების ადმინისტრაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

საზოგადოება

სემეკსა და იტალიის ენერგეტიკული მომსახურების ადმინისტრაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

2019 სექ 23 16:35:21

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და იტალიის ენერგეტიკული მომსახურებების ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

სემეკის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ითანამშრომლებენ განახლებად ენერგიებთან და ენერგოეფექტიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. გათვალისწინებულია სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება, სადაც მონაწილეები ერთმანეთს საუკეთესო პრაქტიკას გაუზიარებენ რეგულირებად სექტორებში მომსახურების გაუმჯობესებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის თაობაზე. განხორციელდება ერთობლივი პროექტები ჭკვიანი ქსელისა და ჭკვიანი აღრიცხვის შესახებ. 

ენერგეტიკული მომსახურებების ადმინისტრაცია (Gestore dei Servizi Energetici -  GSE S.p.A) არის იტალიის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანია, რომელიც იტალიის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს მმართველობაშია. ენერგეტიკული მომსახურებების ადმინისტრაციის ფუნქციაა განახლებადი ენერგიების წყაროებიდან მიღებული ენერგიის წარმოების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და შესაბამისი წამახალისებელი ღონისძიებების გატარება.  (R) 




 ახალი ამბები
  • ევროსაბჭო საპარლამენტო ასამბლეა "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს უზრუნველყოს ყველასთვის სანდო საარჩევნო სისტემაევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით  რეზოლუცია მიიღო, სადაც ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ვერ მოხერხდა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად, არ არის გამოძიებული 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მომხდარი ინციდენტები და საარჩევნო კოდექსის სავარაუდო დარღვევები, ხარვეზებია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში, მათ შორის არ არსებობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის მკაფიო კრიტერიუმები და გადაწყვეტილების სრული და საფუძვლიანი დასაბუთება. რეზოლუციაში, ასევე  საუბარია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ხარვეზებზეც, სადაც აღნიშნულია, რომ  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევისას გამოიკვეთა ხარვეზები, შერჩევის კრიტერიუმები არ იყო მკაფიო და გადაწყვეტილების საფუძლვიანი დასაბუთება. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ,,ქართულ ოცნებას“  მოუწოდებს, რომ 2020 წლის არჩევნებამდე უზრუნველყოს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელსაც ექნება ყველა დაინტერესებული მხარის ნდობა და მხარდაჭერა. „საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს მმართველ პარტიას მოუწოდებს, 2020 წლის არჩევნებამდე უზრუნველყოს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც ყველა მხარის ნდობით და მხარდაჭერით ისარგებლებს, შეასრულოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის და დანიშვნის თაობაზე, დროულად განახორციელოს სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა და მიიღოს ზომები ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მიმდინარე პოლარიზაციის გადასალახად“, - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, ვროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ(PACE) მიიღო რეზოლუცია, რომელიც ეფუძნება ევროპის საბჭოს წევრ ათ ქვეყანაში 2019 წელს განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს. ეს ქვეყნებია: საქართველო, უკრაინა, რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მოლდოვა, თურქეთი და ... ...
  • სკოლაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყოხონის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჩაილურის სკოლაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით  შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო, ამის შესახებ "გურია ნიუსს" უწყების პრესსამსახურში განუცხადეს. მათი ინფორმაციით,  მომხადარზე გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებას ან გადანადგურებას გულისხმობს. სკოლაში ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე 9 სახანძრო ეკიპაჟი მუშაობდა, თუმცა, შენობის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამავე თემაზე: ხონის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლა დაიწვა _ სად გააგრძელებენ სწავლას ... ...
  • ხონის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლა დაიწვა _ სად გააგრძელებენ სწავლას ბავშვებიხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობაში, საჯარო სკოლაში ხანძარი გაჩნდა. როგორც „გურია ნიუსს“ ხონის მუნიციპალიტეტის მერმა, ლადო ჯურხაძემ განუცხადა, ხანძარმა სკოლის შენობის გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაზიანებულია საბავშვო ბაღიც, რომელის სკოლის მიმდებარედ მდებარეობდა. „შენობა თითქმის ბოლომდეა დაზიანებული. მიუხედავად იმისა, რომ 9 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. ვერ მოხერხდა შენობის გადარჩენა. საბედნიეროდ, დროულად მოხდა ევაკუაცია და არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის მიმდინარეობს ხანძრის ბოლომდე ლიკვიდიცია“,_ გვითხრა ჯურხაძემ. შეკითხვაზე თუ სად გააგრძელებენ სწავლას ბავშვები, ხონის მუნიციპალიტეტის მერი ამბობს, რომ მათ მეზობელ სოფელ დედალაურში გადაიყვანენ. „ბავშვები სწავლას მეზობელ სოფელ დედალაურში გააგრძელებენ. საბავშვო ბაღში 8 ბავშვი დადის და 54 სკოლაში. ამათ გადავიყვანთ მიმდებარე სოფელში და ტრანსპორტით უზრუნველყოფას მერია გაუწევს,“_ გვითხრა ხონის მუნიციპალიტეტის მერმა. ... ...
  • მამამთილმა რძალი იატაკის საწმენდი ჯოხით და ცოცხით სცემაწარსულში ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით ნასამართლევმა რ.ტ-მ რძალი სცემა. საქმე გორის რაიონულმა სასამართლომ განიხილა. "რ.ტ-მ რძალს - მ--- ჯ------ს კისერზე დაარტყა ტელეფონის აპარატი, ზურგზე - იატაკის საწმენდი ჯოხი და ცოცხი - თავსა და ზურგზე, რის შედეგად მსხვერპლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი", _ ირკვევა საქმის მასალებიდან. აღნიშნული შემთხვევიდან მეორე დღეს, ბრალდებული რძალს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. რ.ტ-მ დანაშაული აღიარა. მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა ბრალდებულს 1 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. წყარო: ... ...
  • ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში აფთიაქებს ქართულწარწერიანი მედიკამენტები ჩამოართვესოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მილიციამ აფთიაქებს ქართულწარწერიანი მედიკამენტები ჩამოართვა. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ამბობენ, რომ შემოწმება ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სამსახურის თანამშრომლებმა ჩაატარეს. „ორი აფთიაქის შემოწმებისას ქართული წარწერებით აღმოჩნდა და მილიციამ აფთიაქებს ჩამოართვა „ვალტარენი“, „ფლუკოლდი“, „კრესტორი“, „ჰემორალი“, „კოლხური“, „ტოლარინ პუსი“ და სხვა მედიკამენტები, რომელსაც ქართული წარწერები აქვს“, – ნათქვამია საოკუპაციო რეჟიმის განცხადებაში. სააგენტო, „კომინფი“ წერს, რომ სააფთიაქო დაწესებულებების შემოწმება ე.წ. მთავრობის დადგენილების შესაბამისად ჩატარდა, რომელიც ქართული წარმოების მედიკამენტების რეალიზაციის ჩახშობას ისახავს მიზნად. წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...

საუკეთესო თეთრ ღვინოებს შორის

Chateau d'Yquem მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...