უკონტროლო კარიერი, დაზიანებული გზა და სააგენტო, რომელიც რეაგირებას მხოლოდ ოფიციალური წერილის შემდეგ აკეთებს

საზოგადოება

უკონტროლო კარიერი, დაზიანებული გზა და სააგენტო, რომელიც რეაგირებას მხოლოდ ოფიციალური წერილის შემდეგ აკეთებს

2019 მარ 20 12:56:42

"ამ ქვეყანას რომ პატრონი ჰყავდეს, ასეთი რამ არ მოხდებოდა _ არც გარემოს დაცვა, არც საპატრულო პოლიცია, არც მერი, არც საგზაო დეპარტამენტი. ხალხი არავის აინტერესებს, ყველა ჯიბის გასქელებაზეა გადასული", _ ეს მოქალაქე ჯემალ ლომინაძის კომენტარია, რომლის ავტომობილს, ოზურგეთი-ჩოხატაურის ცენტრალურ გზაზე გადაადგილებისას, ე. წ. ნასაკირალის უღელტეხილზე მიმავალი სატვირთო ავტომობილიდან ჩამოყრილი ქვები დაეცა.

როგორც გავარკვიეთ, ბოლო 10 დღეა, ამ გზაზე, რომელიც ძალიან ავარიულია, ასეთი ფაქტები ხშირია.

საქმე იმაშია, რომ ნასაკირალში, ცხავათას მთის მიმდებარე ტერიტორიაზე, კარიერიდან სატვირთო ავტომობილები ქვა-ღორღს უწყვეტად ეზიდებიან.

დღის განმავლობაში ამ ტერიტორიაზე 50 დატვირთული ავტომობილი მაინც შეგხვდებათ. სპეციალისტების თქმით, სწორედ ამ ავტომანქანებმა დააზიანეს ცენტრალური საავტომობილო გზა, რადგან მათ ტვირთი განსაზღვრულზე მეტი რაოდენობით გამოაქვთ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე შესაბამისი სამსახური მუდმივად პატრულირებს და ბოლო ერთი თვის განმავლობაში ქვა-ღორის უკანონოდ მოპოვების ფაქტი არ გამოუვლენიათ.

თუმცა, ირღვევა თუ არა ლიცენზიის პირობები, ამაზე პასუხს ვერ გვცემენ _ რამდენიმე თვეა, ეს საკითხი მათ კომპეტენციაში აღარ შედის. სსიპ "წიაღის ეროვნული სააგენტო" ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია და ამ უწყებაში დეტალების გარკვევა არც თუ ისე იოლია.

მცდელობა, გაგვეგო, ვინ და რა პირობებით მიიღო ლიცენზია, იცავენ თუ არა კანონს და აინტერესებს თუ არა ვინმეს ამის კონტროლი, შეუძლებელი აღმოჩნდა _ სააგენტოს სალიცენზიო პირობების კონტროლის სამსახურის უფროსმა თემის მოკვლევის პირობა მოგვცა, თუმცა, ოფიციალური წერილის გაგზავნა მოგვთხოვა.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ _ სააგენტოსთვის მედიის მიერ გამოქვეყნებული ფაქტები საკმარისი არ იყო და იმისთვის, რომ გვითხრან, ირღვევა თუ არა კანონი, სააგენტოს უფროსს, მაია ზავრაშვილს ოფიციალური წერილი უნდა გავუგზავნოთ და ამ თემით დაინტერესება ვთხოვოთ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მედიის ვალდებულება არ არის და სააგენტომ თავად უნდა გადაამოწმოს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, მით უმეტეს, რომ არსებობს ეჭვი კანონდარღვევის შესახებ, ზავრაშვილს წერილი მაინც გავუგზავნეთ:

"ქალბატონო მაია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ნასაკირალის ტერიტორიაზე, ე. წ. ცხავათას მთასთან გაცემულია კარიერის ლიცენზია, საიდანაც დღის განმავლობაში  ათეულობით სატვირთო ავტომობილი გამოდის. ამ ავტომობილებმა ერთ კვირაში ისე დააზიანეს ჩოხატაური-ოზურგეთის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა, რომ გადაადგილება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. გარდა ამისა, დაზიანებულია კარიერთან მისასვლელი გზა და ტყე. არსებობს ეჭვი, რომ ლიცენზიანტი არღვევს ლიცენზიის პირობებს და ავტომანქანებზე იმაზე მეტი ტვირთია, ვიდრე უნდა იყოს. ამის შესახებ მომზადდა არა ერთი რეპორტაჟი, თუმცა, ამ დრომდე რეაგირება არ ყოფილა.

გთხოვთ, დაინტერესდეთ აღნიშნული საკითხით და მოიკვლიოთ, ხომ არ აქვს ადგილი ლიცენზიის პირობების დარღვევას", _ ეს წერილი, ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე ზავრაშვილთან 19 მარტს გაიგზავნა და იმავე დღეს გვითხრეს, რომ მიიღეს, მაგრამ, ამ დრომდე უცნობია, რა რეაგირება მოჰყვა ფაქტს.

თუმცა, ცნობილია, რომ ავტომობილები ქვა-ღორღის გამოტანას ისევ აგრძელებენ, უფრო მეტიც, როგორც იქ დასაქმებულებმა "გურია ნიუსს" უთხრეს, კარიერზე არ დგას სასწორი, რომლითაც უნდა გაკონტროლდეს გამოსატანი ტვირთის ოდენობა:

"იმდენი მოაქვს, რამდენიც ავტომანქანაზე ეტევა. რასაც გვეუბნებიან, იმათ ვაკეთებთ", _ გვითხრა ერთ-ერთმა მუშამ.

იგი ადასტურებს, რომ სწორედ ამ ავტომობილებმა დააზიანეს ცენტრალური მნიშვნელობის გზა, რომლის შეკეთება საავტომობილო გზების დეპარტამენტს აპრილში აქვს დაგეგმილი.

"2019 წელს, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, დაგეგმილია ტენდერის გამოცხადება გურიის რეგიონში შესრულების შედეგზე დაფუძნებული გზების რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის მრავალწლიანი პროექტის გახორციელებაზე, რომლის ფარგლებში დაგეგმილია 70 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია და 240 კმ-მდე გზის მიმდინარე შეკეთება.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სხვა გზებთან ერთად, დაგეგმილია ოზურგეთი-ჩოხატაურის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია (საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთი გზის კმ35+00-კმ43+600), სიგრძით 8.6 კმ. ამასთანავე, მიმდინარე წლის აპრილში, დაგეგმილია დაზიანებული მონაკვეთის (საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთი გზის კმ35-კმ40) შეკეთება მოვლა-შენახვის ფარგლებში, კერძოდ, გზის საფუძვლისა და საფარის მოწყობა.

დეპარტამენტის მხრიდან მზადდება წერილი, რათა მძიმეწონიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება საპატრულო პოლიციამ გააკონტროლოს", _ აღნიშნეს "გურია ნიუსთან" საუბრისას საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

გასაგებია, რომ დაგეგმილია ამ გზის რეაბილიტაცია, რომელიც, თურმე, აპრილში უნდა დაიწყოს, მაგრამ  თუ ისევ გაგრძელდება ზედმეტი წონის ტვირთიანი ავტომობილების გადაადგილება, არანაირ რეაბილიტაციას აზრი არ აქვს. საავტომობილო გზების წერილი, რომ საპატრულო პოლიციამ მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილება გააკონტროლოს, საქმეს ვერ უშველის, რადგან პატრულს ეს ყოველგვარი წერილის გარეშე ევალება, თუმცა, კარგად ვხედავთ, როგორ ასრულებს ამ მოვალეობას.

სხვა თემაა, რა ეშველება უკვე განადგურებულ ბუნებას _ ამაზე პასუხს, ჯერჯერობით, არავინ გვაძლევს!

p.s. სტატიის ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში "გურია ნიუსს" ეკონომიკის სამინისტროდან დაუკავშირდნენ და გვითხრეს, რომ სსიპ "წიაღის ეროვნული სააგენტო" სპეციალურ ჯგუფს შექმნის, რომელიც ვითარებას ადგილზე შეისწავლის და შედეგების შესახებ ინფორმაციას მოგვაწვდიან.




 ახალი ამბები
  • ,,ჩვენ ერთად ვირჩევთ მომავალს“ - განათლებისა და თანასწორობის ცენტრმა ოზურგეთში ახალ პროექტი დაიწყო ,,ჩვენ ერთად ვირჩევთ მომავალს“ - ასე ეწოდება პროექტს, რომელიც არასამთავრიბო ორგანიზაცია განათლებისა და თანასწორობის ცენტრი, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დაფინანსებით ახორციელებს. პროექტის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები უმცირესობების წარმომადგენლებისთვის დემოკრეტიულ ღირებულებებზე დაფუძნებული არაფორმალური განათლების შეთავაზება და სამოქალაქო კულტურის განვითარების ხელშეწყობა. 15 ნოემბერს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფორმატი მოიცავდა დისკუსიას თემაზე: რამდენად ახდენს გავლენას არჩევნების შედეგზე დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული საარჩევნო კამპანია. დისკუსიაში  მუნიციპალიტეტში მომქმედი პოლიტიკური პარტიებთან:  პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება  ,,ევროპული საქართველო“, პარტია  ,,სამართლიანობისთვის“, პოლიტიკური პარტია ,,ლეიბორისტული (შრომის) პარტიასთან“  ერთად მონაწილეობდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და  სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ოზურგეთის საარჩევნო ოლქის წევრები და ჟურნალისტები. შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა, დამსწრე საზოგადოებამ ერთმანეთს გაუზიარეს შეხედულებები დემოკრატიულ ღირებულებზე დაფუძნებული საარჩევნო კამპანიის მნიშვნელობაზე. პროექტი ნოემბრის ბოლოს დასრულდება და  არა ერთ აქტივობას პირდება ... ...
  • სემეკმა დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესი დაამტკიცასაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებისთვის დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესები დაამტკიცა. წესის საფუძველზე დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის ფარგლებში დადგინდება, თუ რამდენად სრულყოფილად ასრულებს კომპანია მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს კონკრეტული რეგულირებადი საქმიანობისათვის საჭირო დანახარჯების წარმოშობის, დასაბუთების, გონივრულობის და  სათანადოდ აღრიცხვის კუთხით. სატარიფო რეგულირების პროცესში სემეკი ითვალისწინებს კომპანიის მიერ წარმოდგენილ, დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ შედგენილ აუდიტის ანგარიშს, რომლითაც აუდიტორის მიერ დადასტურებულია კომპანიის ყველა სახის დანახარჯი და არა ამ დანახარჯის მიზანშეწონილობა კონკრეტული რეგულირებადი საქმიანობისთვის. „დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესი“ კი ადგენს პრინციპებს, კონკრეტულ რეგულირებად საქმიანობასთან დანახარჯის კავშირისა და მისი გონივრული ოდენობით განსაზღვრის შესახებ.  ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Fuckup Nights Tbilisi გაიმართა (R)საქართველოს ბანკის პარტნიორობით რიგით მეჩვიდმეტე Fuckup Nights Tbilisi გაიმართა. ღონისძიება განკუთვნილია მეწარმეებისთვის, ბიზნესმენებისთვის, აღმასრულებელი დირექტორებისთვის, მენეჯერებისთვის. მათთვის, ვისაც სურს ისწავლოს სხვის შეცდომებზე, ისაუბროს პროფესიული მარცხის შესახებ, დრო სასიამოვნო გარემოში, საინტერესო ადამიანებთან ერთად გაატაროს. Fuckup Nights Tbilisi არის სივრცე, სადაც მონაწილეები ისმენენ ბიზნესისტორიებს, რომლებსაც მოჰყვა მარცხი და იმედგაცრუება, განიხილავენ პარტნიორულ ურთიერთობას, რომელიც გაფუჭდა, საუბრობენ პროდუქტზე, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა.  Fuckup Nights Tbilisi-ის წლევანდელი სპიკერები იყვნენ:  ლაშა ანთაძე, Shelf Network-ის დამფუძნებელი. Shelf არის ბლოქჩეინ სტარტაპი, რომლის საშუალებითაც ნებისმიერი გასაყიდი ნივთი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ერთდროულად თავსდება ონლაინ მარკეტფლეისებზე და ტარდება სინქრონული აუქციონი ან ვაჭრობა. 2018 წელს სტარტაპმა მოიპოვა $1.6 მილიონი ინვესტიცია.  მარიამ რუსიშვილი, QuickCash AI-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. QuickCash AI ღრუბლოვანი ბიზნეს ბანკინგის მაღალტექნოლოგიური ალგორითმული პლატფორმაა (www.lightspeed.ge), რომელიც ემსახურება მცირე და საშუალო კომპანიების კრედიტუნარიანობის ონლაინ შეფასებას. 2019 წელს კომპანია EMERGING EUROPE AWARDS-ზე, ლონდონში  საუკეთესო სამეულში, როგორც წლის ინოვაციური ინიციატივა მოხვდა.  კრისტინა ავსარქისოვა, მუსიკოსი, რომელიც ცნობილია როგორც Dudey.  ის არის მომღერალი, მუსიკოსი, კომპოზიტორი, რომელმაც house-მუსიკის მიმართულების სინთეზი მოახდინა გოთურ სიმღერასთან, ტექსტებთან და ცოცხალ ვოკალთან.  წარუმატებლობის კიდევ ერთი ისტორია გააზიარა დამსწრეებთან სანდრო გაბელიამ, Metro Production-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა პროდიუსერმა.  Fuckup Nights Tbilisi-ის სცენა ღიაა მათთვის, ვინც არ უშინდება ფართო აუდიტორიასთან საკუთარ მარცხზე საუბარს. Fuckup Nights -ის სცენამ 16 შეხვედრის დროს უკვე უმასპინძლა სტარტაპებს, არქიტექტორებს, ანტრეპრენერებს, ეკონომისტებს, სპორტსმენებს, ხელოვანებს, ჟურნალისტებსა და პრომოუტერებს, უამრავ სხვა საინტერესო პროფესიის ადამიანს, რომლებმაც წარუმატებლობის საკუთარი ისტორია გააზიარეს.  Fuckup Nights არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, რომელიც გადმოსცემს პროფესიული მარცხის ისტორიებს. თვეში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 3-4 წარმატებული ადამიანი საკუთარ საქმიან წარუმატებლობას ფართო აუდიტორიას უზიარებს. Fuckup მოძრაობა 2012 წელს მექსიკაში დაიწყო. დღეს ღონისძიებები ყოველთვიურად მსოფლიოს 300-ზე მეტ ქალაქში იმართება. საქართველო გლობალურ მოძრაობას 2018 წლის 13 აპრილს შეუერთდა და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 86 ქვეყანასა და 318 ქალაქში მიმდინარეობს.  ... ...
  • რა მდგომარეობაა საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით კომპანიებშიCSR- კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, ბიზნეს მოდელში ინტეგრირებული თვითრეგულაციის ფორმაა. სოციალური პასუხისმგებლობა კი მნიშვნელოვანია ნებისმიერი კომპანიისთვის. ეს განსაკუთრებით დიდი ბიზნესის წარმომადგენლების პრ საქმიანობას ეხება. უფრო პატარა კომპანიები ხშირად მთელი პროცესის მაგივრად მხოლოდ ცალკეულ საქველმოქმედო აქციებს მიმართავენ. აღსანიშნავია, რომ საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მიხედვით, ვალდებულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარებისთვის,  ხელი შეუწყოს კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობასა და ანგარიშვალდებულებას. CSR კვირეულის ფარგლებში, ქორთიარდ მარიოტში  კორპორაციული პასუხისმგებლობის კვლევის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია სიდა-ს დაკვეთითა და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა. პროექტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში მოქმედი ბიზნესების გამოკვლევა კორპორაციული პასუხისმგებლობის კუთხით. კვლევა საშუალებას აძლევს ყველა დაინტერესებულ მხარეს, დაინახოს თუ რა მდგომარეობაა საქართველოში მოქმედ მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის კომპანიებში ამ თვალსაზრისით. ორგანიზაციული სტრუქტურა და კორპორაციული პასუხისმგებლობა, კორპორაციულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საქმიანობის/აქტივობების დაგეგმვის, აღსრულებისა და მონიტორინგის პროცესი, კორპორაციულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული რეპორტინგი და საქმიანობის/აქტივობების გაშუქება, ადამიანის უფლები და შრომითი უფლებები,  გარემოს დაცვა და ნარჩენების მართვა, კორუფციასთან ბრძოლა, ქველმოქმედება, სპონსორობა, სხვადასხვა სფეროს განვითარების მხარდაჭერა, პარტნიორობა საჯარო და არასამთავრობო სექტორთან_ ეს ის რამდენიმე ძირითადი ნაწილია, რისგანაც კვლევის კითხვარი შედგებოდა. რა მდგომარეობაა საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით კომპანიებში_ ამ საკითხზე „გურია ნიუსი“ არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ აღმასრულებელ დირექტორს, სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა. ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს მასშტაბით ჩატარებული კვლევის ფარგლებში 1000-ზე მეტი, მსხვილი, საშუალო და მცირე ზომის  კომპანია გამოიკითხა. „გამოვიკვლიეთ ისეთი მიმართულებები, როგორიცაა, კორპორაციული მმართველობა, ადამიანის უფლებების დაცვა, შრომის უფლებების სტანდარტების მიმართულებით რას საქმიანობენ კომპანიები, გარემოს დაცვა, კორუფციასთან ბრძოლა. მათ შორის, გამოვიკვლიეთ ამ მიმართულებებით რა ღონისძიებებს ახორციელებს კომპანია პარტნიორულად სხვა კომპანიებთან ან არასამთავრობო სექტორთან ან სახელმწიფო სტრუქტურებთან. გარკვეული შედეგები დაიდო ამ კუთხით. ერთის მხრივ კომპანიების 26%-მა თქვა, რომ მათ აქვთ გათვალისწინებული კორპორაციული პასუხისმგებლობა სტრატეგიულ დონეზე და ყურადღებას აქცევენ, რომ ამ მიმართულებით გარკვეული საქმიანობა განახორციელონ. 26% ძალიან მცირეა, მაგრამ ამ მიმართულებით გასულ წლებში უფრო ცუდი მდგომარეობა იყო. რაც შეეხება ადამიანის უფლებების სტანდარტებს, კომპანიების დიდი ნაწილი ამბობს, რომ ისინი არა მხოლოდ ითვალისწინებენ ადამიანების უფლებების სტანდარტებს, არამედ თავიანთ კონტრაქტორებს სთხოვენ, რომ სტანდარტები გაითვალისწინონ. გამოვიკვლიეთ, შრომითი უსაფრთხოების სტანდარტები რამდენად არის გათვალისწინებული კომპანიების შიდა დოკუმენტებში და საქმიანობაში, ბავშვთა შრომის საკითხები, ასევე გამოვიკვლიეთ გაერთიანების თავისუფლება და სხვა. მდგრადი განვითარების დღის წესრიგის  შესრულების საკითხიც  იქნა გამოკვლეული და კომპანიების უმრავლესობა აცხადებს, რომ მდგრადი განვითარების პირველ ორ მიზანზე ახდენს ზეგავლენას ძირითადად საქმიანობით, რომელიც არის სიღარიბის დაძლევა და შიმშილის აღმოფხვრა“,_ ამბობს ზურაბიშვილი. როგორც „სიდას“ აღმასრულებელ დირექტორი ამბობს,  კორპორაციული პასუხისმგებლობა არის ძალიან მრავალმხრივი და ამიტომაც  ყველა აღნიშნულ მიმართულებაზე გამოწვევები არსებობს. ადამიანის უფლებების სტანდარტების სტატისტიკური მონაცემები არის ძალიან დაბალი. კომპანიებში ხშირად არ არსებობს საჩივრის მექანიზმები, რაც ადამიანის უფლებების დარღვევის გამოვლენას ხელს უშლის. „რამდენი კომპანია ახორციელებს, რამდენ კომპანიას აქვს პოლიტიკის დონეზე დანერგილი ეს სტანდარტები, რამდენად ახორციელებენ იმის მონიტორინგს ნამდვილად ხორციელდება ის, რაც გაწერილია დოკუმენტში. რამდენად არსებობს საჩივრის მექანიზმები ამ მიმართულებით. ხშირად კომპანიებში არ არსებობს საჩივრის მექანიზმები იმისთვის, რომ გამოვლინდეს ადამიანის უფლებების დარღვევები. შრომის უფლებების დარღვევების სტანდარტების მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული სტანდარტები არის უკვე საკანონმდებლო დონეზე გაწერილი. მაგალითად, შრომითი უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა და შრომითი ზედამხედველობის მენეჯერის არსებობა კომპანიაში მსხვილი ზომის საწარმოების დიდ ნაწილშიც კი არ არის ეს საკითხი გათვალისწინებული“,_ ამბობს ზურაბიშვილი. სალომე ზურაბიშვილი ასევე კომპანიებში ნარჩენების მართვის მიმართულებით არსებულ პრობლემებზეც საუბრობს. „მიუხედავად იმისა, რომ ნარჩენების მართვა საკანონმდებლო დონეზე გვაქვს გათვალისწინებული, დიდი რაოდენობა კომპანიების ამბობს, რომ ამ საკითხზე ისინი არ მუშაობენ და არანაირ ნაბიჯს არ დგამენ იმისთვის, რომ გარემოზე მინიმალური ზეგავლენა ჰქონდეთ“,_ ამბობს ... ...
  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი: უფრო მეტად, შვილების შემხედვარე, „ბასტი-ბუბუს“ ვუყურებ ხოლმეპარლამენტში, სადაც, ამ წუთებში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, პაატა სილაგაძის მოსმენა მიმდინარეობს, "ევროპული საქართველოს" დეპუტატი ოთარ კახიძე დაინტერესდა, იცნობდა თუ არა „თიბისი ბანკის“ საქმეს  პაატა სილაგაძე, რაზეც მან უპასუხა, რომ ფაქტის შესახებ ტელევიზიიდან გაიგო. „საქმეს არ ვიცნობ. ფაქტი ვიცი, რომ მიმდინარეობს. ტელევიზიიდან გამომდინარე, მაგრამ დეტალები არ ვიცი“, _ აღნიშნა სილაგაძემ, რომლის განცხადებას დეპუტატი ხათუნა გოგორიშვილის გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სილაგაძე არის პირველი კანდიდატი, ვინც თქვა, რომ ტელევიზორს უყურებს. "უფრო მეტად, შვილების შემხედვარე, „ბასტი-ბუბუს“ ვუყურებ ხოლმე“, _ ასე უპასუხა გოგორიშვილის რეპლიკას ... ...

არქივი

ზაფრანი

რა მოხდება მაშინ, თუ ყოველდღე ორ ბანანს მივირთმევთ

ბანანი მნიშვნელოვნად არეგულირებს არტერიულ წნევას,...

არ მიირთვათ ხილი ჭამის შემდეგ

ხილი მიირთვით საჭმლის მიღებამდე, რადგან...

რამდენიმე რჩევა ბავშვის მოვლის შესახებ

როგორ დაიჭიროთ ბავშვი ხშირად მშობელს...

როგორ მოვიშოროთ ნეგატიური ენერგია?

სალბი ( სამკურნალო მცენარე) შორეულ...

ჰოლივუდელების საყვარელი წიგნები

ბრიუს უილისის რჩეული წიგნია, ჰეროდოტეს...

ყველაზე მომხიბლავი ქერა მსახიობები

ქერა თუ შავთმიანი? სხვადასხვა გამოკვლევებით...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...