სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლის მასწავლებელმა ნათელა ღლონტმა “ყველაზე წიგნიერის“ კონკურსში გაიმარჯვა

საზოგადოება

სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლის მასწავლებელმა ნათელა ღლონტმა “ყველაზე წიგნიერის“ კონკურსში გაიმარჯვა

13 აგვ. 2020, 12:57:31

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის  მიერ ორგანიზებული პროექტის ,,ყველაზე წიგნიერის'' კონკურსი მასწავლებელთათვის–,,როგორ წავახალისოთ წიგნიერება'' საუკეთესო ნამუშევრები გამოაქვეყნეს. გამარჯვებულებს შორის არის ნათელა ღლონტი -ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი.

მე კი გავაგზავნე ნაშრომი ამ თემაზე, რომელიც ასახავდა იმ აქტივობებს, რასაც სკოლაში ვახორციელებ რომ მოსწავლეებს შევაყვარო წიგნის კითხვა. ნაშრომი მოეწონათ და გავიმარჯვე. სულ სამი პედაგოგის ნარომი შეირჩა. გადმომცეს 200 ლარიანი ვაუჩერი წიგნების შესაძენად ასევე სერტიფიკატი“, - გვითხრა ნათელა ღლონტმა.

ნათელა ღლონტი სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლაში 54 წელია მუშაობს.

„თავიდან ვიყავი პიონერხელმძღვანელი, შემდეგ ორგანიზატორად გადავედი თან ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი დღემდე . სკოლაში მაქვს კლუბი “საფიხვნო“, სადაც მოსწავლეებთან ერთად ვახორციელებ სხვადასხვა აქტივობებს, სოციალურ და სასწავლო პროექტებს. ჩართული ვარ საერთაშორისო საგანმანათლებლო პორტალზე, სადაც სხვადასხვა პროექტებს ვახორციელებ  სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთად“,_ გვიამბობს ნათელა ღლონტი.

„გურია ნიუსი“ გთავაზობთ ნათელა ღლონტის ნამუშევარს.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, მოსწავლეები დაკავდნენ წიგნის კითხვით, რადგან თანამედროვე ციფრული სამყარო მოზარდს ამ მიმართულებით არ იზიდავს.

ძალიან დიდი პრობლემაა ის, რომ მოზარდების უმრავლესობა მხოლოდ კომპიუტერით, ტელეფონით თუ სხვა თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებით არის გადატვირთული და წიგნების კითხვა აღარაა აქტუალური თემა, წიგნმა რატომღაც გვერდზე გადაინაცვლა.

სწორედ ამ პრობლემის გადაჭრის ის გზები და საშუალებები იქნება განხილული ჩემს სტატიაში, რომელთაც ვიყენებ პედაგოგიურ პრაქტიკაში.

მოსწავლეებში წიგნიერების წასახალისებლად ხშირად ვიყენებ სხვადასხვა მიდგომას; მაგალითად, პროგრამული მხატვრული ტექსტის წაკითხვის შემდეგ, მოსწავლეებს ვავალებ, მათ მიერ წაკითხული მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟი ამოგზაურონ რომელიმე ტექსტში, ვსვამ შეკითხვებს, როგორ მოიქცეოდა ესა თუ ის გმირი, ამა თუ იმ სიტუაციაში რომ მოხვედრილიყო; ასევე ვიყენებ წაკითხული ნაწარმოების დასურათების ტექნიკას, მოვაწყვე კონკურსი სკოლაში „გაუკეთე ილუსტრაცია წიგნს“; ხშირად, როცა გაკვეთილს ვხსნი და ნაწარმოები ფილმადაც არის გადაღებული, მოსწავლეებს ვეკითხები, თუ აქვთ ფილმი ნანახი და თუ შეულიათ წიგნისა და ფილმის შედარება; ვცდილობ, მოსწავლეები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი ტექსტის გააზრებისას. ამიტომ ვსვამ ხოლმე ასეთ შეკითხვებს: შენ როგორ მოიქცეოდი? რას შეცვლიდი? და ა.შ, პროექტებით სწავლების მეთოდსაც ვიყენებ ე-თვინინგ პლატფორმის გამოყენებით, რომელიც ხელს უწყობს ევროპისა და მისი მეზობელი ქვეყნების თანამშრომლობას; საგანმანათლებლო სფეროში განვახორციელეთ პროექტი „ვიყოთ კრეატიულები“, რომლის ფარგლებში მოსწავლეებს უნდა წარმოეჩინათ თავიანთი ქვეყნის საყვარელი მწერალი, ჩაეტარებინათ ამის პრეზენტაცია მონაწილე მოსწავლეებისათვის. ჩემმა მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი ამ ამოცანას.

სკოლაში 23 აპრილს წიგნის დღესთან დაკავშირებით უკვე 2 წელია დავამკვიდრეთ ტრადიცია – „აჩუქე წიგნი.“ ჩემი მოსწავლეები სიხარულით ჩუქნიან ერთმანეთს წიგნებს, რამაც კითხვის პოპულარიზაციას კიდევ უფრო შეუწყო ხელი.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს (5 თებერვალი) სკოლაში არსებულ კლუბ „საფიხვნოს“ ინიციატივით ჩავატარეთ კონფერენცია თემაზე: „ვიკითხოთ ხმამაღლა, შევცვალოთ მსოფლიო“. კონფერენციაში მონაწილეობა მიღო 30-მა მოსწავლემ (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურიდან). მათ წარმოადგინეს თავიანთი ნაშრომები, გაგვაცნეს საყვარელი წიგნები და ავტორები და ერთმანეთისგან წიგნის სიკეთეების შესახებ ბევრი რამ მოისმინეს. კონფერენციის დასასრულს მონაწილეებმა ერთხმად წაიკითხეს „ვეფხისტყაოსნის“ ეპილოგი. კონფერენციას ესწრებოდნენ მოსწავლეთა მშობლები, მასწავლებლები. მოხდა ინფორმაცის გაცვლა, გაზიარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სკოლაში დავაწესეთ ასეთი ტრადიციაც: მოსწავლეები გამორჩეული თარიღების აღსანიშნავად ერთმანეთს წიგნებს ჩუქნიან და მერე ერთმანეთს უზიარებენ წაკითხულის შესახებ ინფორმაციას. ამისათვის გამოვყავით სემესტრში ერთი დღე, ვატარებთ დისკუსიას თემაზე – „გააზიარე წიგნი, გააზიარე ემოცია“, სადაც მოსწავლეები საინტერესო ხედვებს წარმოადგენენ.

მე, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს, ხშირად მაქვს საუბარი მშობლებთან თუ როგორ შეიძლება მოვწყვიტოთ ბავშვი ციფრულ ტექნოლოგიებს. ვურჩევ, შვილებთან ერთად წავიდნენ წიგნის მაღაზიებში, ბიბლიოთეკებში, ერთად იკითხონ ახალ-ახალი ნაწარმოებები და გაუზიარონ ერთმანეთს შთაბეჭდილებები. აღსანიშნავია, რომ მშობელთა მხრიდან შემოთავაზების თანახმად მივიღე გადაწყვეტილება და ყოველი თვის ბოლო პარასკევს დავაწესეთ მკითხველთა დღე: „რა წავიკითხე საინტერესო უფროსებთან ერთად“. ჩვენ ამ დღეს მშობლებთან ერთად ვიკრიბებით და მშობლებიც და მოსწავლეებიც ერთმანეთს ვუზიარებთ წაკითხულის შესახებ ინფორმაციას .

ასეთი მიდგომების გამოყენებით ბევრ მოსწავლეს შევაყვარე კითხვა და ისინი უფრო მდიდარი ლექსიკით, კრეატიული აზროვნებით, სოციალური აქტიურობით გამოირჩევიან.

წასაკითხი ლიტერატურის რჩევისას აუცილებლად ვითვალისწინებ მათ ასაკს, კოგნიტური განვითარების საფეხურს, ინტერესის სფეროს, იმ პროგრამულ მასალას, რომელსაც ვასწავლი, რომ მათ დაუკავშირონ წაკითხული წიგნი.

დღესდღეობით სკოლა კითხვის პოპულარიზაციის კუთხით დიდი გამოწვევის წინაშე დგას. დგება საშიშროება, რომ მოსწავლეები მთლიანად მოსწყდნენ წიგნს და ვფიქრობ, გამოსავალი ერთია – ჩვენ, მასწავლებლებმა მოსწავლეებს უნდა შევთავაზოთ მრავალფეროვანი აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალი თაობის წიგნისკენ შემობრუნების პროცესს. ამის ნათელი მაგალითი ჩვენი პატარა სკოლაა, სადაც მოსწავლეები განხილული აქტივობების გამოყენებით ჩართულები არიან მსოფლიო ლიტერატურულ მარათონში“.




 ახალი ამბები
  • ჩოხატაურში საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან აღდგებაჩოხატაურის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან აღდგება, _ ამის შესახებ „გურია ნიუსს“  ა(ა)იპ ბაღების გაერთიანება "მომავალის" ხელმძღვანელმა ნინო ბარამიძემ განუცხადა. „როგორც დღეს გამოცხადდა და გაგვაგებინეს გუბერნიიდან, სააღმზრდელო პროცესი მუნიციპალიტეტის ბაღებში12 ოქტომბერს განახლდება“,_ გვითხრა ბარამიძემ. შეგახსენებთ, რომ სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში 1 ოქტომბერს უნდა განახლებულიყო, მაგრამ საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, აღსაზრდელებისთვის საბავშვო ბაღები 12 ოქტომბრიდან ... ...
  • ლანჩხუთის ყველა საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან განახლდებალანჩხუთის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან დაიწყება. ცენტრის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, ბაგა-ბაღებში ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ჩატარდა გენერალური დეზინფექცია. "კორონა ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მსგავსი ღონისძიებები ეტაპობრივად გახორციელდება. ლანჩხუთის სკოლამდელი ცენტრის 21-ვე ბაგა-ბაღი ახალი მოქმედი რეგულაციების მიხედვით ახორციელებს შესაბამისს ღონისძიებებს ახალი სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დასაწყებად", _ ამბობენ ცენტრში. მათივე ინფორმაციით, ადმინისტრაციის მიერ ბაგა-ბაღებისთვის შეძენილია საგანმანათლებლო რესურსები (ფერადი ფურცლები, მაკრატლები, ფერადი ფანქრები, ზეთოვანი პასტელები, გუაშისა და აკვარელის საღებავები, ფუნჯები, პლასტელინები და სხვა). "ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული რეკომენდაციების ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისთვის შესაბამისად საგანმანათლებლო რესურსები უზრუნველყოფილი იქნება ბაგა-ბაღებში ინდივიდუალურად ბავშვებისთვის სახელოვნებო/გასართობი საქმიანობის დროს გამოსაყენებლად", _ ამბობენ სკოლამდელ სააღმზრდელო ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ზუგდიდში ლოკოკინების ფერმა გაშენდასაქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელოში, კერძოდ, ზუგდიდის სოფელ ერგეტაში ნახევარ ჰა-ზე  ლოკოკინების ფერმა გაშენდა.  ფერმა პირველ, 8-12 ტონამდე მოსავალს უკვე დეკემბერში ელოდება. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ევროპაში, კერძოდ კი  იტალიაში მოხდება.  პროექტის განსახორციელებლად ბანკის მიერ გამოყოფილი თანხა 68,000 ლარს შეადგენს. დღესდღეობით ფერმაში 15 ადამიანია დასაქმებული.  „მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ფინანსური მხარდაჭერა გავუწიოთ ისეთ წამოწყებებს რეგიონში, რომელიც ერთის მხრივ, ხელს უწყობს განსხვავებული და რეგიონისთვის უნიკალური ბიზნესების წახალისებას, მეორეს მხრივ კი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, მათი შემოსავლების ზრდასა და ზოგადად, რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჩვენი ჩართულობით ზუგდიდის რაიონში ლოკოკინების ფერმა გაშენდა. ფერმა უკვე ფუნქციონირებს და მოსავლის მოლოდინის პროცესშია. პროექტი მნიშვნელოვანია იმით, რომ წარმოადგენს საექსპორტო პროდუქტიას, რაც ქვეყნისთვის, როგორც ექსპორტის ზრდის შესაძლებლობა, ძალიან მნიშვნელოვანია. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას სამომავლო განვითარების გზაზე“, - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა. ... ...
  • "ჩანაწერი, ჩემი ნასამართლებობის შესახებ, არის ტყუილი!" _ გელა კვარაცხელია“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩანაწერი ჩემი ნასამართლებობის შესახებ, რის გამოც ცესკომ ჩემი 2020 წლის  არჩევნებიდან მოხსნა განიზრახა, არის ტყუილი! წინააღმდეგ შემთხვევაში, მიუთითონ სასამართლო, მოსამართლე, მუხლი, რომლითაც მე გამასამართლეს!“ _ აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა  “ტრიბუნას“ მაჟორიტარობის კანდიდატი სამცხე-ჯავახეში, გელა კვარაცხელია და საჯაროდ მიმართავს შსს-ს და ხელისუფლებას, რომ ცესკომ სასწრაფოდ გამოასწოროს ხარვეზი, უზრუნველყოს მისი, როგორც კანდიდატის რეპუტაციის აღდგენა და ხელი აღარ შეუშალონ საარჩევნო კამპანიაში. "როგორც ჩანს, ვანო მერაბიშვილის დანაპირებს, რომ გელა კვარაცხელიას, ყოფილი გუბერნატორს,  არასოდეს მისცემდა სადმე მუშაობის უფლებას, ახლა „ქართული ოცნება“ ასრულებს  და საკმაოდ წარმატებულადაც!" _ განაცხადა დღეს ბრიფინგზე „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ. მისივე თქმით, გელა კვარაცხელიას გარდა, იგივე, ანუ არარსებული ნასამართლებობის მოტივით, „ტრიბუნას“ საარჩევნო სიიდან ასევე ამოღებული არიან: გარნიკ სიმონიანი, რომელიც თავის დროზე შევარდნაძის ცნობილი ტერაქტის საქმეში ერთ-ერთი იყო, ვინც პრეზიდენტი გადაარჩინა და ბორის მიქელაძე აჭარიდან, რომელიც 2012 წელს კანდიდატად იყო დარეგისტრირებული და მაშინ მსგავსი პრობლემა არ შექმნია. „ტრიბუნას“ ერთ-ერთი ლიდერის, ლია მუხაშავრიას განცხადებით კი: „ როგორც ჩანს, ეს ცესკოს ახალი „ტრენდია“ , თანაც უპრეცენდეტო, დაბლოკოს რეალური გამარჯვების მქონე ოპოზიციის ლიდერები.“  მისივე განცხადბით: „ცესკო არის ადმინისტრაციული ორგანო და ვალდებულია დაასაბუთოს გადაწყვეტილება არჩევნებზე არდაშვების შესახებ. ამ ადამიანებს კი, აქვთ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, რაც ვერ ხერხდება, რადგან ცესკო არ იძლევა დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ამ საქმეს მსვლელობა მიეცემა, მანამდე კი ვაცხადებთ, რომ მომხდარ განვიხილავთ  პოლიტიკური დევნის და „ტრიბუნას „ წინააღმდეგ სახელმწიფო აქტივობის გამოვლენის მცდელობად“. ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  28-30 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +27, +32 გრადუსის ფარგლებში იქნება. 1 ოქტომბერს გაწვიმდება, ტემპერატურა +23, +28 გრადუსამდე დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოში კი მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით ღრუბლიანი ამინდი. ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +19, +24 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა +21, +23 გრადუსი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls