უკანონებს თუ არა ხელისუფლება მოსახლეობას წინასაარჩევნოდ ბინებს

საზოგადოება

უკანონებს თუ არა ხელისუფლება მოსახლეობას წინასაარჩევნოდ ბინებს

2017 სექ 19 15:49:19

“გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლება წინასაარჩევნოდ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს მოსახლეობას უკანონებს. ხელისუფლება კი ამბობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით არჩევნები არაფერ შუაშია.

“ნატანებში არის ადგილი, ფაბრიკის უბანს ეძახიან. იქ არის მრავალბინიანი  სახლი, ავარიულ მდგომარეობაში. სადაც ხალხი ცხოვრობს. ის სახლი არავის ბალანსზე არაა. მოსახლეობა კი ითხოვს ამ სახლის პირად საკუთრებაში გადაცემას, რაც მე მახსოვს, დაახლოებით,  2006 წლიდან... ყველა ჰპირდებოდა არჩევნების წინ და მერე არავის ახსენდებოდა. დავით დარჩია და სიორიძე იყვნენ ჩასული ამ ერთი კვირის წინ და ისევ დაპირდნენ. მაგრამ ხალხმა არჩევნებამდე მოითხოვა ამის დაკანონება. მაშინ უთხრეს ამ ხალხს,  რომ ვინმე ერთ პირზე მიეცათ მინდობილობა, რომ ეს ბინები შეესყიდა. დავით დარჩიამ აღუთქვა, რომ იმ ფულს თვითონ გადაიხდიდა... შეიძლება ასეთი რამ ქვემო ნატანების ფოსტის ბინებზეც იყოს. ამ ხალხმა მინდობილობა გასცეს ნატო აკოფიძეზე. აუქციონი უკვე გამოცხადებულია. შეგიძლიათ,  ჩახვიდეთ და გააკეთოთ რეპორტაჟი მაგ თემაზე? გლეხები არიან იქ და ვერ დამალავენ ამ ამბავს“.

 აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, “გურია ნიუსი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, ე.წ ფაბრიკის ბინებში მივიდა. იქ მცხოვრებლებმა დაგვიდასტურეს ინფორმაცია და დააკონკრეტეს, რომ ბინებს ხელისუფლება კი არა, ბიძინა ივანიშვილი ჩუქნიდა. 

ნატანებში,  ე.წ. ჩაის ფაბრიკის ორსართულიანი ბინებში, დაახლოებით, 15  ოჯახი ცხოვრობს. აქედან უმრავლესობა სოციალურად დაუცველ ფენას მიეკუთვნება. მოსახლეობამ “გურია ნიუსს“ უთხრა, რომ ისინი მრავალი წელია თხოვნით, ჩხუბით, დავიდარაბით სთხოვენ ხელისუფლებას, რომ აღნიშნული ბინები მათთვის პირად საკუთრებაში გადაეცათ. როგორც ისინი “გურია ნიუსთან“ ამბობენ, არც არჩევნების წინ ჭრიდა მათი ხვეწნა-მუდარა, რადან ხელისფლება დაჰპირდებოდა და არჩვენების შემდეგ კი აღარავის ახსოვდა. ახლა ამბობენ, რომ ბინებს ბიძინა ივანიშვილი მათ ჩუქების სახით გადასცემს:

ნატო აკოფიძე_ მაქსიმომა: რამდენი წელია ვითხოვთ ამ ბინების დაკანონებას. არ გვიფორმებდნენ, ნოტარიუსის  მიერ დამტკიცებული საბუთები გვქონდა,  მაგრამ მაინც არ გვეღირსა. ახლა ბოლო-ბოლო გვიკანონებენ.  ხელისუფლებიდან იყვნენ მოსულები  დავით დარჩია და ჩვენი სოფლის გამგებელი  ჯონი ღლონტი, რომლებმაც გვითხრეს, რომ ბიძინა ივანიშვილი გვჩუქნიდა ამ ბინებს, ჩუქების სახით გეძლევათო, სხვა მეტი არაფერი არ ვიცით. რამდენიმე წელია ვიბრძვით, ახლა შეგვიცოდა ეტყობა ივანიშვილმა.

ზაზა ხუციშვილი: საბუთები უკვე გაკეთდა ხვალისთვის დაგვიკანონებენ.

გულნარა გობრონიძე  “გურია ნიუსთან“ საერთო პრობლემებზე საუბრობს:  გაჭირვებაა ყველგან, უმუშევრობა, ყველაზე დიდი პრობლემა რაც გვქონდა, უკვე გვარდება _ ბინებს გვაძლევენ. ახლა კანალიზაციის პრობლემაა, ეს როდის გაკეთდება, არ ვიცით, ივანიშვილმა რაღაცა კი გააკეთა, ყურადღება უფრო მოგვაქცია, ხალხისთვის არავინ იქნება, ეს ტყუილია! არ ვარგოდნენ კომუნისტებიო და დღემდე მოაღწია მათმა გაკეთებულმა. რაც ინგრევა და ფუჭდება, ყველა კომუნისტების იყო,  რა გააკეთა ვინმემ, ეს ბინაა თუ ხეა, ყველა კომუნისტების დროინდელია, რაც ბინები იყო ყველა დააკანონეს უკვე. ამ ბინებში ყველა სოციალურად დაუცველია.

ცხვრებივით ვართ მიდენილი, მივალთ უფსკრულამდე, უნდა გადაგვყარონ და უცებ  გამოგვწევენ, იმიტომ, რომ ვიღაცას ვჭირდებით. აი, ასეთი ცხოვრებაა დღეს. მე არავის არ ვლანძღავ, არც ვაქებ, მაგრამ ჩვენთვის არავინ იქნება.

“გურია ნიუსი“ დაუკავშირდა პარტია “ქართული ოცნების“ ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარეს დავით დარჩიას, რომელმაც უარყო ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ის მოსახლეობასთან იყო ასული და მათ შეჰპირდა, რომ აუქციონის ფულს თავად გადაიხდიდა.

“არსად ვყოფილვარ, არ ვიცი. არავის არაფრის ჩუქებას არ შევპირებივარ“, _ გვითხრა დარჩიამ.

ქალაქის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, არც ბეგლარ სიორიძე იმყოფებოდა ნატანებში.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ყაზაიშვილი ამბობს, რომ ბინების დაკანონებასთან არჩევნები არაფერ შუაში არაა. 

არჩილ ყაზაიშვილი: მოგახსენებთ, რომ 2015 წლის  7 დეკემბერს სოფელ ნატანებში ე.წ. „ჩაის ფაბრიკის ბინებში“ მცხოვრებმა მოქალაქეებმა მუნიციპალიტეტის გამგეობას მომართეს განცხადებით, რომლითაც ითხოვდნენ კანონიერ მოსარგებლეებად ცნობასა და უსასყიდლოდ საკუთრების უფლების  მინიჭებას. გამგეობამ განიხილა განცხადება და მასზე დართული დოკუმენტაცია, რომელიც არ აკმაყოფილებდა „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N189 დადგენილებას თანდართული წესის მე-4 მუხლის მე-3 პუქნტის მოთხოვნებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოქალაქეებს განესაზღვრათ 15 დღის ვადა ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რაც მათ მიერ ვერ გახორციელდა, და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

ერთადერთი კანონიერი საშუალება, მოქალაქეთათვის ქონების საკუთრებაში გადაცემის იყო პრივატიზება საჯარო აუქციონის გზით. ამ მიზნით, მუნიციპალიტეტმა მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ამ ქონების მუნიციპალიტეტისათვის გადმოცემის თაობაზე, რა პროცედურების დასრულების შემდგომ და მის საფუძველზეც ქონება მუნიციპალიტეტის საკუთრებად დარეგისტრირდა 2016 წლის 6 ივნისს.

ამის შემდეგ, 2016 წლის 6 დეკემბერს  უნდა გამართულიყო საჯარო აუქციონი, რომელიც ვერ შედგა იმ მიზეზით, რომ მასში მონაწილეობა არ მიიღეს შესაბამისმა მოქალაქეებმა.  ამიტომ, აუქციონი გამოცხადდა ხელახლა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ამ ფაქტებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებთან არანაირი კავშირი არ აქვს და ეს გამგეობისათვის დამახასიათებელი ჩვეულებრივი სამუშაო პროცედურებია.




 ახალი ამბები
  • 27 წელი ქუჩაში _ აფხაზეთიდან დევნილები ბინებს ითხოვენდევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აფხაზეთიდან დევნილი 40-მდე ოჯახი თითქმის 3 თვეა, რაც აქციას მართავს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, 59 ოჯახი აკმაყოფილებდა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების კრიტერიუმებს, თუმცა, მათგან მხოლოდ 3 ოჯახის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. „27 წელიწადია ბინებს ველოდებით და გვატყუებენ ამდენივე ხანია.  აფხაზეთიდან დევნილები ასე უსახლკაროდ ვართ ქუჩაში. დაპირებები ბინების გადმოცემის შესახებ არაერთხელ მოგვცეს, მაგრამ არცერთხელ შესრულდა. ჯერ ვითომ ქულების გამო არ მოვხვდით სიაში, მიუხედავად იმისა, რომ იმ პირობებს ბევრი ჩვენგანი აკმაყოფილებდა, ისინი მაინც თავის გემოზე ანაწილებენ. მთელი ეს წლებია ქირით ვცხოვრობთ, რომელსაც ჩვენ თვითონ ვიხდით, ზოგი ჩვენგანი კი ახლობელთანაა შეკედლებული. სამინისტროში გვეუბნებიან, რომ ბინებს უნდა დაველოდოთ, მაგრამ როდის მოვა ჩვენი დრო ამას არ ამბობენ, თვითონაც არ იციან, მაგრამ არც დროებითი თავშესაფრის მოცემა არ უნდათ ჩვენთვის“,_ ამბობენ აქციის მონაწილეები. ისინი 66-ე დღეა, საკუთარი ნივთებით 24 საათის განმავლობაში სამინისტროს ფოიეში იმყოფებიან და ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. როგორც სამინისტროში ამბობენ, აქციის მონაწილე პირთა ნაწილს კერძო საკუთრება აქვს, ნაწილი რეგიონშია დარეგისტრირებული, რამდენიმე ოჯახს კი აპლიკაცია არ ჰქონდა შევსებული. "საცხოვრებელი ფართები, მათზე მაღალი ქულის მქონე დევნილ ოჯახებზე განაწილდა. ამას გარდა, აქციის მონაწილე პირთა ნაწილს კერძო საკუთრება აღმოაჩნდა, ნაწილი რეგიონში არის დარეგისტრირებული, რამდენიმე ოჯახს კი აპლიკაცია არ ჰქონდა შევსებული და შესაბამისად, სამინისტრო მათ საცხოვრებელ ფართს ვერ გადასცემდა. გარდა ამისა, აქციის მონაწილე დევნილების ნაწილი არ არის რეგისტრირებული თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდე და კანონის შესაბამისად, ისინი დედაქალაქში ბინებს მომდევნო ეტაპზეც ვერ მიიღებენ, მათ შეუძლიათ განაცხადები რეგიონებში არსებულ ბინებზე შეავსონ ან ისარგებლონ „სოფლად სახლის“ პროექტით“,_ ამბობენ უწყებაში.       ... ...
  • შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელად შს მინისტრის მოადგილე დაინიშნადღეს, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - ლევან კაკავა წარუდგინა. მისი თქმით, უწყების ახალ ხელმძღვანელს აქვს სისტემაში მუშაობის გამოცდილება, საკმაოდ ძლიერი მენეჯერული თვისებები და არის მაღალი რანგის პროფესიონალი. „პრემიერთან გამართული კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ ლაშქარაძე დატოვებს პოსტს და აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან კაკავა. მას აქვს შემოსავლების სამსახურში მუშაობის გამოცდილება - ეკავა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ჩვენს მომიჯნავე ორგანიზაციებში, როგორც საგამოძიებო სამსახურში, ასევე ძალოვან უწყებებში და ჰქონდა შეხება ეკონომიკურ სფეროსთან და ფინანსებთან. ლევანი არის მაღალი რანგის პროფესიონალი და აქვს საკმაოდ ძლიერი მენეჯერული თვისებები“, - აღნიშნა ფინანსთა ... ...
  • ეს იყო მაღალი კლასის ოპერაცია, მადლობა შსს-ს _ თეა წულუკიანი აქციის დაშლაზე"ჩვენს ქვეყანაში სწორედ "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში მაქსიმალურად უზრუნველყოფილია გამოხატვის თავისუფლება, იქნება ეს ყვავილების, თუ ბოქლომების საშუალებით," - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, მთავარია აქციის მონაწილეებმა კანონი არ დაარღვიონ და სახელმწიფო უწყებების ფუნქციონირებას ხელი არ შეუშალონ. "მთავარია, არ დაირღვეს კანონი და სახელმწიფომ განაგრძოს ფუნქციონირება. შესაბამისად, როდესაც ეს ზღვარი იქნება გადალახული და პროტესტს არავითარი კავშირი არ ექნება გამოხატვის თავისუფლებასთან, სახელმწიფო იმოქმედებს ისე, როგორც იმოქმედა. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და როგორც იუსტიციის მინისტრმა, როგორც ვიცე-პრემიერმა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულ პოლიციელს, თითოეულ სპეცრაზმელს, მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს და მინისტრს, იმ ჩატარებული ოპერაციისთვის, რომელიც იყო მაღალი კლასის ოპერაცია," - აღნიშნა თეა ... ...
  • როდიდან გამოიდარებს საქართველოში_ უახლოესი დღეების პროგნოზიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-23 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი, ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდი, დასავლეთ საქართველოში კი მხოლოდ დღეს ზოგან იწვიმებს, ხვალიდან ისევ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +1, +6 გრადუსი დაფიქსირდება. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთსა, კოლხეთის დაბლობზე და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 24-25 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უნალექო ამინდი იქნება. თბილისში 21 ნოემბერს ცივი, ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდი იქნება, ხოლო 22-23 ნოემბერს ქალაქის ცალკეულ უბნებში შესაძლოა თოვლიც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში 0, +2, დღისით კი +2, +4 გრადუსი იქნება. 24-25 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ღამის საათებში ტემპერატურა -1, -3 გრადუსამდე ... ...
  • ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირის ელჩებს ხვდებაპარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამ წუთებში პარტიის ცენტრალურ ოფისში ევროკავშირის ელჩებს ხვდება. შეხვედრა 15 საათზე დაიწყო. პარტიის პრესცენტრის თანახმად, საუბრის თემა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია.  წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

საჭმელი, რომელიც კიბოს აჩქარებს

გამოცემა Sciencealert - ის ცნობით,...

რა სასმელი უნდა დალიოთ რომ დიდხანს იცოცხლოთ?

ესპანეთში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, რომელიც...

როგორ მოქმედებს ორგანიზმზე კომბოსტოს ფოთოლი

კომბოსტო ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია....

შეიძლება თუ არა ვარჯიში, როცა გაციებული ხართ

თუ რეგულარულად ვარჯიშობთ, ალბათ, თქვენთვის...

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?