შოთა რუსთაველმა პეტიცია დაარეგისტრირა

საზოგადოება

შოთა რუსთაველმა პეტიცია დაარეგისტრირა

2020 თებ 16 17:57:24

Manifest.ge-ზე საპენსიო ფონდიდან საპენსიო ფონდში დაგროვილი ფულით (700 მილიონი ლარი) ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების მოთხოვნით პეტიცია დარეგისტრირდა.

პეტიციის ავტორი შოთა რუსთაველია და მას ამ დროისთვის 9 ხელმოწერა აქვს.

„გამარჯობა,

ყველა საქართველოს მოქალაქისთვის ცხადია თუ რაოდენ დამოკიდებულია საქართველოს მომავალი ანაკლიის პორტის მშენებლობაზე, გარდა ეკონომიკური ეფექტისა მას აქვს უპრეცენდენტო მნიშვნელობა ევრო ინტეგრაციისა და საქართველოს უსაფრთხოების გზაზე. ამ საკითხებზე ბევრს არ დავწერ, ვფიქრობ საკმარისია ნატოს გენერალური მდივნის, ამერიკის სახელმწიფო მდივნის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციები/განცხადებები.

ამჟამად ჩვენი ხელისუფლება დგას ორი პრობლემის წინაშე:

1. ხელისუფლებას ვერ გადაუწყვეტია სად წაიღოს საპენსიო ფონდში შესული 700 მილიონამდე თანხა. შექმნა სააგენტო, რომლის თავმჯდომარეც მიუხედავად მისი კოლოსალური (თვეში 15 000 ლარამდე) ხელფასისა სახლში გაიქცა და იქიდან ილოცებს (პრემიერის სიტყვებია ჩემი არ გეგონოთ). ამასთან ქვეყანას გააჩნია სამწუხარო გამოცდილება საპენსიო ფონდთან მიმართებით, არსებობს შანსი, რომ ჩვენი დანაზოგები დაიკარგოს, გაიფლანგოს ან/და განხორციელდეს არასწორი დაბანდება და საბოლოოდ მივიდეთ იმ შედეგამდე სადაც მივიდნენ ჩვენ წინა თაობები. (თუ ვინმეს გაინტერესებთ რა შედეგები მოყვება დანაზოგების დაკარგვას გაიარეთ სახალხო ბანკთან, ნახეთ 200 ლარიანი პენსიის რიგში მგომი მშიერი მოხუცები, რომლებსაც ეს თანხა საკვების საყიდლათაც კი არ ყოფნით, არათუ კომუნალურების ან/და წამლების ან/და ღირსეული ცხოვრებისათვის).

2. თუ ხელისუფლებას დავუჯერებთ მათ მართლა სურთ ანაკლიის პორტის აშენება და ხელს უწყობენ ამ პროექტს, მაგრამ ანაკლიის განვითარების კონსურციუმა ვერ უზრუნველყო პირველი ფაზისათვის 400 მილიონი ლარის მოზიდვა და ამიტომ გაწყვიტეს მათთან კონტრაქტი. მე არ შევალ იმის განხილვაში ანაკლიის კონსურციუმმა რატომ ვერ შეძლო ამ პროექტის განხორციელება, ფაქტია ხელისუფლება იმიზეზებს 400 მილიონიანი ინვესტიციის არარსებობას.

მარტივი მისახვედრია, რაზეც უნდა, გთხოვოთ, ხელმოწერების აგროვება. მე მინდა მჯეროდეს, რომ მთავრობაში უბრალოდ ვერ ხვდებიან ამ გამოსავალს თორე გულით უნდათ პორტის აშენება, თან გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ რუსეთიც აპირებს უკვე პორტის აშენებას შავ ზღვაზე, შესაბამისად სანამ ჩვენი ხელისუფლება ახალ კომპანიას ნახავს და სანამ ისინი ააშენებენ (თუ ააშენეს საერთოდ) რუსეთი დაგვასწრებს და .... მოკლედ შევაგროვოთ 200 000 ხელმოწერა, მთავრობას მოვთხოვოთ რეფერენდუმის ჩატარება და ჩვენი საპენსიო დანაზოგებით ავაშენოთ ანაკლიის პორტი. ქვემოთ ჩამოვწერ იმ მრავალი სიკეთიდან მცირედს რაც მოყვება ჩვენ ამ გადაწყვეტილებას:

1)   აღარ მოგვიწევს ახალი სააგენტოს შექმნა და კიდევ ერთი ბიუჯეტის მჭამელი უწყების შენახვა.

2)  ჩვენს საპენსიო დანაზოგებს დავაბანდებთ ჩვენთვისა და ქვეყნისათვის ყველაზე მნიშვნელოვან პროექტში.

3)  არ მოგვიწევს ნერვიულობა თუ სად წავიდა ჩვენი დანაზოგები, რადგან დიდია შანსი დაიკარგოს წლობის განმავლობაში დაგროვილი დოვლათი.

4)  ანაკლისს პორტი მხარდაჭერილი იქნება ყველა მოქალაქისაგან, რადგან ყველა ეცდება თავისი დანაზოგის დაცვას, რაც უზრუნველყოფს ერის კონსოლიდაციას საერთო კეთილშობილური მიზნის გარშემო, რასაც საქართველოს უკეთესი მომავალი ქვია.

5)  ანაკლიის პორტი უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას, ახალ სამუშაო ადგილებს, ჩვენ წინსვლას ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და საქართველოსთვის პოლიტიკური ფასის მომატებას. (მაგ: თუ ევროკავშირში შევედით ახლა სამომხმარებლო სესხს, რომ ვიღებთ 19 პროცენტში ავიღებთ 2-4% მდე.)

6)  ხელისუფლებისთვის თუ ზემოაღნიშნიშნული სიკეთეები დიდად მნიშვნელოვანი არაა ვეტყვი, რომ ამ გადაწყვეტილებით საერთაშორისო წნეხს მაინც შეარბილებენ და გაიხანგრძლივებენ სკამებზე ჯდომას.

პატივისცემით,

შოთა რუსთაველი“_ წერია პეტიციაში.




 ახალი ამბები
  • საირმის საკარანტინო ზონა მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვაიმერეთში, საირმის საკარანტინო ზონა დღეს მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვა. სასტუმროს დატოვებამდე მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს. მათი წასვლის შემდეგ საკარანტინო ზონის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად,  სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. საკარანტინო ზონები როგორც იმერეთში, ასევე საქართველოს სხვა მხარეებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითაა მოწყობილი. საკარანტინო სივრცეებში  არსებული განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან საკარანტინო სივრცეების მოწყობის შესახებ. ... ...
  • რომელი საწარმოები და ობიექტები გააგრძელებენ მუშაობას კარანტინის დროსრომელი საწარმოები და ობიექტები გააგრძელებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ ისაუბრა. „აუცილებლად იმუშავებენ სააფთიაქო ქსელები და სურსათის მაღაზიები. რა თქმა უნდა სრული ხელმისაწვდომობა ექნება ჩვენს მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებაზე. იმუშავებენ მობილური კავშირგაბმულობის კომპანიები, ტელევიზიები, ბენზინგასამართი სადგურები ასევე საფოსტო მომსახურება იქნება ხელმისაწვდომი. ყველა ის მუნიციპალური სერვისი, როგორიც არის წყალი, დენი, გაზი. იმუშავებს სურსათის მომარაგების მთელი ჯაჭვი, რომელიც საჭიროა მაგალითად პურის საცხობები და თონეები“ - განაცხადა ცქიტიშვილმა. მინისტრის თქმით მზა კვების ობიექტები დისტანციური მიწოდების რეჟიმით იმუშავებენ, ასევე ფუნქციონირებას გააგრძელებენ მიტანის სერვისებიც. „ყველაფერი ის, რაც გარდაუვალი და აუცილებელია ჩვენი ფუნქციონირებისთვის, მასთან დაკავშირებული საქმიანობა, როგორიც არის თუნდაც სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობა, რომელიც არის საჭირო სასურსათო მაღაზიების უზრუნველყოფისთვის, ესეც ბუნებრივია იმუშავებს. გარდა ამისა, როდესაც უკვე ვსაუბრობთ ეკონომიკის სხვა მიმართულებებზე, სადაც შესაძლოა კითხვის ნიშნები არსებობდეს, ეს თუ ის საწარმო რამდენად სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ამ შემთხვევაში ასევე ჩვენ, მაგალითისთვის თუნდაც ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, სადაც უფრო მკაცრი საკარანტინო პირობები იქნა შემოღებული, იქაც კი სოფლის მეურნეობის და ეკონიმიკის სამინისტროს მიერ იყო განსაზღვრული ის ობიექტები, მაგალითად კონცერნი „მარნეული“ რომელიც საკონსერვო პროდუქციას აწარმოებს დ აგრძელებს მუშაობას“ - განაცხადა ცქიტიშვილმა. ... ...
  • ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 1000 ოჯახი საკვები პროდუქტების პაკეტს მიიღებს ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი 1000 ოჯახი საკვები პროდუქტების პაკეტს მიიღებს,- ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამომხმარებლო პროდუქტების შესაძენად ადგილობრივ ბიუჯეტიდან 50 000 ლარამდე დაიხარჯება. ხობის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები სოციალურად დაუცველ ოჯახებს პროდუქტებს სახლში ... ...
  • დედაქალაქში დამატებითი შეზღუდვები წესდებაქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დედაქალაქში დამატებითი შეზღუდვები წესდება. საგანგებო მდგომარეობის გამკაცრების გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. როგორც დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 31 მარტიდან ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, თბილისის „მეტროპოლიტენით“ გადაადგილება იკრძალება. აკრძალვა, როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის, ასევე, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე იმოქმედებს. „აღნიშნულ პერიოდში, დედაქალაქის მასშტაბით გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილით, მათ შორის ტაქსით, იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები სრულად იქნება გათვალისწინებული - ავტომანქანაში, მძღოლის ჩათვლით, უნდა მოთავსდეს მხოლოდ სამი ადამიანი. მათგან ორი ადამიანი, უნდა მოთავსდეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე, გარკვეული დისტანციის დაცვით. კიდევ ერთხელ შევახსენებთ ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი ტაქსის მძღოლებს, რომ მგზავრის გადაყვანის დროს, ავტომანქანის ფანჯრები დახურულ მდგომარეობაში არ უნდა ჰქონდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი ორგანოები კანონის ფარგლებში იმოქმედებენ“,_ ნათქვამია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ... ...
  • რა მნიშვნელოვანი შეზღუდვები წესდება ქვეყანაშისაქართველოში ხვალიდან საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდატის საათი ამოქმედდება. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა ცოტა ხნის წინ გააკეთა. რას ითვალისწინებს აღნიშნული მდგომარეობა ქვეყანაში, რა მნიშვნელოვანი შეზღუდვები უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ_ ამ საკითხზე „გურია ნიუსი“  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებულ პროფესორს, კონსტიტუციონალისტ კოტე ჩოკორაიას ესაუბრა. „პრემიერ-მინისტრის განცხადებას ვუსმინე, რაც გულისხმობს პირველ რიგში შეზღუდვებს გადაადგილებასთან დაკავშირებით, ანუ მნიშვნელოვანი შეზღუდვებია. იკრძალება ყველა ტიპის სატრანსპორტო გადაადგილება ქალაქებს შორის, გარდა ავტომობილისა, მათ შორის თბილისში მეტროთი და ავტობუსით მგზავრობა. გადაადგილება მხოლოდ ავტომობილით არის შესაძლებელი და იქაც თავისი წესებია. 3 ადამიანზე მეტი არ შეიძლება, რომ იყოს ავტომობილში. მნიშვნელოვანი შეზღუდვა, რაც აქამდე არ იყო 3-ზე მეტი ადამიანის შეკრების შეზღუდვაა და ასევე მნიშვნელოვანი შეზღუდვა ეხება  70 წელზე მეტი ასაკის მქონე ადამიანებს, რომელთაც პრინციპში ეკრძალებათ გამოსვლა და მეოთხე, ესაა ე.წ. კომენდატის საათი. ეს არის უბრალოდ გადაადგილების შეზღუდვა, საკარანტინო შეზღუდვის კომპონენტი, როდესაც ადამიანებს ეკრძალებათ საღამოს 9-დან დილის 6-ამდე გამოსვლა. იმისთვის, რომ უფრო მარტივი აღსაქმელი ყოფილიყო ამიტომ თქვეს ე.წ. კომენდატის საათი. კომენდატის საათი ცოტა სხვა რაღაცებს მოიცავს თავის თავში, თუმცა, შინაარსით ამას ჰგავს. ე.წ. კომენდატის საათი, ნიშნავს იმასაც, რომ ადამიანებმა მგზავრობა ისე უნდა დაგეგმონ, რომ გადაადგილება არ გახორციელდეს 9 საათის მერე“,_ გვითხრა ჩოკორაიამ. საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის კიდევ უფრო მკაცრი სახით ამოქმედება კორონავირუსთან ბრძოლას ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...