„თხილის ფასს არ ეხება ომი და წაბლისას აფარჩაკებს? “ _ ოზურგეთული „გარჩევა“ ფასებზე

საზოგადოება

„თხილის ფასს არ ეხება ომი და წაბლისას აფარჩაკებს? “ _ ოზურგეთული „გარჩევა“ ფასებზე

29 სექ. 2020, 15:03:10

დღეს, დილიდან, ოზურგეთში თხილის ფასის კიდევ ერთი ახალი  ფორმულაა ძალაში - ამჯერად ერთი კილოგრამი შვიდლარნახევარი ღირს,  სულერთია, „ბერძნულაა “ თუ „გულშიშველა“.  ოღონდ  ათი ცალი გატეხილი თხილიდან, რვა მაინც საღი უნდა იყოს _ ასეთია თხილის მიმღები  პუნქტების ოპერატორთა ლოგიკა.

კითხვაზე, თუ  ერთ ცალ საღ გულში აპირებენ 80 თეთრის გადახდას, თან ზოგი ამბობს, რომ ათიდან, რვა რომ იყოს საღი, მაინც რვა ლარს გადავიხდითო, ეს რა ლოგიკაა? _ ვკითხეთ მათ.

_ის ლოგიკაა, რომ მაგდენი საღი თხილი არცერთ ვარიანტში არ   გამოვა. ტყუილა იძახიან, _ თავ-თავის „ლოგიკას“  იშველიებენ ფასებზე და ერთმანეთზე   აღრენილი  თხილის მიმღები ოპერატორები.

_არაფრით არ შეიძლება ათი ცალიდან ათივე საღი გამოვიდეს,    „ბერძნულა“   ნამეტურ. ამიტომ ნუ ამბობთ და ნუ წერთ რომ, ერთი კილოგრამი რვა ლარი  ღირს. მასეც რომ იყოს, მაინც არავინ გადაიხდის შვიდლარნახევარზე მეტს. რატომ,  იცით?   გარჩეული, მზა ნედლეული, ერთი კილოგრამი თხილი დღეს  ღირს 18 ლარი. ერთ კილოგრამ გარჩეულ თხილს 2,400 კგ გაუტეხავი თხილი სჭირდება. ახლა იანგარიშეთ, რამდენია? 19 ლარს აჭარბებს გარჩეული თხილის გულის ფასი, თუ გაუტეხავში 8 ლარს გადაიხდიან.  ვინმე წაგებაზე წავა? ამიტომ, ვინც იძახის, რომ ერთ  ცალში 80 თეთრს იხდის და შესაბამისად,  ერთ კილოგრამში 8 ლარს მიიღებთო, გატყუებთ, _ გვითხრეს თაყაიშვილის ქუჩაზე განლაგებულ ჯიხურებში.

რაც შეეხება წაბლის ფასს, რომელიც  ერთი კვირაა, რაც ბაზარზე შემოვიდა, ერთ კილოგრამს 2 ლარად იბარებდნენ.  თუმცა,  დღეს  ერთი კილოგრამის  ფასი  ერთი ლარია.

_თხილის  ფას კი მიფრინავს, ერთი ეს გვითხარით, წაბლი რომ ღირდა 2 ლარი, ახლა რატომ განახევრდა ფასი?  ეს საქმეა?  თან საკმაოდ კარგად  ასხია წელს,_   სვამდნენ კითხვებს წაბლით სავსე ჩანთებით მოსული სოფლის მცხოვრებლები.

_ხომ გითხარით, აზერბაიჯანში გაჰქონდათ, ახლა ომიაო და ამიტომ შეჩერდა გატანა. აქით თურქეთიც ჩაკეტილია, ამიტომ დაეცა ფასი. თქვენზე უფრო გვინდა ჩვენ, მაღალი ფასი რომ ჰქონდეს _ განმარტებებს არ იშურებდნენ თხილის პუნქტებიდან.

_ თხილის ფასს  არ ეხება ომი და  წაბლისას   აფარჩაკებს?  _ უპასუხოდ დარჩა იმ ქალბატონების კითხვა, რომლებაც  პირი იბრუნეს და ჩასაბარებლად წამოღებული წაბლი ისევ შინ წაიღეს.




 ახალი ამბები
  • "ოზურგეთში ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით საკვების დარიგების შესახებ ინფორმაცია არასწორია!" (R)ერთ-ერთ ადგილობრივ მედიასაშუალებაზე დაყრდნობით, ტელეკომპანია “მთავარმა” გაავრცელა მორიგი არასწორი ინფორმაცია, თითქოს ოზურგეთში “დიდი ოდენობით სურსათ-სანოვაგე ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით შეაქვთ”. რეალურად, ეს გახლავთ მუნიციპალიტეტის მიერ საბავშვო ბაღების ბენეფიციარებისთვის, კანონმდებლობის სრული დაცვით შესყიდული საკვები პროდუქტი, რომელიც პერიოდულად, პანდემიის პერიოდში ბაღების აღსაზრდელთა ოჯახებს გადაეცემათ და აღნიშნულს არავითარი კავშირი არც პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს”-თან, არც სხვა რომელიმე პარტიის აქტივობებთან და საპარლამენტო არჩევნებთან კავშირი არ აქვს. მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, ინფორმაციის გავრცელებამდე ფაქტები გადაამოწმონ, ვინაიდან აღნიშნული ტიპის დეზინფორმაცია აზიანებს საარჩევნო გარემოს. ... ...
  • როდის განაახლებს აღსაზრდელთა მიღებას ჩოხატაურის საბავშვო ბაღებიკითხვით _ როდის განაახლებს აღსაზრდელთა მიღებას ჩოხატაურის საბავშვო ბაღები, "გურია ნიუსს" უამრავი ადამიანი მიმართავს. აღნიშნულ კითხვაზე პასუხის მისაღებად ჩვენ საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის მოადგილეს მარინა ცინცაძეს დავუკავშირდით. ცინცაძის თქმით, ამ დროისთვის უცნობია, როდის განახლდება ჩოხატაურის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი. როგორც "გურია ნიუსს" მარინა ცინცაძემ უთხრა, თანამშრომლებს რომლებიც იზოლაციაში იმყოფებოდნენ, სამსახურში გასვლა ხვალიდან შეეძლებათ. "ადმინისტრაციის თანამშრომლები, ვინც ვიყავით იზოლაციაში, ხვალ უნდა გავიდეთ სამსახურში და შემდეგ, მერიასთან შეთანხმებით, გადაწყდება, როგორ უნდა მოვიქცეთ", _  გვითხრა ცინცაძემ. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში გვითხრეს, პასუხი იმის შესახებ, როდის განახლდება ჩოხატაურის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა მიღება ხვალ საღამოს გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ საბავშო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი მას შემდეგ შეწყდა, რაც სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება "მომავალის" დირექტორს კორონავირუსი დაუდასტურდა. ვირუსი დაუდასტურდა მის მეუღლესაც. ამ დროისთვისორივე მათგანი ქობულეთში, საავადმყოფოში არიან მოთავსებული და როგორც ჩვენთან საუბრისას ნინო ბარამიძემ აღნიშნა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციაში იმყოფებიან. დღეს კორონავირუსი ჩოხატაურში კიდევ 10 ადამიანს დაუდასტურდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რიცხვი, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 62-ამდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 22 ... ...
  • ვინ არიან ლანჩხუთში მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტის გამარჯვებულები ლანჩხუთში მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტის გამარჯვებული იდეები გამოვლინდა და ამ  იდეების შესაბამისად, აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში კულტურულ-მემკვიდრეობითი სივრცე მოეწყობა, ხოლო სუფსაში სამუსიკო სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდება. აკეთის თემში კულტურულ-მემკვიდრეობითი სივრცის მოწყობის იდეა მარიკა ბერიძესა და სალომე გეგიძეს ეკუთვნით. მათი ჩანაფიქრით, აიგება გურული ოდა სახლი, რომელიც „აკეთელების ღიღინის“ კუთხეს, პატარა ბიბლიოთეკას, სხვადასხვა დროს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირებისა და გურული ტრადიციების კუთხეს, „კალანდას“ გააერთიანებს. იდეის ავტორების აზრით, ოდა არა მარტო მნიშვნელოვან კულტურულ, არამედ ტურისტულ ცენტრადაც იქცევა. სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში სამუსიკო სკოლის რეაბილიტაცია კი  ნიკოლოზ ბერიძის იდეაა. მისი ინიციატივა სახურავის შეცვლას, გარე ფასადის მოხატვასა და სამუსიკო ინვენტარის შეძენას გულისხმობს. სკოლა სარგებელს მოუტანს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ამ სამუსიკო სკოლაში სწავლობენ ან ისწავლიან. ცნობისთვის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტი დაიწყო სამი აგვისტოდან დაიწყო და ის ლანჩხუთის ნებისმიერ მაცხოვრებელს ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობის საშუალებას აძლევდა. მათ მხოლოდ კონკრეტული იდეა უნდა წარედგინათ, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში განხორციელდებოდა. მთავარ თემებად წელს განათლება, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა შეირჩა. სულ კონკურსში მოქალაქეებმა 47 ინიციატივა წარადგინეს. საბოლოოდ, ელექტრონულ კენჭისყრაზე ის 22 იდეა მოხვდა, რომლებიც 2021 წლის პრიორიტეტულ თემებს - მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკებს, სკვერებს, კულტურული კლუბების კეთილმოწყობას, სპორტულ სივრცეებსა და ღონისძიებებს ... ...
  • გიორგი სიორიძე: ხელისუფლებას გურია უბრალოდ არ აინტერესებს„გურიის რეგიონში მოზიდული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით, წლებია გრძელდება მკვეთრად ნეგატიური ვითარება“, - ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა გურიის საარჩევნო ოლქში პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი სიორიძემ. მისი თქმით, 2020 წლის მეორე კვარტლის მონაცემების მიხედვით, დაფიქსირდა მიუღებელი და აღმაშფოთებელი ფაქტი -  პირდაპირი უცხოური  ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით,  გურიას დაუფიქსირდა უარყოფითი მაჩვენებელი - მინუს 215 ათასი დოლარი. კიდევ უფრო მძიმეა ის, რომ გურია ერთადერთი რეგიონია საქართველოში, სადაც ეს მაჩვენებელი მინუსებშია. თავისთავად ფაქტი, პანდემიიდან გამომდინარე ვარდნის მიუხედავად, მაინც ყოვლად მიუღებელი და საგანგაშოა. რეალობა არის ის, რომ გურიის რეგიონი ყოველთვის მოკლებული იყო ყურადღებას ყველა ხელისუფლების მხრიდან. რიცხვები მეტყველებს ყველაფერზე. წინა წლების სტატისტიკის მიხედვით, რომელსაც, სხვათა შორის, გურიასთან მიმართებით, მხოლოდ 2016 წლიდან ითვლიან,  ყველაზე დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა 2019 წელს და ეს რიცხვი იყო მილიონ 653 ათასი დოლარი. მანამდე, 2018 წელს იყო 301 ათასი დოლარი, 2017 წელს ერთ მილიონზე ოდნავ მეტი (1,084 მლნ) და 2016 წელს 553 ათასი დოლარი. ეს არის ძალიან დაბალი მონაცემი იმ ეკონომიკური პოტენციალის მქონე რეგიონისთვის, როგორიც არის გურია. ეს ნიშნავს, რომ ხელისფლების ინტერესში არ არის რეგიონის ეკონომიკური განვითარება. სხვაგავრად, წარმოუდგენელია, რომ გურიაში, რომელიც დახუნძლულია ზღვისა და მთის კურორტებით, სადაც იშვიათი სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის წარმოების უნიკალური პირობებია, სადაც ეკოტურიზმის განვითარებისთვის იდეალური წინაპირობაა, ვერ შექმნა კეთილმყოფელი საინვესტიციო გარემო“, - აღნიშნა გიორგი სიორიძემ. მისი თქმით, „ლელოს“ ხელისუფლება რადიკალურად შეცვლის საინვესტიციო კლიმატს რეგიონში და ეს დაიწყება „ლელოს“ „მარშალის გეგმის“ თანმიმდევრული განხორციელების შედეგად. „ლელოს“ ხელისუფლებაში მოსვლის მეორე დღიდანვე ამომრჩეველი დაინახავს რადიკალურად განსხვავებულ მიდგომებს. „ლელო“ მოდის იმისთვის, რომ ემსახუროს ქვეყანას და არა ეპატრონოს მას. ჩვენ არჩევნების მეორე დღიდანვე დავიწყებთ „მარშალის გეგმით“ გაწერილ სამუშაოს. ერთად დავდებთ ლელოს საქართველოსთვის და ამ ბრძოლაში გურიაც ყოველთვის იტყვის თავის წონად სიტყვას, მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ. ... ...
  • მაკა ჭყონია: „ოზურგეთის ბაღებში კვების პროდუქტებით ბავშვების მოწამვლა გამოირიცხა“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში,  ბავშვებში გავრცელებულმა ვირუსმა, რის გამოც ბევრ ბავშვს 11 სკოლამდელ დაწესებულებაში აღენიშნებოდა დიარეა, პირღებინება, საყოველთაო შეშფოთება გამოიწვია. საზოგადოებაში ეჭვი გაჩნდა კვების პროდუქტების მიმართ. „გურია ნიუსის“  ინფორმაციით, ეპიდემიოლოგები მუშაობდნენ და დასკვნაც დაიდო, რის შესახებაც უკვე ვწერდით. „გურია ნიუსი“ ამ დილით სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორს,  მაკა ჭყონიას კვლავ ესაუბრა, რადგან გუშინ მან გვითხრა, რომ  საღამოსთვის ეცოდინებოდა ლაბორატორიული დასკვნის შესახებ. სრული პასუხი ეცოდინებოდა. _ დაგიდასტურებთ მხოლოდ ერთს,  რომ ამ ფაქტის ირგვლივ, კვების პროდუქტები გამოირიცხა. მეტს ვერაფერს გეტყვით, რადგან ჩვენ ჯერ კიდევ საბოლოო დასკვნა არ მიგვიღია, _ გვითხრა მან.  ჩვენ, ასევე,  სეს-ის გურიის  რეგიონული სამსახურის უფროსს, მანანა ერქომაიშვილს ვთხოვეთ კომენტარი. _ გეტყვით, რომ საბოლოო დასკვნა ჯერ არ არის ცნობილი. კვლევები კვლავ   გრძელდება.  მას თავისი მეთოდოლოგია აქვს. რაც  აქამდე გაკეთდა, იმ კვლევების მიხედვით, საკვები პროდუქტებით მოწამვლა ნამდვილად გამოირიცხა. თუმცა, კვლევა გრძელდება და როცა გვექნებ პასუხი, გპირდებით, მაშინვე გაცნობებთ და გახდება საჯარო, _ გვითხრა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...