სოფელ მერიის კარიერები ურეკის წყალსადენს სერიოზულ საფრთხეს უქმნის?

საზოგადოება

სოფელ მერიის კარიერები ურეკის წყალსადენს სერიოზულ საფრთხეს უქმნის?

2020 მარ 26 15:29:04

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში,  კურორტ ურეკის  წყალმომარაგების  და წყალარიდების პროექტი, როგორც ცნობილია, 73 მილიონი ლარი დაჯდა.

აქ წყალს სოფელ მერიაში, „ციხის ჭაბურღილებიდან“ იღებენ, სადაც მოწყობილია  150 კბ. მეტრი მოცულობის რეზერვუარი. აქედან კი,  წყალი 710 მმ-იანი პლასტმასის მილებით,  19 კმ -იანი მანძილს გავლის შემდეგ,  წვერმაღალას  წყალსაქაჩში ორ რეზერვუარს ავსებს. ძირითადი რეზერვუარი 5400 კბ. მეტრი მოცულობისაა,  სარეზერვო  კი _ 1500 კბ მეტრი მოცულობის.

ბოლო დროს, აქტიურდება თემა,  აღნიშნულ რეზერვუარში წყლის დებეტის კლების გამო, რადგან იქვე, სამიოდე კილომეტრში მდინარე ნატანების კალაპოტში, სოფლების ლაითურის და მერიის მიმდებარე მონაკვეთებზე, ყოველგვარი სტანდარტების დაცვის გარეშე ხდება  ინერტული მასალების მოპოვება.

_ მალე აქ, შეიძლება, ისე წავიდეს საქმე, რომ ურეკს წყლის დეფიციტი კვლავ გაუჩნდეს. ახლომდებარე კარიერეზე, სადაც სრული განუკითხაობაა და მდინარე ნატანების კალაპოტში  ინერტული მასალების მოპოვებისას,   სტანდარტის სრული იგნორირება ხდება, განსაკუთრებით ახლა, როცა ქვეყანა უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას და კორონავირუსის წინააღმდეგ, ასე ვთქვათ, საომარი მდგომარეობაა, აქ გაათმაგებული ძალისხმევით მუშაობენ და წყალსადენს ვინ ეძებს, ცდილობენ რაც შეიძლება მეტის გაზიდვა მოასწრონ და თუ გინდა, მდინარე ნატანები,  სულაც მიწაში ჩაკარგულა. ბიძინა ივანიშვილმა, ეტყობა, არ იცის კარგად აქ არსებული ვითარება.  სხვა რომ არაფერი, სასტუმრო „პარაგრაფს“  წყალი აქედან მიეწოდება. წიაღის ეროვნული სააგენტო მფარველობს ყველა ლიცენზიანტს, რომლებიც  არანაირ სტანდარტს არ იცავენ _ ამბობენ „გურია ნიუსთან“ საუბარში სხვადასხვა სოციალური ფენისა თუ სამსახურებრივი მდგომარეობის წარმომადგენლები.

თავის მხრივ სოფელ მერიაში, მდინარე ნატანების კარიერებზე მომუშავენი ამტკიცებენ, რომ აქ მათ სწორედ წყალსადენის მშენებლობის დაწყების გამო მისცეს ადგილმონაცვლე ტერიტორია, თორემ ადრე იმ  ადგილზე მუშაობდნენ, სადაც ახლა ჭაბურღილები დგას. ხოლო მდინარე  ნატანების კალაპოტის აოხრებულ კალაპოტს, ჩვეულებრივ სამუშაო მდგომარეობით გამოწვეულ სურათს უწოდებენ.

_რას ერჩით მაგ ხალხს? მანდ გადაიყვანეს, როცა აქ წყალსადენის მშენებლობა დაიწყო.  ჩვენ მარტო იქედან არ ვყიდულობთ ინერტულ მასალას.  ყველა კარიერისგან ვიძენთ  და აქ ხდება ქვის სამტვრევში  დამუშავება. ძირითადად,  ბეტონის ქარხანაა ჩვენი საწარმო, თუმცა ვიცით , რომ კარიერი იქ ადგილმონაცვლედ გადავიდა, - თქვეს „გურია ნიუსთან“ სოფელ მერიის და ლაითურის საზღვარზე მომუშავე,  შპს „გურიამშენის“ წარმომადგენლებმა.

ფლობენ თუ არა ასეთ ინფორმაციას, ან  თუნდაც არსებობს თუ არა ასეთი  საფრთხე, ამის თაობაზე „გურია ნიუსი“ საქართველოს გაერთიანებული  წყალმომარაგების კომპანიის, გურიის რეგიონული ფილიალის ხემძღვანელს, დათო ცერცვაძეს დაუკავშირდა. მან კი კომპანიის პრეს სამსახურთან გადაგვამისამართა.

_წყლის დებეტის კლება, ზოგადად, საქართველოში იყო კლიმატური პირობების  გამოც.  არ იყო თოვლი. არა მარტო გურიაში, სხვა რეგიონებშიც შეიმჩნეოდა კლება. მაგალითად, ასე იყო გუდაურსა და ბაკურიანში წელს. ეს პირველი პრეცედენტი არ არის. თუმცა, კონკრეტულად ურეკის შესახებ, ასეთი რამ არ ვიცი. მე აუცილებლად გადავამოწმებ ინფორმაციას, ყველაფერს გავიგებ და მე თვითონ გაცნობებთ, - გვიტხრა წყლმომარაგების კომპანიის პრესსამსახურიდან ლელა კიკალეიშვილმა.

ვრცლად ამის  შესახებ,   მალე  საგაზეთო სტატიაში გიამბობთ.




 ახალი ამბები
  • ატომური ბომბი რომ ჩამოვარდეს ზიარებას არ შევწყვეტთ – მეუფე ანტონივანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მზადაა, სააღდგომო წირვა სპორტულ მოედანზე ჩაატაროს. მისი თქმით, აღდგომის დღესასწაულზე, წირვას ყველა იმ რეკომენდაციის დაცვით ჩაატარებს, რომელიც საპატრიარქოსგან აქვთ. ამასთან, მეუფე ანტონი საზოგადოებას სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობის დაძაბვაში ადანაშაულებს. “ატომური ბომბი რომ ჩამოვარდეს, აღდგომის დღესასწაულს და საერთოდ ზიარებას არ შევწყვეტთ დედამიწაზე. მე მაგალითად, იმასაც ვფიქრობ, რომ სტადიონზე ჩავატარო აღდგომის წირვა. ყველას შეუძლია განთავსდეს ერთმანეთისგან შორს, თავის დინამიკებით. ამას ჩვენ გავაკეთებთ, მაგრამ წირვა რომ შევწყვიტოთ და მსახურება ეს წარმოუდგენელია. ყველა სპექტრი თითქოს აკეთებს იმას, რომ ჩვენსა და ხელისუფლებას შორის დაძაბოს სიტუაცია”, – აღნიშნა მეუფე ანტონმა ... ...
  • „შექება ჩვენთვის უცხო არ არის" _ გიორგი ვოლსკი„რასაკვირველია ძალიან სასიამოვნოა და საზოგადოებისათვის წამახალისებელიც და ენერგიის მიმცემიც არის  ჩვენი დაწესებულებებისათვის ის შექება, რომელსაც ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები ხშირად, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მიმართავენ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, რითაც გამოეხმაურა ვაშინგტონის შუა აღმოსავლეთის კვლევების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ჯორჯ ვისანის სტატიას „შავი ზღვა და ახალი კორონავირუსი", სადაც აღნიშნულია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს ოფიციალურ პირებს კორონავირუსის დასამარცხებლად ოპერატიულად განხორციელებული ზომებისთვის აქებს. როგორც გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ თვითკმაყოფილებას უნდა მივეცეთ, ვინაიდან მდგომარეობა ზოგადად საკმაოდ საგანგაშოა მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში. „შექება ჩვენთვის უცხო არ არის, და არც რაიმე სისუსტეს, მოდუნებას განაპირობებს. მუშაობა გაგრძელდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ  ვირუსის საფრთხე როგორღაც შენელებულია. ჩვენ მზად ვართ საბრძოლველად - მთელი სისტემა და არა მარტო ჯანდაცვის სამინისტროს სისტემა. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მთავრობის მითითებები ემყარება მეცნიერულ დონეზე გაკეთებულ ანალიზს და ყველა მითითება  ზედმიწევნით უნდა შესრულდეს, ვინაიდან  მდგომარეობა ჯერ კიდევ საკმაოდ საგანგაშოა მთელ მსოფლიოში", _ განაცხადა გიორგი ... ...
  • როგორ რეცხავენ თბილისში ქუჩებს ღამითკორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, დედაქალაქის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა. „გურია ნიუსი“ გთავაზობთ პეკინზე გადაღებულ ... ...
  • გიორგი გახარია: დღეს უკვე უნდა დავიწყოთ პოსტკრიზისული ეკონომიკური პროგრამის შექმნაროგორც ბევრთან შედარებით ადრე დავიწყეთ ეპიდემისთან ბრძოლა, დღეს უკვე უნდა დავიწყოთ პოსტკრიზისული ეკონომიკური პროგრამის შექმნა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, უნდა იყოს აშკარა სხვაობა, თუ რა კეთდება კრიზისის პერიოდში და რა გაკეთდება პოსტკრიზისულ პერიოდში. პრემიერის თქმით, უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს ეკონომიკის ნაწილზე. ამისათვის უკვე მღებულია საგარანტიო საკრედიტო სქემების ამუშავების გადაწყვეტილება, მაგრამ ახლა საუბარია კრიზისიდან გამოსვლის ეტაპზე. „აქ შესაძლებელია ჩვენი პარტნიორი დონორი ორგანიზაციების მოზიდვა. მნიშვნელოვანია ჩვენმა ბიზნესმა იცოდეს, რომ ეს იქნება საგარანტიო საკრედიტო სქემები, რომლის საშუალებითაც პოსტკრიზისულ ეტაპზე შევძლებთ კომპანიებს დავეხმაროთ სწრაფად განვითარებაში. რეალურად ჩვენ ახლა რაც დავთვალეთ, შეგვიძლია დაახლოებით 2 მილიარდი ლარის კრედიტების ასე თუ ისე გარანტიების სქემებით დახმარება. ოღონდ ეს არის პოსტკრიზისული პერიოდი. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, როგორც ბევრთან შედარებით ადრე დავიწყეთ ეპიდემისათან ბრძოლა, დღეს უკვე უნდა დავიწყოთ პოსტკრიზისული ეკონომიკური პროგრამის შექმნა და უნდა გვქონდეს აშკარა სხვაობა - რას ვაკეთებთ კრიზისის პერიოდში და რას ვაკეთებთ პოსტკრიზისულ პერიოდში. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს და რამდენჯერმე ვთქვით უკვე, რომ ყველაზე დიდი გლობალური კონკურენცია ქვეყნებს შორის დაიწყება, როგორ სწრაფად შეძლებენ ეკონომიკური პრობლემების დაძლევას“ ,- განაცხადა გიორგი ... ...
  • დედაქალაქის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით ირეცხებაკორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, დედაქალაქის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით ირეცხება. მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო. „ვაგრძელებთ სამუშაოებს, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბით ქუჩების მორეცხვას გულისხმობს. ამ ღამისთვის ავიღეთ სამი კონკრეტული ქუჩა: პეკინისა და კოსტავას ქუჩები, ასევე, ვარკეთილში ცენტრალური ასასვლელ-ჩამოსასვლელები. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. ამ ღონისძიებას ვახორციელებთ საგანგებო სიტუაციების სამსახურთან ერთად, ჩართულები არიან „თბილსერვისის ჯგუფის“ თანამშრომლებიც.  პრევენციული ღონისძიებები კორონავისუსთან ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა კახა კალაძემ. დეზინფექცია, რომელიც პეკინის გამზირიდან დაიწყო, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ თავდაპირველად, დედაქალაქის რამდენიმე მთავარ ქუჩაზე ჩაატარა. სამუშაოების ფარგლებში, სპეციალური ხსნარით ასევე, დამუშავდა რუსთაველის გამზირი, ბარათაშვილის ქუჩა და ჰუალინგის დასახლების მიმდებარე ტერიტორია მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“. გზის მორეცხვის სამუშაოები „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების მიერ  სპეციალური ტექნიკის საშუალებით ხორციელდება. პროცესში ასევე, ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ათი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. გარდა ამისა,  საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, დედაქალაქში ხიდები, გვირაბები და პანდუსები ეტაპობრივად მოირეცხება. პარალელურად, გასუფთავდება და დეზინფექცია ჩაუტარდება ქალაქში არსებულ ნაგავშემკრებ კონტეინერებს. პეკინის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერთად ერთად, „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი რომეო საჯაია გაეცნო.           ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...