ტელევიზიის 12 წლის მფლობელი, რომელიც სოფელ შრომიდან აწვდის ახალ ამბებს საზოგადოებას

საზოგადოება

ტელევიზიის 12 წლის მფლობელი, რომელიც სოფელ შრომიდან აწვდის ახალ ამბებს საზოგადოებას

2019 სექ 24 20:20:02

12 წლის ავთუკა ხომერიკი ინტერნეტ-ტელევიზიის “TV 2“-ის დამფუძნებელი, არაერთი გადაცემის წამყვანი, ჟურნალისტი და ოპერატორია. ავთუკა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში დედ-მამასთან ერთად ცხოვრობს. ის შრომის საჯარო სკოლის საუკეთესო მოსწავლეა.


ავთუკა ხომერიკმა “გურია ნიუსის“ კითხვებს უპასუხა.

_ რატომ გადაწყვიტე, რომ გამხდარიყავი ჟურნალისტი?

_ ეს გადაწყვეტილება მივიღე 2015 წელს. 2017 წელს კი დავიწყე გადაცემების გაკეთება და შემდეგ სოციალურ ქსელში განთავსება. ზუსტად, მეც არ ვიცი, რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. ძალიან მინდოდა გამოვჩენილიყავი ტელევიზორში და საინტერესო ამბები მომეყოლა საზოგადოებისთვის. ეს ამბები მთელი გურიიდან არის და ასევე, საინფორმაციო გვაქვს მთელი ქვეყნის და მსოფლიოს გარშემო მომხდარ ამბებზე.

_ სკოლის პერიოდში, როგორ ახერხებ მუშაობას?

_ მაგ პერიოდში, გადაღებები გვაქვს შაბათ-კვირას. ზაფხულში უფრო მეტად ვაქტიურობთ.

_ რატომ ტვ2?

_ 2015 წელს დავაარსე ტვ1, მაგრამ რატომღაც არ იყო პოპულარული და არც დიდი ნახვები ჰქონდა ინტერნეტში. შემდეგ, ბევრი რამ ვისწავლე და დავიწყე ტვ2-ზე აქტიურად გადაცემების ჩაწერა. მინდა გითხრათ, რომ თითქმის ყველაფერს მე ვაკეთებ. გადაღებაც ვიცი, მონტაჟი და ა.შ. არაერთი აპლიკაცია მაქვს გადმოწერილი ინტერნეტიდან და ამის დახმარებით ვწერთ ვიდეოებს.
_ ვიცი, რომ მარტო არ ხარ. გაგვაცანი შენი გუნდი?

_ მარიამ ხომერიკს მე შევთავაზე ტელევიზიაში დაეწყო მუშაობა, შემდეგ კი შემოგვიერთდა ლუკა ხომერიკი, ანანო ჯაბუა, ლევან ბოლქვაძე, სანდრო ჯაბუა. მათ გადანაწილებული აქვს ახალი ამბების, ამინდის და სპორტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მაყურებლისთვის.

_ სოფლის და რეგიონის პრობლემებზე თუ აკეთებთ სიუჟეტებს?

_ ამ ეტაპზე არ გაგვიკეთებია, მაგრამ ახალ სეზონზე აუცილებლად გვექნება.

_ სკოლა?

_ ჩემი აზრით, შრომის საჯარო სკოლაში ყველაფერი კეთდება, რომ ბავშვებმა კარგი განათლება მივიღოთ. კარგი იქნება მანდატური თუ გვეყოლება.



_ გადაწყვეტილი გაქვს მომავალში, რა პროფესიას აირჩევ?

_ მინდა, რომ ტელეწამყვანი გამოვიდე.

_ რომელი ქართველი ტელეწამყვანი მოგწონთ?

_ ლევან ჯავახიშვილი, დიანა ტრაპაიძე, ნინო თოლორდავა, ეთუნა ინწკირველი. ეს, არ არის სრული სია.

_ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე რას გვეტყოდით? საუბარი მაქვს ქართულ მედიაში მომხდარ ამბებზე.

_ არ ვაშუქებთ მსგავს ამბებს, ჩვენი ასაკიდან გამომდინარე, მაგრამ პირადად ყველა ინფორმაციას ვეცნობი, რა ხდება ქართულ მედიაში და საერთოდ, ქვეყანაში. ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა ბევრი დამოუკიდებელი ტელევიზია იყოს საქართველოში.

_ ფინანსურად ვინ გეხმარება, რომ სიუჟეტები მოამზადო და სხვადასხვა ადგილიდან მოიპოვო?

_ ყველაფერში დედ-მამა მეხმარება.

_ ადგილობრივ პრესას, ტელევიზიას თუ ადევნებ თვალს?

_ რა თქმა უნდა. მინდა ვთქვა, რომ ყველაზე პოპულარული პრესა და ტელევიზია გურიაშია. აქტიური ჟურნალისტები მუშაობენ ჩვენს რეგიონში.

_ რა რჩევებს მოგცემდით უფროსს კოლეგებს?

_ მე რჩევებს ვერ მოგცემთ, რადგან ჯერ, არ ვარ იმ ასაკის, რომ თქვენ მოგცეთ რჩევები.

_ რა თემები გინდა იხილოთ გაზეთის ყველა ნომერში და სატელევიზიო ბადეში?

_ უფრო მეტი განათლებაზე რომ დაიწეროს და ასევე, სოფლის შესახებ.




 ახალი ამბები
  • პოლიციამ მოქალაქე დროებით დააკავაპოლიციამ ერთერთი მოქალაქე დააკავა, თუმცა, იგი შემდგომ გაუშვეს. აღნიშნული მოქალაქე ასვლას ცდილობდა სცენაზე სადაც ოპოზიონერი ლიდერები სიტყვით ... ...
  • "ვართ მის გვერდში და ვიქნებით მის გვერდში უღალატო ხალხი" _ აქციის მონაწილეები ჩოხატაურიდანდღეს თბილისში პატრიოტთა ალიანსმა საპროტესტო აქცია გამართა, რომელსაც სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მოქალაქეები, მათ შორის გურიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. როგორც ჩოხატაურის ერთ- ერთმა მაცხოვრებელმა, ვანო მახარაძემ უთხრა, გურულები პატრიოტთა ალიანსის გვერდზე არიან. "ვართ მის გვერდში და ვიქნებით მის გვერდში უღალატო ხალხი", _  გვითხრა მახარაძემ. კითხვაზე კი მოხდება თუ არა გურიაში პატრიოტთა მობილიზება, მახარაძე გვპასუხობს,  რომ გურიაში მობილიზება უკვე ... ...
  • “ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ შეძლებს მუშაობას, სანამ არ გადადგება მთავრობა _ უგულავა“ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ შეძლებს მუშაობას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მანამდე ვერ შეძლონ მუშაობა, სანამ არ გადადგება მთავრობა და პარლამენტი განიხილავს ერთადერთ საკითხს, და ეს საკითხი იქნება უმოკლეს ვადაში პროპორციულზე გადასვლა. ჩვენ ივანიშვილის აღარ გვჯერა, ისევე, როგორც საქართველოს აბსოლუტურ უმრავლესობას. არსებობს ძალიან მოკლე გზა, იმისთვის, რომ ეს განიხილონ, ორ კვირაში არის შესაძლებელი. სხვა შემთხვევაში, ასეთი პროტესტი გავრცელდება კანცელარიაზეც, მერიაზეც, სხვა ქალაქებში და რაიონებში. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ქართული ოცნების პოლიტიკოსები, ვერ შეძლებენ ასე მართვას“, - აცხადებს გიგი ... ...
  • გიორგი ვაშაძე : ჩვენ მოვახდინეთ შესავლელის პიკეტირება, ეს არ არის კანონდარღვევა!ჩვენმა აქციამ შედეგი გამოიღო, ჩვენ მოვახდინეთ შესავლელის პიკეტირება, ეს არ არის კანონდარღვევა, ამის უფლება ჩვენ კონსტიტუციით ... ...
  • დავით თარხან-მოურავმა ფეხის ტრავმა მიიღოდავით თარხან-მოურავმა ფეხის ტრავმა მიიღო, _ ამის შესახებ ინფორმაციას “პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ავრცელებს.   “მან ფეხის ტრავმა მიიღო, რის გამოც გადახვევა დასჭირდა.“- თქვა ირმა ინაშვილმა. დავით თარხან-მოურავი ახლა თავს კარგად გრძნობს და მან აქციის მონაწილეებს სიტყვით ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?