სტუდენტების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებაზე „ახალგაზრდა ადვოკატების“ საკანონმდებლო წინადადების განხილვა დაიწყო

საზოგადოება

სტუდენტების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებაზე „ახალგაზრდა ადვოკატების“ საკანონმდებლო წინადადების განხილვა დაიწყო

2018 აპრ 16 21:30:07

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ საკანონმდებლო წინადადება, რომლის თანახმადაც, სტუდენტები საშემოსავლო გადასახადისაგან უნდა გათავისუფლდნენ, საქართველოს პარლამენტმა განსახილველად მიიღო.

 საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2018 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 150-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების საფუძელზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, როგორც წამყვან კომიტეტსა  და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს დაევალა „ახალგაზრდა ადვოკატების“ საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვა.

 „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადების თანახმად ცვლილება უნდა განხორციელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსში, კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლს, რომელშიც დაზუსტებულია საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებულ ფიზიკურ პირთა სახეები,  მეორე ნაწილს უნდა დაემატოს დ) - ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „დ) აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, არაუმეტეს 25 წლისა, რომლის შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 6000 ლარს“.

  „ახალგაზრდა ადვოკატებმა“  საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით 2018 წლის 28 მარტს მიმართა. კანონპროექტის მომზადების პროცესში ორგანიზაციამ შეისწავლა დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და ევროპის სხვა სახელმწიფოთა პრაქტიკა და კანონმდებლობა დასახელებული მიმართულებით, რის საფუძველზეც, მოხდა ინიცირებული წინადადების დასაბუთება. ორგანიზაციისთვის აღნიშნული მეხუთე საკანონმდებლო წინადადებაა, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს. საკანონმდებლო წინადადება, პარლამენტის მხრიდან გაზიარების შემთხვევაში, 2018 წლის 01 ოქტომბრიდან უნდა ამოქმედდეს.




 ახალი ამბები
  • „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიესერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს.  „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე  დელეგატებმა ახალი მეთოდით აირჩიეს. კენჭისყრა ელექტრონული ხმის მიცემით ჩატარდა. დელეგატებმა მობილური ტელეფონების საშუალებით სპეციალური აპლიკაციით მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა, რაც როგორც პარტიაში ამბობენ, ინოვაციური მეთოდია. კენჭისყრაზე 364-მა დელეგატმა მხარი დაუჭირა გრიგოლ ვაშაძეს, ერთმა წინააღმდეგ მისცა ხმა, ერთმა კი თავი შეიკავა. სასტუმრო "ბილტმორში" ნაციონალური მოძრაობის რიგით მერვე ყრილობა ... ...
  • „ნაციონალური მოძრაობა“ მერვე ყრილობას მართავსსასტუმრო "ბილტმორში" ნაციონალური მოძრაობის რიგით მერვე ყრილობა მიმდინარეობს. განსახილველ საკითხთა შორისაა პარტიის თავმჯდომარის არჩევა, რომელიც წინაწარი ინფორმაციით გრიგოლ ვაშაძე იქნება. ნიკა მელია შეინარჩუნებს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას. დღეიდან პარტიას აღმასრულებელი მდივანიც ეყოლება, ამ თანამდებობაზე წარდგენილია კობა ნაყოფიას კანდიდატურა. ყრილობას 300-ზე მეტი დელეგატი ესწრება, ისინი ხმის მიცემის პროცედურას, სპეციალური აპლიკაციის საშუალებით, ელექტრონული წესით ... ...
  • ოზურგეთელმა მოსწავლეებმა მონაწილეობა რობოტიქსის ვორქშოფში მიიღესოზურგეთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები თბილისის ტექნოპარკს სტუმრობდნენ. 25-მა ახალგაზრდამ რობოტიქსის ვორქშოფში მიიღო მონაწილეობა _ მათ თანამედროვე ტექნოლოგიების, სტარტ-აპების შესაძლებლობების და ტექნო პროგრამების გაცნობის საშუალება მიეცათ. პროექტი ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს მიერ ხორციელდება. ეს, ახალი ტექნოლოგიების პროგრამის ფარგლებში, დეპუტატის ბიუროს მიერ ჩატარებული მეორე აქტივობაა, რომელიც ონლაინ პლატფორმით ორგანიზდება. აღსანიშნავია, რომ ოზურგეთში, პირველი საჯარო სკოლის განახლების პროექტში ტექნოლოგიური ცენტრის შექმნაც არის გათვალისწინებული, რომელიც ტექნოპარკის კონცეფციაზე დაყრდნობით ... ...
  • გურიაში გათოვდა _ მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა 20 სანტიმეტრს მიაღწიამარტის ბოლოს გურიაში თოვლი მოვიდა. თოვლმა, ბარში უკვე დაფარა მიწა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 20 სანტიმეტრს აღწევს. გურიაში ამ წუთებშიც ... ...
  • ლადო აფხაზავა ფინალის წინ გულშემატკივრებს მიმართავს: "დამარცხებული ამ კონკურს არასდროს ჰყოლია""მე კი ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ მე ხომ უკვე გამარჯვებული ვარ, რადგან დამარცხებული ამ კონკურს არასდროს ჰყოლია", _ ეს გზავნილი სოციალურ ქსელში მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტმა ლადო აფხაზავამ წუხელ, გვიან ღამით გამოაქვეყნა. მსოფილიოს ათ საუკეთესო პედაგოგს შორის დასახელებული გურული მასწავლებელი უკვე დუბაიშია და ფინალს ელოდება: "მეგობრებო აქ გამარჯვება სულაც არ არის აუცილებელი. გთხოვთ, დიდ მოლოდინებს ნუ შეიქმნით. გაიმარჯვებს ის ვინც მეტად სჭირდება მსოფლიოს.  მე კი ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ მე ხომ უკვე გამარჯვებული ვარ, რადგან დამარცხებული ამ კონკურს არასდროს ჰყოლია", _ წერს აფხაზავა. „გლობალ თიჩერ 2019“-ის გამარჯვებული დუბაის „განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე“ დღეს უნდა გამოვლინდეს. პრიზი ერთ მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ლადო აფხაზავას მხარდასაჭერად დუბაიში განალთების მინისტრიც ... ...

არქივი

ზაფრანი

მეცნიერებმა დედამიწის ზედაპირზე ოქროს გაჩენის საიდუმლო ამოხსნეს

ამერიკელი მეცნიერების აზრით, ოქრო დედამიწის...

როგორ გავზარდოთ ჭკვიანი ბავშვი

ყველა მშობელს სურს, რომ გაზარდოს...

საინტერესო ფაქტები ფაუნის სამყაროდან

ყავისფერი პანდა. ის ამ შეფერილობის...

ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნები

1. ვერძი ვერძებს ყველაფერში უმართლებთ,...

ეს „მახინჯი“ ეიფელის კოშკი

პარიზში ეიფელის კოშკის მშენებლობის დაწყებისას...

ლონდონური „ექსპერიმენტი“

ცოტა ხნის წინ, ქალაქ ლონდონის...
კარმიდამო ჩემი

ჟოლო გახდომაში დაგეხმარებათ

ჟოლოს ერთდღიანი დიეტა ორგანიზმს შლაკებისა...

თაფლი მხედველობას აუმჯობესებს

დღეისათვის კომპიუტერთან მუშაობა ჩვეულებრივ ამბად...

თხილის მცენარის დაავადებათა აფეთქება

თხილის დაავადების აფეთქებას ჩვენში მოსახლეობა...

მეფუტკრე და ადრიანი გაზაფხული

გაზაფხულის დადგომისთანავე განსაკუთრებული ყურადღება უნდა...

თხილის დამღუპველ დაავადებას წლევანდელი თბილი ზამთარი ეხმარება

თხილის კულტურას რომ ყოფნა-არყოფნის საფრთხე...

მოვამზადოთ სათესლე მასალა და დახურულ გრუნტში დავთესოთ

სხვადასხვა ბოსტნეულის დათესვა, უმჯობესია, თებერვლის...

სანამ გაგრძელდება მშრომელი ხალხის აბუჩად აგდება?

საქართველოში, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ჩვენ,...

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...