"სტუმრების მაინც არ რცხვენიათ?!" _ რატომ არ არის საზოგადოებრივი ტუალეტი ჩოხატაურში

საზოგადოება

"სტუმრების მაინც არ რცხვენიათ?!" _ რატომ არ არის საზოგადოებრივი ტუალეტი ჩოხატაურში

2018 ივლ 19 14:33:33

შარდის შეკავება, სამედიცინო ტერმინით _ შარდის შეხუთვა, როგორც ექიმები განმარტავენ, ბევრ პრობლემას იწვევს. ჯანმრთელ ადამიანს შეუძლია 6-7 საათის განმავლობაში შეიკავოს შარდი, ამის შემდეგ მას ტკივილები დაეწყება და მედიკოსების განმარტებით, შესაძლოა, სპაზმიც განუვითარდეს. შარდის შეკავება განსაკუთრებით საშიშია ხანდაზმული ადამიანებისთვის.

თუკი ჩოხატაურის ცენტრში რამდენიმე საათს გაატარებთ და თუკი არ გყავთ ნაცნობი, რომელიც საკუთარი საპირფარეშოთი გასარგებლებთ, შარდის შეკავება აუცილებლად მოგიწევთ, რადგან საზოგადოებრივი საპირფარეშო მუნიციპალიტეტში არ არსებობს.

უფრო სწორად, შენობა დგას, მაგრამ შიგნით შესვლა შეუძლებელია _ ნაგვითა და ფეკალიებით სავსე საპირფარეშოს კარი მუდმივად ღიაა, რაც ირგვლივ მომუშავე ადამიანებს დამატებით პრობლემებს უქმნის:

_ ბევრჯერ ვთხოვეთ მერიას ამ პრობლემის მოგვარება. ადრე, გამგეობა ერქვა და არც მაშინ გვაკლდა თხოვნები, თუმცა, უშედეგოდ. არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. თვეები ისე გავა, რომ არავინ დაალაგებს _ მუდამ ფეკალიების სუნია, _ გვითხრეს საპირფარეშოს შენობის ირგვლივ მდებარე მაღაზიების თანამშრომლებმა.

ამ პრობლემაზე საუბრობენ ჩოხატაურელები, რომელთა თქმით, მუნიციპალიტეტს, რომელსაც პრეტენზია აქვს ტურიზმის განვითარებაზე, საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოწყობაზე ხვეწნა არ უნდა ჭირდებოდეს:

_ ჩვენ, ადგილობრივები რომ არ ვადარდებთ, ეგ დიდი ხანია გავიგეთ, მაგრამ სტუმრების მაინც არ რცხვენიათ?! რამდენიმე დღეა, ჩოხატაურში უცხოელი მსახიობები იმყოფებიან და ხან რომელ შენობაში შედიან და ხან _ რომელში. ასე სანამდე უნდა გაგრძელდეს?! სირცხვილია ბოლოს და ბოლოს, _ აღნიშნავენ ჩოხატაურელები.

ისინი, ჩვეული იუმორით "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბაზრის მიმდებარე ტეროტორიაზე აშენებულ გამჭვირვალე საპირფარეშოსაც იხსენებენ:

_ ბაზართან, რომელსაც კვირაობით ასობით ადამიანი სტუმრობს. წლების წინ საპირფარეშო დადგეს გამჭვირვალე კარით. უნიტაზები გვერდი-გვერდ, გამყოფი კედლის გარეშე იყო, არც წყალი ჰქონდა და არც კანალიზაცია. ამის გამო ბევრს დაგვცინოდნენ. "გურია ნიუსში" ვკითხულობდით ამის შესახებ და "ქართული ოცნების" ხელისუფლება გვპირდებოდა, რომ მოწესრიგდებოდა, თუმცა, არაფერი _ ისევ დგას ის შენობა სტადიონის შესასვლელთან და ისევ ნაგვითაა სავსე, _ ამბობენ ადგილობრივები და არც იმის თქმა ავიწყდებათ, რომ ცენტრალურ სტადიონზე მისული სტუმარი, ხშირად, ფეხბურთის ყურების ნაცვლად, საპირფარეშოს ძებნითაა დაკავებული.

_ წლებია, ვითხოვთ, რომ ჩოხატაურში ერთი მოწესრიგებული, ნორმალური საპირფარეშო დადგან, რომელშიც წყალიც იქნება და კანალიზაციაც, მაგრამ შედეგს ვერ მივაღწიეთ. იქნებ, თქვენ მაინც შესძლოთ ჩვენი დახმარება და მიაწვდინოთ ხელისუფლებას ხალხის ხმა და მოთხოვნა, _  გვითხრეს ჩოხატაურელებმა.

როგორც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში გავარკვიეთ, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცენტრალური სტადიონის შესასვლელთან არსებული ე. წ. გამჭვირვალე საპირფარეშო, მუნიციპალიტეტმა გასაყიდად რამდენჯერმე გაიტანა, თუმცა, მყიდველი ჯერ არ ჩანს.

რაც შეეხება ცენტრში, ცენტრალური გზის პირას მდებარე საპირფარეშოს, მერიაში გვითხრეს, რომ მისი მოწესრიგება ახლო მომავალში იგეგმება.




 ახალი ამბები
  • „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიესერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს.  „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე  დელეგატებმა ახალი მეთოდით აირჩიეს. კენჭისყრა ელექტრონული ხმის მიცემით ჩატარდა. დელეგატებმა მობილური ტელეფონების საშუალებით სპეციალური აპლიკაციით მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა, რაც როგორც პარტიაში ამბობენ, ინოვაციური მეთოდია. კენჭისყრაზე 364-მა დელეგატმა მხარი დაუჭირა გრიგოლ ვაშაძეს, ერთმა წინააღმდეგ მისცა ხმა, ერთმა კი თავი შეიკავა. სასტუმრო "ბილტმორში" ნაციონალური მოძრაობის რიგით მერვე ყრილობა ... ...
  • „ნაციონალური მოძრაობა“ მერვე ყრილობას მართავსსასტუმრო "ბილტმორში" ნაციონალური მოძრაობის რიგით მერვე ყრილობა მიმდინარეობს. განსახილველ საკითხთა შორისაა პარტიის თავმჯდომარის არჩევა, რომელიც წინაწარი ინფორმაციით გრიგოლ ვაშაძე იქნება. ნიკა მელია შეინარჩუნებს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას. დღეიდან პარტიას აღმასრულებელი მდივანიც ეყოლება, ამ თანამდებობაზე წარდგენილია კობა ნაყოფიას კანდიდატურა. ყრილობას 300-ზე მეტი დელეგატი ესწრება, ისინი ხმის მიცემის პროცედურას, სპეციალური აპლიკაციის საშუალებით, ელექტრონული წესით ... ...
  • ოზურგეთელმა მოსწავლეებმა მონაწილეობა რობოტიქსის ვორქშოფში მიიღესოზურგეთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები თბილისის ტექნოპარკს სტუმრობდნენ. 25-მა ახალგაზრდამ რობოტიქსის ვორქშოფში მიიღო მონაწილეობა _ მათ თანამედროვე ტექნოლოგიების, სტარტ-აპების შესაძლებლობების და ტექნო პროგრამების გაცნობის საშუალება მიეცათ. პროექტი ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს მიერ ხორციელდება. ეს, ახალი ტექნოლოგიების პროგრამის ფარგლებში, დეპუტატის ბიუროს მიერ ჩატარებული მეორე აქტივობაა, რომელიც ონლაინ პლატფორმით ორგანიზდება. აღსანიშნავია, რომ ოზურგეთში, პირველი საჯარო სკოლის განახლების პროექტში ტექნოლოგიური ცენტრის შექმნაც არის გათვალისწინებული, რომელიც ტექნოპარკის კონცეფციაზე დაყრდნობით ... ...
  • გურიაში გათოვდა _ მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა 20 სანტიმეტრს მიაღწიამარტის ბოლოს გურიაში თოვლი მოვიდა. თოვლმა, ბარში უკვე დაფარა მიწა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 20 სანტიმეტრს აღწევს. გურიაში ამ წუთებშიც ... ...
  • ლადო აფხაზავა ფინალის წინ გულშემატკივრებს მიმართავს: "დამარცხებული ამ კონკურს არასდროს ჰყოლია""მე კი ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ მე ხომ უკვე გამარჯვებული ვარ, რადგან დამარცხებული ამ კონკურს არასდროს ჰყოლია", _ ეს გზავნილი სოციალურ ქსელში მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტმა ლადო აფხაზავამ წუხელ, გვიან ღამით გამოაქვეყნა. მსოფილიოს ათ საუკეთესო პედაგოგს შორის დასახელებული გურული მასწავლებელი უკვე დუბაიშია და ფინალს ელოდება: "მეგობრებო აქ გამარჯვება სულაც არ არის აუცილებელი. გთხოვთ, დიდ მოლოდინებს ნუ შეიქმნით. გაიმარჯვებს ის ვინც მეტად სჭირდება მსოფლიოს.  მე კი ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ მე ხომ უკვე გამარჯვებული ვარ, რადგან დამარცხებული ამ კონკურს არასდროს ჰყოლია", _ წერს აფხაზავა. „გლობალ თიჩერ 2019“-ის გამარჯვებული დუბაის „განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე“ დღეს უნდა გამოვლინდეს. პრიზი ერთ მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ლადო აფხაზავას მხარდასაჭერად დუბაიში განალთების მინისტრიც ... ...

არქივი

ზაფრანი

მეცნიერებმა დედამიწის ზედაპირზე ოქროს გაჩენის საიდუმლო ამოხსნეს

ამერიკელი მეცნიერების აზრით, ოქრო დედამიწის...

როგორ გავზარდოთ ჭკვიანი ბავშვი

ყველა მშობელს სურს, რომ გაზარდოს...

საინტერესო ფაქტები ფაუნის სამყაროდან

ყავისფერი პანდა. ის ამ შეფერილობის...

ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნები

1. ვერძი ვერძებს ყველაფერში უმართლებთ,...

ეს „მახინჯი“ ეიფელის კოშკი

პარიზში ეიფელის კოშკის მშენებლობის დაწყებისას...

ლონდონური „ექსპერიმენტი“

ცოტა ხნის წინ, ქალაქ ლონდონის...
კარმიდამო ჩემი

ჟოლო გახდომაში დაგეხმარებათ

ჟოლოს ერთდღიანი დიეტა ორგანიზმს შლაკებისა...

თაფლი მხედველობას აუმჯობესებს

დღეისათვის კომპიუტერთან მუშაობა ჩვეულებრივ ამბად...

თხილის მცენარის დაავადებათა აფეთქება

თხილის დაავადების აფეთქებას ჩვენში მოსახლეობა...

მეფუტკრე და ადრიანი გაზაფხული

გაზაფხულის დადგომისთანავე განსაკუთრებული ყურადღება უნდა...

თხილის დამღუპველ დაავადებას წლევანდელი თბილი ზამთარი ეხმარება

თხილის კულტურას რომ ყოფნა-არყოფნის საფრთხე...

მოვამზადოთ სათესლე მასალა და დახურულ გრუნტში დავთესოთ

სხვადასხვა ბოსტნეულის დათესვა, უმჯობესია, თებერვლის...

სანამ გაგრძელდება მშრომელი ხალხის აბუჩად აგდება?

საქართველოში, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ჩვენ,...

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...