სტუდენტური ცხოვრება ევროპაში და ევროპული სისტემის მომხიბვლელობა

საზოგადოება

სტუდენტური ცხოვრება ევროპაში და ევროპული სისტემის მომხიბვლელობა

14 აგვ. 2018, 17:16:31

გზად მიმავალს, ნორვეგიიდან ჩამოსული, ჩვენი მკითხველისთვის კარგად ცნობილი პერსპექტიული ახალგაზრდა _ ნინო ჯიბუტი შემხვდა. მასთან საუბრის შემდეგ გამყვა ფიქრი, რომ არსებობენ აქტიური ახალგაზრდები, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებენ, კარიერული და პროფესიული ზრდისთვის, ნინო კი ამის ნათელი მაგალითია. გზა მოსწავლეობიდან სამაგისტრო სტიპენდიის მოპოვებამდე მიზნის მიღწევის სურვილით, უდიდესი შრომისმოყვარეობითა და მუდმივად ახლის ძიებით არის განვლილი.

_ ნინო, მომიყევი შენი სამაგისტრო პროგრამის შესახებ...

_ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალური მუშაობის ბაკალავრის ხარისხის მოპოვებისა და ერთწლიანი სამუშაო პაუზის შემდეგ მიზნად დავისახე საერთაშორისო მაგისტრის ხარისხი მომეპოვებინა, წარმატებამაც არ დააყოვნა და  სრული სტიპენდიით ევროკავშირის დაფინანსებულ სამაგისტრო პროგრამაზე მოვხვდი ამავე მიმართულებით, რომელიც ითვალისწინებს თითო სემესტრით სწავლას პორტუგალიაში, ნორვეგიასა და შვედეთში, პარალელურად ადგილობრივ ორგანიზაციებში სტაჟირების გავლას. პროგრამის პირველი წელი წარმატებით დავასრულე, მომდევნო  და დასკვნით წელს კი შვედეთში გავატარებ.
ერასმუს მუნდუსი არის სასტიპენდიო პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ახალგაზრდებს, მიიღონ ევროპული განათლება, გაიღრმავონ პროფესიული ცოდნა, მიეჩვიონ დამოუკიდებელ ცხოვრებას და ისწავლონ მასპინძელი ქვეყნების კულტურის შესახებ. ჩემს პროგრამაში 1000 აპლიკანტიდან დაფინანსება 14-მა მონაწილემ მოიპოვა, საქართველოდან კი წილად ეს პატივი მე მხვდა.

_ როგორ შეაფასებდი განვლილ წელს, რა მოგცა ერასმუსის პროგრამამ?

_ განვლილი წელი ძალიან საინტერესო იყო, უდიდესი ცხოვრებისეული და პროფესიული გამოცდილება მივიღე, შევიძინე არაჩვეულებრივი მეგობრები და პროფესიული კონტაქტები. კიდევ უფრო საინტერესო წელი მელოდება წინ, თუმცა, დამოუკიდებლად ცხოვრებისა და სწავლის გამოცდილება ჯერ კიდევ ამერიკაში მივიღე 2010-2011 წლებში მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX -ის საშუალებით. მოგვიანებით კი, ბაკალავრიატზე 2014-2015 წლებში პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტში ვსწავლობდი. ერასმუსის სამაგისტრო პროგრამა ჩემთვის მაინც ახალი გამოწვევა იყო, თუმცა, სიახლეებით სავსე წელმა მოლოდინს გადააჭარბა. გარდა იმისა, რომ პროგრამა სწავლის საშუალებას იძლევა სხვადასხვა ქვეყნების წამყვან უნივერსიტეტებში, ასევე არაჩვეულებრივი შანსია შეხვდე საინტერესო ადამიანებს, ისწავლო პრაქტიკულად და იმოგზაურო.

_  როგორია სტუდენტური ცხოვრება ევროპაში?

_ ევროპული განათლება სტუდენტის ინტერესებზე მორგებულია, ფოკუსი კრიტიკულ აზროვნებაზე კეთდება. უსაზღვრო რესურსი და მაღალი ხარისხის განათლება ქმნის ევროპულ სისტემას მომხიბვლელს სხვა ქვეყნის სტუდენტებისთვის. პროფესორები ძალისხმევას არ იშურებენ, რათა ყველა სტუდენტის ინდივიდუალური სურვილი და ინტერესის სფერო გათვალისწინებული იყოს სასწავლო გეგმის შემუშავების პროცესში. განათლების სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია, ასევე, უკუკავშირი, სადაც სტუდენტებს საშუალება აქვთ, თავიანთი წვლილი შეიტანონ საუნივერსიტეტო სისტემისა თუ მიდგომის დახვეწის საკითხში. ძლიერია სტუდენტური გაერთიანება, რომელიც ძალიან ბევრ ღონისძიებას მართავს სტუდენტებისთვის. ნორვეგიაში სწავლისას ჩემი ინიციატივითა და უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით, ღონისძიება ჩავატარეთ სახელად _ "ვზეიმობთ მრავალფეროვნებას", სადაც სხვადასხვა ქვეყნების სტუდენტებმა თავიანთი სამზარეულო, ტრადიციები, კოსტუმები და კულტურა გააცნეს ნორვეგიელ სტუდენტებსა და პროფესორებს. აღნიშნული ღონისძიება მაგალითი იყო იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, როგორც სტუდენტებმა, ასევე, ჩვენი ქვეყნის ელჩებმა სწორი კუთხით დავანახოთ უცხოელებს საკუთარი ქვეყანა. 

_  როგორც ვიცი, ძალიან გიყვარს მოგზაურობა,  მოგეცა საშუალება, გენახა სხვადასხვა ქვეყანა?

მოგზაურობა ნამდვილად ძალიან მიყვარს. ვფიქრობ, შესანიშნავი გზაა შეიგრძნო სამყაროს მრავალფეროვნება. მოგზაურობა მეხმარება, ვისწავლო ხალხზე და კულტურებზე, მათ ტრადიციებსა და სამზარეულოზე. ჩემთვის ყოველი ახალი ქვეყანა თავისებურად საინტერესოა. 20-ზე მეტ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, თუმცა, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ჩემზე ისლანდიამ მოახდინა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება. ზოგადად, სკანდინავიის ქვეყნების ხიბლი, ჰუმანური საზოგადოება, ეგალიტარული სისტემა და გენდერული თანასწორობა მოქალაქეებს საშუალებას აძლევს იცხოვრონ ღირსეულად და შექმნან საზოგადოებრივი დოვლათი.

_ სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი...

_ მოუთმენლად ველოდები მაგისტრატურის ბოლო წელს შვედეთში. ამჟამად მუშაობა დავასრულე სტატიაზე, რომელიც გამოქვეყნდა საქართველოში ინგლისურენოვან გამოცემა Georgian Journal-ში, სათაურით, "რატომ არის ბავშვებში ინვესტირება მნიშვნელოვანი?" სადაც ვსაუბრობ მშობლებისთვის მოქნილი სადეკრეტო შვებულების უფლებაზე, მამის როლზე ბავშვის აღზრდის პროცესში და ემოციურ კავშირზე მშობლებსა და ბავშებს შორის. აღნიშნულ სტატიაში ვადარებ ნორვეგიისა და საქართველოს შრომით კოდექსებს და ვსაუბრობ რეკომენდაციებზე.
ამ ეტაპზე გეგმა საქართველოში დაბრუნებაა სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროს, ამერიკული საბჭოების დახმარებით და სხვადასხვა საერთაშორისო დონორის მხარდაჭერით, ექვსზე წელზე მეტია, არაერთ პროექტს ვაკეთებ მოწყვლადი ფენისთვის საქართველოში. იმედი მაქვს, რომ მასშტაბებს გავზრდი და საინტერესო ინიციატივას შევთავაზებ სამომავლოდ პროექტის ბენეფიციარებს.

                                                                                        ქეთევან კუკულავა




 ახალი ამბები
  • გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბერას უახლოეს მეგობარს კითხავენამ წუთებში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ავთანდილ ბილანიშვილის, მეტსახელად “კაწროს“ გამოკითხვა მიმდინარეობს. „კაწროს“ სახელმა შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით მედიაში რამდენჯერმე გაიჟღერა, თუმცა იგი დღემდე გამოკითხული არ ყოფილა. შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, 22 ივნისს მყვინთავებმა  წყალში იპოვეს. როგორც შემდგომ დადგინდა გიორგი შაქარაშვილი მეგობრებთან ერთად წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც მომხდარი ჩხუბის შემდეგ თბილისიდან ჩასული ახალგაზრდების ჯგუფმა მცხეთა-თბილისის გზაზე წვეულების მონაწილეთა დევნა დაიწყო. სწორედ ამ ღამეს უჩინარდება გიორგი შაქარაშვილი. ამ დროისთვის დაკავებულია 17 ბრალდებული, თუმცა, მკვლელობის კვალიფიკაცია ჯერჯერობით არ არსებობს. შსს-ში აცხადებენ, რომ მუხლები შესაძლოა ექსპერტიზის შემდეგ დამძიმდეს. საქმის დეტალების გამოკვლევას და მათ შორის შეუსაბამობების დადგენას მედია ცდილობს. სწორედ ამ მცდელობებისას გაიჟღერა ავთო ბილანიშვილის, როგორც კრიმინალური საქმის ხელის დამფარებლის და ბერა ივანიშვილის უახლოესი მეგობრის სახელმა. ამ დრომდე მას მედიასთან კომენტარი არ ... ...
  • ჭარბი რაოდენობის წყალმცენარეები სანაპირო ზოლზესაქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში, კერძოდ ფოთი-გრიგოლეთი-ურეკის ტერიტორიაზე დაფიქსირდა უჩვეულოდ ჭარბი რაოდენობის წყალმცენარეები. როგორც გარემოს გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, ვითარებას  სპეციალისტები ადგილზე გაეცნენ. „აღებული იქნა სინჯები წყალმცენარეების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების, ასევე, წყლის ხარისხის ქიმიური და ბიოლოგიური კვლევის მიზნით. სააგენტოს სპეციალისტების მიერ განხორციელებული კვლევების შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი“,_ ამბობენ გარემოს ეროვნულ ... ...
  • მსახიობი გოვენ ჭეიშვილი გარდაიცვალასაქართველოს დამსახურებული არტისტი, მსახიობი ბატონი გოვენ ჭეიშვილი, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ა(ა)იპ შემოქმედებითი კავშირი- საქართველოს თეატრალური საზოგადოება და თეატრალური საზოგადოების იმერეთის განყოფილება ავრცელებს. ცნობისთვის, გოვენ ჭეიშვილმა დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის დრამის ფაკულტეტის მუსიკალური განყოფილება 1970 წელს. სწავლობდა პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, მუსიკალურ სასწავლებელში. 1967-1976 წწ. გამოდიოდა მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე. წარმატებით მოღვაწეობდა ესტრადაზე. 1964-1994 წწ. იყო ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრის მსახიობი. კინოგადაღებებში მონაწილეობს 1969 წლიდან. მთავარი როლები შეასრულა გ. პატარაიას ფილმებში "რეკორდი" (1972, ხუტა) და "კუჩხი ბედნიერი" (1976, კოჩია). გადაღებულია ფილმებში "ნეილონის ნაძვის ხე" (რ. ესაძე, 1985), "ლალე" (რ. ლორთქიფანიძე, 1985), "დამშვიდობება" (ზ. თუთბერიძე, 1987), "კირილეს ოდისეა" (დ. ბათიაშვილი, 1985), "ლომა" (ბ. რაჭველიშვილი, 1987), "ჩემი ბოშები" (ლ. გორდელაძე, 1987), "წითელი პატეფონი" (დ. აბაშიძე, 1995), "სამოთხის გვრიტები" (გ. ჩოხელი", 1997, ეფრემა), "მიჯაჭვული რაინდები" (გ. ჩოხელი, 1999, ტოტია), "ჩემი ბედნირი ოჯახი" (ნ. ექვთიმიშვილი, ს, გროსი, 2016) და სხვ. 1996 წლიდან მუშაობდა ლადო მესხიშვილის სახელობის ... ...
  • საქართველოდან მონტენეგროში მოქალაქეები შეზღუდვების გარეშე ჩავლენმონტენეგროს მთავრობამ საქართველო იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, საიდანაც ჩამსვლელებს დამატებითი შეზღუდვები არ დაუწესდება. ამის შესახებ ინფორმაციას მონტენეგროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტი ვებგვერდზე აქვეყნებს. განცხადებაში, ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირის ქვეყნების გარდა სიაში კიდევ 50 სახელმწიფო მოხვდა, საიდანაც ქვეყანაში ჩასულ ვიზიტორებს არც კორონავირუსზე ტესტის და არც  კარანტინის გავლა მოუწევთ. დანარჩენი ქვეყნებიდან ჩაულებისთვის კი სავალდებულო ... ...
  • უსაფრთხო ქვეყნების მსოფლიო რეიტინგში საქართველო მე-4 ადგილზე გავიდაკრიმინალისა​გან თავისუფალი, უსაფრთხო ქვეყნების მსოფლიო რეიტინგში საქართველო მსოფლიოს 133 ქვეყანას შორის მე-4 ადგილზე გავიდა, ევროპაში კი 1-ელ ადგილზეა. გამოკვლევას მსოფლიოს მოწინავე სარეიტინგო პლატფორმა „Nubeo“ წელიწადში ორჯერ აწარმოებს, რომელმაც ამჯერად 2020 წლის პირველი ნახევრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში 2019 წელს(ასევე 2019 წლის პირველ ნახევარში) 6 ადგილს იკავებდა. 2020 წლის პირველი ნახევრის შედეგებით კი ქვეყნის პოზიცია ორი ადგილით გაუმჯობესდა. კრიმინალისაგან თავისუფლების ამ რეიტინგში საქართველოს მხოლოდ ყატარი, ტაივანი და არაბეთის გაერთიანებული ემირატები უსწრებს. რეიტინგში ბოლო პოზიციაზე სამხრეთ აფრიკა, პაპუა ახალი გვინეა და ვენესუელა გავიდა. ცნობისათვის 2012 წელს საქართველო რეიტინგში მე-20 ადგილზე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...