სკოლა წყლის, ხელსაბანის და საპირფარეშოს გარეშე

საზოგადოება

სკოლა წყლის, ხელსაბანის და საპირფარეშოს გარეშე

2019 თებ 16 15:24:17

წყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენაზე ადამიანის უფლება, როგორც ადამიანის ყველა სხვა ძირითადი უფლების საფუძველი გაეროს მიერ 2010 წელს იქნა აღიარებული.


თითოეული ადამიანისთვის წყლის მიწოდება უნდა იყოს საკმარისი რაოდენობით და უწყვეტი, რაც დღე-ღამეში 100 ლიტრამდე წყალს გულისხმობს, რომ დაკმაყოფილდეს პირადი და საყოფაცხოვრებო საჭიროებები, სასმელი წყლის, ტანსაცმლის გარეცხვის, საკვების მომზადების, როგორც პირადი, ისე საყოფაცხოვრებო ჰიგიენის ჩათვლით, 20-25 ლიტრამდე წყლის მიწოდება  კი მიჩნეულია მინიმალურ რაოდენობად და განმარტებულია, რომ მინიმალური რაოდენობით მიწოდების შემთხვევაში შეუძლებელია არსებითად ჰიგიენური და სამომხმარებლო მოთხოვნების დაკმაყოფილება და სახეზეა ჯანმრთელობის გაუარესების მაღალი რისკი.

წყალი და სანიტარული უზრუნველყოფის საშუალებები უნდა იყოს ფიზიკურად ხელმისაწვდომი და განთავსებული მოსახლეობისათვის ადვილად და უსაფრთხოდ მისასვლელ ადგილას. ფიზიკური ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით აქტუალური და არსებითია მოწყვლად ჯგუფებთან (შშმ პირებთან, ქალებთან, ბავშვებთან და ხანდაზმულებთან) მიმართებაში.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ წინწყაროს მოსახლეობას ქართველები, აზერბაიჯანელები და ბერძნები შეადგენენ.

საჯარო სკოლაში, სადაც ამ დროისთვის 325 მოსწავლე სწავლობს, ბავშვებს წყალი დასალევად სახლიდან მიაქვთ, საპირფარეშო კი სკოლის შენობაში შესასვლელი კარიდან დაახლოებით 110 მეტრით არის დაშორებული.

სკოლის დირექტორის, ნათელა ნიჟარაძის თქმით, სკოლა 1985 წელს აშენდა. სოფელი ბერძნებით იყო დასახლებული და 2004 წელს მხოლოდ 9 ბავშვი სწავლობდა, 2005 წლიდან კი სოფელში ეკოემიგრანტები აჭარიდან, სვანეთიდან და ეროვნული უმცირესობები აზერბაიჯანიდან დასახლდნენ, რის შედეგადაც, 2015 წლისთვის მოსწავლეების რაოდენობამ 365 შეადგინა.

სკოლაში ფანჯრები 2009 წელს შეიცვალა და გათბობის სისტემა ჩაირთო, თუმცა, ქვანახშირის შეტანა ძვირი ჯდებოდა და 2013 წლიდან გათბობა ბუნებრივი აირით ხდება. 2015 წელს პირველ-მეორე სართულზე გაკეთდა განათება, შეიცვალა სახურავი ნაწილობრივ, კარებები მაგრამ მიუხედავად ამისა, პრობლემები ბევრია და ძირითად პრობლემას წყალი წარმოადგენს.

ხშირად გვიწევს მარნეულიდან წყლის ყიდვა. სპეციალური მანქანებით ამოაქვთ და ვასხამთ რეზერვუარში, მაგრამ ამდენი მოსწავლისთვის, სისუფთავის დასაცავად, გათბობის სისტემისთვის, სველი წერტილებისთვის საკმარისი არ არის. ბავშვებს სასმელი წყალი ძირითადად სახლიდან მოაქვთ.

სკოლა 85 წელს არის აშენებული და უწყლობის გამო საკანალიზაციო სისტემა გაუმართავია. გარე სველი წერტილები შეძლებისდაგვარად გავარემონტეთ, გავაკეთეთ, მაგრამ წყლის პრობლემა არის იქაც“,_ამბობს წინწყაროს სკოლის დირექტორი.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა, CENN-მა,  წელზე მეტია რაც Wash პროექტის გახორციელება დაიწყო და ქვემო ქართლსა და კახეთში სკოლები, ბაღები, ამბულატორიები და თავშესაფრები შეაფასა.

როგორც სენის კოორდინატორი, მარიკო წიქორიძე შეფასების მიხედვით ამბობს, ერთი შეხედვით, წინწყაროს სკოლა თითქოს გარემონტებულია, მაგრამ გაეროს და იუნისეფის სტანდარტები ირღვევა. სკოლაში არ არის წყალი, საპირფარეშო და ხელსაბანი.

„სკოლის ეზოში წყალი არ შედის არსაიდან, არც დასალევი და არც ტექნიკური. სკოლის თანამშრომლები ტექნიკურ წყალს აგროვებენ ავზებში. თუმცა, ის წყალი არ ვარგა დასალევად. საპირფარეშო არის 110 მეტრის მოშორებით, რაც უკვე დარღვევაა. გარდა ამისა, არ არის ხელსაბანი. სტანდარტით, რომელიც გაწერილია იუნისეფის მიხედვით, სკოლაში უნდა იყოს საპირფარეშო ცალკე გოგონებისთვის და ცალკე ბიჭებისთვის, უნდა ჰქონდეს საკეტი. ასევე საპირფარეშოში უნდა იყოს წყლის ნიჟარა, სადაც იდება საპონი და ხელსახოცი. ასევე პედაგოგებისთვის ცალკე და ადაპტირებული ცალკე.

თუ საპირფარეშო არის გარეპერიმეტრზე აუცილებლად უნდა ჰქონდეს სეპტიკური ავზი და არ უნდა იყოს ყველაზე ცოტა 20-70 მეტრამდე დაშორებული სკოლის პერიმეტრიდან. ბავშვს არ უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ სანამ საპირფარეშოში წავა შესვენების დროს, დაბრუნებამდე გაკვეთილი დაიწყება. თუ გაკვეთილის პროცესში უნდა გასვლა, არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ვიდრე  ჩავა და ამოვა გაკვეთილი დამთავრდება.

გარდა ამისა, იქვე უნდა იყოს ხელსაბანი, რაც არ შეგვხვდა და ასევე დარღვევაა. სკოლა უნდა იყოს შემოღობილი და არ ხვდებოდეს მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველების ფეკალიები, იმიტომ რომ მერე ხშირად ეს შედის სკოლაში და იწვევს ანტისანიტარიას სრულს. ოთახები უნდა მუშავდებოდეს სველი წესით და ტარდებოდეს დეზინფექცია.

გარდა ამისა,  იუნისეფის და გაეროს მიხედვით, თუ  სკოლაში არ არის წყალი, ის სკოლა უნდა დაიხუროს. შესაბამისად, არის რამდენიმე დარღვევა ამ სკოლაში, რაზეც გვინდოდა ყურადღების გამახვილება და თუკი Wash საბჭო გადაწყვეტდა ჩავრთულიყავით პრობლემის მოსაგვარებლად პროცესში“, _ამბობს წიქორიძე.

მისივე თქმით, ცალკე პრობლემაა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება Wash საკითხებთან დაკავშირებით, რადგან სკოლაში გარეპერიმეტრზე არსებული საპირფარეშო კი გაარემონტეს, მაგრამ დაბალი ცნობიერების გამო გააფუჭეს.

„აქ დგას კიდევ ერთი პრობლემა ცნობიერების ამაღლების. წინწყაროს სკოლაში იყო იმის პრეცედენტი, რომ გააკეთეს საპირფარეშო გარეთ მაგრამ იმდენად დაბალი იყო ცნობიერება, რომ დაანგრიეს, გააფუჭეს, გატეხეს. ჯერ ცნობიერება უნდა ამაღლდეს.

ბავშვებმა და არა მხოლოდ ბავშვებმა, უნდა გაითავისონ რა ფუნქცია აქვს გარემონტებულ და კარგად შენახულ, მოვლილ საპირფარეშოს და თავადაც უნდა იყვნენ ამ პროცესში ჩართულები, საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვვეთილები უნდა ტარდებოდეს.

როგორც ვიცი, წინწყაროს სკოლაში ტარდება კვირაში ერთხელ კლასის საათი, მაგრამ არის სკოლები, სადაც არ არის ინფორმაცია  როგორ უნდა დაიცვან თავი წყლისა და სანიტარიის მდგომარეობა სკოლებში და ბავშვები როგორ უნდა მოიქცნენ.

საერთო ჯამში, ნათქვამია, რომ ბავშვის გაზრდა იწყება სკოლაში საპირფარეშოდანო და თუ საპირფარეშოები არ უვარგა სკოლებში ქვეყანას, იმ ქვეყნის პრობლემა ჯერ აქედან უნდა გადაიჭრას“,_ამბობს წიქორიძე.

როგორც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში, მერიისა და Wash საბჭოს წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს შორის გამართულ შეხვედრაზე  განაცხადეს,  არის დაგეგმილი პროექტი, რომლის შედეგადაც მოხდება წინწყაროს სკოლის რეაბილიტაცია, რაც შეეხება სასმელი წყლის მიწოდებას არის მუნიციპალური პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს წინწყაროსთვის მთლიანად ქსელის მოწესრიგებას და პროექტის ფარგლებში მოხდება წინწყაროს  სკოლის  მიერთება.




 ახალი ამბები
  • ხუნდაძე: რამდენიმე დღეა მონიტორინგს ვუწევთ რეგიონებს„უკვე რამდენიმე დღეა მონიტორინგს ვუწევთ  რეგიონებს, ძირითადად, ჰოსპიტალური სექტორის მიმართულებით. ეს გამომდინარეობს იქედან, რომ  ჩვენ ახლა  იმ ფაზაში შევდივართ, სადაც პირველი მიღების ზოლი, სწორედ, ჰოსპიტალური სექტორი იქნება", - განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში"  ქვეყნის რეგიონებში  კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში  განხორციელებულ ღონისძიებებზე საუბრისას. მისივე თქმით, მონიტორინგი, უკვე განხორციელდა: ქუთაისში, ფოთში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, შიდა ქართლში, რუსთავში, ბოლნისში და აჭარაში. როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, მონიტორინგი ამჟამად გახორციელდება სამეგრელოში, შემდეგ კი სხვა რეგიონებში. „რა თქმა უნდა, იქნება რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი და ასე ყველა რეგიონს შევამოწმებთ და ვნახავთ. ჩვენ არა მხოლოდ რევიზიას ვაკეთებთ, არამედ ადგილზე ვაკეთებთ ხარვეზების იდენტიფიცირებას, ვაძლევთ რეკომენდაციებს და რჩევებს.  ჩვენ ახალი მექანიზმი შევიმუშავეთ დღეს. კერძოდ,   ყველა რეგიონს ეყოლება ლიდერი ამ მიმართულებით, რომელიც მთელი ამ პროცესის განმავლობაში, ზედამხედველობის კუთხით, მონიტორინგს გაუწევს ჰოსპიტალური სექტორის მზაობას.  ამ ვერტიკალში ე.წ ლიდერები, ძირითადად, დეპუტატები იქნებიან. ისინი შევლენ  პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის მართვის რგოლში და შემდეგ, რა თქმა უნდა, საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში, პირდაპირი კომუნიკაცია გვექნება პრემიერმინისტრთან", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც პარლამენტის  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ჰოსპიტალური სექტორი მზად უნდა იყოს ყველაზე რთული  სცენარისათვის, რომ ამას ნამდვილი მზაობა ერქვას. „ჩვენ ვამოწმებთ პერსონალის მზაობას. მათ უტარდებათ კონსულტაციები. ისინი გადიან გადამზადებას, ტრენინგებს, რომ ამ სიტუაციაში იცოდნენ როდის, სად და როგორ უნდა მოიქცნენ. ვამოწმებთ ინდივიდუალური  დაცვის საშუალებებს, რომ მათ ჰქონდეთ მარაგები, ასევე, რომ არ იყო ინფექციის კვეთები კლინიკებში და სწორად იყოს გამოყოფილი სივრცეები. ჩვენ ძალიან დიდი მნიშვნელობას ვანიჭებთ სასუნთქი აპარატების მზაობას", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.​ ... ...
  • ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დაკავებულ პირს ბრალი წარედგინა ახალციხის რაიონულმა პროკურატურამ ქ.ბორჯომში ცხოველის მიმართ განხორციელებული სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დაკავებულ ა.ს.-ს ბრალი წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 6 აპრილს, დაახლოებით 20:30 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ა.ს.-მ ქ.ბორჯომში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-12 სართულიდან ქ.თ.-ს ძაღლი გადააგდო, რის შედეგად ცხოველმა ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. სამართალდამცველებმა ა.ს. 2020 წლის 8 აპრილს დააკავეს. მას  ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია) წარედგინა. 2020 წლის 10 აპრილს პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და ბრალდებულ ა.ს.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი საპატიმრო გირაოს შეფარდება მოითხოვა. სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულ ა.ს.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა - ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, რასაც პროკურატურა გაასაჩივრებს კანონით დადგენილ ვადაში და წესით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ა.ს.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ... ...
  • თბილისი „ევროპის ახალგაზრდული ბარათის ასოციაციის“ წევრი გახდათბილისი „ევროპის ახალგაზრდული ბარათის ასოციაციის“ (www.eyca.org) წევრი გახდა. ასოციაციის წევრობა საქართველოს დედაქალაქს ანიჭებს უფლებას, ევროპის ახალგაზრდული ბარათი ქართველ ახალგაზრდებსა და სტუდენტებზე გასცეს. ბარათის საშუალებით, ქართველ ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ, ევროპის 36 ქვეყანაში 60 000-მდე პროდუქტსა თუ მომსახურებაზე ფასდაკლებით ისარგებლონ. ბარათის მფლობელები ფასდაკლებას მიიღებენ შემდეგი მიმართულებებით: მოგზაურობა, სასტუმროები, კულტურული ღირსშესანიშნაობები, კვების ობიექტები, ქსელური მაღაზიები და სხვა. „ევროპის ახალგაზრდული ბარათის ასოციაცია“ 1987 წელს დაარსდა. ამ ეტაპზე, ასოციაცია ევროპის 36 ქვეყანაში 40 ორგანიზაციას აერთიანებს და გაცემული აქვს 6 მილიონი ბარათი. ბარათის მთავარი მიზანი სოციალური, კულტურული, საგანმანათლებლო და ეკონომიკური მიმართულებით, ახალგაზრდების გაძლიერება და მხარდაჭერაა. საქართველო ასოციაციის 37-ე ქვეყანა გახდა და მას ორგანიზაციაში თბილისის მერიის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების (EuropeanYouthCardAssociation) სახით, თბილისის მუნიციპალიტეტი წარმოადგენს, რომელსაც ბარათის გაცემის ექსკლუზიური უფლება გააჩნია. საქართველოში ევროპის ახალგაზრდული ბარათის გაცემა მიმდინარე წლის ოქტომბრიდან დაიწყება.       ... ...
  • თბილისის ზოოპარკის ტერიტორიაზე ხმობადი ფიჭვები მოიჭრება დედაქალაქში სანიტარიული ჭრების ფარგლებში, დაავადებული და ხმობადი ფიჭვების ჭრა გრძელდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მერიის ინფორმაციით, თბილისის ზოოპარკის ტერიტორიაზე დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, 400-მდე ზეხმელი და დაავადებული ფიჭვი მოიჭრება, მათ ნაცვლად კი ჯანსაღი ხეები დაირგვება. აღნიშნულ სამუშაოებს შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ განახორციელებს. სანიტარიული ჭრების გადაწყვეტილება უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, ფიჭვებზე მავნებელი მწერია გავრცელებული. დედაქალაქში ამ დროისთვის, ჯამში, 40 000-მდე დაავადებული და ხმობადი ფიჭვი მოიჭრა. სანიტარიული ჭრები დედაქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე ეტაპობრივად ... ...
  • როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეებშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11-12 აპრილს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +10, +15 გრადუსამდე დაიკლებს. 13 აპრილიდან კი გამოიდარებს და შედარებით დათბება. თბილისში უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსის ფარგლებში ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...