შესაძლებელი იყო თუ არა, გვეხსნა ვახოს სიცოცხლე?!

საზოგადოება

შესაძლებელი იყო თუ არა, გვეხსნა ვახოს სიცოცხლე?!

25 დეკ. 2019, 17:32:10

ავტოსაგზაო შემთხვევები ქვეყანაში ხშირია და ნაადრევად გარდაცვალების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზიცაა.

ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირად ხდება  ჩოხატაური-ბახმაროს გზაზე, განსაკუთრებით, გუთური-ჯვარცხმის მონაკვეთზე, სადაც მანქანები დიდი სისწრაფით მოძრაობენ.

გზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა „გურია ნიუსთან“ საუბრისას ხშირად ამბობს, რომ ამ მონაკვეთზე ცხოვრება შეუძლებელია - ავტომობილები ისეთი სისწრაფით დადიან, რომ მაცხოვრებლებს ეზოდან გასვლის ეშინიათ.

ხან ვისი ღობეა გატანილი და ხან _ ვისი. მაინდამაინც ვიღაც უნდა მოკვდეს, რომ ყურადღება მოგვაქციონ?! წლებია, ვითხოვთ, ბარიერები და სიჩქარის შემზღუდავი დააყენონ, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს”, _ ამბობენ მცხოვრებლები ჩვენთან.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის, ირაკლი კუჭავას თქმით, ჩოხატაური-ბახმაროს გზა, საგზაო-დეპარატამენტის მოვლა-შენახვის ქვემდებარეა და მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არ არის.

არსებული პრობლემის მოგვარების გზად შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს ცენტრალურ გზებზე ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზების მონტაჟსა და ჭკვიანი კამერების დაყენებას ასახელებს; პროექტში გათვალისწინებული სოფელი გუთურიც არის, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირია. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინიტროს პრესსამსახურმა ჯერ კიდევ გასულ წელს გვითხრა.

თუმცა, ცოტა ხნის წინ, გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სოფელ ჯვარცხმაში, სადაც  ერთმანეთს ავტომობილი და სამარშრუტო ტაქსი შეეჯახნენ. მომხდარის შედეგად  24 წლის არაჩვეულებრივი ახალგაზრდა - ვახო ანთიძე დაიღუპა, მარშუტკის მგზავრებმა კი უმეტესად თავის ტვინის შერყევა მიიღეს.

მოსახლეობის წუხილის გათვალისწინების და ამ მონაკვეთზე სიჩქარის შემზღუდავის, “ჭკვიანი კამერის“ დაყენების შემთხვევაში, შესაძლოა, ვახოს სიცოცხლე გვეხსნა და გამოუსწორებელი ტრაგედია არ დატრიალებულიყო.

მომხდარის შემდეგ „გურია ნიუსი“ დაინტერესდა თუ რა ეტაპზეა გურიაში  ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზების მონტაჟი, რაც საჭიროა ჭკვიანი კამერების დასაყენებლად; თუ დასრულებულია, კამერების დაყენება როდის მოხდება, თუ დაყენებულია, სად არის დაყენებული და რა ეტაპზეა უშუალოდ სოფელ გუთურში მოსახლეობისთვის მიცემული დაპირება ე.წ. კამერების დამონტაჟების შესახებ_ ამ კითხვებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მივმართეთ.

როგორც უწყების მიერ გაცემულ პასუხში წერია, გურიაში ამ დროისთვის 32 ნომრის ამომცნობი ე.წ. ჭკვიანი კამერაა დამონტაჟებული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი-ოპერაციების ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გაცნობებთ, რომ მიმდინარე წელს გურიის რეგიონში დღეის მდგომარეობით სულ დამონტაჟებულია 32 ნომრის ამომცნობი .. „ჭკვიანივიდეოკამერა, კერძოდ:

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში - 4 ნომრის ამომცნობი ვიდეოკამერა; ოზურგეთის მუნიციპალიტეტში - 21 ნომრის ამომცნობი ვიდეოკამერა; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში - 7 ნომრის ამომცნობი ვიდეოკამერა“,_ წერია სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

დეტალური განმარტება კი თუ გზების რა მონაკვეთზეა დამონტაჟებული აღნიშნული კამერები მოწოდებულ ინფორმაციაში არ არის.

ინფორმაციაში არც იმას აქვს პასუხი გაცემული თუ რა ეტაპზეა სოფელ გუთურში ჭკვიანი კამერების მონტაჟის საკითხი. “გურია ნიუსი“ არკვევს, რამდენად შესაძლებელია, გზის ამ მონაკვეთზე სიჩქარის შემზღუდავი დადგეს, სანამ “ჭკვიანი კამერები“ დამონტაჟდება ან მორიგი ტრაგედია დატრიალდება.




 ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბრძანება გამოსცაშინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, ასევე, სამართალდარღვევათა  პრევენციისა და  მათზე  რეაგირების მიზნით, ბრძანება გამოსცა.   ბრძანების თანახმად, საქართველოს რეგიონებში, პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე შეიქმნება სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელი ჯგუფები.  არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამის ჯგუფებს დაევალათ  სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყონ სათანადო ზომების მიღება,  წინასაარჩევნო აგიტაციის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარება და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების განხორციელება. აღნიშნული ბრძანება პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის მკაცრად დაცვას ავალდებულებს. ბრძანების თანახმად, დაუშვებელია, პოლიციელის ქმედება პირდაპირ ან არაპირდაპირ იყოს მიმართული რომელიმე პოლიტიკური პარტიის საწინააღმდეგოდ ან ... ...
  • საქართველში საპარლამენტო არჩევნებს IRI-ის წარმომადგენლები დააკვირდებიანდღეს საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) გააკეთა განცხადება არჩევნების ტექნიკური შეფასების საერთაშორისო მისიის  ჩამოსვლის შესახებ. მისია შეაფასებს 2020 წლის, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს. შეფასების მისია საქართველოში ჩამოდის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოწვევის საფუძველზე.  საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) დაახლოებით 25 წელია საქართველოს პარტნიორია და ბოლო ათწლეულის მანძილზე განახორციელა თითქმის ყველა არჩვნების მონიტორინგი და შეფასება. „ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და გამოცდას ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისთვის. IRI-ს მისია ყურადღებას გაამახვილებს იმ საკვანძო საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესის სრულყოფისთვის, მათ შორის როგორიცაა საარჩევნო ადმინისტრაცია, მედიის თავისუფლება და გამჭვირვალობა, პოლიტიკური პარტიების კამპანია და დაფინანსება. გარდა ამისა, მისია ყურადღებას გაამახვილებს კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, ამომრჩევლის უსაფრთხოების დასაცავად შემოღებული ზომების შესრულებაზე.“ - განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის დირექტორმა სტივენ ნიქსმა. მისია (TEAM) შედგება მრავალმხრივი გამოცდილების მქონე ხუთი გრძელვადიანი ტექნიკური ანალიტიკოსისგან, რომლებიც დააკვირდებიან და შეაფასებენ საარჩევნო პროცესის ყველა ფაზას. მათ მიგნებებზე დაყრდნობით, IRI გამოაქვეყნებს ანგარიშებს, რომლებიც მომზადდება  მთავრობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან სიღრმისეული ინტერვიუების საფუძველზე. ტექნიკური შეფასების ჯგუფი იმუშავებს არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო პრინციპების დეკლარაციისა და საერთაშორისო დამკვირვებლების ქცევის კოდექსის მიხედვით. მისიის მიგნებები და რეკომენდაციები დაეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, საერთაშორისო სტანდარტებსა და პოლიტიკური პარტიების მიერ ქცევის კოდექსის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს. კორონავირუსი პანდემიასთან დაკავშირებული საფრთხეების გათვალისწინებით, IRI-მ მიიღო უსაფრთხოების ყველა საჭირო ზომა, რომლებიც თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებულ რეგულაციებთან.   ... ...
  • არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით, 1952 წელს დაბადებული ი.გ. დააკავეს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მეზობლად მცხოვრებ არასრულწლოვან ბიჭთან, რამდენიმე წლის განმავლობაში, მისი ნების საწინააღმდეგოდ ამყარებდა სქესობრივ კავშირს, ფოტოსურათებს უღებდა და მომხდარის გახმაურების შემთხვევაში, ქონების განადგურებით და ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებოდა. მამაკაცის მუქარას არასრულწლოვანი რეალურად აღიქვამდა, რის გამოც ის მომხდარს წლების განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდა. გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით ... ...
  • ვინ გავიდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპზესაზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპზე ოთხი კანდიდატი გადავიდა - თინათინ ბერძენიშვილი, ირმა სოხაძე, ხათუნა ლაგაზიძე და ალექსანდრე ვახტანგოვი. კანდიდატებს შორის ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: თინათინ ბერძენიშვილი - 9 ხმა; ირმა სოხაძე - 7 ხმა; ხათუნა ლაგაზიძე - 7 ხმა; ალექსანდრე ვახტანგოვი - 5 ხმა. ცნობისთვის, კონკურსში სულ 8 კანდიდატი ... ...
  • უფიქსირდებათ თუ არა ბავშვებს ტემპერატურა სკოლებში და რა მდგომარეობაა ამ მხრივ ოზურგეთშიდღეს, დილით, ოზურგეთს მუნიციპალიტეტის, სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში,  ერთ მაღალკლასელ მოსწავლეს  ტემპერატურა დაუფიქსირდა. _სკოლაში მოსვლისას გაიარა თერმოსკრინინგი,  სიცხე არ ჰქონია. შემდეგ კი, გაკვეთილების მსვლელობისას, მასწავლებელს უთხრა, რომ შეამცივნა. ამ დროს აღმოაჩნდა მაღალი ტემპერატურა.  სასწრაფოდ გამოვიძახეთ მშობელი.  აღვნიშნავ იმასაც, რომ ეს მოსწავლე გადმოჰყავთ სასკოლო ავტობუსით, სადაც ასევე, ასვლისთანავე ტარდება თერმოსკრინინგი. არც მაშინ ჰქონდა ტემპერატურა.   ახლა საკლასო ოთახში  მოვახდინეთ დეზინფექცირება. ჩვენ ჯანდაცვის   რეკომენდაციებს ზედმიწევნით ვასრულებთ. არ მგონია, ეს ტემპერატურა ვირუსს უკავშირდებოდეს, თუმცა ჩვენ გავატარებთ  ყველა ზომას, რაც რეგულაციების წესით გვევალება- გვითხრა სკოლის დირექტორმა მზია ვაშალომიძემ. „გურია ნიუსი“ ოზურგეთის  სასკოლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს, ლელა იმედაშვილს ესაუბრა.  ჩვენ ვკითხეთ   ქალბატონ ლელას, 15 სექტემბრიდან დღემდე, რაც სწავლა დაიწყო, თუ უფიქსირდებათ ბავშვებს ტემპერატურა და ხომ არ ყოფილა კონკრეტულად რაიმე გამოვლენილი ვირუსთან დაკავშირებით. _რაც სწავლა დაიწყო, კი, დღის განმავლობაში ფიქსირდება სიცხეები. გუშინ ურეკშიც იყო ერთი  შემთხვევა. როგორც ვიცით, მაშინვე ხდება მშობლის გამოძახება. ხოლო მშობლის შემდეგ, ექიმი გადაწყვეტს, რა როგორ უნდა მოხდეს. ჩვენ ყველამ  ვიცით ეკალდიდის შემთხვევა. დანარჩენი, საბედნიეროდ, ვირუსის  შემთხვევა რომ სკოლასთან იყოს გადაკვეთილი,  არ ყოფილა.  ასევე,  ის მოსწავლეები, რომლებსაც სიცხე დაუფიქსირდათ,  სკოლაში არ   დაბრუნებულან, _ გვითხრა ლელა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...