"ცენტრალურ ტელევიზიებს ჩამოვიყვანთ და ქვეყანას ვაჩვენებთ, რა დღეშიც ვართ“

საზოგადოება

"ცენტრალურ ტელევიზიებს ჩამოვიყვანთ და ქვეყანას ვაჩვენებთ, რა დღეშიც ვართ“

22 იან. 2019, 15:03:49

წლებია, რაც ლანჩხუთში თავისუფლების ქუჩის #1 ჩიხის მაცხოვრებლები ადგილობრივი  ხელისუფლებისგან  ქუჩის მოწესრიგებას ითხოვენ, თუმცა, როგორც თავად ამბობენ, უშედეგოდ.

რვა წელია, რაც ამ ჩიხის მოსახლეობა ვითხოვთ გზის მოკლე მონაკვეთის დაგებას, რომლის სიგრძეც, სულ რაღაც, 100 მეტრი თუ იქნება. თან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ჩიხი ქალაქის ცენტრალურ ნაწილშია და ამ გზით, გარდა მოსახლეობისა, არაერთი ობიექტი სარგებლობს:  რამდენიმე კერძო რესტორანი, ,,საქართველოს ფოსტა“,სილქნეტი“, ,,საქართველოს ბანკი, ავეჯის მაღაზია  და თეატრი.   ხშირად სარგებლობენ ამ ჩიხით. შემოდის მძიმე ტექნიკა, რაც, ბუნებრივია, უფრო მეტად აზიანებს და ანადგურებს ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქუჩას. განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობა უამინდობისას იქმნება,  სანიაღვრე არხების არარსებობის გამო იტბორება საცხოვრებელი ეზოები“, _ ამბობს თავისუფლების პირველი ჩიხის მოსახლეობა.

მოსახლეობის თქმით, ამ წლების  განმავლობაში არაერთხელ დააყენეს მოთხოვნა ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე, თუმცა, დაპირებების იქეთ საქმე წასულა.

„ვისაც კი შეიძლებოდა, ყველას მივმართეთ ადგილობრივ დონეზე, გვქონდა კონკრეტული დასაბუთებული თხოვნა-განცხადებები. სანაცვლოდ, რა თქმა უნდა, იყო დაპირებები, განსაკუთრებით, არჩევნების პერიოდში, მაგრამ ჯერაც არაფერი შეცვლილა ჩვენს ქუჩაზე.

ვფიქრობთ, ეს  უყურადღებობა ჩვენი ქუჩის მოსახლეობის სიმცირის გამოა. ისეთ  ქუჩებზე ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებიც პერიფერიებად ითვლებოდა, თუმცა, იქ მრავალრიცხოვანი მოსახლეობაა. მივმართავთ მერიას და შევახსენებთპირველ რიგში,  ქალაქის მოწესრიგება იწყება ცენტრალური ქუჩებით და უბნებით, ხოლო შემდეგ სხვა დანარჩენი. თუ ამჯერადაც არ მოგვაქცევენ ყურადღებას და ჩვენს თხოვნას არ გაითვალისწინებენ, იძულებულები ვიქნებით, მივმართოთ ზემდგომ კომპეტენტურ ორგანოებს, რომ გავარკვიოთ, რა მიზეზით რჩება ყურადღების მიღმა წლების განმავლობაში ქალაქის ცენტრალური უბანიასევე, პროტესტის სხვადსხვა ფორმას მივმართავთ, აქცია იქნება ეს თუ სხვა, ცენტრალურ  ტელევიზიებს ჩამოვიყვანთ  და ქვეყანას ვაჩვენებთ, რა დღეშიც ვართ, _ ამბობს აქაური მოსახლეობა, რომლებმაც ამჯერადაც შეაგროვა ხელწერები და მუნიციპალიტეტის მერიას ოფიციალური განცხადებით კიდევ ერთხელ მიმართა პრობლემასთან დაკავშირებით.

შევა თუ არა თავისუფლების ქუჩის ეს მონაკვეთი 2019 წლის  ინფრასტრუქტურული სამუშაოების ნუსხაში, ჯერჯერობით, უცნობია. როგორც მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში ამბობენ, ამ ეტაპზე  არ არის გადაწყვეტილი, რომელი ქუჩების რეაბილიტაცია მოხდება ქალაქში.

 სად და რა გაკეთდება ქალაქის მასშტაბით ეს რამდენიმე დღეში საკრებულოს სხდომაზე გადაწყდება.  ღიმილის მომგვრელია, თითქოს შეგნებულად ფერხდება რომელიმე ქუჩის რეაბილიტაცია. პირიქით, გვინდა ყველა ქუჩა გაკეთებული იყოს, მით უფრო ქალაქის ცენტრალურ მონაკვეთებში“, _ ამბობს ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ლევან ჩხაიძე.




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში _ არიან დაშავებულებიცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთვევხევა მოხდა ფოთში. როგორც ადგილიდან "გურია ნიუსისს" ჟურნალისტი იუწყება, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. წინასწწარი ინფორმაციით, დაშავებულებია ოთხი მგზავრი. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. ... ...
  • “მინდოდა ჩემი შვილის გვერდით ვყოფილიყავი და ყველაფერ საშინელებას ვუძლებდი“83 წლის ლამარა წიქარიძე აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ზური წიქარაძის დედაა.  “მე ვარ 83 წლის. ვმუშაობ შეძლებისდაგვარად ჩაის პლანტაციებში. ჯანმრთელად ვარ და არანაირ ავადმყოფობას არ ვგრძნობ. ვფიქრობ, რომ ცოტა ხანი ვიცოცხლო და ვიცხოვრო ჩემი შვილიშვილების ხათრით“, _ ამბობს “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ლამარა წიქარაძე. ლამარა წიქარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში ცხოვრობს. იმ დროს, როდესაც აფხაზეთში ომი დაიწყო, ის მეუღლესთან სოსო წიქარიძესთან ერთად იმყოფებოდა სოხუმში. ლამარა წიქარაძე: გურიაში ვაპირებდით ჩამოსვლას, რადგან ზურის შვებულება ეწყებოდა. შვებულების ფურცელზე ხელი არ ჰქონდა მოწერილი იმ სამსახურის უფროსს, სადაც ზური მუშაობდა და ამიტომ გაგვიგრძელდა ყოფნა სოხუმში. აფხაზეთის ომში ჩემი შვილი ზური წიქარიძე გმირულად გარდაიცვალა. ის სოხუმში თან სწავლობდა და თან მუშაობდა. ის იყო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი, როდესაც ომი დაიწყო. ჩემი შვილი შინაგან ჯარში მუშაობდა და ომის დროს ქალაქიდან არ უნდა გასულიყო, მაგრამ... მას სთხოვეს დახმარება და წაიყვანეს სოფელ შრომაში. სოფელზე, სადაც ისინი წავიდნენ, მოხდა თავდასხმა, მოულოდნელი თავდასხმა იყო. მან გადაწყვიტა თავის მეგობართან ერთად ახალგაზრდები (ჯარში 25 ახალგაწვეულის სიცოცხლე იხსნა ზურიმ და მისმა მეგობრებმა) გამოეყვანა სამშვიდობოს. მოახერხეს კიდეც, იბრძოდა მანამ, სანამ ტყვიები, არ დაუმთავრდათ. ამის შემდეგ კი დაიჭერეს რუსმა სამხედროებმა და ცოცხლად დაწვეს. ჩემმა მეუღლემ კი დაიწყო გარდაცვლილი შვილის ძებნა, უიარაღოდ იყო და ისე ეძებდა. მან იპოვა ზურის დამწვარი სხეული და განადგურებულებმა ჩამოვასვენეთ ოზურგეთში, სოფელ ნაგომარში. მინდოდა ჩემი შვილის გვერდით ვყოფილიყავი და ყველაფერ საშინელებას ვუძლებდი. ერთ ამბავს კიდევ გავიხსენებ... ბოლოს, ძებნა რომ გაგვიჭირდა ჩემი შვილის, ბატონ ჟიული შარტავასთავან მივედი განცხადებით. მან კი მითხრა, არ მინდა განცხადება, ქალბატონო, თქვენ სახეზეც ვკითხულობ, როგორ იწვით ახლაო. ისე გააკეთა, რომ კიდევ ორი დღე მოგვცა შვილის ძებნის უფლება. არ გვქონდა უკვე ქართველებს ჩვენს მიწაზე თავისუფლად გადაადგილების უფლება. ამის შემდეგ სასწაული მოხდა და ვნახეთ ჩემი შვილი. ლამარა წიქარიძე ჩვენთან საუბრის დროს აცხადებს, რომ რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა და ის მშვიდობიანი გზით დაკარგულ ტერიტორიებს არ გადმოგვცემს. “ომით დაკარგულ ტერიტორიას ომით დაბრუნება უნდა, სხვანაირად დაკარგულ ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებთ. მე, არ მჯერა რუსეთის კეთილსინდისიერების. აფხაზეთში იბრძოდნენ რუსები და ისინი აპირისპირებდნენ ქართველებს და აფხაზებს. თქვენ გგონიათ აფხაზები იბრძოდნენ თავიანთი ძმების წინააღმდეგ? ჩვენი ტანკები დაჩახჩახებდნენ, დანგრეულები. რუსების ტანკები კი დასრიალებდნენ, ანგრევდნენ შენობებს, გადამცემ ხაზებს, ელექტრო ბოძებს. ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე, რადგან ვიდრე ჩემი გარდაცვლილი შვილი არ ვნახე, მანამ არ დამიტოვებია სოხუმი.“ ზურის დაღუპვის შემდეგ, რამდენი თვეში სოფელ ნაგომარში მამამისი, სოსო წიქარიძე გარდაიცვალა. “10 წლის განმავლობაში სახლიდან არ გადავდიოდი. მაგრამ შემდეგ დავარწმუნე თავი, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლებოდა. შვილებს და შვილიშვილებს დახმარება უნდოდათ. ახლა კი მყავს ორი შვილი, შვიდი შვილიშვილი და ხუთი შვილთაშვილი. მინდა, რომ ეს თაობა მოესწროს საქართველოს მთლიანობას და მშვიდობიან ქვეყანაში ... ...
  • "გადაწყვეტილება შეიცვალა" _ ჩოხატაურელი და ლანჩხუთელი ბავშვები სწავლას მერხებთან გააგრძელებენცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გურიის რეგიონში ყველა საჯარო სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადავიდოდა. თუმცა, გადაწყვეტილება მალევე შეიცვალა და ცნობილი ხდება, რომ ჩოხატაურელი და ლანჩხუთელი ბავშვები სწავლას ისევ მერხებთან გააგრძელებენ. "საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიით გურიის რეგიონში შექმნილი ვითარების გამო, ონლაინ სწავლების რეჟიმზე უნდა გადასულიყო რეგიონის ყველა საჯარო სკოლა. თუმცა, გადაწყვეტილებაში ჩაერია განათლების სამინისტრო და ვინაიდან, ჯერჯერობით, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ვირუსი ისე ფართო მასშტაბით არაა გავრცელებული, როგორც ოზურგეთშია, გადაწყდა, რომ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის სკოლების ყველა მოსწავლე მერხებთან გააგრძელებს სასწავლო პროცესს", _ გვითხრა ჩოხატაურის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა შორენა ... ...
  • გურიაში ყველა სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადადისსაკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გურიის რეგიონის ყველა სკოლა გადადის დისტანციურ სწავლებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით მასწავლებლებს მიეცათ დავალება, რომ მოსწავლეები სკოლაში არ მისვლის შესახებ გააფრთხილონ, შეადგინონ ცხრილი საგნის მასწავლებლებთან შეთანხმებით, გაითვალისწინონ რომ 5 საათიან საგანს ექნება 3 ონლაინგაკვეთილი, 4 საათიანს-3, 3 საათიანს-2,  2 საათიანს - ... ...
  • "ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს" _ ზურაბ ნასარაია (R)სოხუმის დაცემის 27-ე წლისთავთან დაკავშირებით გურიაში მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვეტერანებთან ერთად დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი და ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავი გვირგვინებით შეამკეს. "საბრძოლო მოქმედებების დროს გურიიდან 40 ჯარისკაცი დაიღუპა და უგზო-უკვლოდ სამი მებრძოლი დაიკარგა. ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს,“ - განაცხადა გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls