თბილისში ცოფის ვირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საზოგადოება

თბილისში ცოფის ვირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

7 ივლ. 2020, 19:27:18

თბილისში, ცოფის ვირუსის ახალი შემთხვევა ტიბაანის გასასვლელის N20-ში დაფიქსირდა.  ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„მოქალაქის მომართვის საფუძველზე, ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი იქნა ძაღლი, რომლის ბუნებრივი ლეტალობის დაფიქსირების შემდეგ, ცოფის ვირუსის გამოსავლენად, პათოლოგიური მასალა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში გადაიგზავნა. მასალის კვლევის შედეგად, ცხოველში ცოფის ვირუსი დადასტურდა.

ცოფის ვირუსთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტო და თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთობლივად განახორციელებენ“,_ ნათქვამია განცხადებაში.

მიმდინარე წელს, დედაქალაქში ცოფის ვირუსის ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა.




 ახალი ამბები
  • ნატანებში ავტომანქანა ველოსიპედით მოსიარულე ბავშვს დაეჯახაგუშინ, 13 აგვისტოს კიდევ ერთი ავტოავარია მოხდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში. მსუბუქი   ავტომანქანა  ველოსიპედით მოსეირნე ბავშვს დაეჯახა. ჩვენი   ინფორმაციით, ბავშვი რეანომობილით სასწრაფოდ გადაიყვანეს ქუთაისში. მომხდართან დაკავშირებით "გურია ნიუსთან" შსს-ს პრესსამსახურიდან ასეთი კომენტარი გააკეთეს: _საქმე აღძრულია სისხლის სამართლის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის და ექსპლოატაციის წესის დარღვევას ... ...
  • მამუკა მდინარაძე: „ქართულ ოცნებას" სინამდვილეში 60%-მდე რეიტინგი აქვს„უნდა ვაღიარო, რომ ყველაზე მიახლოებული შედეგებია, მაგრამ ეს არ არის ზუსტი და სწორი მონაცემები. ბოლომდე ამ მონაცემებს ვერ ვიზიარებთ, გამომდინარე ერთი მარტივი მიზეზიდან, რომ რეალურად ეს მონაცემები ყველა ობიექტური მონაცემისგან ცოტათი განსხვავებით, „ქართული ოცნებისთვის" ყველაზე პესიმისტურ სცენარში თუ ჩაჯდებოდა და ყველა ოპოზიციური პარტიისთვის ყველაზე ოპტიმისტურ სცენარში"- განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ ტვ „რუსთავი2¬"-ის ეთერში ბრიტანული კომპანიის დღეს გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებთან დაკავშირებით. მისი მოსაზრებით, შესაძლებელია, კომპანიამ  გარკვეული სიფრთხილე გამოიჩინა, თავი დაიზღვია და ოდნავ გადაიხარა ოპოზიციური პარტიებისკენ, მათ შორის, ალოკაციის მეთოდთან დაკავშირებით და ამიტომ მიიღო ეს შედეგი.„სინამდვილეში 60%-მდე რეიტინგი გვაქვს, ეს არის  რეალობა, თუმცა ამ სიფრთხილესაც შეიძლება გაგებით მოვეკიდოთ. „ქართული ოცნებისთვის" ეს არის მინიმუმზე მინიმუმი , რაც კი შეიძლება თეორიულად შეიძლება დღეს  იყოს ცდომილების ფარგლებში" , - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, რეიტინგი გაზრდილია იმიტომ, რომ ხალხმა დაინახა რეალობა, რა გააკეთა სახელმწიფომ მათთვის, თუნდაც ბოლო თვეების განმავლობაში. „დღეს ოპოზიციის რეიტინგები არის გაცილებით დაბალი, ვიდრე 2016 წელს იყო და 2016 წელს არჩევნებამდე, ზუსტად ამ პერიოდში,  ორთვენახევრით ადრე უფრო დაბალი რეიტინგი გვქონდა. ოპოზიციის დიდი ნაწილი დადგა კოვიდ ვირუსის მხარეს და ეს სიშიშვლე დაინახა ხალხმა, ამომრჩეველმა  ამოიცნო მათი სახე, კიდევ უფრო კარგად  დაინახა, რა გააკეთა მათთვის სახელმწიფომ და თურმე როგორ ჰქონია სისტემები დალაგებული ქვეყანას. ეს გამოჩნდა ძალიან კარგად, თორემ  კოვიდის გამო მხოლოდ ეკონომიკური ზიანი მიიღეს მოქალაქეებმა და როგორ შეიძლებოდა, რომ განწყობა გაუმჯობესებოდათ?! კოვიდმა ის გააკეთა, რომ დაანახა თეთრი და შავი ქართველ ხალხს"- განაცხადა მამუკა ... ...
  • ამ წუთებში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ოზურგეთშიამ წუთებში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ოზურგეთში. სოფლების ოზურგეთისა და ნასაკირალის საზღვარზე, მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც 2 ახალგაზრდა იჯდა, მოხრეშილ გზაზე მოცურდა, იქვე მცხოვრების ეზოში შევარდა და ხეებს შორის გაიჭედა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარები ბრიგადა, რომელმაც ახალგაზრდები მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოფელ კოდაში ნუშის ბაღი გაშენდებასაქართველოს ბანკი აგრომეურნეობის განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკისა და შპს ნათს ჯორჯიას ერთობლივი ძალისხმევით სოფელ კოდაში ნუშის ბაღი გაშენდება. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს მიწის დამუშავების სამუშაოები. თუმცა უკვე ათვისებული დაფინანსების ფარგლებში კომპანიამ 6 ჰა მიწის ნაკვეთზე ესპანური,  მაღალმოსავლიანი  8,600 ნერგი დარგო.  შპს ნათს ჯორჯია 1 ჰა-დან  საშუალოდ 1,2 ტონა ნუშის გულის მოსავლის აღებას გეგმავს. კომპანია არ გამორიცხავს სამომავლოდ ნუშის რძის წარმოება და ექსპორტზე გატანა დაიწყოს. ნუშის ბაღის სრულად გაშენების შემდგომ კომპანია 15 ადამიანს დაასაქმებს. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 199 000 ლარი. „საქართველოს ბანკი აგრო მიმართულების წახალისებას აგრძელებს. ამჯერად ბანკმა მის პარტნიორ შპს ნათს ჯორჯიასთან ერთად კოდაში ნუში ბაღის გაშენებისთვის ინვესტიცია განახორციელა. პროექტი საკმაოდ აქტიურ ფაზაშია. კომპანია უკვე  7,2 ტონა ნუშის გულის მოსავლის აღებას ელოდება. პროექტის დასრულების შემდეგ შპს ნათს ჯორჯია ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის, რაც რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია“,-განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა. ... ...
  • “პატრიოტთა ალიანსის” 2 ტყუილი მანდატურების ისტორიასა და განათლების შესახებ კანონზე26 ივლისს ტვ ობიექტივის “ღამის სტუდიის” ეთერში პატრიოტთა ალიანსის წევრმა ვაჟა ოთარაშვილმა მანდატურების ინსტიტუტი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მანდატურები ევროპაში პირველად ნაცისტური პარტიის მმართველობის დროს გაჩნდა. მისი თქმით, საქართველოში მათი გამოჩენა “მომავალი თაობის „გამოლენჩებას” ემსახურება. ოთარაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ განათლების კანონით მასწავლებელს მოსწავლისთვის შენიშვნის მიცემა ეკრძალება. ოთარაშვილის განცხადება დეზინფორმაციაა, გერმანიის სკოლებში მანდატურის სამსახური არ არსებობს. ინფორმაცია ასევე არ იძებნება ნაცისტური მმართველობის პერიოდში მანდატურების შემოყვანაზე. ევროპის კონტინენტზე მანდატურის თანამდებობა კი ჯერ კიდევ მეშვიდე საუკუნეში ბიზანტიის სამეფო კარზე არსებობდა, საქართველოს ისტორიულ წყაროებში კი მეცხრე საუკუნიდან იხსენიება. რაც შეეხება განათლების შესახებ კანონს, ის კრძალავს არა შენიშვნის მიცემას, არამედ მოსწავლის სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას.   წყარო : .mythdetector ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...