შვიდსულიანი ოჯახი, რომელსაც ქვეწარმავლებით სავსე სახლში უწევს ცხოვრება, დახმარებას ითხოვს

საზოგადოება

შვიდსულიანი ოჯახი, რომელსაც ქვეწარმავლებით სავსე სახლში უწევს ცხოვრება, დახმარებას ითხოვს

16 ოქტ. 2019, 16:35:30

ლანჩხუთში, ვადაჭკორიას ქუჩაზე სოციალურად დაუცველ მამედოვების შვიდსულიან ოჯახს, რომელთაგან ოთხი მცირეწლოვანია, ქვეწარმავლებით სავსე სახლში უწევს ცხოვრება.

მამედოვების ავარიული სახლი ორი ოთახისგან შედგება. ამ სახლის გარდა ეზოში ნახევრად დანგრეული კიდევ ერთი შენობაა, რომელსაც, როგორც ოჯახის დიასახლისი ნესტან ტყეშელაშვილი გვიხსნის, სამზარეულოდ იყენებს. თუმცა, იმის გამო, რომ ზამთარში აქ წყალი დგება, ხშირად საჭმლის მომზადება ღია ცის ქვეშ უწევს.

"სახლში ისედაც სივიწროვეა _ შვიდი სული ძლივს ვეტევით. ეს ორი ოთახი ჩვენთვის საძინებელიცაა, მისაღებიც და სასადილოც, ამიტომ საჭმელს ქვევით ვამზადებ. ზამთარში კი ხშირად გარეთ, ეზოში მიწევს საჭმლის კეთება, რადგან ამ ე. წ. "კუხნაში" წყალი დგება და შიგ ვეღარ შევდივარ.

სახლს, ფაქტობრივად, საძირკველი არ აქვს. კიბეც ისეა დაზიანებული, სადაცაა ჩავარდება. მერია სახურავით კი დაგვეხმარა, მაგრამ ეს არ შველის ჩვენს პრობლემას. შენობა სტიქიამ დააზიანა და ავარიულია. როცა წვიმს, წყალი ამოსასვლელ კიბეს ფარავს, ოთახების ქვემოთ მუდმივად წყალი დგას და დანესტილია ყველაფერი. ეზოში, ნებისმიერ ადგილას, ცოტაც რომ ამოთხაროთ მიწა, წყალი ამოდის, ისეა გაჟღენთილი. ფაქტობრივად, დაჭაობებულია აქაურობა. სინესტის გამო ბავშვებიც ხშირად ავადმყოფობენ, უფროსებზე აღარაფერს ვამბობ. ახლაც ორი ბავშვი მყავს ავად _ 120 ლარის წამალი დაჭირდათ.

სახლში ქვეწარმავლები შემოდიან, მუდმივ შიშში ვართ, რომ ბავშვები არ დაკბინონ. როგორც კი შებინდდება, მორიელები იწყებენ გამოსვლას, საღამოობით ნადირობა გვაქვს მათზე გამოცხადებული. ვინ იცის, დღეში რამდენს ვკლავთ", _ გვიყვება ოჯახის დიასახლისი ნესტან ტყეშელაშვილი და ქილაში გამომწყვდეულ მორიელებს გვიჩვენებს.

მისი თქმით, მათი ოჯახის პრობლემის შესახებ ინფორმირებულია მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა:

"მერიაში კარგად იციან ჩემი ოჯახის პრობლემის შესახებ. სახლის გადასახური მასალა კი მოგვცეს, მაგრამ ავარიულ კედლებსა და მორყეულ საძირკველს რა მოვუხერხო შიშველი ხელებით?! შემომთავაზეს ქირავნობის პროგრამაში ჩაგსვამთო. 100 ლარს იძლევიან თვეში, აქედანაც 20 ლარი იქვითება და ამ ფასად სად ვიშოვი ბინას?! თანხის დამატების საშუალება არ მაქვს _ ოჯახის არც ერთი წევრი არ ვმუშაობთ და მთელი ჩვენი შემოსავალი სოციალური შემწეობა და შშმ ბავშვის პენსიაა".

 მამედოვების ოთხი მცირეწლოვანი ბავშვიდან ყველაზე უფროსი ექვსი წლისაა, ერთ-ერთი კი შშმ პირია და სახელმწიფოსგან შესაბამის დახმარებასაც იღებს.

"ჩემი ერთი შვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა _ ვერ საუბრობს, სიარულიც ახლახანს შეძლო მკურნალობის შემდეგ და მუდმივ ყურადღებას საჭიროებს. ოთხივე ბავშვი მცირე ასაკისაა _ ყველაზე უფროსი პირველ კლასშია. სამსახურის შოვნის საშუალებაც რომ იყოს, ბავშვების გამო სახლიდან გასვლას ვერ ვახერხებ. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, როგორი ყურადღება სჭირდება შშმ ბავშვს.

მთელი ჩვენი შემოსავალი სოციალური შემწეობა და ბავშვის პენსიაა. უფასო სასადილოთიც ვსარგებლობთ, თუმცა, აქ მხოლოდ ერთ წევრზე გვეძლევა ულუფა. ჩემს მეუღლეს ფეხი ტკივა და ფიზიკურ შრომას ვერ ახერხებს, დედამთილს კი დიაბეტი აქვს და იქეთ საჭიროებს ყურადღებას.

საჭმლის ფულს არ ვითხოვთ _ როგორღაც ვახერხებთ თვიდან თვემდე თავის გატანას, უფროსებს კი გვიწევს ბევრი რამის დათმობა, მაგრამ ვცდილობთ, ბავშვებს მაინც არ მოვაკლოთ აუცილებელი და მათთვის საჭირო.

ჩემი ოჯახის მთავარი პრობლემა საცხოვრებელი ფართია. არ მინდა, ჩემი შვილები ნესტისგან დაავადმყოფდნენ და მუდმივად ქვეწარმავლების დაკბენის შიში მქონდეს. ნუთუ, არ შეიძლება, რაიმე საშუალება გამოინახოს და დაგვეხმარონ _ ასე განწირულები ხომ არ უნდა ვიყოთ ქვეწარმავლების დასაკბენად?!" _ ამბობს ოთხი შვილის დედა, რომელსაც მძიმე ყოფით პირობებში უწევს მცირეწლოვანი ბავშვების აღზრდა.

მამედოვების პრობლემასთან დაკავშირებით "გურია ნიუსი" კომენტარისთვის ლანჩხუთის მერიას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ 2015 წელს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ნესტან ტყეშელაშვილის ოჯახი ჩართული იყო დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამაში, თუმცა, თავისივე ინიციატივით შეწყვიტა პროგრამით სარგებლობა, ხოლო განმეორებითი შეთავაზებისას უარი განაცხადა.

მერიამ სრული სია მოგვაწოდა, თუ რა სახის დახმარება მიიღო წლების განმავლობაში აღნიშნულმა ოჯახმა:

"2019 წელს, აგვისტოში, მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდა საბა მამედოვის სარეაბილიტაციო 10-დღიანი კურსი. დახმარების თანხა ბენეფიციარსა და მის თანმხლებ პირზე (ნესტან ტყეშელაშვილი) შეადგენდა დღიურ 35 ლარს. საერთო ჯამში, მამედოვის ათდღიანი სარეაბილიტაციო კურსი მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდა 700 ლარით.

2018 წლის დეკემბერში აღნიშნულ ოჯახს საშეშე მერქნის შესაძენად ანგარიშზე ჩაერიცხა 100 ლარი.

2018 წელს გადაუდებლად ერთჯერადი დახმარების პროგრამიდან გაეწია დახმარება 200 ლარის ოდენობით.

2018 წლის ივლისში ნესტან ტყეშელაშვილის ოჯახის წევრზე (დედამთილზე) საცხოვრებელი სახლის შესაკეთებლად გაიცა დახმარება 700 ლარის ოდენობით.

2017 წლის მარტში გადაუდებლად ერთჯერადი დახმარების პროგრამიდან გაეწია დახმარება 250 ლარის ოდენობით.

2016 წელს გაეწია გადაუდებლად ერთჯერადი დახმარების პროგრამიდან გაეწია დახმარება 250 ლარის ოდენობით.

2016 წლის ოქტომბერში გაეწია განმეორებით დახმარება ერთჯერადი დახმარების პროგრამიდან 150 ლარით.

2015 წელს ნესტან ტყეშელაშვილის ოჯახი ჩართული იქნა მუნიციპალიტეტის დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამაში. მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდა ბინის ქირა, ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით.

2014 წლის სექტემბერში ნესტან ტყეშელაშვილის ოჯახის წევრზე (დედამთილზე) საცხოვრებელი სახლის შესაკეთებლად გაიცა დახმარება 800 ლარი.

2014 წელს გადაიხურა საცხოვრებელი სახლის სახურავი.

2016-2017 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ გაეწია დახმარება საკვებ პროდუქტებზე", _ აღნიშნულია მერიის პრესსამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში _ არიან დაშავებულებიცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთვევხევა მოხდა ფოთში. როგორც ადგილიდან "გურია ნიუსისს" ჟურნალისტი იუწყება, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. წინასწწარი ინფორმაციით, დაშავებულებია ოთხი მგზავრი. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. ... ...
  • “მინდოდა ჩემი შვილის გვერდით ვყოფილიყავი და ყველაფერ საშინელებას ვუძლებდი“83 წლის ლამარა წიქარიძე აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ზური წიქარაძის დედაა.  “მე ვარ 83 წლის. ვმუშაობ შეძლებისდაგვარად ჩაის პლანტაციებში. ჯანმრთელად ვარ და არანაირ ავადმყოფობას არ ვგრძნობ. ვფიქრობ, რომ ცოტა ხანი ვიცოცხლო და ვიცხოვრო ჩემი შვილიშვილების ხათრით“, _ ამბობს “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ლამარა წიქარაძე. ლამარა წიქარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში ცხოვრობს. იმ დროს, როდესაც აფხაზეთში ომი დაიწყო, ის მეუღლესთან სოსო წიქარიძესთან ერთად იმყოფებოდა სოხუმში. ლამარა წიქარაძე: გურიაში ვაპირებდით ჩამოსვლას, რადგან ზურის შვებულება ეწყებოდა. შვებულების ფურცელზე ხელი არ ჰქონდა მოწერილი იმ სამსახურის უფროსს, სადაც ზური მუშაობდა და ამიტომ გაგვიგრძელდა ყოფნა სოხუმში. აფხაზეთის ომში ჩემი შვილი ზური წიქარიძე გმირულად გარდაიცვალა. ის სოხუმში თან სწავლობდა და თან მუშაობდა. ის იყო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი, როდესაც ომი დაიწყო. ჩემი შვილი შინაგან ჯარში მუშაობდა და ომის დროს ქალაქიდან არ უნდა გასულიყო, მაგრამ... მას სთხოვეს დახმარება და წაიყვანეს სოფელ შრომაში. სოფელზე, სადაც ისინი წავიდნენ, მოხდა თავდასხმა, მოულოდნელი თავდასხმა იყო. მან გადაწყვიტა თავის მეგობართან ერთად ახალგაზრდები (ჯარში 25 ახალგაწვეულის სიცოცხლე იხსნა ზურიმ და მისმა მეგობრებმა) გამოეყვანა სამშვიდობოს. მოახერხეს კიდეც, იბრძოდა მანამ, სანამ ტყვიები, არ დაუმთავრდათ. ამის შემდეგ კი დაიჭერეს რუსმა სამხედროებმა და ცოცხლად დაწვეს. ჩემმა მეუღლემ კი დაიწყო გარდაცვლილი შვილის ძებნა, უიარაღოდ იყო და ისე ეძებდა. მან იპოვა ზურის დამწვარი სხეული და განადგურებულებმა ჩამოვასვენეთ ოზურგეთში, სოფელ ნაგომარში. მინდოდა ჩემი შვილის გვერდით ვყოფილიყავი და ყველაფერ საშინელებას ვუძლებდი. ერთ ამბავს კიდევ გავიხსენებ... ბოლოს, ძებნა რომ გაგვიჭირდა ჩემი შვილის, ბატონ ჟიული შარტავასთავან მივედი განცხადებით. მან კი მითხრა, არ მინდა განცხადება, ქალბატონო, თქვენ სახეზეც ვკითხულობ, როგორ იწვით ახლაო. ისე გააკეთა, რომ კიდევ ორი დღე მოგვცა შვილის ძებნის უფლება. არ გვქონდა უკვე ქართველებს ჩვენს მიწაზე თავისუფლად გადაადგილების უფლება. ამის შემდეგ სასწაული მოხდა და ვნახეთ ჩემი შვილი. ლამარა წიქარიძე ჩვენთან საუბრის დროს აცხადებს, რომ რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა და ის მშვიდობიანი გზით დაკარგულ ტერიტორიებს არ გადმოგვცემს. “ომით დაკარგულ ტერიტორიას ომით დაბრუნება უნდა, სხვანაირად დაკარგულ ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებთ. მე, არ მჯერა რუსეთის კეთილსინდისიერების. აფხაზეთში იბრძოდნენ რუსები და ისინი აპირისპირებდნენ ქართველებს და აფხაზებს. თქვენ გგონიათ აფხაზები იბრძოდნენ თავიანთი ძმების წინააღმდეგ? ჩვენი ტანკები დაჩახჩახებდნენ, დანგრეულები. რუსების ტანკები კი დასრიალებდნენ, ანგრევდნენ შენობებს, გადამცემ ხაზებს, ელექტრო ბოძებს. ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე, რადგან ვიდრე ჩემი გარდაცვლილი შვილი არ ვნახე, მანამ არ დამიტოვებია სოხუმი.“ ზურის დაღუპვის შემდეგ, რამდენი თვეში სოფელ ნაგომარში მამამისი, სოსო წიქარიძე გარდაიცვალა. “10 წლის განმავლობაში სახლიდან არ გადავდიოდი. მაგრამ შემდეგ დავარწმუნე თავი, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლებოდა. შვილებს და შვილიშვილებს დახმარება უნდოდათ. ახლა კი მყავს ორი შვილი, შვიდი შვილიშვილი და ხუთი შვილთაშვილი. მინდა, რომ ეს თაობა მოესწროს საქართველოს მთლიანობას და მშვიდობიან ქვეყანაში ... ...
  • "გადაწყვეტილება შეიცვალა" _ ჩოხატაურელი და ლანჩხუთელი ბავშვები სწავლას მერხებთან გააგრძელებენცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გურიის რეგიონში ყველა საჯარო სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადავიდოდა. თუმცა, გადაწყვეტილება მალევე შეიცვალა და ცნობილი ხდება, რომ ჩოხატაურელი და ლანჩხუთელი ბავშვები სწავლას ისევ მერხებთან გააგრძელებენ. "საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიით გურიის რეგიონში შექმნილი ვითარების გამო, ონლაინ სწავლების რეჟიმზე უნდა გადასულიყო რეგიონის ყველა საჯარო სკოლა. თუმცა, გადაწყვეტილებაში ჩაერია განათლების სამინისტრო და ვინაიდან, ჯერჯერობით, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ვირუსი ისე ფართო მასშტაბით არაა გავრცელებული, როგორც ოზურგეთშია, გადაწყდა, რომ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის სკოლების ყველა მოსწავლე მერხებთან გააგრძელებს სასწავლო პროცესს", _ გვითხრა ჩოხატაურის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა შორენა ... ...
  • გურიაში ყველა სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადადისსაკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გურიის რეგიონის ყველა სკოლა გადადის დისტანციურ სწავლებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით მასწავლებლებს მიეცათ დავალება, რომ მოსწავლეები სკოლაში არ მისვლის შესახებ გააფრთხილონ, შეადგინონ ცხრილი საგნის მასწავლებლებთან შეთანხმებით, გაითვალისწინონ რომ 5 საათიან საგანს ექნება 3 ონლაინგაკვეთილი, 4 საათიანს-3, 3 საათიანს-2,  2 საათიანს - ... ...
  • "ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს" _ ზურაბ ნასარაია (R)სოხუმის დაცემის 27-ე წლისთავთან დაკავშირებით გურიაში მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვეტერანებთან ერთად დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი და ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავი გვირგვინებით შეამკეს. "საბრძოლო მოქმედებების დროს გურიიდან 40 ჯარისკაცი დაიღუპა და უგზო-უკვლოდ სამი მებრძოლი დაიკარგა. ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს,“ - განაცხადა გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls