სუხიშვილებიდან დირიჟორობამდე _ ჩოხატაურელი ჩოხოსანი გოგონას არჩევანი

საზოგადოება

სუხიშვილებიდან დირიჟორობამდე _ ჩოხატაურელი ჩოხოსანი გოგონას არჩევანი

29 სექ. 2020, 23:42:27

ანი დოლიძემ, რომელიც პატარა ასაკიდან ოცნებობდა, ჩოხატაურის საამაყო შვილი და მოცეკვავე გამხდარიყო, არჩევანი შეიცვალა და სუხიშვილებიდან დირიჟორობის გზას დაადგა.

ჩვენ ვესაუბრეთ ანის და გთავაზობთ გზას, რომელიც გოგონამ სუხიშვილებიდან დირიჟორობამდე გაიარა.
_ ანი, რა ასაკიდან დაიწყე ცეკვის შესწავლა და გარდა ცეკვისა, რით იყავი კიდევ ბავშვობაში დაკავებული?
_ 4 წლის ასაკში სუხიშვილების სტუდიაში ჩავირიცხე (ელო წერეთლის) ჯგუფში, 18-წლამდე ვიცეკვე და საოცრად საინტერესო ოჯახურ გარემოში ვიყავი. 9 წლის ასაკში, ხალხური სიმღერის შესრულებისას ბატონ გურამ შენგელიას მოწონება დავიმსახურე (ჩოხოსანთა საზოგადოების უხუცესთა საბჭოს წევრი, რომელსაც ასევე დიდი წვლილი მიუძღვის პატრიარქის ნათლულთა გუნდის ჩამოყალიბებაში) და პარალელურად, დავიწყე ხალხური სიმღერების შესწავლა.
ბატონი გურამის გვერდით დიდ დროს ვატარებდი და დღემდე, ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, მაინც ვცდილობ, ხშირად ვიყო მასთან. როგორც საკუთარი შვილიშვილი, ისე ვყავარ. ამაყი ვარ, რომ თუკი სადმე ღონისძიება იმართებოდა, სადაც ბატონი გურამი და ჩოხოსნები იყვნენ, მეც აუცილებლად მათ გვერდით ვიყავი. სწორედ მაშინ მოვხვდი წიგნში,,ცოტნეიდელი’’ (ტომი IX, ნაწილი II, გვერდი 387-388). 12 წლისამ პატრიარქთან შევასრულე სიმღერა, სადაც ასევე წარდგენილი იყო ანსამბლი ,,საგალობელი’’ (8-9 წლის ასაკში ჩემი ძმა ბექაც ამ ანსამბლის წევრი იყო და მე, პატარა, დედის კალთაში ვიჯექი და იქიდან ვღიღინებდი).

_ ვისი დამსახურებაა, რომ სიმღერისადმი სიყვარული ასე გაგიღრმავდა და გაგიძნელდა თუ არა არჩევანის გაკეთება სიმღერასა და ცეკვას შორის?
_ ანსამბლის ხელმძღვანელმა ქალბატონმა მაია მიქაბერიძემ (ანსამბლ ,,მართვეს’’ ერთადერთი სოლისტი და ამჟამად, ასევე, ,,პატრიარქის ნათლულთა’’ გუნდის ხელმძღვანელი და თეატრალური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი) ხელი მომკიდა და თქვა _ ,,ეს ჩემი გოგოა’’ და დღემდე მის გვერდით ვარ.
სწორედ საქმისადმი მისმა ასეთმა სიყვარულმა გამიღრმავა სიმღერის სიყვარული. პროფესიის არჩევის დრო როცა დადგა, ცეკვა იმდენად მიყვარს დღემდე და სიმღერაც, გამიჭირდა გადაწყვეტილების მიღება.
_ ალბათ, მშობლები ღელავდნენ მისაღები გადაწყვეტილების გამო...
_ დედა სულ ნერვიულობდა, რადგან პედაგოგები _ მუსიკისაც და ცეკვისაც თავიანთ სფეროში მხედავდნენ მომავალში. თუმცა, ჩემი გადაწყვეტილება, საბოლოოდ, მივიდა მუსიკამდე _ გადავწყვიტე თეატრალურში ჩამებარებინა.
_ დასახულ მიზნამდე მისვლა ძნელი იყო?
_ მიზანთან მისვლამდე ბევრი ვიშრომე, მაგრამ მიზანს მივაღწიე, 2019 წელს გავხდი თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი (ქართული-ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორი-ლოტბარი), სადაც შემდგომში დაფინანსებაც მოვიპოვე.
_ რამე თუ გინანია?
_ ნიჭიერთა ათწლედში ვისწავლე 4 წელი და ვნანობ, რომ არ დავამთავრე. თუმცა, სუხიშვილების გამო ვეღარ ვასწრებდი სიარულს და მიზეზიც სწორედ ეს გახლდათ.
მაქვს უამრავი სიგელი, დიპლომი ცეკვის და მუსიკის სფეროში.
_ სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი?
_ მინდა ძლიერი და მყარი ვიყო ჩემს პროფესიაში, რისთვისაც ყველაფერს გავაკეთებ. ბევრი შრომა არის ამისათვის საჭირო. თუმცა, ვფიქრობ, არასდროს არ უნდა დანებდე, სანამ საბოლოოდ არ დარწმუნდები საკუთარ თავში და შესაძლებლობებში.
ბედნიერი ვარ, რომ მყავს თავისი საქმის პროფესიონალი ლექტორები. ისეთები, როგორების არიან: ქალბატონი მაია მიქაბერიძე, ნინო სიხარულიძე, ბატონი დათო ცინცაძე, თორნიკე მანწკავა და სხვები... და რა თქმა უნდა ოჯახი, რომლის მხარდაჭერის გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა.
ჩემი ოჯახის ყველა წევრი მღერის: დედა, მამა, ძმა. ჩემი საყვარელი გურული ბებო, რომელიც ახლა 80 წლისაა. მისი გამორჩეული ხმის ტემბრი დღემდე მხიბლავს.
დღეს ანი დოლიძე იუბილარია _ მას 20 წელი შეუსრულდა.
ჩვენი ახალგაზრდული გაზეთი ულოცავს ანის დაბადების დღეს და წარმატებულ, ბედნიერ მომავალს უსურვებს.




 ახალი ამბები
  • ზუგდიდის ბანკთან ინკასაციის მანქანა გამოჩნდა _ თავდამსხმელმა ბანკი დატოვახელისუფლება, სავარაუდოდ, თავდამსხმელის მოთხოვნებს აკმაყოფილებს -  ბანკის შენობასთან ინკასაციის მანქანა გამოჩნდა და ვერტმფრენი დაჯდა. არაოფიციალური ინფორმაციით, შესაძლოა, ინკასაციის მანქანა თავდამსხმელის მხრიდან ფულის მოთხოვნას, ხოლო ვერტმფრენი მის მიერვე მოთხოვნილ უდაფრთხო კორიდორს უკავშირდებოდეს.  შეიარაღებულმა პირმა ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა. თავდამსხმელი შენობიდან სავარაუდოდ რამდენიმე მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში ჩანს, მას შენობის დატოვების დროს ხელები აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ, ხელში ხელყუმბარა ეკავა. ადგილზე სპეცრაზმის ჯგუფები და სამართალდამცავები არიან მობილიზებული. შემოსაზღვრული ლენტის გარე პერიმეტრზე იმყოფებიან მძევლების ოჯახის წევრები. ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე ... ...
  • ზუგდიდში თავდამსხმელმა კიდევ ერთი მძევალი გაათავისუფლაარსებული ინფორმაციით, ზუგდიდში თავდამსხმელმა კიდევ ერთი მძევალი გაათავისუფლა.  დარჩენილი მძევლების გასათავისუფლებად პოლიცია მუშაობას აგრძელებს. ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი: ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელიასაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ მძევლების აყვანის ფაქტს ეხმიანება. როგორც განცხადებაში წერია, ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელია. „მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს, იმ დროს, როცა ადამიანების სიცოცხლე სასწორზე დევს და სამართალდამცავები, ამ ურთულესი მდგომარეობის მსხვერპლის გარეშე განმუხტვას ცდილობენ, ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელია, ართულებს სამართალდამცავების ამოცანას და საფრთხეს უქმნის მძევლების მშვიდობიან გათავისუფლებას. ასევე, მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, გაითვალისწინონ სამართალდამცავი ორგანოების თხოვნა და ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდონ ისე, რომ არ შეაფერხონ ოპერატიული მოქმედებები“- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე ... ...
  • „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან ორმხრივი სროლისას ოთხი ადამიანი დაიჭრაცოტა ხნის წინ ქვემო ქართლში, კერძოდ დმანისში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. დაპირისპირებამ შემდეგ გარე პერიმეტრზე გადაინაცვლა, სადაც იყო ორმხრივი სროლა. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ოთხი ადამიანი. დაშავებულთაგან ერთ-ერთი, სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელები ნასვამები იყვნენ. ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო ... ...
  • ხმაური ლანჩხუთში "მედალფას" კლინიკასთან ლანჩხუთში "მედალფას" კლინიკასთან რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაური იყო. კლინიკა რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ ახრეხებდა სასწარაფო დახმარების მიერ გადმოყვანილი პაციენტის მიღებას. პაციენტის ახლობლებს, რომლებიც კლინიკასთან იმყოფებოდნენ, მედიკოსები განუმარტავდნენ, რომ ადგილის არ ქონის გამო ავადმყოფს ვერ მიიღებდნენ. ხმაური და კამათი "მედალფასთან" რამდენიმე საათი გრძელდებოდა, ბოლოს საქმეში კლინიკის ხელმძღვანელის რეზო კვერენჩხილაძის ჩარევის შემდეგ, პაციენტი, რომელსავ კუჭ-ნაწლავის პრობლემა აღენიშნებოდა, სტაციონარში მოათავსეს. "მედალფას" კლინიკის მენეჯერი რევაზ კვერენჩხილაძე პაციენტის ახლობლებს შეხვდა და მათ განუმარტა, რომ შეყოვნება იძულებით იყო. "კლინიკაში გვიწევს კორონავირუსით დაინფიცირებული ორი პაციენტი, იმ ზონაში სხვა პაციენტს ვერ მოვათავსებთ. სანამ ქალბატონს მოიყვანდა სასწრაფო, მანამდე მივიღეთ 44 წლის მამაკაცი, უმძიმესი მდგომარეობით. მისი სიმძიმიდან გამომდინარე, ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ახლა გათავისუფლდა ადგილი და პაციენტს მივიღებთ. ბოდიშს გიხდით ყველას, მაგრამ პანდემიის გამო, ფაქტობრივად, ომში ვართ, ექიმები წინა ხაზზე არიან. გაგვიგეთ, რომ იქნება დაყოვნებები, ჩვენ შესაძლებლობის მაქსიმუმს ვაკეთებთ და გავაკეთებთ", - თქვა კლინიკის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...