“სპონტანურად ათენას მივამსგავსე“ _ თოვლის ქანდაკება ვაკიჯვარში
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვაკიჯვარში მცხოვრებმა მიხეილ თავბერიძემ თოვლისგან ათენას ქანდაკება გააკეთა.
“სპონტანურად ათენას მივამსგავსე“, - გვითხრა მიხეილ თავბერიძემ.
მიხეილ თავბერიძე მხატვარია. ის სხვადასხვა კონკურსის არაერთგზის გამარჯვებულია.