ულტიმატუმი: "საარჩევნო პროგრამის წარდგენა თხილით დაიწყონ"

საზოგადოება

ულტიმატუმი: "საარჩევნო პროგრამის წარდგენა თხილით დაიწყონ"

31 აგვ. 2017, 12:34:15

ოზურგეთის ცენტრალური ნაწილი, აგვისტოს დასაწყისიდან, თხილის მიმღებ მოედანს უფრო ჰგავს, ვიდრე ქალაქის შუაგულს, სადაც ყოველი დილიდან ტომრებით სავსე მსუბუქი ავტომობილები თუ სამარშრუტო მიკროავტობუსები წინ და უკან მოძრაობენ. თხილის მიმღებ პუნქტებთან კი, თხილის გატეხვასთან ერთად, უკმაყოფილო ხმები ისმის, ძირითადი მოთხოვნით: "ამ არჩევნებზე არავინ დაგველაპარაკოს ხმებისთვის", "ხალხს ნუ აბრალებენ ყველაფერს", "საარჩევნო პროგრამის წარდგენა თხილით დაიწყონ", "საკუთარ თავს და თხილს დავცინით და დავტირით", "ნახეთ, სად ხდება ასეთი ფორმით თხილის მიღება, დაუკავებიათ ეს "შტირები" და იქნევენ ხმლებივით, ბარემ დაგვხანჯლონ", _ მრავალი ასეთი რეპლიკა ისმის ყოველდღიურად და მოსახლეობის წარმომადგენლები, რომლებიც რედაქციაში გვსტუმრობენ, ითხოვენ, თხილის საკითხი მედიის თემად იქცეს და მედიამ დახმარება გაუწიოს გაჭირვებულ ხალხს იმით, რომ ყოველდღიურად თუ არა, ხშირად გაახმოვანონ მათი გასაჭირის შესახებ.

დღეისთვის ერთი კილოგრამი თხილის ფასი სამ ლარს არ ასცილებია და აგვისტოს ბოლო პერიოდისთვის დღემდე არსებულ ფასებს შორის, ყველაზე დაბალი და უიმედოა.

_ ასეთი ფასი ამ დროს გლეხკაცის ეკონომიკისთვის დამანგრეველია. ეს "ტახან-ტუხუნი" რომ ისმის ყოველ ფეხის ნაბიჯზე, ესაა წინსვლა და ამით დგინდება თხილის ხარისხი? _ გვეუბნება თამარ დოლიძე და გვთხოვს, მომავალ საარჩევნო შეხვედრებზე, ხელისუფლების წარმომადგენლებმა საკუთარი გამოსვლები თხილზე საუბრით დაიწყონ.

_ "ჩვენც დავირაზმებით და ეს არჩევნები თუ მშვიდად ჩაივლის, ნახონ! _ გვეუბნება ის.

თხილის გატეხვის პროცესს კი, ერთგვარი კომიკური ელფერიც აქვს _ ყველას არ აქვს ე. წ. ახალი მოწყობილობა და ზოგი ყავის ჭიქით ტეხს, ზოგი კბილით, ზოგი მუშტით და ზოგიც, პირდაპირ ცემენტის იატაკზე დაყრილ თხილის მარცვლებს ნებისმიერ საგანს ურტყამს, რომ თხილის მომტანს მტკიცებულება დროულად წარუდგინოს და მოტანილი პროდუქცია ან ჩაიბაროს, ან უკან გაატანოს.

"დაუჩემებიათ ეს საბაზრო ეკონომიკა! ვიღაცამ ვიღაცას ორი სიტყვა დააზეპირებინა და ამით გვიხსნიან, რომ ოზურგეთში გაცილებით დაბალი ამიტომაა თხილის ფასი, ვიდრე აჭარის რეგიონში", _ ამბობენ ლიხაურელი, ნატანებელი და ბახველი ფერმერები, როლებიც ერთმანეთს თხილის ჩაბარების დროს ეკონტაქტებიან და მოლაპარაკებას იწყებენ, როგორ და რა ფორმით მოთხოვონ მოახლოებულ არჩევნებზე მმართველი პარტიის თუ ოპოზიციის წარმომადგენლებს, ყურად იღონ თხილის კულტურის გადარჩენის და ფასის რეგულირების საკითხი, რასაც მოსახლეობა ითხოვს.

ვასო ლომჯარია: "ჩვენ სერიოზულად ვფიქრობთ, წინასაარჩევნოდ დავუსვათ საკითხი დეპუტატობის, მერობის თუ თავმჯდომარეობის მსურველებს. გლეხისთვის ჰაერის გადაკეტვის ტოლფასია თხილის დღევანდელი მდგომარეობა და ფასი. ეს ამბავი ასე არ ჩაივლის _ ჩვენ წინასაარჩევნო დღეებში გადავდგამთ უკიდურეს ნაბიჯებს!"

ვაჟა ურუშაძე: "შეხედეთ ამ თხილით დატვირთულ სამარშრუტო ტაქსებს, დიდიან-ბავშვიანად, გამწარებული მიათრევენ ტომრებს. ნახევარს უკან გააბრუნებენ, თუ მეტს არა. აი, აქამდე მივიდა საქმე გურიაში და ახლა ვიღაცას ჰყოფნის ნამუსი, რომ ეს ყველაფერი, თავიდან ბოლომდე გლეხს დააბრალოს. თუ მთავრობას უნდა, ერთ დღე-ღამეში დამყარდება წესრიგიც და ფასიც დარეგულირდება. ასეა ეს, მარა გვაცხოვრებენ ხვალინდელი დღის იმედად, ნერვებს გვისინჯავენ. ეს არ უნდა გაგრძელდეს _ მოვახერხებთ შევქმნათ თხილის დამცველი საზოგადოება".

მოსახლეობის არა ერთი წარმომადგენელი ამბობს, რომ თხილის შესაწამლი საშუალება მხოლოდ უბრალო სითხეა, რომელიც მავნებელს არ ვნებს. ზოგი, კი ფიქრობს, რომ ისეთი შხამ-ქიმიკატია, ყველაფერს ჟლეტს. ამის დასტურად კი მოჰყავს მაგალითი, როცა სოფლებში თხილს წამლავდნენ, ამ საქმით დაკავებულები იქვე ჭამდნენ მწიფე წყავის მარცვლებს, რომელსაც წამალი გადაევლო. თან ხალხს აჩვენებდნენ, "აი, ნახეთ, ვჭამთ, ჩვენ არ გვწყენს და მავნებელ მწერს მოკლავსო? მთავრობა ასეთ წამალს აგზავნისო".

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსი გიგა ხარაბაძე ამბობს, რომ მსგავს ქმედებებს უფრო მაღალ დონეზეც მიმართავენ:

_ კონკრეტულად, "რუსთავი 2"-ის მიერ გაკეთებულ სიუჟეტში გაისმა, რომ ქართული თხილი მომწამვლელია. ამ სიუჟეტებს უსმენენ ყველგან, ყველა საელჩოს ჰყავს თავისი ეკონომიკური ბლოკი და ელჩები აწვდიან თავიანთ ქვეყნებს ინფორმაციებს. დარწმუნებული ვარ, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ წელს უცხოელმა ინვესტორებმა თხილის ქარხნებთან ხელშეკრულება, ერთი კილოგრამი თხილის შეძენაზე ხუთ დოლარად დადეს. გასულ წელს კი შვიდი დოლარი იყო. ასეთივე მიზანს ემსახურება, ერთი შეხედვით, პრიმიტიული ფორმა, როცა თხილის პლანტაციის დამუშავების დროს, ვიღაც შენაწამლ ნაყოფს ჭამს. ეს არის პროვოკაციის ნაწილი, რაც, საბოლოოდ, გლეხის მხრიდან უნდობლობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

_ თუ თხილი საწამლავად მიაჩნიათ და შვიდის ნაცვლად, ხუთ დოლარს იხდიან, ფასდაკლებული არაა საშიში?

 _ მთლად ასე არ არის, ყველა სათავისოდ იყენებს შექმნილ ვითარებას. საეჭვო ფონი როცა ჩნდება, აგებს ადგილობრივი მოსახლეობა და იგებს თხილის გამტანი. თხილის კულტურას ყოველი მხრიდან დაემუქრა საფრთხე, თუმცა, ამ ყველაფერს მაინც ისევ ჩვენი ხალხის და ხელისუფლების ერთობლივი მოქმედებით ეშველება.

ფერმერი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი დავით თენიეშვილი ძალზე საყურადღებო თვალსაზრისს სთავაზობს, როგორც ხელისუფლებას, ისე ფერმერებს, თხილის კულტურის ირგვლივ შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამოსავლის პოვნისთვის:

_ თხილის კულტურა ერთადერთია, რომელმაც გურიაში ჩაის კულტურა შეცვალა და ცოტათი მაინც, გლეხკაცს სული მოათქმევინა. დღეს შექმნილი ვითარება მარტივი არ არის. უპირველეს მიზეზად მივიჩნევ თხილის სტიქიურ განვითარებას და ჯიშების აღრევას.

სანერგე მეურნეობების თავიდანვე არარსებობამ გამოიწვია ის, რომ გავრცელდა სხვადასხვა ჯიშები. სხვადასხვანაირს კი ვეგეტაციის და ყვავილობის სხვადასხვა დრო აქვს. ასევეა გამომდინარე, დაავადების გაჩენის დრო _ სხვადასხვა ჯიშის თხილზე ის სხვადასხვა დროს ხდება. ამიტომ მაქსიმალურად უნდა იყოს ინფორმირებული გლეხი, რა ჯიშის თხილს რა დროს სჭირდება წამლობა და უმთავრესი _ ეს არის წამლის ხარისხი. ხარისხიანი წამლის შემოტანისთვის კი სწორედ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. რაკი თხილი იქცა ბიზნესად და გლეხისთვის, ჩაის შემდეგ, მან პოზიცია დაიკავა, სასწრაფოდ უნდა დავძლიოთ მის ირგვლივ შექმნილი უმძიმესი პრობლემა. სახელმწიფომ ხარისხიანი წამლის შემოტანაში უნდა აიღოს ინიციატივა. გასცენ ლიცენზია მათზე, ვინც ამ საქმეში ბოლომდე გარკვეულია, პროფესიონალია და საკუთარ თავზე აიღებს ვალდებულებას, საიმედო და ხარისხიანი წამლის მიწოდებაზე.

ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამსახურებმა სოფელ-სოფელ კი არა, კარდაკარ უნდა ირბინონ, რომ თხილი გადავარჩინოთ.

არ არის გლეხი ინფორმირებული. ამდენი ხნის გამოცდილება მაქვს, მოტივირებული ვარ და რომ მკითხო, მე ვერ გეტყვით დაზუსტებით, რომელი ჯობს, ისეა აღრეული ყველაფერი. არის პრეპარატები, რომელიც ევროპაში ამოღებულია ხმარებიდან, აქ კი იყიდება. დაბარებულის დაბარებულით საქმე არ კეთდება. სოფლის გამგებელი იქნებ მშენებელია და გულით რომ უნდოდეს საქმის კეთება, მიიტანს კი ზუსტად ინფორმაციას ყველა ოჯახში ამ კუთხით? ეს კი დროში ისედაც გაწელილ საქმეს, წელში ტეხს. უნდა მოხდეს სპეციალისტების გადამზადებაც. დღეს რომ პროფესიული ნიშნით არ ხდება ადამიანების თანამდებობებზე დანიშვნა, ეს ფაქტია.

_ გლეხები საარჩევნოდ პროტესტის გამოხატვაზე საუბრობენ, განსაკუთრებით თხილის ფასის რეგულაციასთან დაკავშირებით ითხოვენ დახმარებას. ეს ფორმა არის საჭირო?

_ პროტესტი არის ბოლო გამოხატულება მიზნის მისაღწევად. ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამსახურმა, საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრმა სოფელ-სოფელ უნდა იარონ და ხალხი უნდა დარაზმონ თხილის გადასარჩენად. ფასის რეგულაციას რაც შეეხება, აქ კი ვიტყვი იმას, რომ ძალიან კარგია, რაც დღეს ხდება _ ტეხენ თხილს, ხდება ხარისხიანი პროდუქციის სტანდარტის ჩამოყალიბება და გლეხი ამას უნდა მიეჩვიოს. თხილი გახდა ბიზნესი, ანუ თორმეტი ლარი რომ ღირდა კილოგრამი, გლეხისთვის იყო მომგებიანი, ბიზნესი კი აგებდა. ეს იყო, აფიორა, მე თუ მკითხავთ. რაღაც მაქინაციებით ვიღაც ახერხებდა, მაღალ ფასებში გაეტანა უცხოეთში, რა ხარისხისაც უნდა ყოფილიყო. სხვანაირად მე ამას ვერ ავხსნი, რადგან მსოფლიო ბაზარზე თხილის საშუალო ფასი, ძირითადად, ორი-სამი დოლარით თუ მერყეობს.

დღევანდელი მიდგომა სწორია და უნდა წავიდეს ის დრო, როცა თხილს არავინ არ მიხედა. ამის შესახებ თქვენ, ჟურნალისტებმაც ხშირად უნდა წეროთ, მითითებად ნუ ჩათვლით. ძალიან კარგია, რომ ხშირად აშუქებთ. ამ კულტურამ თავი სტიქიურად დაიმკვიდრა, კარგი იყო თუ ცუდი, ბარდებოდა და მიჰქონდათ. ახლა დაიწყო პროცესი, რომელიც ერთბაშად მტკივნეულია გლეხისთვის, ის ყველაფერში ყველანაირად თავს იმართლებს. მაგრამ ეს პროცესი მივა იქამდე, რომ კილოგრამი თხილის ფასი შვიდი-რვა ლარის ფარგლებში მაინც დარეგულირდება.

ნუ აშინებს ხალხს თხილის გატეხვა ან პრიმიტიული სატეხი მოწყობილობები. მალე იქნება ტენის განმსაზღვრელი მოწყობილობა, დამკვიდრდება უფრო ცივილური ფორმები და თხილი, როგორც ჩაის შემცვლელი კულტურა, ჯერჯერობით, მაინც, კვლავ სოფლის ოჯახების ეკონომიკური სიძლიერის წარმმართველი ძალა იქნება, _ ამბობს დავით თენიეშვილი.




 ახალი ამბები
  • რა იწვოდა ჩოხატაურშიცოტა ხნის წინ ხანძარი იყო ჩოხატაურში. როგორც "გურია ნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამჟამად ლოკალიზებულია. "ცეცხლი ეკიდა ბალახს, რომელიც ამჟამად ლოკალიზებულია", _ გვითხრეს  პრესსამსახურში. როგორ ჩვენთვის გახდა ცნობილი ხანძარი ადამიანთა დაუდევრობამ ... ...
  • რა რისკებს შეიცავს პანდემიის დროს ზღვაზე დასვენება _ თენგიზ ცერცვაძის განმარტებაზღვის სეზონი წელს ცოტა მოდიფიცირებულად უნდა ჩავატაროთ. ანუ არ უნდა იყოს თავისუფლება, _ ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კორონავირუსი წყლით არ გადადების კვლევებით დამტკიცებული არ არის, ამიტომ დამსვენებლებს მაქსიმალური სიფრთხილე მართებთ. „ვარაუდობენ, რომ წყლით ეს ვირუსი არ გადადის. მაგრამ ვინაიდან გამოცდილება მცირეა, ამის გარანტიას ვერავინ მოგვცემს. უბრალოდ არის ინფორმაცია, რომ წყლით გადასვლის რისკი ძალიან დაბალია. იქაც, იმ ტურისტული სეზონის და ზღვაზე დასასვენებლად გასვლის დროს წამყვან რისკ-ფაქტორად დარჩება მაინც საზოგადოებრივი თავშეყრები“, - აღნიშნა ცერცვაძემ. მისი თქმით, რისკებს ივლისიდან უცხოელი ტურისტების შემოსვლაც ზრდის, ამიტომ დამსვენებლებმა სოციალური დისტანცია უნდა დაიცვან და საჯარო სივრცეებში პირბადე ატარონ. საქართველო უცხოელი ტურისტების მიღებას 1-ლი ივლისიდან დაიწყებს, შიდა ტურიზმი კი ქვეყანაში 15 ივნისიდან ... ...
  • სფფ-ის მაღალჩინოსნები გვიმბალაურში იმყოფებოდნენსფფ-ის მაღალჩინოსნებმა ლანჩხუთში, სოფელ გვიმბალაურში გურიის საფეხბურთო აკადემიის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, ვიცე-პრეზიდენტებმა კახა ჭუმბურიძემ და ნიკოლოზ ჯღარკავამ ლანჩხუთის მერთან, ალექსანდრე სარიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესა და ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატ ნინო წილოსანთან ერთად გურიის ფეხბურთის აკადემიის მშენებლობა დაათვალიერეს, რომელიც უკვე დასკვნით ეტაპზეა. გურიის საფეხბურთო აკადემიის შესახებ სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ისაუბრა: "საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აგრძელებს რეგიონებში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარებას, კერძოდ ბავშვთა ფეხბურთის მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე რეგიონში უკვე გვაქვს აკადემია.მოკლე პერიოდში მათ რიცხვს ეს აკადემიაც შეემატება, რომელიც გურიისა და აჭარის რეგიონს მოიცავს. 13-დან 14 წლამდე მოზარდებს საშუალება ექნებათ ივარჯონ და ისწავლონ. ჩვენ მათ ყველა პირობას შევუქმნით იმისთვის, რომ განვითარდნენ" - განაცხადა კახა ჭუმბურიძემ. "ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა. აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს სამუშაოები. დაწყებულია ეზოს კეთილმოწყობა და გარეგანათების პროექტის განხორციელება. მიხარია, რომ ბევრი ბავშვისთვის ეს მოტივაციას გაზრდის. სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება" - აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა. პროექტის ფარგლებში, ადგილზე მოეწყობა ადმინისტრაციული საცხოვრებელი შენობა და სტანდარტული ზომის საფეხბურთო მოედანი განათებით. მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება. აკადემიის გუნდებთან ერთად საფეხბურთო ინფრასტრუქტურით საფეხბურთო სკოლები და სამოყვარულო ფეხბურთის გუნდები ისარგებლებენ. წყარო: "გურია ... ...
  • „სავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური" _ კალაძე სამოქალაქო აქტივისტის ბრალდებაზესავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვარკეთილში გუშინდელ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთ პირთან დაკავშირებით განაცხადა, რომელმაც თქვა, რომ კალაძემ მას მაისური შემოახია. კალაძის თქმით, ორ ადამიანს სურდა არეულობის შეტანა და თუმცა ეს არ გამოუვიდათ. „არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, როგორც გუშინ ვთქვი. ძალიან კარგად ვიცი, რა ჩანს კადრებში, თქვენც და მეც მაქვს ორი თვალი, შესაბამისად, ყველანი ძალიან კარგად ვხედავთ, არანაირ ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია ადგილი. იყო ორი პროვოკატორი, რომელსაც ჰქონდა მცდელობა, არეულობა შემოეტანა და ჩაეშალა მნიშვნელოვანი ღონისძიება, რაც იყო ახალი სარეკრეაციო ზონის პროექტის დასრულება, თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ. მათ არ მიეცათ პროვოკაციის მოწყობის შესაძლებლობა და ეს ადამიანები გაიყვანეს ტერიტორიიდან“. კალაძის განცხადებით, თუ შსს-ს ჩათვლის რომ იყო ძალადობრივი ქმედება, გამოძიება უნდა დაიწყოს. „შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ ჩათვლის, რომ იქ იყო რაიმე ძალადობრივი ქმედება ან ვინმეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა დაიწყოს, თუმცა მსგავსი ფაქტი არ ყოფილა. სავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური, არ გამოუვიდა პროვოკაცია და მინდა, საჩუქრად გადავცე ამ პიროვნებას მაისური, რომელიც გამოადგება. აი, ეს არის მაისური, საკმაოდ საინტერესოა. ორი გვაქვს ასეთი - ერთს „მთავარ არხს” გადავცემთ და მეორეს - მაგ პიროვნებას”, - განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ ვარკეთილში, თბილისის მერსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება გუშინ მოხდა. დედაქალაქის მერი ვარკეთილში ახლად რეაბილიტირებული სკვერის გახსნაზე თბილისის საკრებულოს წევრებთან ერთად მივიდა. სკვერში მისულ კახა კალაძეს ადგილზე "ანას ბაღის" დამცველები და მოძრაობა "შეცვალეს" წევრები დახვდნენ. მათი განცხადებით, დედაქალაქის მერისთვის დიღმის ჭალებთან დაკავშირებით შეკითხვის დასმა სურდათ, თუმცა კალაძემ მათ ხელი დაარტყა. ერთ-ერთი აქტივისტის მტკიცებით, „კალაძემ მაისურიც ... ...
  • საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებასრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარე, შეიხი მირტაგი ასადოვი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ სუს-ში ადასტურებენ. უწყებაში განმარტავენ, რომ ასადოვის გამოკითხვა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს. 30 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.  „ეს პირები ნეგატიურ კონტექსტში აქტიურად იყენებენ წლების მანძილზე დაგროვებულ ისეთ საკითხებს, რომელთა არასწორი, თითქოსდა პატრიოტული მოტივებით გახმოვანების და რომელიმე ეთნიკური ჯგუფის მიმართ მიზანმიმართული საჯარო მოწოდებების გაკეთების შემთხვევაში, ქვეყნის იმ რეგიონებში, რომლებიც მჭიდროდ არის დასახლებული ეთნიკური აზერბაიჯანელებით, აშკარა საფრთხეს უქმნის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობასთან მათ მშვიდობიან თანაცხოვრებას. კერძოდ, ზემოაღნიშნული პირები, იჭრებიან რა სახელმწიფოს და ხელისუფლების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში, ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში, წამოჭრილი საკითხების გამოყენებას ეროვნული მტრობის ჩამოგდების მიზნით. პირთა ჯგუფი ამ მიმართულებით არასწორი და აგრესიული მოწოდებების გავრცელების გზით, ცდილობს რეგიონის ეთნიკურად ქართველ და აზერბაიჯანელ საქართველოს მოქალაქეებს შორის შეიტანოს განხეთქილება, რასაც ორივე მხრიდან მოყვება ეროვნული პატივისა და ღირსების შემლახავი განცხადებები და ქმედებები, ხოლო ეროვნული შუღლის ჩამოგდების გზით, პირთა ჯგუფი იმედოვნებს, რომ განხორციელდება ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების უკანონოდ ხელყოფა. პირთა ჯგუფი ცდილობს თავის საჯარო განცხადებებსა თუ იდეოლოგიაში სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, თითქოსდა ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას სხვა საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში ენიჭებათ უპირატესობა, რაც უფრო ზრდის ეროვნული კონფლიქტის წარმოშობის რისკებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი გამოძიებას აწარმოებს რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე, რაც გულისხმობს ქმედებას, ჩადენილს ეროვნული მტრობის და განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე ეროვნული და ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების პირდაპირ ან არაპირდაპირ შეზღუდვას ანდა იმავე ნიშნით ადამიანისათვის უპირატესობის მინიჭებას, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება, ჩადენილს პირთა ჯგუფის მიერ. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1421-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“, - აღნიშნულია სუს-ს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

გურული კერძი ხობოკვერა _ “გამორჩეული მარგალიტი“

სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და გიდი...

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?