თხილის ჩაბარების სატირული, კომიკური და სატირალი პროცესი ოზურგეთში

საზოგადოება

თხილის ჩაბარების სატირული, კომიკური და სატირალი პროცესი ოზურგეთში

2019 სექ 10 11:36:55

ივლისის ბოლოს და აგვისტოს პირველ ნახევართან შედარებით, ოზურგეთში თხილის ფასი დაეცა. თუ დასაწყისში, ცნობილი ჩაქუჩით გატეხვის მეთოდით, ვარგისი თუ უვარგისი ერთი ცალი თხილი 40-45 თეთრი ღირდა და ამის მიხედვით უმატებდნენ ან პირიქით, აკლებდნენ ფასს, ახლა ეს პროცესი მხოლოდ იმით შეიცვალა, რომ ერთი ცალის ფასი 25-30 თეთრამდე ჩამოსწიეს.

კითხვაზე, რატომ ღირდა ერთი თვის წინ უფრო ძვირი გაცილებით ნედლი თხილი, პასუხი ასეთია: "ხალხმა დამპალი თხილის შეგროვება დაიწყო", "ხალხს ნარევი თხილი მოაქვს", "არაა ფაბრიკებში ადგილი", "წამღები არ მოვიდა"...

_ ადამიანის გაგიჟებას ცდილობენ! გამაგებინეთ, სადაური არითმეტიკაა, როცა ყველანაირი მეთოდით საცოდავი გლეხი ზარალდება? თუ კარგი, ხარისხიანი თხილი აგვისტოს დასაწყისში ერთი ცალი 40-45 თეთრად იანგარიშებოდა, ახლა იგივე 25-30 თეთრი რატომ ღირს? თუ ვიღაცამ დამპალი მოიტანა, იმის გამო საღი თხილის ფასს რატომ აგდებ? უვარგისი პროდუქციის მომტანს აჰკიდე ზურგზე და გაატანე უკან. მე რა დავაშავე, ხუთჯერ რომ შევწამლე?! კარგი თხილი მაქვს და ამ კარგის ფასიც, ამ "სამტეხლაოში" 30 თეთრია! როდის ეშველება ამ საქმეს?! _ გვეუბნება ოზურგეთელი კაკო ლომჯარია და გვთხოვს, იქნებ, ხმა მთავრობას როგორმე მივაწვდინოთ.

_ როგორმე, ეს ამბავი პრემიერ გახარიას ყურამდე მივიდეს, როცა ზემოთ ყველაფერი დალაგდება, _ გვეუბნება ლომჯარია.

 _ მთხოვენ, "სოღო" (დიდი) თხილი მოიტანეო. მე არ გამომიგონებია თხილის ჯიშები, რაც მოვიტანე, კარგია. ისე, "სოღო" მე ვარ და რაიმე უპირატესობა სადმე მაქვს? სატირული, კომიკური და სატირალია დღეს ოზურგეთში თხილის ჩაბარების პროცესი. სანამ უნდა გაგრძელდეს ასე? კი, ცოტას გავიხუმრებთ, თავს ხომ არ მოვიკლავთ, მაგრამ ასე გაგრძელება რომ არ შეიძლება, ყველამ კარგად იცის. ერთი თვის მანძილზე 20-25 თეთრით იკლებს თხილის ფასი, ეს მაშინ, როცა ნაყოფი უკვე ხმელია. თან მიზეზი ძალზე პრიმიტიულია _ თითქოს ცუდი ხარისხის პროდუქცია მოაქვთ გლეხებს. ცუდში გადაუხადე ცუდი ფასი ან სულ არ მიიღო, კარგში კი, როგორც აგვისტოს დასაწყისში იძლეოდი კარგ ფასს, ახლაც ისე გადაიხადე. რა ცოდნა ამას უნდა? მაგრამ მეჩაქუჩეების "პარადია" და რაც უფრო ვაპროტესტებთ, უხილავი "შემოქმედი" უფრო დაგვცინის, _ ამბობს სოფელ ლიხაურის მკვიდრი ირმა გორდელაძე.

ჩოხატაურიდან ოზურგეთში ჩამოსული მეურნეები _ ნინო ხინთიბიძე და მაყვალა კუკულაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობენ, რომ თხილი ჩასაბარებლად ჩამოიტანეს და ისევ უკან მიაქვთ:

_ გვეგონა, აქ ცოტა უკეთესი ფასი ჰქონდა. "სოღო და კაი გვინდაო", იძახიან. რას ქვია "სოღო"?! ხარისხიანი კია და ძალით ვერ გავბერავთ. ხომ ყველამ კარგად იცის, რომ იმ სრულიად დამპალ თხილსაც არ ზარალობენ და ზეთს და რაღაცეებს ამზადებენ. იქნება, გახარიამ გვიშველოსო, იძახის ხალხი. ჩვენ კიდევ გვეცინება ამაზე. ჩვენთვის ვის მოუცლია, გახარიამ რომ მოიცალოს?! ნეტავ, მასე იქნებოდეს, _ თქვეს მათ.

8 სექტემბერს, დილის საათებში, თხილის მიღება ოზურგეთში საერთოდ შეჩერებული იყო.

_ მალე დავიწყებთ მიღებას, მაგრამ ჯერ ფული არ არის, _ ამბობდნენ თხილის მიმღებ პუნქტებში.

კითხვაზე, თუ ვინ უნდა მოიტანოს ფული, ყველა დუმს.

ამ ერთი ფაქტითაც ნათელია, რომ თხილის მიღება-წაღების პროცესს ერთი უხილავი ხელი მართავს, რადგან, თითქმის ყველა მიმღებ პუნქტში ყველა ერთად ელოდება თანხას. თუმცა, თხილის წამღების ვინაობას, არც ერთი არ ასახელებს.

_ რა ვიცით, ვინ წაიღებს? საიდან გვეცოდინება მათი სახელი და გვარი? ხან ერთი მოდის, ხან _ მეორე. შეიძლება, სულაც არ მოვიდნენ, _ გვეუბნებიან თხილის მიმღებ პუნქტებში ფულის "უცნობ" მომტანებზე.

_ ცოტას დავიცდით. მერე ვეცდებით, თხილის დამცველი საზოგადოება შევქმნათ. გურიის სოფლებში წარმატებული მეურნეები უკვე აქტიურად სვამენ კითხვას _ სანამდე გაგრძელდება ოზურგეთში მეჩაქუჩე მეთხილეების მიერ თხილის ჩაბარების კომიკური პროცესი, რომელიც, ძირითადად, მხოლოდ მშრომელ, გაჭირვებულ ხალხს აზარალებს და დასაცინსაც კი ხდის?! _ კითხულობენ თხილის იმედად მყოფი, ოზურგეთის სოფლების მცხოვრები მოქალაქეები: ნინო სალუქვაძე, მაია ცხოიძე, ირმა გორდელაძე, ციალა ტყეშელაშვილი და მარინა ბოიაჯანი.




 ახალი ამბები
  • მამუკა ხაზარაძე: ტროლების და ბოტების გავრცელებულ ინფორმაციას ვერ ავყვები„ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს ოზურგეთში იმყოფებოდნენ. ახალი ოფისის გახსნის შემდეგ მამუკა ხაზარაძემ „გურია ნიუსის“ კითხვებს უპასუხა. _ ბატონო მამუკა, გეგმავთ თუ არა გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად 2020 წლის არჩევნებში გაერთიანებას? _ ჩვენ მივდივართ დამოუკიდებლად არჩევნებზე და ასე ვივლი. „ლელო საქართველოსთვის“ თვლის, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ორპოლუსიანობა არის პრობლემა. ჩვენ ვართ ალტერნატიული ძალა. კონსულტაციები იგეგმება სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან, მაგრამ არ  შევუერთდებით. _ ამ ეტაპზე უცნობია თუ რომელ პარტიაში იქნება შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი. ის აპირებს პოლიტიკაში მოვიდეს. აპირებთ თუ არა ვანო მერაბიშვილთან კონსულტაციებს? _ ეს არის გამორიცხული. მერაბიშვილთან არაფერი არ გაგვაჩნია. _ იქნებიან თუ არა „ლელო საქართველოსთვის“ გუნდში ის ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკურ წარსულში კავშირი ქონდათ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ან „ქართულ ოცნებასთან“? _ ჩვენ ოდიოზურ ფიგურებთან ვერ ვითანამშრომლებთ, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ადრე იყვნენ „ნაც.მოძრაობის“ წევრები ,მხარდამჭერები ან თუნდაც „ქართულ ოცნების“, ასეთ ადამიანებთან ურთიერთობის  პრობლემა არ გაგვაჩნია. ჩვენ ვართ მიზიდულობის ცენტრი, გვინდა ეროვნული იდეის გარშემო გაერთიანება, რაც გულისხმობს საქართველოში სახელმწიფოს მშენებლობას. რომელ პარტიას უჭერდა მხარს წარსულში ადამიანები, ეს არ არის ჩვენთვის შემაფერხებელი ფაქტორი. _ რამდენად მოიპოვებთ ადამიანების ნდობას. არაერთი კითხვები ჩნდება „თიბისი ბანკთან“ და „ანაკლიის პორტთან“ დაკავშირებით. _ ნებისმიერ კითხვაზე გვაქვს პასუხი და ასევე მზად ვართ კრიტიკული კითხვების საპასუხოდ.  შევქმენით მსოფლიო დონის  ორგანიზაციები, ამით ვამაყობთ. ვერანაირ ჭორაობას, ვერანაირ ტროლების და ბოტების გავრცელებულ ინფორმაციას ვერ ... ...
  • "ლელო საქართველოსთვის“ ოზურგეთში ოფისი გახსნადღეს პოლიტიკურმა გაერთიანებამ "ლელო საქართველოსთვის" ოზურგეთში ოფისი გახსნა. ,,ლელო პირდაპირ კავშირშია გურიასთან. ეს იქნება ერთ- ერთი ყველაზე შეკრული გუნდი. ჩვენ შევძლებთ სიღატაკის დაძლევას, უამრავ სამუშაო ადგილის შექმნას. ახლა ვნახე ადამიანი, რომელსაც ყავს ათსულიანი ოჯახი. ოჯახიდან 9 წასულია საზღვარგარეთ. ასეთ რამეზე ძალიან უნდა გავბრაზდეთ. ასეთი რამ უნდა აღმოვფხვრათ ჩვენს ქვეყანაში. მრავალი წლის განმავლობაში ჩვენ შეგვიქმნია უამრავი სამუშაო ადგილი. ჩვენ ვიცით, როგორ მოვიზიდოთ კაპიტალი ჩვენს ქვეყანაში,"- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ შეხვედრაზე გააჟღერეს, რომ 6 თვეში “ლელო საქართველოსთვის“ ყველა რაიონულ ცენტრში ექნებათ ოფისები. შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ ადგილობრივ ორგანიზაციას  კახა სიორიძე ... ...
  • საქართველოს საელჩო კორეაში მოქალაქეებს აფრთხილებსსაქართველოს საელჩო კორეაში მოქალაქეებს მოუწოდებს გაითვალისწინონ და დაემორჩილონ ადგილსამყოფელი ქვეყნის მიერ მიღებულ რეკომენდაციებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „კორეის რესპუბლიკაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ. ბოლო პერიოდში, კერძოდ გასული ორი დღის განმავლობაში, ადგილსამყოფელი ქვეყანაში საგრძნობლად მოიმატა კორონა ვირუსით (COVID-19) დაინფიცირებულ ადამიანთა რიცხვმა. შესაბამისად, კორეის რესპუბლიკის ხელისუფლებამ, ა.წ. 23 თებერვალს, შექმნილ ვითარებას მიანიჭა სიფრთხილის უმაღლესი დონე. ქალაქი დეგუ (Daegu) და გეონგბუკის პროვინცია (Gyeongbuk Province) გამოცხადდა სპეციალურ დაკვირვების ზონებად, რაც გულისხმობს აღნიშნული მიმართულებით გადაადგილების შეზღუდვას, მგზავრობისგან თავის შეკავებას და განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში, ამ რეგიონებისთვის განკუთვნილი უსაფრთხოების ზომების დაცვას. ყოველივე ხსენებულიდან გამომდინარე, საქართველოს საელჩო მოუწოდებს კორეის რესპუბლიკაში მცხოვრებ, სასწავლო, ტურისტული, საქმიანი და სამედიცინო მიზნით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს: გაითვალისწინონ და დაემორჩილონ ადგილსამყოფელი ქვეყნის მიერ მიღებულ რეკომენდაციებს; თავი შეიკავონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან; დაიცვან უსაფრთხოების და ჰიგიენის ზომები. კორონავირუსთან დაკავშირებით, ოფიციალური ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ შემდეგ მისამართებზე: კორეის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი: http://ncov.mohw.go.kr/en/ http://www.cdc.go.kr/ http://www.cdc.go.kr/contents.es?mid=a30103000000 ცხელი ხაზი: 1339 ქ. სეულის მერია: http://www.seoul.go.kr/main/index.jsp http://www.swsgc.co.kr/ ტურიზმის ეროვნული სააგენტო: https://english.visitkorea.or.kr/enu/AKR/FU_EN_15.jsp… საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: საელჩო: 02 792-7118 საკონსულო სამსახური: 010 5103-1703“ – წერია ... ...
  • არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ კორპუსში იარაღი იპოვესარჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ კორპუსთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. როგორც შსს-ში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელ კორპუსში აღმოჩენილია, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც იპოვა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა. "პირველადი გამოძიებით რაც დასტურდება, პირველ და მეორე სართულებს შორის ნაპოვნია, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი. იარაღი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა აღმოაჩინა და გვაცნობა, რასაც მოჰყვა მყისიერი რეაგირება სამართალდამცავების მიერ. გამოძიება დაიწყო თბილისის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით", - განუცხადეს "რუსთავი 2-ს" შსს-ში. ... ...
  • პედაგოგს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად 11 ბავშვი გადაარჩინა მემორიალს უდგამენქობულეთში მემორიალს უდგამენ პედაგოგს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად 11 ბავშვი გადაარჩინა. ინფორმაციას „აჭარის ტელევიზია“ ავრცელებს. მარინა კონცელიძე 2017 წლიდან საბავშვო ბაღში მუშაობდა. 2019 წლის 5 აპრილს უბედური შემთხვევა მოხდა: მასწავლბელს ბავშვები ჰყავდა ეზოში გაყვანილი, რა დროსაც ბაღთან მყოფი ავტომობილი დაგორდა და სააღმზრდელო დაწესებულებისკენ დაიძრა. დაგორებული მანქანა საბავშო ბაღის ჭიშკარს დაეჯახა. მარინა კონცელიძე ბავშვებს გადაეფარა და ისინი საფრთხეს განარიდა. შემთხვევის შედეგად მარინა კონცელიძე სასიკვდილოდ დაზიანდა და რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა. ქობულეთის მერიამ მადლიერების ნიშნად გადაწყვიტა, მარინა კონცელიძეს მემორიალი გაუხსნას. მემორიალი ციხისძირის საბავშვო ბაღის მიმდებარედ არსებულ სკვერში დაიდგმება. ... ...

არქივი

ზაფრანი

15 შეცდომა რეცხვის დროს, რომელიც სარეცხს და მანქანას აზიანებს

ხშირად ვამბობთ, რომ ტანსაცმელს აფუჭებს...

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...