შსს უგზო-უკვლოდ დაკარგულ ამირან გაფრინდაშვილს ეძებს

საზოგადოება

შსს უგზო-უკვლოდ დაკარგულ ამირან გაფრინდაშვილს ეძებს

18 სექ. 2020, 13:10:20

შინაგან საქმეთა სამინისტრო უგზო-უკვლოდ დაკარგულ, 1979 წელს დაბადებულ მამაკაცს ეძებს. თბილისში, გლდანის რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, N 32–ში მცხოვრებ ამირან გაფრინდაშვილს ბოლო სატელეფონო კომუნიკაცია მიმდინარე წლის 29 ივლისს, დედასთან ჰქონდა, რის შემდეგაც მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოში მამაკაცის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება მიმდინარე წლის 12 აგვისტოს შევიდა. ფაქტზე საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო და გრძელდება აღნიშნული პირის ინტენსიური სამძებრო-საძიებო ღონისძიებები. მამაკაცის გაუჩინარების ფაქტის შესახებ მთელი საქართველოს მასშტაბით ინფორმირებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი, ასევე, სხვადასხვა სამსახური. ამ ეტაპზე, გამოკითხულია ათეულობით პირი, დანიშნულია ექსპერტიზები და აქტიურ რეჟიმში გრძელდება შესაბამისი მოქმედებები გაუჩინარებული მამაკაცის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს მოქალაქეებს, აღნიშნულ პიროვნებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, დარეკონ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში ან აცნობონ პოლიციის უახლოეს განყოფილებას.

 




 ახალი ამბები
  • სროლა ავჭალაში _ დაღუპულია 1 ადამიანისროლა იყო ავჭალაში ლიბანის ქუჩაზე. როგორც "გურია ნიუსს" ადგილიდან წყარო ატყობინებს, სროლის შედეგად დაღუპულია 1 ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი. დეტალების გარკვევას "გურია ნიუსი" შსს-ში ცდილობს, რასაც უახლოეს დროში ... ...
  • ავტომობილი, რომლითაც გადაადგილდებოდნენ ზუგდიდში ბენზინგასამართი სადგურის დამყაჩაღებლები„გურია ნიუსმა“ იმ ავტომობილის ფოტო მოიპოვა, რომლითაც ზუგდიდში ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის დაყაჩაღების შემდეგ თავდამსხმელები მიიმალნენ. მსუბუქი ავტომობილი, რომლითაც, სავარაუდოდ,  თავდამსხმელები გადაადგილდნენ,   დღეს დილით, სოფელ ნარაზენში, უჩაშონას უბანში იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით,  თავდამსხმელებმა გარკვეული რაოდენობის  თანხა ... ...
  • თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხოეთის მოქალაქეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯესსაქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე ნ.ს. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე ნ.ს.-მ, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებთან ერთად, განიზრახა მოტყუებით დაუფლებოდა არარეზიდენტი საწარმოს კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხებს. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, ნ.ს. და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები, საქმიან ნდობაში შევიდნენ ჩეხეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული საწარმოს დირექტორთან, რომელსაც თითქოსდა ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე არსებული კომპანიების აქციების შესაძენად გამიზნული 89 240 ევრო, მოტყუებით გადმოარიცხინეს საქართველოში, ნ.ს.-ის მიერ დაფუძნებული საწარმოს ანგარიშზე და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ მას. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნ.ს. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა ... ...
  • წინასაარჩევნო პერიოდში პარტიებისთვის შეწირული თანხის 47% მმართველ პარტიაზე მოდის„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ინფორმაციით, წინასაარჩევნო პერიოდში პარტიებმა ჯამში 22.6 მლნ ლარის შემოწირულება მიიღეს, რომლის 47% მმართველ პარტიაზე მოდის. ორგანიზაცია აღნიშნავს რომ ბოლო ერთ კვირაში, 10 ოქტომბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით, მმართველმა პარტიამ 1 222 200 ლარის შემოწირულობა მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 4 999 831 ლარის, „სტრატეგია აღმაშენებელმა“- 180 000 ლარის, ლელომ კი 170 700 ლარის. ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ქართულმა ოცნება“ 10.7 მილიონი ლარი, 2.8 მილიონი ლარი „ლელოს“, 2.7 მილიონი ლარი „ნაციონალურ მოძრაობას“, 2.1 მილიონი ლარი „სტრატეგია აღმაშენებელს“, 1.5 მილიონი ლარი „პატრიოტთა ალიანსს“, 1.2 მილიონი ლარი კი „ევროპულ საქართველოს“ ... ...
  • ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე საცხობი გატეხესბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე, 23 ოქტომბერს დილით, საცხობი და სწრაფი კვების ობიექტი გატეხეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით საცხობიდან წაღებულია თანხა. საცხობთან უკვე იმყოფება პოლიცია. როგორც „ბათუმელებს“ ადგილზე უთხრეს, იქვე მდებარე მეორე საცხობის მეპატრონე ობიექტთან მაშინ მივიდა, როცა დამნაშავე მის გატეხვასაც ცდილობდა. მომხდარ ფაქტზე პოლიციას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია. წყარო: ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...