თბილისში გაურკვეველი წარმომავლობის ცხენის ხორცი აღმოაჩინეს

საზოგადოება

თბილისში გაურკვეველი წარმომავლობის ცხენის ხორცი აღმოაჩინეს

2020 მარ 25 16:36:20

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფმა დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ეგრეთ წოდებულ გვირაბში გამოავლინა 64 კილოგრამი გაურკვეველი წარმომავლობის ცხენის ხორცი, რომელიც სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება. შემოწმების შედეგად, საწარმოო პროცესი შეუჩერდა სავაჭრო ობიექტს, რომელშიც არასათანადოდ ხორციელდებოდა რეცხვა-დეზინფიცირება და არ იყო დაცული ჰიგიენური ნორმები.

 „დღეს,  როცა სურსათზე მოთხოვნა განსაკუთრებით არის გაზრდილი, სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და მაქსიმალურად დაიცვან კანონმდებლობით გათვალისწინებული სურსათის უვნებლობის მოთხოვნები: შენახვისა და რეალიზაციის პირობები, ტემპერატურული რეჟიმი და ვადები,“ -განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა.

 




 ახალი ამბები
  • "კრიმინალი მომატებული არ არის" _ ვახტანგ გომელაურიშინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საგუშაგოებს მონახულების შემდეგ, ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარების შესახებ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მისი თქმით, ქვეყანაში კრიმინალმა იკლო, რადგან ადრე თუ 10 პოლიციელი იყო ერთ ობიექტზე, დღეს 30 პოლიციელია იმ ადგილზე."კრიმინალი მომატებული არ არის. ეს არის ცრუ ინფორმაციები. ერთეული შემთხვევები იყო და მთლიანი სტატისტიკით, ბევრად დაკლებულია რიცხვები. იქედან გამომდინარე, რომ 3-ჯერ მეტი პოლიციელია გამოსულ დღეს, ადრე თუ იყო 10 პოლიციელი ერთ ობიექტზე, დღეს - 30 პოლიციელია იმ ადგილზე. აქედან გამომდინარე, დაკლებულია კრიმინალი. ასე რომ, განსაკუთრებული არაფერი არ ხდება. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მარნეულშიც, გორშიც და თბილისშიც, თუმცა, ადრე თუ ხდებოდა 10, დღეს ხდება 4-3. პოლიციური რესურსი საკმარისია, თუმცა რეზერვები გვაქვს ჩვენც, თავდაცვასაც. მთლიანად მმართველი გუნდი მუშაობს პარლამენტთან ერთად", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ ... ...
  • წვიმა, თოვლი და ქარბუქი _ საქართველოში ამინდი ისევ გაუარესდება საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა, _ აღნიშნულ ინფორმაცია გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სინოპტიკოსთა ცნობით, 3 აპრილს გვიან საღამოდან 4 აპრილის დღის ბოლომდე, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. "მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს", _ წერია სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ... ...
  • "აღდგომის ლიტანიობაზე მრევლის შეკრება "კომენდანტის საათის" დარღვევა იქნება" _ ცქიტიშვილირა თქმა უნდა, კომენდანტის საათი დაირღვევა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვექნება მასობრივი შეკრება, იქნება ეს ეკლესიაში თუ სხვა ნებისმიერ სივრცეში და თუ მოქალაქეთა გადაადგილება დაფიქსირდება 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე, - ასე უპასუხა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა  კითხვას, ჩაითვლება თუ არა კომენდანტის საათის პირობების დარღვევად, თუ აღდგომის ღამეს მოქალაქეები ტაძრებში მივლენ 21:00 საათზე და იქ დილის 06:00 საათამდე გაჩერდებიან. მინისტრის განცხადებით, ყველა ადამიანმა უნდა იფიქროს იმ რეგულაციების ზედმიწევნით და სწრაფად დაცვაზე, რაც დადგენილია. „პირველ რიგში, ყველამ უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ დავიცვათ მკაცრად და ზედმიწევნით ყველა რეგულაცია, რომელიც უკვე დადგენილია, რათა შესაძლებლობა გვქონდეს, რომ აღნიშნული რეგულაციების მოქმედება უფრო სწრაფად შევწყვიტოთ. ეს არის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი. რაც შეეხება კომენდანტის საათის პირობებს, ეს პირობები არის ძალიან მკაფიო და გადაადგილება 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ნებადართული არ არის. ამასთან ერთად, არ არის ნებადართული 3 ადამიანზე მეტის შეკრება. შესაბამისად, ამ ორი პირობის კომბინაციით ამ კითხვაზე პასუხი არის, რომ, რა თქმა უნდა, დაირღვევა კომენდანტის საათი იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვექნება მასობრივი შეკრება, იქნება ეს ეკლესიაში თუ სხვა ნებისმიერ სივრცეში და თუ მოქალაქეთა გადაადგილება დაფიქსირდება 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე,“ - განაცხადა ცქიტიშვილმა. წყარო: ... ...
  • ატომური ბომბი რომ ჩამოვარდეს ზიარებას არ შევწყვეტთ – მეუფე ანტონივანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მზადაა, სააღდგომო წირვა სპორტულ მოედანზე ჩაატაროს. მისი თქმით, აღდგომის დღესასწაულზე, წირვას ყველა იმ რეკომენდაციის დაცვით ჩაატარებს, რომელიც საპატრიარქოსგან აქვთ. ამასთან, მეუფე ანტონი საზოგადოებას სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობის დაძაბვაში ადანაშაულებს. “ატომური ბომბი რომ ჩამოვარდეს, აღდგომის დღესასწაულს და საერთოდ ზიარებას არ შევწყვეტთ დედამიწაზე. მე მაგალითად, იმასაც ვფიქრობ, რომ სტადიონზე ჩავატარო აღდგომის წირვა. ყველას შეუძლია განთავსდეს ერთმანეთისგან შორს, თავის დინამიკებით. ამას ჩვენ გავაკეთებთ, მაგრამ წირვა რომ შევწყვიტოთ და მსახურება ეს წარმოუდგენელია. ყველა სპექტრი თითქოს აკეთებს იმას, რომ ჩვენსა და ხელისუფლებას შორის დაძაბოს სიტუაცია”, – აღნიშნა მეუფე ანტონმა ... ...
  • „შექება ჩვენთვის უცხო არ არის" _ გიორგი ვოლსკი„რასაკვირველია ძალიან სასიამოვნოა და საზოგადოებისათვის წამახალისებელიც და ენერგიის მიმცემიც არის  ჩვენი დაწესებულებებისათვის ის შექება, რომელსაც ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები ხშირად, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მიმართავენ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, რითაც გამოეხმაურა ვაშინგტონის შუა აღმოსავლეთის კვლევების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ჯორჯ ვისანის სტატიას „შავი ზღვა და ახალი კორონავირუსი", სადაც აღნიშნულია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს ოფიციალურ პირებს კორონავირუსის დასამარცხებლად ოპერატიულად განხორციელებული ზომებისთვის აქებს. როგორც გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ თვითკმაყოფილებას უნდა მივეცეთ, ვინაიდან მდგომარეობა ზოგადად საკმაოდ საგანგაშოა მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში. „შექება ჩვენთვის უცხო არ არის, და არც რაიმე სისუსტეს, მოდუნებას განაპირობებს. მუშაობა გაგრძელდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ  ვირუსის საფრთხე როგორღაც შენელებულია. ჩვენ მზად ვართ საბრძოლველად - მთელი სისტემა და არა მარტო ჯანდაცვის სამინისტროს სისტემა. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მთავრობის მითითებები ემყარება მეცნიერულ დონეზე გაკეთებულ ანალიზს და ყველა მითითება  ზედმიწევნით უნდა შესრულდეს, ვინაიდან  მდგომარეობა ჯერ კიდევ საკმაოდ საგანგაშოა მთელ მსოფლიოში", _ განაცხადა გიორგი ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...