აზიური ფაროსანას გავლენა სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე გურიაში

საზოგადოება

აზიური ფაროსანას გავლენა სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე გურიაში

2018 ნოე 14 17:22:05

 საქართველოში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებები გრძელდება, ტემპერატურის კლებასთან ერთად მავნებელი საყანე და საკარმიდამო ფართობებიდან სახლებში და შენობებში გამოსაზამთრებლად ინაცვლებს.

სანამ მოსახლეობას ბაღლინჯოს მოზამთრე ფაზის დროს ბრძოლის მექანიკური საშულებების შესახებ მივაწვდით ინფორმაციას, მანამ ვნახოთ როგორი იყო გურიში აზიური ფაროსანას გავლენა სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე.

სიმინდი


გურიის სოფელ რცხმელისხიდის მცხოვრებ ზვიად გობრონიძეს მიმდინარე წელს სიმინდი ნახევარ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე ჰქონდა დათესილი, გასულ წელს კი 1 ჰექტარზე გაშენებული კულტურა აზიურმა ფაროსანამ დაუზიანა. გამოცდილების გათვალისწინებით, წელს მავნებლის წინააღმდეგ რამდენიმე წამლობა ჩაატარა და 3-ჯერ მეტი მოსავალი მიიღო.

სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი ამბობს, რომ 2018 წელს მუნიციპალიტეტის სოფლებში მავნებლის წინააღმდეგ აქტიური ღონისძიებები არ განხორციელებულა და ზვიად გობრონიძის მსგავსად მოსავალი ადგილობრივების უმრავლესობას გაუფუჭდა.

წელს როგორც სახელმწიფოს, ისე მოსახლეობის მხრიდან, სადაც შებამისი სამუშაოები – ყანების ქიმიური პრეპარატით დამუშავება განხორციელდა ფერმერებმა სიმინდის საუკეთესო მოსავალი მიიღეს.

თხილი


გურიის მუნიციპალიტეტში 2018 წელს თხილის კუკლტურა ყველაზე მეტად დაზიანდა, სპეცილისტები ამბობენ, რომ ამ პროცესში მავნებლის წილი მხოლოდ 20% იყო.

ლაბორატორიული კვლევის შედეგების თანახმად, წელს თხილის მოსავლის დიდი ნაწილი სოკოვანი დაავადებების შედეგად არის დაზიანებული. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სპეციალისტები გურიაში თხილნარის ფიტოსანიტარული მდგომარეობა შემოწმების შემდეგ აცხადებენ. მეცნიერების განმარტებით, პოზიტიური შედეგები დაფიქსირდა თხილის იმ მეურნეობებში, სადაც ფერმერებმა კომბინირებული შეწამვლის განრიგი დაიცვეს.

აქვე აცხადებენ, რომ წლევანდელი ზარალის ერთ-ერთი მიზეზი, მოსახლეობის არაინფორმირებულობა იყო. ნინო შეწირული აცხადებს, რომ გურიასთან შედარებით სამეგრელოში თხილის უკეთესი მოსავალი მიიღეს და მიზეზებსაც განმარტავს.

„ეს იმან განაპირობა, რომ შარშან აზიური ფაროსანას პოპულაცია სამეგრელოსთან შედარებით გურიაში შედარებით მცირე იყო, შესაბამისად მისგან მიყენებული ზარალიც. ამიტომ მოსახლეობამ პრობლემის სიმწვავე ჯეროვნად ვერ აღიქვა. ადგილობრივებს მანვნებლის წინააღმდეგ არც ქიმიური წამლობა და არც არც მექანიკური ღონისძიებები განუხორციელებიათ“, – ნინო შეწირული.

რა პერიოდულობით და როგორ უნდა ჩავატაროთ თხილში აგროტექნიკური ღონისძიებები – გურიის რეგიონში მეთხილე ფერმერებისთვის სურსათის ეროვნული სააგენტოს და „თხილის მწარმოებელთა ასოციაიციის“ მიერ საინფორმაციო შეხვედრები უკვე ტარდება. სპეცილისტები ყურადღებას სხვადასვხა დაავადებებთან ბრძოლის ხერხებსა და რა თქმა უნდა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საჭირო ღონისძიებებზე აკეთებენ.

მათი რეკომენდაციები გურიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მურთაზ სიხარულიძემ უკვე გაითვალისწინა. ფერმერს თხილის პლანტაცია 1.2 ჰექტარზე აქვს გაშენებული. 15 წლიანი თხილის ბაღში გასულ წელს მოსავალი გაზაფხულის ყინვების გამო ვერ მოიწია, წელს კი შედარებით უკეთესი ამინდების, სწორი აგრო ტექნიკური სამუშაოების ჩატარებისა და წამლობის შედეგად 1 800 კილოგრამი მოსავალი მიიღო.

„წელს პირველი წამლობა მაისში ჩავატარე და 1 ჰექტარზე დაახლოებით 500 ლიტრი ქიმიური პრეპარატი გამოვიყენე. მეორედ ივნისის შუა რიცხვებში შევწამლე, ერთმანეთში აზიური ფაროსანას, ნაცრის და სიდამპლის საწინააღმდეგო საშუალებები შევურიე. თხილის პლანტაცია მესამედ, კომბინირებული წამლით ივლისში მოვწამლე,“ – გვიყვება მურთაზ სიხარულიძე.

ციტრუსი


გურიაში ნარინჯისფერი რთველისთვის ემზადებიან. მოსახლეობა მანდარინის მოსავალ იღებს. მათი ნაწილი აზიური ფაროსანას მიერ მიყენებულ ზარალზე საუბრობს, ნაწილი კი გვიყვება როგორ მიიღო სწორი წამლობის შედეგად კარგი მოსავალი და კულტურა მავნებლის დაზიანებისგან დაიცვა.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ღონისძიებების პარარელურად, აუცილებელია მოსახლეობის ჩართულობაც. უკვე გაგაცანით, სოფელ რცხმელისხიდის მკვიდრი ზვიად გობრონიძე,რომელმაც სიმინდის კარგი მოსავალი მიიღო. მისი ფერმერული საქმიანობა ამით არ შემოიფარგლება.

გობრონიძე მანდარინის პლანტაციებში ჩატარებული ოთხჯერადი კომბინირებული წამლობის შესახებ გვიყვება. კულტურების სხვადასხვა დაავადებაზე ქიმიური დამუშავების დროს, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატსაც იყენებდა. ამბობს, რომ ჩატარებული სამუშაოების შედეგად გასულ წელთან შედარებით, კარგი მოსავალი მიიღო.

„მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული საინფორმაციო კამპანიისა, მოსახლეობაში კვლავ ინფორმაციის ნაკლებობა, ჩემი თანასოფლელების ნაწილმა შეწამვლითი სამუშაოები არ განახორციელა და მოსავალი გაუფუჭდათ. გასულ წელს ფაროსანას წინააღმდეგ მანდარინის პლანტაცია მხოლოდ ერთხელ მოვწამლე და გამიფუჭდა, წელს სხვადასხვა დაავადებებზე რამდენიმე წამლობა ჩავატრე და ყოველ ჯერზე ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატს ვურევდი და შედეგიც კარგი მაქვს” – ამბობს ზვიად გობრონიძე.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ მიმდინარე წელს მავნებელტა ბრძოლის პროცესში გამოვლენილი ხარვეზების, 2019 წლის სამოქომედო სტრატეგიაში იქნება გათვალისწინებული. მოსახლეობამდე შესაბამისი რეკომენდაციების მიწვდენისთვის უფრო გააქტიურდება საინფორმაციო კამპანიაც.

“იმედი მაქვს წლევანდელი წელი ყველასთვის გაკვეთილი იქნება, რომ მომავალში ერთობლივი ძალით განხორციელდეს მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლა და საკარმიდამო ნაკვეთები თავად დაამუშაონ.” _ აცხადებს სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი ნინო შეწირული.

მედიაპროდუქტი მომზადებულია "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის" EBRD-ის მხარდაჭერით "ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას" პროექტის ფარგლებში, რომელსაც "ჟურნალისტიკის რესურსცენტრი" – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის, შესაძლოა, არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

 




 ახალი ამბები
  • ოზურგეთელი დაძმა გაზით მოიწამლნენთბილისში ოზურგეთელი და ძმა არასწორად დამონტაჟებული გამათბობლის გამონაბოლქვით მოიწამლნენ. 30 წლის  და გარდაიცვალა, 22 წლის ძმის გადასარჩენად იბრძვიან ღუდუშაურის ... ...
  • ახალი დეტალები ოზურგეთში მესაქონლეობის ფერმის აშენებასთან დაკავშირებითმესაქონლეობის ფერმის ასაშენებლად რკ „გურული ნობათს“ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან 15 505 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა 1 ლარად გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაცია არა ერთ საინფორმაციო სააგენტოში გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ვიგებთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში  რკ “გურული ნობათი” ნატურალურ ნედლეულზე დამზადებულ რძესა და ხორცის პროდუქტებს წარმოებას აპირებს. კომპანიაში 70 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება და 400 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება. კომპანია წელიწადში სულ მცირე 32 000 კგ. ყველის, 15 000 კგ. საქონლის ხორცის, 275 000 ლ რძის და 20 000 კგ. ღორის ხორცის წარმოებას და ბაზრისთვის მიწოდებას უზრუნველყოფს, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა და მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული იქნება. რეალიზება განხორციელდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე, უცხოეთში. “გურია ნიუსი“ პროექტის დეტალებით დაინტერესდა. კოოპერატივი “გურული ნობათის“ თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ოზურგეთში, ჩოლოქის ტერიტორიაზე (გურია-აჭარის საზღვართან) აუქციონზე გამოტანილი 7 ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი იყიდა, მაგრამ მარტო მან არა. “ფული არ მეყო და სხვებმაც იყიდეს. მიწის ნაკვეთზე 2000-სზე მეტი ნერგი მაქვს დარგული, ხეხილის ბაღია. შემდეგ გადავწყვიტე მესაქონლეობის ფერმის გაკეთება. უკვე დაწყებული მაქვს პროექტის განხორციელება და ორ წელიწადში უნდა დავასრულო. მე კი მინდა ექვს თვეში ავაშენო, მაგრამ ასე, არ ხდება. მიწის ნაკვეთის გადმოცემას არ დააყენეს საშველი. მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს შევიტანე საქართველოს მთავრობაში პროექტი. იმის შემდეგ მესამე პრემიერი ჰყავს უკვე საქართველოს და როგორც იქნა მიწის ნაკვეთი გადმოგვცეს. ეს პროექტი “აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში მოვიგეთ. 20 დღის წინ პრემიერმა გიორგი გახარიამ მოაწერა ხელი ბრძანებას, აქედან გამომდინარე დავიწყეთ მუშაობა. მიწის ნაკვეთზე 15 კაცი მუშაობს ახლა,“ _ გვითხრა ზაქარეიშვილმა. ზაზა ზაქარეიშვილის თქმით, გურიაში ბიზნესის დაწყებამდე, ახალციხეში ჰქონდა  ფერმა. “150 სულამდე საქონელი მყავდა. მოხდა ისე, რომ ყველა ჩასვლამდე მცირდებოდა ამ საქონელის რიცხვი, ზოგს რა დაემართა და ზოგი კიდევ მგელმა დაჭამა. ამის შემდეგ გადავწყვიტე ახალი ბიზნესის დაწყება ოზურგეთში,“_თქვა ზაქარეიშვილმა. ... ...
  • ზაზა ურუშაძე “ოსკარის“ მოპოვების შემთხვევაში გურული აქცენტით აპირებდა "გავიმარჯვეს" თქმასცნობილი ქართველი რეჟისორი ზაზა ურუშაძე მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი ერთ-ერთი ფილმი “მანდარინები“ ოსკარზე იყო წარდგენილი 2015 წელს. გთავაზობთ ნაწყვეტს ზაზა ურუშაძის ინტერვიუდან, რომელიც 2015 წელს მისცა “პრაიმტაიმს“ ჟურნალისტი:– გამარჯვების შემთხვევაში გვინდა, რომ ქართულად წარმოთქვათ მადლობის სიტყვა დოლბის თეატრის დარბაზში, სადაც ის არასდროს გაჟღერებულა. ზაზა ურუშაძე:– როგორ არ ვიტყვი, გავიმარჯვო და ქართულადაც წარმოვთქვამ და გურული აქცენტითაც. ჟურნალისტი: – ფილმის სიუჟეტიდან გამომდინარე – ოკუპაციის თემას გააჟღერებთ? ზაზა ურუშაძე: – ლოს-ანჯელესში ბევრი პრესკონფერენცია და სიმპოზიუმი იყო. კინოზე რომ საუბრობ, მისი პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა არ შეიძლება, მაგრამ მე მაინც ვერ ვითმენ და ყოველთვის ვამბობ, როგორ წაგვართვეს ტერიტორია. ეს პოლიტიკური განცხადება არაფერს აკეთებს. მთავარი განცხადება კულტურაა, ამ შემთხვევაში კინო ყველაზე კარგად აპოზიცირებს ქვეყანას. როდესაც ასეთი წარმატებაა, ხვდებიან, რომ ცარიელ ადგილას არაფერი ხდება. ჩვენ სერიოზული კინოს ისტორია გვაქვს. რომ არა ის ჩაყრილი საფუძველი, რამაც აქამდე მოგვიყვანა, არც ეს დაუჯერებელი წარმატება იქნებოდა. ინფორმაციისთვის “მანდარინები“ გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში არის გადაღებული. ამ ფაქტით კი ზაზა ურუშაძე ამაყობდა. “მიხარია, რომ გურიაში ვიღებ ფილმს. გურია ძალიან მიყვარს“ - გვითხრა “გურია ნიუსს“ ფილმის გადაღების დროს ზაზა ... ...
  • ილია მეორე: "უნდა მიხედოთ თქვენს მამულს, თქვენს მიწას"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა, რომ უცხოეთში წასვლას მამულისა და მიწის მიხედვა სჯობს. პატრიარქმა მღვდლებს სთხოვა, რომ მაგალითი მისცენ მრევლს, საკარმიდამო მიწები დაამუშაონ და ამით ხელი შეუწყონ სოფლის გაძლიერებას.  „დღეს ჩვენთან არიან ჩამოსული სხვადასხვა ეპარქიებიდან სამღვდელოება და ასევე ჩამობრძანებული არიან ხელისუფალნი. მინდა, დავლოცო ეს სამღვდელოება და ეს ხელისუფლება. მინდა გთხოვოთ, რომ ჩვენი სამღვდელოება, სოფლის სამღვდელოება იყოს მაგალითი, სოფლის მეურნეობაში. თიბვა იყო, სათიბეები იყო და დღეს როცა უკეთესი პირობები დაგვიდგა, აღარ ითიბება. მინდა, ვთხოვო ჩვენს სამღვდელოებას, რომ მაგალითი მიეცით სოფლის ხალხს, დაამუშავეთ საკარმიდამო მიწები და ამით უნდა გავაძლიეროთ სოფელი. ჩვენი სოფელი გადაარჩენს ჩვენს ხალხს. დიდება უფალს და მადლობა უფალს ასეთი წყალობისათვის. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობას მიხედოთ. სამღვდელოებას, გარდა მიწის დამუშავებისა, უნდა იყოლიოთ პირუტყვი, ძროხები, ცხვარი, ქათმები და სხვა პირუტყვი. ეს დიდად წასწევს ჩვენს სოფელს და სოფელი დაეხმარება ჩვენს ქალაქს. იმედი მაქვს, რომ მთელი საქართველო ამუშავდება, მთელი საქართველო მიიღებს ამას.  მიდიან საზღვარგარეთ და იქ ემსახურებიან მოხუცებულ ადამიანებს, ეს ცუდი არ არის, მაგრამ რაღა იქით მიდიხართ, აქ უნდა მიხედოთ თქვენს მამულს, თქვენს მიწას. ხელიდან გვეცლება მიწები, ჩამოდიან უცხოელები, ყიდულობენ მიწებს და სახლდებიან. ღმერთმა ინებოს, რომ გამოსწორდეს. მთელს საქართველოში გაავრცელეთ ეს სურვილები და გადავარჩინოთ საქართველო,“_ განაცხადა ... ...
  • აფეთქება თბილისში-როგორია დაშავებულების მდგომარეობათბილისში აფეთქების შედეგად 5 ადამიანია დაშავებული. მათ შორის - 1 ქალი, 1 არასრულწლოვანი და 3 მამაკაცი, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 5 დაშავებულიდან 3  დამწვრობის ცენტრშია, ერთი ალადაშვილის კლინიკაში, არასრულწლოვანი კი ციციშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოშია მოთავსებული. მათ დამწვრობა, ძირითადად, სახისა და ზედა კიდურების არეში აქვთ მიღებული. ამ დროისთვის დაშავებულებიდან 2 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციაში არიან მოთავსებულები. აფეთქება თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ "სენტასთან" საღამოს მოხდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ამბობენ, შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე უმოკლეს დროში მივიდა 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და დაიწყო ხანძრის ქრობა. ძლიერი ცეცხლი და დაკვამლიანება ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ არსებული მაღაზიის 2 ოთახში იყო გავრცელებული. მეხანძრე-მაშველებმა სადგურის აფეთქებისა და ცეცხლის ფართო მასშტაბებზე გავრცელების საფრთხე დაუყოვნებლივ აღკვეთეს. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 45-მდე მეხანძრე-მაშველთან ერთად, მობილიზებული იყვნენ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. ... ...

არქივი

ზაფრანი

რა დაავადებისგან იცავს ვარჯიში მამაკაცებს

რეგულარული ვარჯიში კონკრეტული დაავადებების რისკს...

დღეში, რამდენი ფინჯანი ყავის დალევა შეიძლება

რამდენიმე თვის წინ ამერიკელმა მკვლევარებმა...

კაკაოს გასაოცარი თვისებები

კაკაო შეიცავს ნივთიერებას, რომელიც კარგია...

პროდუქტები რომლებიც სწრაფად გვაბერებს

მარგარინი – შეიცავს ტრანსცხიმს და...

მკურნალი ყავა

საინტერესოდ გამოიყურება ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს