სოფელი _ ხიდის აღდგენის, მერია კი _ თანხის მოძიების მოლოდინში

საზოგადოება

სოფელი _ ხიდის აღდგენის, მერია კი _ თანხის მოძიების მოლოდინში

2019 სექ 30 09:40:55

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც ლანჩხუთში, სოფელ ხორეთის მოსახლეობას აწუხებს, გაუმართავი ინფრასტრუქტურაა და ახლა საშემოდგომო სამუშაოების დაწყებასთან ერთად ეს თემა მათთვის უფრო აქტუალური ხდება. საქმე ისაა, რომ სოფლების: ხორეთისა და მოედნის დამაკავშირებელ გზაზე გასულ წელს წყალმა ხიდი წაიღო და ჯერაც არავის გაუკეთებია, მოსახლეობას კი ახლა საყანე ფართობებამდე მისასვლელად და სახლში მოსავლის ამოსატანად შემოვლითი გზით უწევს სარგებლობა, რაც, მათივე ინფორმაციით, დამატებით დროსა და სახსრებთანაა დაკავშირებული.

"გურია ნიუსი" აღნიშნული პრობლემის თაობაზე რამდენიმე თვის წინათაც წერდა, თუმცა, როგორც ფაქტები მეტყველებს, საკითხი დღემდე მოუგვარებელია.

"კარგად ყოფნა არაა, თორემ დღეს გაჭირვებითა და პრობლემებზე საუბრით ვერავის გააკვირვებ, მაგრამ მაინც გვგონია, ჩვენნაირ ყოფაში ნაკლებად თუ იქნება სოფელი სადმე. გზები ისეთ დღეშია, მანქანა კი არა, ფეხით გაჭირვებით გაივლი კაცი. არავის აინტერესებს, რა გვჭირს და როგორ ვცხოვრობთ ამ პირობებში, რანაირად ვახერხებთ ასეთ გზებზე სიარულს.

სოფლის შიდა გზებს ვიღა ჩივის, ამდენი ხანია, ერთი ხიდის გაკეთება ვერ მოხერხდა. იმის საშუალებაც არაა გლეხმა წესიერად მოსავალი აიღო და დააბინავო. ხორეთი-მოედანის დამაკავშირებელი ხიდის არქონის გამო მოსავალი რომ სახლში ამოვიტანოთ, შემოვლითი გზით გვიწევს სარგებლობა. ის გზა შორიცაა და უვარგისიც, რაც დამატებით დროს და ხარჯებს უკავშირდება. ბევრჯერ მივმართეთ დახმარების თხოვნით ადგილობრივ ხელმძღვანელობას, მაგრამ არ დაადგა საშველი ამ ხიდის გაკეთებას, მხოლოდ დაპირებებია", _ ამბობენ ხორეთში.

ხორეთში სოფლის შიდა გზის პრობლემა რომ აქტუალურია და უხიდობის გამო სერიოზული დისკომფორტი ექმნებათ ადგილობრივებს, "გურია ნიუსთან" საუბარში ადასტურებს საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი და ამ თემის მკვიდრი ირაკლი მარშანიშვილიც:

"უგზოობა აქ ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. გზა არსად არაა და ხალხიც ძალიან გაღიზიანებულია ამის გამო. რაც შეეხება, ხორეთისა და მოედნის დამაკავშირებელ ხიდს, აქამდე მხოლოდ დაპირებების რეჟიმში ვართ. ხორეთის საყანე ფართობები იქეთაა და მოსავლის ასაღებად ერთის ნაცვლად შვიდი კილომეტრის გავლა უწევს გლეხს. ამასთან, მიმდებარედ ორი ოჯახი ცხოვრობს, რომლებიც, ფაქტობრივად, გარესამყაროს მოწყვეტილები არიან _ მათ სახლებამდე მანქანა ვერ მიდის და უამინდობისას ფეხითაც ვერ გადაადგილდებიან", _ ამბობს მარშანიშვილი.

იმაში გასარკვევად, თუ როდისთვის გეგმავს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ხორეთი-მოედანის დამაკავშირებელ გზაზე უხიდობის პრობლემის გადაჭრას, "გურია ნიუსი" მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელს, ლევან ჩხაიძეს დაუკავშირდა.

 ჩხაიძის თქმით, ხიდის გასაკეთებლად პროექტი უკვე მზადაა და ახლა ჯერი თანხის მოძიებაზეა:

"ერთი თვეა უკვე, რაც პროექტი მზადაა და ჩამოსულია _ დიდი დრო ექსპერტიზის სამუშაოებმა წაიღო. ახლა თანხის მოთხოვნა გვაქვს გაგზავნილი და ველოდებით, დიდ ბიუჯეტთანაა ეს დაკავშირებული და იმედი გვაქვს, მიმდინარე წელს მოესწრება ეს საქმე. ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულში სულ სამი ხიდი უნდა გაკეთდეს, აქედან ერთ-ერთი ხორეთი-მოედანის დამაკავშირებელ გზაზე", _ გვითხრა ჩხაიძემ.

 რაც შეეხება სოფლის შიდა გზების მოწესრიგებას, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის თქმით, ეს პრობლემა არახალია და სხვა მაღალმთიანი სოფლებისთვისაც აქტუალურია:

"ყველა მაღალმთიან სოფელს აქვს შიდა გზების პრობლემა. ვნახოთ, რა იქნება მომავალ წელს _ ჯერჯერობით, ბოლომდე არაა გაწერილი სად და რა სახის სამუშაოები გახორციელდება", _ დასძენს სამსახურის ხელმძღვანელი.




 ახალი ამბები
  • ბლოკირება ცდება მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს - თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარე მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს. არჩილ თალაკვაძემ ოპოზიცია დესტრუქციულ ქმედებებში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. "პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილი ცდილობს მაქსიმალური დესტრუქციით და ისტერიული აქტივობებით, მოხვდნენ ყურადღების ცენტრში და როგორმე თავისი თავი მიჰყიდონ საზოგადოებას, რომ მათ ვინმე პოლიტიკური მიზნებით უპირისპირდება. მოვუწოდებ, ოპოზიციის იმ დესტრუქციულ ნაწილს, რომლის მთავარი პროგრამაც არის, რომ როგორმე სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება გაიმეორონ ხშირად. ვერანაირი ბლოკირება ვერ მოხდება, ეს ცდება მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს და სახელმწიფოს ამაზე მომავალშიც ექნება რეაქცია,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. შეგახსენებთ, თბილისში და საქართველოს რეგიონებში "დაბოქლომების" აქციები ტარდება, ოპოზიცია და აქტივისტები მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებს და სახელისუფლებო შენობებს ბოქლომებს ადებენ, რაც იმის სიმბოლოა, რომ ხელისუფლება რომელიც ხალხის ნებას არ ასრულებს, გაუქმებული და ... ...
  • "დაბოქლომებას როგორ დავანებებდით?! მათთვის მქონდა სიმბოლური ცოცხები და ბოქლომები!“ოზურგეთში, არჩილ თალაკვაძის ბიუროსთან განვითარებული მოვლენების შემდეგ, ბიუროს ხელმძღვანელმა, ლაშა ჭელიძემ „გურია ნიუსთან“ ასეთი კომენტარი  გააკეთა: _  დაბოქლომებას  როგორ დავანებებდით?! მათთვის მქონდა სიმბოლური ცოცხები და ბოქლომები, რომ გადამეცა.  მათ შევახსენებ  წარსულს, რომ წორედ ცოცხები და ბოქლომია მათი სიმბოლო. ვუთხარი კიდეც მათ წარმომადგენელეს, ლევან ჩხაიძეს, _   თქვა ... ...
  • "ჩვენ დავბრუნდებით!“ _ ოზურგეთის ადმინისტრაციულ შენობაში ხელმძღვანელი პირები არ იმყოფებიანოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის შესასვლელთან სამართალდამცავები ამ დრომდე იმყოფებიან. აქციის დასრულების შემდეგ, პოლიციელები იმ ადგილს იცავენ, სადაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი უნდა შევიდეს. ამ ფოტოების გადაღების დროს შენობაში არც მერი კონსტანტინე შარაშენიძე, არც გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და არც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია არ იმყოფებოდნენ. როგორც აქციის მონაწილეებმა დაანონსეს, ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან და ბოქლომს მაინც დაადებენ მაჟორიტარის ბიუროს ... ...
  • კლინიკის დირექტორი: "პაციენტი მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით შემოიყვანეს _ დაშავებული არ შემოსულა!“მედიით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არჩილ თალაკვაძის ბიუროსთან მოქალაქე დაშავდა, არ დასტურდება. აქციის შემდეგ, „ევროპული საქართველოს“ წევრი, ჯაბა ღლონტი „მედალფას კლინიკაში“ გულის შეტევით მიიყვანეს. _ ჩვენთან შემოვიდა მიოკარდიუმის მწვავე შეტევით. გამოძახებულია რეანომობილი ბათუმიდან. დაშავებული არ შემოსულა. ვიზუალური ნიშნებით არაფერი არ ეტყობა, _ თქვა „გურია ნიუსთან“ კლინიკა „მედალფას“ ოზურგეთის ცენტრის დირექტორმა დათო ... ...
  • აჭარის უმაღლეს საბჭოს ბოქლომი დაადეს„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ღობეზე სიმბოლურად ბოქლომი ჩამოკიდეს. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება. თავდაპირველად ისინი ბოქლომის ჭიშკარზე დამაგრებას გეგმავდნენ, თუმცა მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა და სამართალდამცველებმა მათ ჭიშკართან მიახლოების საშუალება არ მისცეს. „ეს არის სიმბოლური, ჩვენ გვინდა მშვიდობიანი აქცია, მაგრამ ივანიშვილმა მოგვიგზავნა „ტიტუშკები“. ეს ვერ შეგვაშინებს, „ქართული ოცნება“ დამთავრდა“ , – აღნიშნა გიორგი კირთაძემ, რომელმაც ბოქლომი ღობეზე ჩამოკიდა. აქციის მონაწილეები უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ელგუჯა ბაგრატიონის დაკავებას აპროტესტებენ. აჭარის უმაღლეს საბჭოსთან აქცია უკვე დასრულდა. აქციის მონაწილეები ტერიტორიას ტოვებენ. წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

საჭმელი, რომელიც კიბოს აჩქარებს

გამოცემა Sciencealert - ის ცნობით,...

რა სასმელი უნდა დალიოთ რომ დიდხანს იცოცხლოთ?

ესპანეთში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, რომელიც...

როგორ მოქმედებს ორგანიზმზე კომბოსტოს ფოთოლი

კომბოსტო ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია....

შეიძლება თუ არა ვარჯიში, როცა გაციებული ხართ

თუ რეგულარულად ვარჯიშობთ, ალბათ, თქვენთვის...

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?