"წინსვლა თუ უკუსვლა განათლების სისტემაში?"

საზოგადოება

"წინსვლა თუ უკუსვლა განათლების სისტემაში?"

2019 სექ 18 10:35:28

დღეს, ძალიან აქტუალური და მწვავე თემაა სკოლებში მასწავლებლად შესვლის საკითხი, სადაც მაძიებელი, წამყვანი და უფროსი მასწავლებლის ბედი, ასე ვთქვათ, გასაუბრების კომისიის ხელშია, რომლის კომპეტენციას უკვე ეჭვქვეშ აყენებენ, როგორც მოქმედი მასწავლებლები, ისე მაძიებელთა გარკვეული ნაწილი.

შეგახსენებთ, რომ უკვე სერტიფიცირებული და სკოლებში მომუშავე მასწავლებლები გასაუბრებაზე, ძირითადად, გადიან იმის გამო, რომ აქვთ მცირე საათები, სურთ, ჰქონდეთ სრული დატვირთვა და აქედან გამომდინარე, შედარებით მაღალი ანაზღაურება.

გასაუბრების დასრულების შემდეგ, 10 სექტემბრისთვის, დასრულდა სააპელაციო განცხადების შეტანის ვადაც, რაც გულისხმობს იმას, რომ უკმაყოფილო მასწავლებელს თუ მაძიებელს ეძლეოდა უფლება, მიეღო სასურველი გადაწყვეტილება კომისიის პასუხზე.

როგორც სოციალურ ქსელში, ისე კერძო საუბრებში, არაერთი მოქმედი მასწავლებელი და მაძიებელი გამოთქვამს უკმაყოფილებას.

ჩვენ შევეცადეთ, გავსაუბრებოდით მათ, მოგვესმინა მათი გულისტკივილი. ზოგმა ღიად საუბარი არ ისურვა, ზოგიც დაგვთანხმდა. რაც საყურადღებო და ნიშანდობლივია, საზოგადოებაში ძალიან დიდია ინტერესი იმის შესახებ, ვინ და როგორი მასწავლებელი, რა ბერკეტით შევა სკოლაში და მიდის თუ არა არაერთხელ დაანონსებული განათლების რეფორმა პროგრესის გზით.

ოზურგეთელი, ერთ-ერთი სერტიფიცირებული მასწავლებელი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ლელა საჯაიას, რომელიც ამავე დროს განათლების კომისიის თავმჯდომარეა, შთაბეჭდილება რჩება, რომ "გასაუბრება იყო ფორმალური".

_ შთაბეჭდილება მრჩება, რომ გასაუბრება იყო ფორმალური. მე განცხადება შეტანილი მქონდა კვირიკეთის, ციხისფერდის და ქვედა ბახვის საჯარო სკოლებში. ისეთმა კომისიამ დამიწუნა ციხისფერდის საჯარო სკოლაში, რომელსაც კომპეტენცია ჩემზე დაბალი ჰქონდა აშკარად. დაკითხვა დამიწყეს, ვივლიდი თუ არ ვივლიდი სკოლაში, რაც არასერიოზულობად მიმაჩნია. ამბობდნენ, რომ თუ დავიგვიანებდი, ვერ შეეგუებოდნენ ამას. კვირიკეთის სკოლაში უფრო ოფიციალურად იდგა დღის წესრიგი. არ ვარ უკმაყოფილო. რაც შეეხება ქვედა ბახვს, ასეთი მოწესრიგებული და მობილიზებული სკოლა არ მინახავს _ მე აქ მიმიღეს. ზოგადად, რეფორმის ფორმა არაჩვეულებრივია _ დამსახურებულ მასწავლებელს ღირსეული საშუალება მიეცა. თუმცა, მაძიებლის შემთხვევაში, კითხვის ნიშნები გამაჩნია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაძიებელი არ მიიღო სკოლაში. თუმცა, როცა გყავს უფროსი მაწავლებელი, აქ რაღაც უფრო უნდა დარეგულირდეს. რეფორმა ხომ სკოლის გაძლიერებისთვის არის მიმართული? როგორია, როცა სკოლა არ იღებს უფროს მასწავლებელს და იღებს მაძიებელს? მაგალითად, მთისპირის სკოლას ასეთი არჩევანი აქვს გაკეთებული _ სკოლამ უარი თქვა წამყვან მასწავლებელზე, მარინა ჩხიკვაძეზე, რომელიც არის რეგიონში საუკეთესო და, რამდენადაც ვიცი, ძალიან არაკვალიფიკაციური კადრი მიიღეს... ზოგადად, კომისიაში რომ ყოფილიყვნენ მასწავლებელთა სახლის, რესურსცენტრის წარმომადგენლები, მაშინ კიდევ ვიტყოდი, რომ იყო კვალიფიციური. უკმაყოფილო მაინც არ ვარ. ეტყობა, გამიმართლა. საჯარო სკოლებში ძალიან კარგი რეფორმა ტარდება და მინდა წარმოვაჩინო ჩემი თავი. მით უმეტეს, ივლისში ჩემი სასწავლო მეთოდი დაიბეჭდა და შევიდა 20 საუკეთესო მეთოდს შორის.

ეკა ნინიძე, სეტიფიცირებული მასწავლებელი: "ვხუმრობ ხოლმე _ გამოცდების ჩაბარება, კონკურსების გავლა, ტესტირებები და სერტიფიკატების კოლექცია ჩემი ჰობია,-მეთქი. მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად, ჩაბარებული მაქვს, როგორც საგნის, ასევე, პროფესიული უნარ-ჩვევის გამოცდა. მაქვს მასწავლებლად მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება, ვიყავი კონსულტანტ-მასწავლებელი, პროგრამა "ასწავლე საქართველოსთვის". ასევე, ვარ ტრენერი და მაქვს ტრენერად მუშაობის გამოცდილებაც. ვარ რამდენიმე სასკოლო და არასასკოლო პროექტის ავტორი, ფასილიტატორი და ხელმძღვანელი. მოკლედ, გამოცდილების მხრივ, საკმაოდ ამბიციური რეზიუმე მაქვს.

დღეს, როცა ამდენს საუბრობენ თანამედროვე სკოლის გამოწვევებზე, ფინური სკოლის და ,,ახალი სკოლის მოდელზე", როცა საუბარია იმაზე, თუ როგორ უნდა წარმართოს მასწავლებელმა თავისი საგაკვეთილო პროცესი ინოვაციებისა და პროექტების გამოყენებით, როცა ,,სთრიმინგ გაკვეთილები" ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, მგონი, სკოლის დირექტორს უნდა ჰქონდეს ამ კუთხით, თუნდაც ერთი კითხვა მომზადებული მაინც. თუ, რა თქმა უნდა, აინტერესებს სკოლის წინსვლა და განვითარება!

მე ვწერდი, საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე, გადაწყვეტილება მიღებული იყო იქამდე, სანამ გასაუბრების პროცესი საერთოდ დაიწყებოდა. ამიტომაც დამისვეს ერთადერთი კითხვა და ამ კითხვის ქვეკითხვები: როგორ ვივლიდი ამ კონკრეტულ სოფელში. თუმცა, წინ ედოთ ჩემი რეზიუმე, სადაც გარკვევით ეწერა იმ ადგილების შესახებ, სადაც გაცილებით უფრო მძიმე კლიმატია და ვმუშაობდი საკმაოდ წარმატებულად (ეკა ნინიძე, წლების მანძილზე აჭარის მთიანეთში მუშაობდა მასწავლებლად. ავტ.) დიახ, ეს იყო წინასწარ მიღებული გადაწყვეტილება. რაც სრულიად დასაშვებია დღევანდელ ოზურგეთში, სადაც არც საქართველოს კონსტიტუცია ჭრის და შესაბამისად, არც სხვა დანარჩენი კანონი. განათლების სამინისტრო, შეფასების ცენტრი, მასწავლებელთა სახლი უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ რეფორმა პენსიონერი მასწავლებლებიდან კი არა, სტერეოტიპებითა და საბჭოთა კონიუქტურით გაჯერებული დირექტორებიდან უნდა დაიწყოს. თუმცა, ეს, საბედნიეროდ, ყველას არ ეხება. რა თქმა უნდა, მსვლელობას არ ვაპირებ, სანამ აქ ქალაქში კონსტიტუციასაც კი სხვა სახელი აქვს, სადაც ერთი ადამიანის და მისი ოჯახის წევრების ირგვლივ ტრიალებს ოზურგეთის ბედი, აზრი არაფერს აქვს. თუმცა, ყველაფერი დროებითია და ესეც გაივლის... (ეკა ნინიძე გასაუბრებაზე მთისპირის საჯარო სკოლაში იმყოფებოდა. ავტ.)

ირმა გორდელაძე, ლიხაურის საჯარო სკოლის მასწავლებელი: "მასწავლებლები, რომლებმაც ვერ ჩააბარეს სასერტიფიკაციო გამოცდები და არც აპირებდნენ გამოცდაზე გასვლას, წავიდნენ სახლში. ამის გამო ძალიან ბევრი ვაკანსიაა. გასაუბრებაზე გავიდნენ მასწავლებლები, რომლებმაც თავიანთი პროფესიების მიხედვით აირჩიეს ვაკანსიები, სკოლები და შეავსეს განცხადებები. მათ გარდა, სამინისტრომ დაუშვა მაძიებელთა სტატუსი. არაა აუცილებელი სერტიფიკატი, პედაგოგიკის ცოდნა, პედაგოგიური გამოცდილება...

არ ვიცი, ეს როგორ ხდება _ თუ პედაგოგიკა არ სჭირდება, არც სერტიფიკატი, არც პედაგოგიური გამოცდილება, მაშინ სახლში რატომ გაუშვეს, ვინც სკოლაში იყო? ამ დროს არა ერთ მასწავლებელს, მათ შორის მეც, მაქვს სერტიფიკატი ისტორიასა და სამოქალაქო განათლებაში; ვარ, ასევე, სამოქალაქო სექტორის აქტიური წარმომადგენელი; არა ერთი პროექტის ავტორი; ჩემი მოსწავლეები არიან მრავალი პროექტის გამარჯვებულები. მითხრეს უარი და ჩემ ნაცვლად მიიღეს მაძიებელი. ეს მოხდა ბოხვაურის საჯარო სკოლაში. დვაბზუ საერთოდ არ შემეხმიანა. ასევე, უარყვეს ბევრი დამსახურებელი სერტიფიცირებული მასწავლებელი და მიიღეს მაძიებელი.

მე ვფიქრობ, რაღაც პროცენტით მაძიებლები უნდა გასულიყვნენ, მაგრამ არა გამოცდაგავლილი, გამოცდილი მასწავლებლების იგნორირებით. რა არის ეს, წინსვლა თუ უკუსვლა განათლების სისტემაში? მე ვფიქრობ, ეს განათლების სიტემას კარგს არაფერს მოუტანს. ეს არის მცდარი ნაბიჯი, ან ზემოდან ცუდი ინსტრუქცია მოდის, ან არასწორად გაიგეს სკოლებმა.

კითხვაზე, ვის ადანაშაულებს გასაუბრების კომისიების შედგენის საქმეში, გორდელაძე ამბობს, რომ საკითხს სკოლების დირექტორები წყვეტდნენ.

_ ჩემი აზრით, რესურსცენტრი საერთოდ არ ჩარეულა. რაც შეეხება მაძიებლების შერჩევას, ერთადერთი, რაც კულუარულად მესმის, ესენი არიან, უმეტესად, "ოცნების" აქტივისტები _ გაავსეს სკოლები და ემზადებიან არჩევნებისთვისო. მოხდა ე.წ. ჩაწყობები", ვიღაცას ზურგს უკან მფარვლობდნენ. ზოგი საკრებულოს წევრია, ზოგი "ოცნების" წევრიც არ მიიღეს, ასეც იყო. რაც არ ვიცი, ვერ ვიტყვი... მე ხელახლა შევავსე განცხადება. მეორედ გამოცხადდა ვაკანსია. თუ გამოვა, გამოვა. თუ არადა, მე და დანარჩენი მასწავლებლები, სამინისტრომდე მივიტანთ ამ პროტესტს და ვეტყვით, რომ ეს პოლიტიკა არის არასწორი, და არ წაადგება არც სკოლებს და არც განათლების სისტემას. თვითონ სკოლის დირექტორების გადასაწყვეტი იყო ყველაფერი და შიგ უფრო მოქმედებდა "ბიძაშვილ-მამიდაშვილობა", რესურსცენტრში კი პირიქით, პროფესიონალების ინტერესი უფრო აქვთ. ამ სკოლებს, შესაძლოა, ახალი პედაგოგების, პროფესიონალი პედაგოგების კონკურენციის უფრო შეეშინდათ.

 "გურია ნიუსი", გამოთქმული პრეტენზიების და არსებული ვითარების ირგვლივ, ოზურგეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელს, ლელა იმედაშვილს ესაუბრა:

_ პირველ რიგში, ვიტყვი, რომ დადგა დრო, როცა მასწავლებლის პროფესია ხდება პრესტიჟული, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ ოზურგეთის მასშტაბით გამოცხადებულ 118 ვაკანსიაზე 800-ზე მეტმა მსურველმა შეიტანა განცხადება. იმთავითვე ცხადი იყო, რომ კონკურსი იქნებოდა მაღალი. სიმართლე გითხრათ, ასეთი მაღალი კონკურსის მოლოდინი არ მქონდა. კონკურსი შედგებოდა ორი ეტაპისგან _ დოკუმენტების შერჩევა და გასაუბრება. რა თქმა უნდა, პირველ ეტაპზე ძალიან ბევრი კონკურსანტი არ იქნა მიღებული, რადგან ვერ დააკმაყოფილეს მოთხოვნები. თუ რა მოეთხოვებოდათ, ბევრი რომ არ ვისაუბრო, ეს ყველაფერი განათლების სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული. რაც შეეხება გასაუბრების კომისიებს, განთავსებული იყო სკოლებში. გასაუბრების შემდეგ, კონკურსანტებს ეგზავნებოდათ შეტყობინება, სადაც მითითებული იყო ისიც, რომ უკმაყოფილების შემთხვევაში, შეეძლოთ პეტიციის შეტანა. 10 სექტემბრისთვის ეს ვადები უკვე ამოწურულია და ერთის მეტს პეტიცია არ შეუტანია.

_ ანუ, მასწავლებლებს კონკურსის მონაწილეებს, რომლებიც გამოთქვამენ უკმაყოფილებას კომისიის კომპეტენტურობაზე, დანიშნულ ვადაში შეეძლოთ პეტიციის შეტანა?

_დიახ, უნდა შეეტანათ სააპელაციო განცხადება, შესაბამისად, ვინ, რა და რატომ, ჩემს კომპეტენციაში არ შედის. ეს ყველაფერი გადაწყდა სკოლებში, ადგილზე დგებოდა გასაუბრების კომისია.

_ როგორ უყურებთ მაძიებლის სტატუსს, რის შესახებაც ბევრი მასწავლებელი ამბობს, რომ თუ საჭირო არ არის სერტიფიკატი, პედაგოგიკის ცოდნა, პედაგოგიური გამოცდილება, მაშინ შინ რატომ გაუშვეს უამრავი მასწავლებელი?

_ შევახსენებ ყველას, რომ მინისტრის ბრძანებამ დაარეგულირა მასწავლებლად აყვანის ორი შესაძლებლობა _ ერთი უფროს მასწავლებლად და მეორე _ მაძიებლად. ამ ადამიანებს უნდა ჰქონოდათ შესაბამისი კვალიფიკაცია. მაძიებლის აყვანა, ჩემი აზრით, წინ გადადგმული ნაბიჯია. რა მოეთხოვებოდათ და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ, ეს სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ელექტრონული პროგრამა არ მისცემდა დასტურს. ხოლო აუცილებელი იყო თუ არა, უპირატესობა მინიჭებოდა უფროს ან წამყვან მასწავლებელს? ამას კონკურსი ნამდვილად არ ითვალისწინებდა. სკოლას ჰქონდა უფლება, წარმოდგენილ კონკურსანტებს შორის, სკოლაზე მორგებული საჭიროების მიხედვით, გაეთვალისწინებინა ყოველივე.

_ სწორედ ამიტომ ამბობს არა ერთი პედაგოგი, რომ იყო ტრადიციული "ჩაწყობა", მიკერძოება ნაცნობობის და გავლენის მიხედვით...

_ მაშინ კონკრეტული ფაქტები უნდა დაასახელონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება ჭორაობა და მე, როგორც საჯარო მოხელე, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ _ უხერხულია.




 ახალი ამბები
  • "ივანიშვილი იძულებული იქნება სპეცრაზმის მეშვეობით მართოს ქვეყანა"- უგულავაამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები პროკურატურასთან აქციას მართავენ. მათ პროკურატურის ჭიშკარს პროტესტის ნიშნად ბოქლომი დაადეს. როგორც გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, აქციები გაგრძელდება. მისი თქმით, ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად ორშაბათს საღამოს შეიკრიბება, ღამეს გაათევს და მეორე დღეს პარლამენტის პიკეტირებას მოახდენს. "გამოიყვნენ სპეცრაზმს? გამოიყვანონ, კი ბატონო ეგ არის ჩვენი მიზანი. ივანიშვილი იძულებული იქნება ქვეყანა მართოს, გადაადგილდეს მხოლოდ სპეცრაზმის მეშვეობით, თუ ამას მართვა ჰქვია",- განაცხადა ... ...
  • აქციის მონაწილეებმა გენარალური პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადესამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები თბილისში, გენერალურ პროკურატურასთან აქციას მართავენ. მათ პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ პროკურატურის ღობეზე ბოქლომის დადებით ... ...
  • პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება და იძულებითი სექსი - თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დააკავესპირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება და იძულებითი სექსუალური კავშირის დამყარების იძულებისთვის ბრალდებულს, 4 წლით თავისუფლების აღკვეტა მიესაჯა, _ აღნიშნულის შესახებ "გურია ნიუსს" თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს. "თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სექსუალური ხასიათის იძულებასა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფაში ბრალდებული ლ.ც. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წელს ლ.ც.-მ უკანონოდ მოიპოვა ი.ყ.-ს პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა და დაზარალებულის მეგობრებს გადაუგზავნა. ლ.ც. ასევე დაზარალებულს აღნიშნული მასალის სოციალურ ქსელში გავრცელებისა და ოჯახის წევრებთან გადაგზავნის მუქარით, მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა. სამართალდამცველებმა ლ.ც. 2019 წლის 7 მარტს ქ.თბილისში დააკავეს. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის იძულება) და 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა, ე.ი. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელება) წარუდგინა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ლ.ც. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა" - აღნიშნულია პროკურატურის ... ...
  • დავით მჟავანაძე: “თავი ჩამიდეს და ტანი ჩამიდეს“ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით მჟავანაძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ყველა დაკავებული გათავისუფლებულია, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, მოსამართლე რა განაჩენს გამოიტანს. “ამ წუთებში მივდივარ სასამართლოში. სავარაუდოდ, ადმინისტრაციულ ჯარიმას დაგვაკისრებს მოსამართლე, თუმცა, მისგან არც ისაა გასაკვირი, რომ დაგვაკავონ. სამარცხვინო ვიდეო წარმოადგინეს სასამართლო პროცესზე _ ფაქტობრივად, თავი ჩამიდეს და ტანი ჩამიდეს ვიდეოში. ის ადამიანი მე არ ვარ, რომელზედაც იძახიან, ეს დავით მჟავანაძეაო. ვნახოთ, რა მოხდება. არაფრის გამო დამაკავეს _ არანაირო მტკიცებულება არ აქვთ სამართალდამცავებს“, _ გვითხრა დავით მჟავანაძემ. დავით მჟავანაძეს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას ... ...
  • გრიგოლ ვაშაძე: "ვაიძულეთ ეს მოძალადე ხელისუფლებას, დავერბიეთ! ბევრი გვყავს ქალი““ორი ღამე გავათიეთ და ვაიძულეთ ეს მოძალადე ხელისუფლება, დავერბიეთ. ბევრი გვყავს ქალი! ჩვენ იმდენი არ ვართ, რომ ამათ წინააღმდეგობა გავუწიოთ, ყველა ვჯდებით შემოსავლელთან სათითაოდ!“ _ ეს განცხადება გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტის შენობის წი ნ გამართულ აქციაზე გააკეთა. “ხელით აგვიყვანონ, როგორც მათ მასწავლებელ პუტინს სჩვევია ისე გაგვიტანონ სათითაოდ”, _ თქვა გრიგოლ ვაშაძემ. ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?