"წყალი რომ მოდის, სიხარულისგან გული მიჩქარდება!"

საზოგადოება

"წყალი რომ მოდის, სიხარულისგან გული მიჩქარდება!"

1 ოქტ. 2020, 14:52:27

ხმამაღალი განცხადებები, რომ გახორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შემდეგ ლანჩხუთის რიგ სოფლებში, მათ შორის ჯუნეწერში, მოსახლეობას 24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგება ექნებოდა, არაერთხელ გაკეთდა. მაგალითისთვის გასული წლის დეკემბერში გურიის მხარისა და მუნიციპალიტეტის ოფიციალურ გვერდებზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ "ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ცხრა სოფელში (სოფ. ჯუნეწერი, გვიმბალაური, ტაბანათი, ახალსოფელი, ღრმაღელე, წყალწმინდა, შრომისუბანი, გულიანი, წიაღობანი), გახორციელდა 1470 გრძივი მეტრი წყალმომარაგების სამუშაოები. პროექტის ღირებულება 1 101 329 ლარს შეადგენს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას 24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგება ექნება. სულ ლანჩხუთში გახორციელდა 16,5 კმ წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები; დაიხარჯა 2 248 000 ლარი, წყლის მიწოდება გაუუმჯობესდა 1380 ოჯახს".

თუმცა, ირკვევა, რომ შესრულებული სამუშაოებისა და გახარჯული ათასობით ლარის მიუხედავად, სოფლებში ისევ აქტუალურია წყლის მიწოდების პრობლემა.

"ერთი დღე გვაქვს წყალი და ისიც _ ღამით. თანაც ხალიჩის გარეცხვას თუ ნახევარი საათი სჭირდება, სამი საათი დასჭირდა. ასეთი უპასუხისმგებლო კომპანია არც ერთ ტენდერს არ იმსახურებს! ყველაფერს აქვს საზღვარი", _ წერს სოციალურ ქსელში სოფელ ჯუნეწერის მკვიდრი ნინა ბარამიძე. მისივე ინფორმაციით, სათავე ნაგებობაზე წყალი არის და პრობლემას დაზიანებული მილები ქმნის. "ხშირად დავდივარ თუნდაც გასაწმენდად. ფაქტია, ძველი მილები უკეთესი იყო, ერთი დღე ნორმალურად გვქონდა წყალი. ყველგან დახეთქილია მილები. გზებზე მოთხრიშინებს წყალი", _ წერს ნინა ბარამიძე, რომელიც ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოებით უკმაყოფილოა.

სოფელ ჯუნეწერში მოსახლეობას რომ უწყლობა აწუხებთ და მისი ონკანში წამოსვლის მოლოდინში ღამეების თევა უწევთ, ამას სოფლის სხვა მცხოვრებლებიც ადასტურებენ:

"რამდენიმე თვეა, ღამის ცვლაში ვმუშაობ. ველოდები სარეცხი მანქანა როდის გამოირთვება. თან დილით ადრე უნდა ავდგე, ბავშვები მყავს სკოლაში გასაშვები. ყოველ მეორე ღამეს ვათენებ. მართლა რამე უნდა ვიღონოთ, საღამოს რვა საათზე მოდის წყალი და მთელ სოფელს ონკანი ღია აქვს, წყალს ნაკადი სულ არ აქვს. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. წყალი რომ მოდის, გული სიხარულისგან მიჩქარდება. წარმოგიდგენიათ, 21-ე საუკუნეში წყლის მოსვლა რომ გაგიხარდება?!"

შექმნილ ვითარებაში სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის დადანაშაულებას, არამართებულად მიიჩნევს ლანჩხუთის საკრებულოს ყოფილი წევრი რომან ბიწაძე:

"მესმის, მომხმარებელს აინტერესებს ჰქონდეს წყალი, რაშიც იგი ყოველთვის მართალია. მაგრამ იგივე მომხმარებელი ყოველთვის არ არის მართალი, როცა პროექტის წარუმატებლობაში ერთპიროვნულად მშენებელს ადანაშაულებს. უნდა ინახოს პროექტი, რამდენად სწორად იყო შედგენილი. შედარდეს პროექტი გაკეთებულს, თუ პროექტიდან გადახვევაა (ნებართვების გარეშე) პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში დაეკისრება მშენებელს. მთავარი პასუხისმგებელი ამ პროცესებში მაინც დამკვეთია, რადგან პროექტის ხარისხს და შესრულებული სამუშაოების ხარისხს ის უნდა აკონტროლებდეს. მაგალითად, ბაზარში ცუდ ყველს რომ შემოგვაპარებენ, ჩვენ უფრო დამნაშავეები ვართ, ვიდრე ყველის გამყიდველი", _ ამბობს რომან ბიწაძე.

შექმნილ ვითარებაში, ასევე, სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის ბრალეულობას ვერ ხედავს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი მამუკა ხიტირი, რომლის თქმითაც, ის იმ კომპანიაში მუშაობდა, რომელმაც ჯუნეწერში წყლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები განახორციელა. მისი თქმით, პრობლემას წყლის დებეტის სიმწირე ქმნის:

"კომპანიები რა შუაშია, როცა წყლის დებეტი არ არის საკმარისი. ეგ შემსრულებელ კომპანიას კი არა, დამკვეთს უნდა მოეთხოვოს. რას უკვეთავს და რატომ უკვეთავს არასწორ პროექტს. აქ საუბარია არასაკმარის წყლის დებეტზე და არა უხარისხოდ შედუღებულ წყლის მილებზე. არ არის დებეტი საკმარისი. მერწმუნეთ, დათვლილი მაქვს ეგ ძალიან ბევრჯერ, როცა ვმუშაობდი მაგ კომპანიაში".

სოფელ ჯუნეწერში მოსახლეობისთვის წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით "გურია ნიუსი" კომენტარისთვის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს ლევან ჩხაიძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, სოფლის მოსახლეობას ზაფხულის პერიოდში წყალი გრაფიკით მიეწოდებოდა, რომელსაც სოფლის წარმომადგენელი განსაზღვრავდა. ჩხაიძისვე თქმით, პრობლემას მოსახლეობის მხრიდან წყლის დაუდევრად მოხმარება ქმნის:

"ვერ ვიტყვი, რომ სოფლის მოსახლეობას წყალი მხოლოდ ღამის საათებში მიეწოდება. წყლის დებეტის არასაკმარისი რაოდენობის გამო, ზაფხულის პერიოდში გრაფიკი იყო შედგენილი, რომელსაც სოფლის წარმომადგენელი აგვარებდა და ამის მიხედვით ხდებოდა მიწოდება. ზაფხულის პერიოდში ყველას მოშვებული აქვს ბოსტნების სარწყავად წყალი, ამიტომაც იქმნება პრობლემა, სხვა არანაირი ხარვეზი არაა", _ გვითხრა ლევან ჩხაიძემ.

 საგულისხმოა, რომ წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები ლანჩხუთში ბევრ სოფელს აწუხებს.

"ეგეთი ვითარებაა ლანჩხუთის ბევრ სოფელში. მაგალითად, ტელევიზიით გავიდა სიუჟეტი ლესაში წყალი გააკეთეს და 24-საათიანიაო, სინამდვილეში სამი დღე არის წყალი და სამი დღე _ არა. ასეა გვიმბალაურშიც გზის ერთ მხარეს გამოიყვანეს, მეორე მხარეს არა, ისიც საცოდავად მოდის", _ ამბობენ უწყლობით შეწუხებული ადამიანები.




 ახალი ამბები
  • სროლა ავჭალაში _ დაღუპულია 1 ადამიანისროლა იყო ავჭალაში ლიბანის ქუჩაზე. როგორც "გურია ნიუსს" ადგილიდან წყარო ატყობინებს, სროლის შედეგად დაღუპულია 1 ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი. დეტალების გარკვევას "გურია ნიუსი" შსს-ში ცდილობს, რასაც უახლოეს დროში ... ...
  • ავტომობილი, რომლითაც გადაადგილდებოდნენ ზუგდიდში ბენზინგასამართი სადგურის დამყაჩაღებლები„გურია ნიუსმა“ იმ ავტომობილის ფოტო მოიპოვა, რომლითაც ზუგდიდში ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის დაყაჩაღების შემდეგ თავდამსხმელები მიიმალნენ. მსუბუქი ავტომობილი, რომლითაც, სავარაუდოდ,  თავდამსხმელები გადაადგილდნენ,   დღეს დილით, სოფელ ნარაზენში, უჩაშონას უბანში იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით,  თავდამსხმელებმა გარკვეული რაოდენობის  თანხა ... ...
  • თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხოეთის მოქალაქეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯესსაქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე ნ.ს. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე ნ.ს.-მ, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებთან ერთად, განიზრახა მოტყუებით დაუფლებოდა არარეზიდენტი საწარმოს კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხებს. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, ნ.ს. და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები, საქმიან ნდობაში შევიდნენ ჩეხეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული საწარმოს დირექტორთან, რომელსაც თითქოსდა ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე არსებული კომპანიების აქციების შესაძენად გამიზნული 89 240 ევრო, მოტყუებით გადმოარიცხინეს საქართველოში, ნ.ს.-ის მიერ დაფუძნებული საწარმოს ანგარიშზე და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ მას. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნ.ს. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა ... ...
  • წინასაარჩევნო პერიოდში პარტიებისთვის შეწირული თანხის 47% მმართველ პარტიაზე მოდის„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ინფორმაციით, წინასაარჩევნო პერიოდში პარტიებმა ჯამში 22.6 მლნ ლარის შემოწირულება მიიღეს, რომლის 47% მმართველ პარტიაზე მოდის. ორგანიზაცია აღნიშნავს რომ ბოლო ერთ კვირაში, 10 ოქტომბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით, მმართველმა პარტიამ 1 222 200 ლარის შემოწირულობა მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 4 999 831 ლარის, „სტრატეგია აღმაშენებელმა“- 180 000 ლარის, ლელომ კი 170 700 ლარის. ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ქართულმა ოცნება“ 10.7 მილიონი ლარი, 2.8 მილიონი ლარი „ლელოს“, 2.7 მილიონი ლარი „ნაციონალურ მოძრაობას“, 2.1 მილიონი ლარი „სტრატეგია აღმაშენებელს“, 1.5 მილიონი ლარი „პატრიოტთა ალიანსს“, 1.2 მილიონი ლარი კი „ევროპულ საქართველოს“ ... ...
  • ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე საცხობი გატეხესბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე, 23 ოქტომბერს დილით, საცხობი და სწრაფი კვების ობიექტი გატეხეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით საცხობიდან წაღებულია თანხა. საცხობთან უკვე იმყოფება პოლიცია. როგორც „ბათუმელებს“ ადგილზე უთხრეს, იქვე მდებარე მეორე საცხობის მეპატრონე ობიექტთან მაშინ მივიდა, როცა დამნაშავე მის გატეხვასაც ცდილობდა. მომხდარ ფაქტზე პოლიციას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია. წყარო: ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...