შავაძეების საქმე - რატომ არ დადის ოთხი და-ძმა სკოლაში

საზოგადოება

შავაძეების საქმე - რატომ არ დადის ოთხი და-ძმა სკოლაში

2017 ნოე 9 17:07:26

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში, შავაძეების ოჯახში მცხოვრები ოთხი ბავშვი თითქმის ორი წელია, სკოლაში აღარ დადიან და ზოგადი განათლების მიღების გარეშე რჩებიან.

 ბავშვებს არ აქვსურვილი, წავიდნენ სკოლაში, რადგან ბევრი დამცირება და შეურაცხყოფა მიაყენეს, _ ამბობს „გურია ნიუსთან“ საუბრისას ბავშვების მამა ამირან შავაძე.

“ყველაფერი განათლების სამინისტროში გაგზავნილ დისკს მოჰყვა; მასზე ჩაწერილ ვიდეომასალაში ჩანდა, თუ რა ვითარებაში მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი სკოლაში. გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ვიდეო ჩემი შვილების მიერ იყო გადაღებული, რაც სიცრუეა და ეს ყველამ კარგად იცის. განათლების სამინისტრომ დირექტორობიდან გაათავისუფლა სპარტაკ გოგიტიძე და ამის შემდეგ დაიწყო დიდი კამპანია ჩემი ოჯახის წინაააღმდეგ. ჩემს შვილებს “ჩამშვებებს“ უწოდებდნენ, რამდენჯერმე სცემეს კიდეც და ამიტომ, ჯერ ორი შვილი გამოვიყვანე სკოლიდან, შემდეგ _ ორი. თითქმის ორი წელი გადის, სკოლაში არ დადიან და აქამდე ვერ ხერხდება ამ პრობლემის მოგვარება. სხვამ გადაიღო ის ვიდეო და გაარკვიონ კარგად.

პედაგოგებმა _ თამარ პატეიშვილმა და სპარტაკ გოგიტიძემ ბავშვებს უთხრეს, რომ “შავაძეები “ჩამშვებები“ არიან, ვიდეოებს იღებენ და მამამის აწვდიანო. ვითხოვ, სპარტაკ გოგიტიძისა და თამარ პატეიშვილის გათავისუფლებას! მხოლოდ ამის მერე წავლენ ჩემი შვილები სკოლაში. ბავშვებს იმის შიში აქვს, რომ ვინმემ რამე არ დაუშავოს. ასევე, ვითხოვთ, რომ სკოლა აღიჭურვოს ვიდეოთვალით და ყველაფერი ფიქსირდებოდეს.

სპარტაკ გოგიტიძის მოხსნას მოყვა დიდი აქცია ნასაკირალში, სასიკვდილოდ გაგვიმეტეს და სამართალი სად არის?! გვცემეს და კიდევ ჩვენ დაგვაჯარიმეს! ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება. სწორედ პატეიშვილმა და გოგიტიძემ აამხედრეს აქციაზე ბავშვები და გამოიყვანეს გარეთ. ამას დაემატა დისკის ამბავი, რომელიც ზემოთ გესაუბრეთ და ამ ფაქტის შემდეგ, ჩემი შვილები არ იყვნენ დაცულნი ნასაკირალის სკოლაში და ამიტომაც აღარ დადიან... განათლების სამინისტროს დისკი არ უნდა დაებრუნებინა უკან _ ნასაკირალის საჯარო სკოლაში, რადგან სწორედ ამ ფაქტის შემდეგ დაიძაბა სიტუაცია უფრო მეტად და დაზარალდნენ ჩემი შვილები. კარგი მოსწავლეები იყვნენ,  გვიხაროდა, რომ სახლში დიპლომებით და სიგელებით მოდიოდნენ, მაგრამ...“ _ ამბობს ამირან შავაძე ჩვენთან საუბრისას.

შიშის მომენტი გვაქვს, რომჩამშვებები“ არ დაგვიძახონ ან კიდევ შეურაცხყოფა არ მოგვაყენონ. ძნელია სკოლის გარეშემაგრამ სხვა გზა არ არსებობს ამ ეტაპზე. დიდი ხანია, სკოლაში არ დავდივართ და არავის მოუკითხავსკოლიდან.... ამით ყველაფერია ნათქვამი.... ყოველდღე გვაქვს იმის იმედი, რომ რაღაც სასიკეთოდ შეიცვლება, მაგრამ, არაფერია სიახლე, _ ამბობენ თავად ბავშვები.

რატომ გაათავისუფლეს სკოლის დირექტორი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის დირექტორს სპარტაკ გოგიტიძეს  შრომითი ურთიერთობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების (ბრძანება #1|კ 595 30.09.2015წ.) შესაბამისად, შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, შეუწყდა.

ამირან შავაძემ სახალხო დამცველს ოზურგეთში ყოფნის დროს უამბო, რომ “ნასაკირალის საჯარო სკოლაში განუკითხაობაა. მე და ჩემი ძმა ვიყავით სამეურვეო საბჭოს წევრები, მაგრამ შემდეგ მოხდა ისე, რომ ახლა არც ერთი არ ვართ. ორი წლის შემდეგ გაახსენდათ სკოლაში, რომ სამეურვეო საბჭოს წევრები ერთი ოჯახის წარმომადგენლები არ უნდა ყოფილიყვნენ. ეს მაშინ მოხდა, როდესაც სკოლის დირექტორის მიმართ, როგორც მშობლებს, პრეტენზია გაგვიჩნდა. რა არ ხდებოდა ჩვენს სკოლაში _ გაკვეთილები ცდებოდა, სხვა სკოლიდან მოდიოდნენ ბავშვები და მიდიოდა საქმის გარჩევები. გაკვეთილის დროს მოსწავლეები ფანჯრის რაფებზე იყვნენ შემომსხდარნი. როდესაც ამის შესახებ განვაცხადე პედაგოგებთან, მითხრეს, შენი საქმე არ არისო. მართვის მოწმობა არ გააჩნიათ იმ მძღოლებს, რომლებსაც ბავშვები გადაჰყავთ სკოლაში.“

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას დიდი საპროტესტო ტალღა მოჰყვა დაბა ნასაკირალში _ აქციების მონაწილეები სპარტაკ გოგიტიძის აღდგენას ითხოვდნენ. ამ დრომდე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ცეცხლაძეა, გოგიტიძე კი ისტორიის პედაგოგად რჩება.

სპარტაკ გოგიტიძემ სამინისტროს გადაწყვეტილება ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრა და პროცესი მოიგო. მოგვიანებით, განათლების სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

სკოლის ყოფილი დირექტორიპარტაკ გოგიტიძე, სამინისტროს შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე, ამჟამად გათავისუფლებულია და საქმეს  ქუთაისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს“, _ გვითხრეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

შავაძეები ყოფილი დირექტორის და ასევე პედაგოგ თამარ პატეიშვილის სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვენ.

პედაგოგი თამარ პატეიშვილი ამბობს, რომ “ყველაფერი გარკვეულია“ და მას არ სურს საუბარი: არაფერი ჩამიდენია; მე რა უნდა ვამტკიცო, ყველაფერი ცნობილია. ვისი დავალებით ბრძანდებით?!“_ გვითხრა ქალბატონი თამარ პატეიშვილმა.

_  ქალბატონო თამარ, გვაინტერესებს, რა მოხდა სინამდვილეში და ამის გასარკვევად მოვედით თქვენთან...

_ ახლა რა ხდება? რამდენი წელი უნდა იყოს ეს საქმე აქტიური?

_ ვიდრე პრობლემა არ მოგვარდება...

_ მეც ამის მომხრე ვარ. არაფერ შუაში ვარ....

_ როგორც პედაგოგი, დაინტერესდით თუ არა, რატომ არ დადიან ბავშვები სკოლაში?

_  მე ორ ბავშვს ვასწავლიდი და დანარჩენი ორი რატომ დასაჯა მამამ და რატომ არ უშვებდა სკოლაში ეს მოიკვლიეთ? ის ორი ბავშვი მანამდე დააჯინეს სახლში, სანამ დიდებს დასვამდნენ... რატომ ვარ მეპროგრამაში? ბოდიშს გიხდით, მაგრამ აღარ მსურს საუბარი. ნამდვილად არაფერი დამიშავებია,“_ გვითხრა პატეიშვილმა.

“გურია ნიუსი“ შავაძეების თანაკლასელების ერთ ნაწილსაც შეხვდა.

“არანარი პრობლემა არ გვაქვს შავაძეებთან. ძალიან გაგვიხარდება მათი დაბრუნება. ისინი ნიჭიერი და კარგი მოსწავლეები არიან,“ _  ამბობენ მოზარდები.

ნასაკირალის საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი და ახლა - პედაგოგი სპარტაკ გოგიტიძე  შავაძეების საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.

დაჩოქებამდეკი მიდგა საქმე

ნასაკირალის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ცეცხლაძე ამბობს, რომ ბავშვებს სკოლაში დაბრუნების შემთხვევაში, არავითარი პრობლემა არ ექნებათ.

_ ვფიქრობ, მთლიანად ამოწურულია ეს თემა. დიახ, განათლების სამინისტროში ყველა საბუთი გაგზავნილია, სახალხო დამცველის მოკვლევა დაწერილია, სოციალური მომსახურების სამსახურმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ბავშვები სკოლაში დაბრუნებულიყვნენ. ახლა რა ხდება არ ვიცი, ორი წლის შემდეგ რატომ გააქტიურდა ეს თემა....

_ ბატონო ზაზა, თქვენი აზრით, როცა ოთხი ბავშვი სკოლაში არ დადის, საკითხი ამოწურულია?

_ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ბავშვები მოსულიყვნენ სკოლაში. მარტო ჩვენი სკოლა კი არა, ყველანი ჩაერთვნენ, ვისაც ეხებოდა. აქ მოძალადედ გამოიკვეთა მშობელი.

_ ორი წლის განმავლობაში ნახეთ თუ არა ბავშვები და ესაუბრეთ თუ არა მათ დაბრუნებულიყვნენ სკოლაში?

_ არაერთი, უამრავი შემთხვევა იყო, რომ ბავშვები გამოეშვათ სკოლაში. მეტსაც გეტყვით  _ დაჩოქებამდეც კი მიდგა საქმე, რომ ბავშვები მოსულიყვნენ ჩვენთან და განათლება მიეღოთ.

_ რა არის მოუსვლელობის მიზეზი, თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ?

_ ბავშვები არაფერს აცხადებენ, მშობელი ამბობს, რომ მის შვილებს ავიწროვებენ სკოლაში, სცემენ. საგანმანათლებლო რესურსცენტრი, განათლების სამინისტრო, სოციალური მომსახურების სააგენტო, სახალხო დამცველი იყო ჩართული და რომ რამე ფაქტები ყოფილიყო, ვინ გაგვაჩარებდა ჩვენ, იქნებ მითხრათ?!

_ ყოფილი სკოლის დირექტორი ხომ გაათავისუფლეს?

_ ის სულ სხვა თემა იყო. თურქეთში გადავიდნენ სკოლის მძღოლები და საჩივარი შეიტანეს...

_ ბატონმა ამირან შავაძემ შეიტანა, როგორც ცნობილია…

_ დიახ, შეისწავლეს ეს საქმე და სკოლის დირექტორი გაათავისუფლეს და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ყველაფერი, - ამბობს ცეცხლაძე.

როგორც “გურია ნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, შავაძეებს ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრში შესთავაზეს, რომ მელექედურის საჯარო სკოლაში გაეგრძელებინათ სწავლა და მათი გადაყვანა სოფელ მელექედურამდე სასკოლო ავტობუსით მოხდებოდა.

“სპარტაკ გოგიტიძე მელექედურიდანაა და იქ ვერ გადავიყვან ბავშვებს. ასეთი მაგარი პედაგოგი თუა, გადაიყვანონ ქალაქის ან სხვა სკოლაში, დააწინაურონ. ის პედაგოგები გადაიყვანონ მელექედურის სკოლაში და ჩვენი შვილები წავლენ ნასაკირალის სკოლაში,“ _ ასეთი პასუხი აქვს ამ შეთავაზებაზე ამირან შავაძეს.

შავაძეები არ ადასტურებენ, რომ ნასაკირალის სკოლის დირექტორი და პედაგოგები მათთან იყვნენ მისულები და ბავშვებს სკოლაში დაბრუნებას თხოვდნენ: “არავინ არ იყო ჩვენთან მოსული. მათ ჩემს შვილებს წაართვეს ბავშვობა,“ _ თქვა“გურია ნიუსთან“ საუბრისას სკოლის გარეშე დარჩენილი ბავშვების მამამ.

ეკა სხილაძე, სახალხო დამცველის მოადგილე: _ ჩვენ შევისწავლეთ აღნიშნული საკითხი და გამოიკვეთა, რომ ბავშვები არ იყვნენ ზოგადი განათლების მიღების პროცესში, რაც ბავშვის უფლებების დარღვევის ერთ-ერთი სახეა. ამიტომ, სოციალურ სააგენტოს რეკომენდაციით მივმართეთ, რომ გაეტარებინა ყველა შესაბამისი ღონისძიება; ასევე, სიღრმისეულად შესწავლილიყო მათი უფლებების დარღვევის ფაქტი. სოციალური მომსახურების სააგენტომ გვაცნობა, რომ ინფორმირებული არიან ამ საკითხთან დაკავშირებით და უახლოეს პერიოდში გადაიდგმებოდა შესაბამისი ნაბიჯები, თუმცა, სამწუხაროდ, ბავშვები მაინც ვერ იღებენ განათლებას. ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური მომსახურების სააგენტომ გაატაროს ყველა შესაბამისი ღონისძიება და ბავშვები კვლავ დაუბრუნდნენ სკოლას.

რა მოიკვლია სოციალურმა სააგენტომ

ვანო გოგოლაშვილი, სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილე: “ 2015 წლის 8 აპრილს, გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს მოგვმართა დაბა ნასაკირალში მცხოვრებმა ამირან შავაძემ და განაცხადა,  რომ ჰყავს 4 არასრულწლოვანი შვილი, რომლებსაც არ გაუშვებდა სკოლაში დირექტორთან, სპარტაკ გოგიტიძესთან კონფლიქტის გამო. კონფლიქტის მიზეზი იყო ამირან შავაძის გათავისუფლება სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრობიდან და სასკოლო ავტობუსის მძღოლობიდან (ამ პერიოდში, ამირანი პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იყო).  მასვე ჰქონდა პრეტენზია, რომ მისი შვილების აკადემიური მოსწრება არ ფასდებოდა ობიექტურად და ბავშვებს პედაგოგები აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას.  აღნიშნულთან დაკავშირებით, სოციალური სამსახურის ინიციატივით, ჩატარდა კონფერენცია, რომელსაც ესწრებოდნენ რესურცენტრის უფროსი, სოციალური სამსახურის უფროსის მოადგილე, სოცმუშაკი, ფსიქოლოგი, იურისტი, ნასაკირალის სკოლის დირექტორი, მასწავლებელები, სოფლის გამგებელი და თავად ბენეფიციარი. კონფერენციაზე დაიგეგმა, რომ სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგი და რესურცენტრის ხელმძღვანელი, მომდევნო დღეს წავიდოდნენ სკოლაში ბავშვებთან ერთად და დააკვირდებოდნენ სასწავლო პროცესს. მომდევნო დილით შეთანხმება ჩაიშალა ამირანისა და მისი უფროსი შვილის წინააღმდეგობის გამო. ოჯახში მისულმა ფსიქოლოგმა დააფიქსირა, რომ ბავშვები იყვნენ ძალადობის მსხვერპლნი მამის მხრიდან და მამა ბავშვებს იყენებდა მისი მიზნების გასახორციელებლად, რაც მდგომარეობდა სკოლის დირექტორის და რამდენიმე მასწავლებლის სამსახურიდან განთავისუფლებაში.

2015 წლის ნოემბრიდან, სპარტაკ გოგიტიძის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, ბავშვების მიმართ აღდგა სასწავლო პროცესი, თუმცა 2016 წლის აპრილიდან, იმ მოტივით, რომ ბავშვები არიან ბულინგის მსხვერპლნი, ამირანმა კვლავ შეაწყვეტინა ბავშვებს სასწავლო პროცესი. ამჯერად, პროცესში ჩაერთო სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი, რომელთა დასკვნით, ბულინგი არ დადასტურდა. ამის გამო, ამირანმა აცილება მისცა სოციალურ მუშაკს, ფსიქოლოგს, იურისტს. ამირან შავაძის მოთხოვნის საფუძველზე, ბავშვებთან მუშაობის მიზნით, მოვიწვიეთ იმერეთის რეგიონის ფსიქოლოგი, რომლის დასკვნით, ბავშვები იყვნენ მამის მხრიდან ფსიქოემოციური ძალადობის მსხვერპლნი და ის იყენებდა ბავშვებს პირადი მიზნებისთვის. სახალხო დამცველის რეკომენდაციით, ბავშვების ძალადობრივ გარემოში დატოვება, ასევე, არის ძალადობა. 2016 წლის სექტემბრიდან, ბავშვებს არ უვლიათ სკოლაში და დღეის მდგომარეობით შეჩერებული აქვთ მოსწავლის სტატუსი. სტატუსის აღსადგენად მშობელს უნდა მიემართა რესურსცენტრისათვის, მაგრამ მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა (როგორც სოციალური სამსახურის, ასევე ჩვენი ინიციატივით სხვადასხვა უწყებების თუ უფლებამოსილი პირების მხრიდან), ამირანმა ეს არ გააკეთა. ასევე, არ დაგვთანხმდა ავტობუსის მომსახურების პირობით ბავშვების სხვა სკოლაში გადაყვანაზე, შინ სწავლების პროგრამაში ჩართვაზე, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლის მიზნით განცხადების დაწერაზე.

ამირანს არაერთხელ განემარტა,  რომ ბავშვების სკოლაში არგაშვების შემთხვევაში, ირღვეოდა ბავშვების უფლება - ბავშვთა უფლებათა კონვენციის მიხედვით ბავშვს აქვს განათლების უფლება; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (მშობლების უფლებების და მოვალეობები შვილების მიმართ მუხლი 1198) მიხედვით, ,,მშობლები უფლებამოსილი და ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, სოციალური განვითარებისთვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად“. 

მათი უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, მშობელი ვალდებულია, ბავშვი უზრუნველყოს სათანადო განათლებით, ხოლო მამის მხრიდან პრინციპული ქმედება შვილების მიმართ (სკოლაში გაშვებაზე უარის თქმა) ცუდ გავლენას იქონიებს ბავშვების ფსიქიკაზე, განვითარებაზე და ინტელექტზე.

2017 წლის 7 აპრილს, სოციალური სამსახურის ინიციატივით, გახორციელდა შეხვედრა ნასაკირალის საჯარო სკოლაში,  რომელსაც ესწრებოდნენ ოზურგეთის რესურსცენტრის უფროსი, იურისტი, ამავე სკოლის პედაგოგები, სოფლის დეპუტატი, გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილე _ მეურვეობა მზურნველობის გურიის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე, ფსიქოლოგი და სოცმუშაკი. მოხდა გასაუბრება სკოლის მოსწავლეებთან, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი, რომ ურთიერთობა ჰქონოდათ და-ძმა შავაძეებთან და სურვილი ჰქონდათ, ისინი დაბრუნებოდნენ სასწავლო პროცესს. ასევე, პედაგოგებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ გვერდში დადგომოდნენ ბავშვებს და აღედგინათ სასწავლო პროცესი. დაიგეგმა, რომ სოფლის დეპუტატი იმუშავებდა ამირან შავაძესთან და მისი ოჯახის წევრებთან, პედაგოგები კი ეცდებოდნენ აღედგინათ ურთიერთობა ბავშვებთან, ერთიანი ძალებით სკოლა და თემი იმუშავებდა ბავშვებისათვის სწორად დაენახვებინათ მათ ირგვლივ განვითარებული მოვლენები და დახმარებოდნენ ბავშვებს თანატოლებთან ურთიერთობის აღდგენაში, სასწავლო პროგრამის დაძლევაში.

პრობლემის მოსაგვარებლად, დღეის მდგომარეობით, საქმეში ჩართულია რესურსცენტრი, პოლიცია, სოფლის ხელმძღვანელობა, სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები, არასამთავრობო სექტორი. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, შავაძეების ოჯახში მივიდა და გარკვეული ღონისძიებები დასახა საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა“.

სალომე ჭიჭინაძე, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის სოციალური მიმართულების მენეჯერი ამბობს, რომ “შავაძეების ოჯახი უკვე მესამე წელია დგას არაერთი გამოწვევის წინაშე _ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ოჯახი საკუთარ და გარემომცველ თემებში სტიგმატიზებულია, რაც ზღუდავს ოჯახის წევრების სრულფასოვანი სოციალიზაციის პროცესს.

ამგვარი არაპოზიტიური დამოკიდებულებები გახდა ოჯახის არასრულწლოვანი შვილების ზოგადსაგანმანათლებლო პროცესიდან გათიშვის მიზეზი. სკოლის სივრცეში, ბავშვების ღირსების შელახვის ფაქტების შესწავლა-შეფასება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ არ მოახდინა, რითაც ბავშვებს, მათ მშობლებს გაუჩინა უსამართლობისა და მიკერძოებული დამოკიდებულების განცდა. 

ამასთან, სავარაუდოდ, გაუარესდა ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობაც, ვინაიდან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გახორციელებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გეგმიური გადამოწმების შედეგად, ოჯახს მოეხსნა სოციალური შემწეობის თანხა; ასევე, მოეხსნა თვითმმართველობის მიერ ადმინისტრირებული სოციალური პროგრამიდან მრავალშვილიანობის პროგრამით განსაზღვრული დახმარება. მიმდინარე წლის გაზაფხულიდან, ბავშვების მამას მოეხსნა ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, რის გამოც ვეღარ იღებს სოციალური პაკეტით განსაზღვრულ თანხას.

ბავშვები დღესაც მოწყვეტილნი არიან საგანმანათლებლო პროცესს. მიუხედავად ცალკეული სტრუქტურების, ასევე მაჟორიტარი დეპუტატის მცდელობისა, ბავშვებს არ სურთ სკოლაში დაბრუნება, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ იქ მათი უსაფრთხოება არ იქნება დაცული.

მდგომარეობას ართულებს ის გარემოებაც, რომ ოჯახს არ აქვს ნდობა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლების მიმართ; შესაბამისად, არ ხდება არსებულ წინააღმდეგობებზე თანამშრომლობის ფორმატში მუშაობა და ეტაპობრივად მათი გადაჭრის მიმართულებით ღონისძიებების დაგეგმვა-გახორციელება.“

ოჯახისთვის სოციალური დახმარების მოხსნის თაობაზე, სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილე ვანო გოგოლაშვილი ასეთ კომენტარს აკეთებს:“შავაძეების ოჯახის გეგმიური გადამოწმებისას, კანონით გათვალისწინებული აგენტის  3 ვიზიტის შედეგად ვერ მოხდა მისი ოჯახის წევრებთან შეხვედრა და დაიწერა ოქმი. ამის შემდეგ შესაძლებელი იყო განცხადება დაეწერა და ხელმეორედ გადამოწმდებოდა, მაგრამ ვინ არ ჩავრიეთ და სოციალურში განცხადების დასაწერად ვეღარ მოვიყვანეთ.

რაც შეეხება შშმ პირის სტატუსს, ეს რეგულირების სააგენტოს საკითხია; მოხდა მისი გადამოწმება ჯანდაცვის კუთხით და I ჯგუფიდან გადაიყვანეს II ჯგუფზე. შესაბამისად, 180 ლარის ნაცვლად, ეძლევა 100 ლარი“.

განათლების და მეცნიერების სამინისტროში, შავაძეების საქმესთან დაკავშირებით, შემდეგი სახის კომენტარი გააკეთეს: “მოქალაქე ამირან შავაძის არასრულწლოვანი შვილების უფლებების დარღვევის თაობაზე,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პირველივე დღიდან საქმის კურსშია და მას შემდეგ, სამინისტრო არსებული პრობლემის გადაჭრას ცდილობს. შესაბამისად, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, აღნიშნულზე აქტიურად მუშაობდა როგორც მანდატურის სამსახური, ასევე, მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური ცენტრი, ოზურგეთის რესურსცენტრი, სკოლის დირექცია და ა.შ. მათ შორის, საკითხში ჩართულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ-ი სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.  

მოგახსენებთ, რომ ბავშვების სკოლაში დასაბრუნებლად, ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა და სოფელ ნასაკირალის საჯარო სკოლამ (სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები), სადაც ამირან შავაძის არასრულწლოვანი შვილები სწავლობენ, ყველა ღონისძიებას მიმართეს. კერძოდ, მათი მხრიდან შავაძეების ოჯახში არაერთი ვიზიტი გახორციელდა, მათ შორის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ “სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგთან ერთად. შავაძეებთან იმყოფებოდნენ ასევე სოფელ ნასაკირალის საჯარო სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლები, კლასის დამრიგებლები და მასწავლებლები, რომლებმაც მშობლებსა და ბავშვებს აუხსნეს მათი ხანგრძლივი იზოლაციის მოსალოდნელ შედეგებზე, თუმცა ზემოაღნიშნულმა ვიზიტმა შედეგი ვერ გამოიღო.

მოქალაქე ამირან შავაძეს გაეგზავნა შეტყობინება, რომ 90 სასწავლო დღის განმავლობაში გამოუცხადებლობის გამო, მის შვილებს შეუჩერდებოდათ მოსწავლის სტატუსი. თუმცა, მიუხედავად შეტყობინებისა, ბავშვების გაშვება სკოლაში მაინც არ მოხდა, რის გამოც, მის ოთხ შვილს, კანონის შესაბამისად, 2017 წლის 8 თებერვალს შეუჩერდა მოსწავლის სტატუსი.

2017 წლის 2 მარტს, დირექტორის მოადგილე ამირან შავაძის ოჯახში მე-3, მე-7 და მე-9 კლასების დამრიგებლებთან ერთად იმყოფებოდა, რადგან აღნიშნულ დღეს იწურებოდა ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/ სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდების რეგისტრაციის ვადა. თუმცა, ამირან შავაძემ უარი განაცხადა შვილების ექსტერნატის გამოცდებზე დარეგისტრირებაზე. უარი განაცხადეს ასევე მოსწავლეებმაც, რომელთაგან ერთ-ერთი აგრესიას გამოხატავდა მასწავლებლების მიმართ, დაჟინებით მოითხოვდა აღნიშნულ საკითხზე აღარ შეეწუხებინათ მისი ოჯახის წევრები, რის გამოც პედაგოგებმა დატოვეს შავაძეების ოჯახი.

“ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა; შესაბამისად,  თუ მოსწავლეები დაუბრუნდებიან სკოლას, მათ ჩაუტარდებათ დამატებითი ინდივიდუალური გაკვეთილები ეროვნული სასწავლო გეგმებით გათვალისწინებული სტანდარტისა და საგნობრივი პროგრამის დასაძლევად.“

არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სამართლებრივი კუთხით სწავლობს მოცემულ საქმეს. ოჯახმა ორგანიზაციას მიაწოდა ყველა დოკუმენტი - ოფიციალური მიმოწერა, ვიდეომასალა. ორგანიზაციის იურისტები შეეცდებიან ნეიტრალური პოზიციიდან შეაფასონ მოცემულ საქმესთან დაკავშირებული გარემოებები.

მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში არსებული დაძაბული და არასათანადო პირობების შესახებ ორი წლის განმავლობაში ინფორმირებული იყო ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება და ორგანო, მათ შორის, განათლების სამინისტრო, სამხარეო საგანმანათლებლო რესურსცენტრი, ჯანდაცვის სამინისტრო და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი, მიუხედავად აღნიშნული ორგანოების მიერ წლების განმავლობაში მიმდინარე მოკვლევისა და მცდელობისა, არასრულწლოვნებს ვერ აღუდგათ დარღვეული უფლება და ისინი კვლავ მოკლებულნი არიან განათლების მიღების შესაძლებლობას, შესაბამისად დარღვეულია მათთვის კონსტიტუციით მინიჭებული და გარანტირებული უფლებები - მიაჩნიათ არასამთავრობო ორგანიზაციაში “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“.

_ განათლების უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც უპირველეს ყოვლისა, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით არის აღიარებული, ხოლო უშუალოდ ბავშვთა განათლების ფუნამენტურ უფლებაზე საუბრობს „გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენცია“, რომელთან შეერთებითაც, საქართველომ აიღო კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების სამართლებრივი პასუხისმგებლობა. სახელმწიფოს ვალდებულება გამოიხატება მის მიერ ყველა შესაძლო გზის გამოყენებაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს თითოეული ბავშვის განათლების უფლების თანაბარი ხელმისაწვდომობა და უფასო, სავალდებულო დაწყებითი განათლება.

ის ფაქტი, რომ წლების მანძილზე სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურების ჩართულობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა ბავშვების განათლების უფლების ხელმისაწვდომობის აღდგენა, ცალსახად მიუთითებს სახელმწიფოს არაეფექტურობასა და არასათანადო მიდგომებზე აღნიშნული პრობლემის მიმართ. სახელმწიფოს ვალდებულება, პატივი სცეს, დაიცვას და შეასრულოს განათლების უფლება, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვერ სრულდება. მაშასადამე, ერთი მხრივ, საქართველო აღიარებს განათლების უფლებას, როგორც ბავშვის ფუნდამენტურ უფლებას, თუმცა მეორე მხრივ, მას არ გააჩნია სათანადო ინსტრუმენტი, აღიარებული უფლების დარღვევის შემთხვევებში რეაგირებისა და დაცვისთვის. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, ბავშვების განათლების უფლების დარღვევის ფაქტზე პასუხისმგებლობა სწორედ სახელმწიფოს ეკისრება,“ _ გვითხრეს არასამთავრობო ორგანიზაციაში.




 ახალი ამბები
  • ბუტა რობაქიძის საქმე _ ოქრუაშვილს და ადეიშვილს ბრალი წარუდგინესუფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრსა და ყოფილ გენერალურ პროკურორს ბრალი წარუდგინეს. საქმის პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ოქრუაშვილმა და მისმა უფლებადამცველმა ბრალდების თაობაზე დადგენილება არ ჩაიბარეს, რადგან ერთმანეთში ვერ შეთანხმდნენ. ამის მიუხედავად, პროცედურის გათვალისწინებით აღნიშნული ავტომატურად ნიშნავს ბრალის წარდგენას. „ფაქტი, რომ ბრალდების წარსადგენად შემოვედით, დადასტურებულია, ბრალდებული ჩაიბარებს თუ არა, ან ხელმოწერით დაადასტურებს თუ არა დადგენილების ჩაბარების სინამდვილეს, ეს მისი უფლებაა. ბუნებრივია, ძალით ვერავინ გადასცემს დადგენილებას და ძალით ვერ მოაწერინებს ხელს“, - განაცხადა ლაშა კოტრიკაძემ. უწყებაში წარმოებული გამოძიების შედეგად, ამირან (ბუტა) რობაქიძის და მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფი პირების მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ირაკლი ოქრუაშვილის და ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოტანილია დადგენილება მათი ბრალდების შესახებ. „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა შემდეგი: 2004 წლის 24 ნოემბერს, გვიან ღამით, დაახლოებით 02 საათზე, ქ.თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე, დიდუბის პანთეონის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორებმა გააჩერეს „BMW“-ს მარკის ავტომანქანა, მძღოლითა და ხუთი მგზავრით. მათი შეჩერებისა და პირადი შემოწმებისას პატრულ-ინსპექტორ გ.ბ.-ს შემთხვევით გაუვარდა ტყვია ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღიდან და მარცხენა იღლიის არეში მძიმედ დაჭრა ავტომანქანიდან გადმოსული მგზავრი ამირან რობაქიძე, რომელიც შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. მომხდარი ფაქტის თობაზე, იმავე ღამით, ინფორმაცია მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა იმჟამინდელმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელმაც შემთხვევის ადგილზე მისულ შს სამინისტროს მაღალჩინოსნებს დავალება მისცა, გადაერჩინათ საპატრულო პოლიციის იმიჯი და აღნიშნული ფაქტისთვის მიეცათ შეიარაღებულ დაჯგუფების მიერ პოლიციელებზე თავდასხმის სახე. ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გაცემული დავალების შესაბამისად, შს სამინისტროს მაღალჩინოსნებმა გარდაცვლილ ამირან (ბუტა) რობაქიძეს და მასთან ერთად მანქანაში მსხდომ პირებს ჩაუდეს ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა, რის შემდეგაც საქართველოს იმჟამინდელი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის დავალებით, გამოძიება წარიმართა სამართლებრივად არასწორი მიმართულებით, რაც გამოიხატა გაყალბებული მტკიცებულებების საპროცესო წესით დამაგრებასა და შს სამინისტროს მაღალჩინოსნების მიერ შემუშავებული ვერსიის გამყარებაში. ყოველივე აღნიშნულის შედეგად, გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-მუხლის მეორე ნაწილით და 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემულნი იქნენ ავტომანქანაში მსხდომი პირები: გ.ქ., ი.მ., კ.ა., ლ.დ. და ა.ბ. ასევე, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრად გამოცხადდა გარდაცვლილი ამირან (ბუტა) რობაქიძე. ზურაბ ადეიშვილის და ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდების შესახებ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან რვა წლამდე ვადით. ამ ეტაპზე საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩადენაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით. ირაკლი ოქრუაშვილს ბრალდების შესახებ დადგენილება წარედგინება პენიტენციურ დაწესებულებაში. ვინაიდან ზურაბ ადეიშვილი თავს არიდებს ქართულ მართლმსაჯულებას, ბრალდების შესახებ დადგენილება გადაეცემა მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს"- წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ბუტა რობაქიძის საქმე მთავარმა პროკურატურამ 2012 წელს გახსნილად გამოაცხადა. ხელახალი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 19 წლის ბუტა რობაქიძის სიცოცხლე სამართალდამცველის, გიორგი ბაშალეიშვილის მიერ შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა. ბუტა რობაქიძე თბილისში, აკ. წერეთლის გამზირზე 2004 წლის 24 ნოემბერს მოკლეს. ექსპერტიზით დადგინდა, რომ მომხდართან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეოჩანაწერი დამონტაჟებულია და მასზე 36 წყვეტა ფიქსირდება, რაც ბრალდების პოზიციას ამყარებს. ვიდეოკადრების გაყალბების ერთ-ერთ სავარაუდო ავტორად გურამ დონაძე სახელდება. სასამართლომ ბუტა რობაქიძის საქმეზე ყოფილი მაღალჩინოსნები დავით იაშვილი, გურამ დონაძე, ზურა მიქაძე, ირაკლი ფირცხალავა და ზაზა ბაქრაძე დამნაშავედ ... ...
  • საზოგადო პანთეონის მოსაწყობად გამზადებული პეტიცია დარეგისტრირდა“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ შესაბამისი ფინანსური სახსრებისა და მიწის ნაკვეთის გამოყოფა ქალაქ ოზურგეთში საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის მოსაწყობად“, _ ამ სახელწოდებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე ახალი პეტიცია დარეგისტრირდა. პეტიციის ავტორია ზურაბ თავბერიძე. როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გვითხრეს პეტიციის განხილვა მას შემდეგ დაიწყება, თუ ის 315 ხმას მოაგროვებს ერთი თვის განმავლობაში ინტერნეტში. “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ არსებობს სასაფლაო ან სასაფლაოს ნაწილი, რომელიც განკუთვნილი იქნებოდა საზოგადო მოღვაწეთა დაკრძალვისთვის. არადა, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის არსებობის შემთვევაში, მუნიციპალიტეტს შესაძლებლობა ექნება, გარდაცვალების შემდეგ, ღირსეული პატივი მიაგოს: ოზურგეთში მოღვაწე ხელოვნების, კულტურისა და საზოგადო მოღვაწეებს; ოზურგეთის საპატიო მოქალაქეებს; საქართველოს ეროვნულ გმირებს;  სხვა გამოჩენილ და ღვაწლმოსილ ადამიანებს“, _ წერია პეტიციაში. ... ...
  • ოცნების დეპუტატი:"დებილები ყველგან არიან, ჟურნალისტიც ბევრი მინახავსსაარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, თავისი პოზიცია დააფიქსირა “ქართული ოცნების“ დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა. “მთავარი არხის“ სიუჟეტში ის შეურაცხყოფას აყენებს მედიის წარმომადგენლებს. “დღეს, რომ გამოვიკვლიოთ ჩვენ მოსახლეობაში და ვკითხოთ, რა არის კარგი მაჟორიტარულ სისტემაში, რა არის ცუდ და აგრეთვე პროპორციულში, 99%-ი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ვერ გვიპასუხებს - იმიტომ, რომ ვერ ერკვევა, ამიტომ გაიხსნას დისკუსია, გავაცნოთ მათ ყველა უარყოფითი და დადებითი მხარე სისტემის და მერე გადაწყდება ეს საკითხი. მორჩა", _ თქვა ოქრიაშვილმა. ის დარწმუნებულია მის სიტყვებში და ასევე ამბობს: “ზუსტად ვიცი, რა იცის და რა არ იცის ჩემმა ხალხმა. ხალხმა კი არა მრავალმა პოლიტიკოსმა არ იცის, მინდა გითხრა.“ _ აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრის დროს კახა ოქრიაშვილმა. ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, მის გუნდშიც არიან თუ არა, ვინც არ იცის მაჟორიტარულ და პროპორციულ სისტემას შორის განსხვავება, დეპუტატი ასე პასუხობს:  "დებილები ყველგან არიან, ჟურნალისტიც ბევრი მინახავს. ასე რომ, პროვოკაციულ კითხვებს თავი ... ...
  • საქართველოში ერთდროულად, ხანძრის ცხრა კერა მძვინვარებსსაქართველოს რეგიონები ხანძრებმა მოიცვა – ამ დროისთვის ხანძარია მარტვილში, ონში, ხულოში, ამბროლაურში, მესტიაში, სოფელ ეცერში, სოხუმში, გულრიფშში და გაგრაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრეები ამ დრომდე ებრძვიან ხანძრის კერებს. სამუშაოებში უამრავი მეხანძრე-მაშველია ჩართული. სოფელი სალხინო: მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში ტყის მასივი იწვის. სოფლის დეპუტატის, გოგი ბასილაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი სამ ლოკაციაზეა და შეინიშნება ძლიერი დაკვამლიანება. „ადგილზე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, თუმცა ცეცხლი ისეთ ადგილზეა, ტექნიკა ვერ ახერხებს ახლოს მისვლას. სოფელში შეინიშნება ძლიერი დაკვამლიანება. სავარაუდოდ ცეცხლი ტყის საფარს უკიდია”,- აცხადებს რწმუნებული. სოფელი ეცერი:  მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 304-ე მუხლით დაიწყო, რაც ტყის ან ნარგავის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს. ცნობისთვის, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს 18 ნოემბერს, გვიან ღამით გაუჩნდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ოფიციალური ინფორმაციით, ხანძრის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. სახანძრო-სამაშველო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა. ამბროლაური და ონი: ორი დღეა, სახანძრო-სამაშველო სამსახურის 60-კაციანი ჯგუფი ამბროლაურისა და ონის ტყეში გაჩენილ ხანძარს ებრძვის ებრძვიან. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის კერები ღიაა, თუმცა სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ამის შესახებ „პრაიმტაიმს!“ უწყებაში განუცხადეს. ხულო: ხულოში, სოფელ დიდ რიყეთში ხანძარია. ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია. საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის ინფორმაციით, დასახლებულ პუნქტში ცეცხლის გადასვლის საშიშროება არ არსებობს. ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია. ოკუპირებული აფხაზეთი: რუსეთის და დე ფაქტო მთავრობის ერთობლივი ქმედებების მიუხედევად, ოკუპირებულ აფხაზეთში ძლიერ ხანძარს ვერ აქრობენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, ცეცხლი 11 000 ჰექტარზეა გავრცელებული. კვამლი შეინიშნება სოხუმის, გულირიფშის და გაგრის რაიონებში. სპეციალისტები მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევენ, როგორ მოიქცნენ ძლიერი დაკვამლიანების შემთხვევაში. ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში რუსული ავიციაა ჩართული. „მი-8“ ტიპის ვერტმფრენმა და და “ბე-200“ ტიპის თვითმფრინავმა ცეცხლის ჩასაქრობად დაახლოებით 651 ტონა წყალი უკვე გამოიყენა. მედიის ცნობით, ხანძარი რამდენიმე მიმართულებითაა გავრცელებული. ოკუპირებულ რეგიონში რუსეთისგან დამატებით დახმარებას ელოდებიან. ხანძარი აფხაზეთში ერთ კვირაზე მეტია რაც მძვინვარებს. ამ დროის მანძილზე, აფხაზური მედია ცეცხლის გავრცელების სხვადასხვა მასშტაბებს ასახელებდა. ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი 11 000 ჰექტარს უკიდია. მესტია: მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარის მახლობლად, ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში დილიდან ჩაერთო დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი. ტყის ქვედა საფარს ცეცხლი 18 ნოემბერს გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი დაკვამლიანების, უამინდობის და რთული რელიეფის მიუხედავად, მეხანძრე-მაშველები უწყვეტი რეჟიმით მუშაობენ. ამავე სამსახურის განცხადებით, არ არსებობს ხანძრის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე და სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება. 19 ნოემბრის დილის მდგომარეობით, ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებში 140-მდე მეხანძრე-მაშველი მონაწილეობს. მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. ადგილზე მუშაობს რეგიონული სატყეო სააგენტოს 30-მდე თანამშრომელიც. წყარო: ... ...
  • დავით მჟავანაძის სასამართლო პროცესი 5 საათზე განახლდება დილიდანვე დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბერს, აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესი.ამ ეტაპზე ექვსი დაკავებული: დავით მჟავანაძე, ირაკლი კაჭარავა, პაატა სოსანაშვილი, დიმიტრი ბიძინაშვილი, გიგა მაქაცარაშვილი, ირაკლი ნადირაძე ელოდებიან მოსამართლის განაჩენს. როგორც ცნობილი ხდება სასამართლო პროცესი ხუთი საათისთვის განახლდება. ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს დამატებით მტკიცებულებებს/ ექვსივე მათგანი გუშინ, აქციის დროს დააკავეს. მათ შორის არიან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგნიაზაციის თავმჯდომარე დავით მჟავანაძე და გურიის ყოფილი გუბერნატორის მოადგილე პაატა ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?